ელექტრული რკალი – აირში თავიათავადი ელექტრული განმუხტვა, რომელსაც კაშკაშა მანათობელი ძაფის სახე აქვს. პირველად 1802წ. იქნა დაკვირვებული ვ.ვ. პერტოვის მიერ.
– სხეულის აზრობრივი მოდელი, რომელის ნებისმიერ ტემპერატურაზე მასზე დაცემულ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, მიუხედავად ტალღის სიგრძისა, სრულად შთანთქავს. აბსულუტურად მყარი სხეულის გამოსხივება განისაზღვრება მხოლოდ მისი აბსოლუტური ტემპერატურით და ნივთიერების გვარობაზე არაა დამოკიდებული.
აბსოლუტური ტემპერატურის ათვლის სათავე; იმყოფება წყლის სამმაგი წერტილის ტემპერატურაზე (რომლისთვისაც მიღებულია მნიშვნელობა 0.01оС) 273.16 К-ით ქვევით. აბსოლუტური ნულის დროს წყდება ატომებისა და მოლეკულების გადატანითი და ბრუნვითი მოძრაობები, მაგრამ ისინი არიან არა უძრავნი, არამედ იმყოფებიან "ნულოვანი" რხევების მდგომარეობაში. თერმოდინამიკის კანონებიდან გამომდინარეობს, რომ აბსოლუტური ნული პრაქტიკულად მიუღწევადია.
ტემპერატურა, რომელიც აბსოლუტური თერმოდინამიკური შკალით იზომება, არ არის დამოკიდებული თერმოდინამიკური ნივთიერების თვისებებზე. აითვლება აბსოლუტური ნულისგან. SI-ში ერთეულია კელვინი (К).
ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ჰარში წყლის ორთქლის მასის ფარდობისა მის მოცულობასთან: \(\dpi{100} \rho =\frac{m_{st}}{V}\)პრაქტიკულად ერთეული არის გრ/მ3. ხანდახან აბსოლუტურ ტენიანობაში გულისხმობენ წყლის ორთქლის პარციალურ წნევას. ამ შემთხვევაში მას ზომავენ პასკალებში (პა).
