ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური მუდმივა, რომელიც ტოლია აირის R უნივერსალური მუდმივას ფარდობისა NA ავოგადროს რიცხვზე: k=1.38·10-23 ჯ/K. შედის სტატისტიკური ფიზიკის რიგ უმნიშვნელოვანეს თანაფარდობებში: აკავშირებს ნაწილაკების საშუალო კინეტიკურ ენერგიასა და ტემპერატურას, ფიზიკური სისტემის ენტროპიასა და მის თერმოდინამიკურ ალბათობას.