Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ბმის ენერგია

 - სხვაობა ბმული ნაწილაკების სისტემის ენერგიასა და ამ ნაწილაკების  თავისუფალ მდგომარეობაში ენერგიების ჯამს შორის. მდგრადი სისტემებისთვის ის უარყოფითია.

ბოილ-მარიოტის კანონი

იდეალური აირის ერთ-ერთი კანონი: მოცემული აირის მოცემული მასისთვის, მუდმივი ტემპერატურის დროს წნევისა და მოცულობის ნამრავლი  მუდმივი სიდიდეა. ფორმულა: pV=const. აღწერს იზოთერმულ პროცესს.

ბოლცმანის მუდმივა

ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური მუდმივა, რომელიც ტოლია აირის R უნივერსალური მუდმივას ფარდობისა NA ავოგადროს რიცხვზე: k=1.38·10-23 ჯ/K. შედის სტატისტიკური ფიზიკის რიგ უმნიშვნელოვანეს თანაფარდობებში: აკავშირებს ნაწილაკების საშუალო კინეტიკურ ენერგიასა და ტემპერატურას, ფიზიკური სისტემის ენტროპიასა და მის თერმოდინამიკურ ალბათობას.

ბორის თეორია

 - პირველი ქვანტური თეორია, რომელიც 1913 წელს შექმნა ნილს ბორმა. ეფუძნება ატომის ბირთვულ მოდელს, ბორის პოსტულატებს და დაშვებას, რომ ელექტრონების სტაციონალურ მდგომარეობაში ახსაწერად გამოსადეგია კლასიკური მექანიკის კანონები. წინ უძღოდა ქვანტურ მექანიკას.

ბორის პოსტულატები

 - ნილს ბორის მიერ დამტკიცების გარეშე შემოღებული ძირითადი დაშვებები, რომელიც საფუძვლად დაედო ბორის თეორიას.: 1) ატომური სისტემა მდგრადია მხოლოდ სტაციონალურ მდგომარეობებში, რომლებიც შეესაბანება ატომის ენერგიის მნიშვნელობის დისკრეტულ თანმიმდევრობას. ამ ენერგიის ყოველი ცვლილება დაკავშირებულია ატომის ერთი სტაციონალური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლასთან. 2) ატომის მიერ ენერგიის შთანთქმა ან გამოსხივება ხდება კანონით, რომლის მიხედვითაც გადასვლასთან დაკავშირებული გამოსხივება არის მონოქრომატული და აქვს სიხშირე ν: hν=Ei-Ek, სადაც h არის პლანკის მუდმივა, ხოლო Ei და Ek - ატომის ენერგიები სტაციონალურ მდგომარეობებში.

  1. ბროუნის მოძრაობა
  2. ბრუნვის სიხშირე
  3. ბუნებრივი სინათლე
  4. ბურღის წესი

Page 14 of 103

  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18

კითხვა–პასუხი


ძალიან გთხოვთ, როგორცკი შეძლებთ მიპასუხეთ..  1."თუ წრედის უბანზე არ სრულდება მექანიკური მუშაობა და არ ხდება ნივთიერების ქიმიური გარდაქმნა, მაშინ ელექტრული ველის ენერგია მთლიანად ხმარდებ........
გამარჯობა,ამ ორ  ამოცანას ვერ ვხსნი და ძალიან, ძალიააააან გთხოვთ დამეხმაროთ :(.  ორი ერთნაირი პატარა გამტარი ბურთულა, რომელთა შორის მანძილი 10სმ-ია,მიიზიდებიან 5.0*10-5ნ ძალით. თუ ბუ........
გამარჯობა! დიდი მადლობა დახმარებისთვის წინა ამოცანაში.გთხოვთ კიდევ დამეხმარეთ: რა დროის განმავლობაში ხედავს მგზავრი, რომელიც 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მატარებლის ფანჯარასთან ზის, შემხვედრი მიმართ........
p1 სიმკვრივის სხეული მოცულობის 1/3 – ით წყალში ჩაძირული ტივტივებს, ხოლო p2 სიმკვრივის სხეული ცურავს წყალში. რისი ტოლია მეორე სხეულის სიმკვირივის შეფარდება პირველი სხეულის სიმკვირვესთან........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS