Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ატომის ბირთვი

 - ატომის დადებითად დამუხტული ცენტრალური ნაწილი, რომელშიც თავმოყრილია თითქმის მისი სრული მასა. ბირთვის მუხტი და ატომური ნომერი განისაზღვრება ბირთვში პროტონების რიცხვით, ხოლო ატომური მასა - ნუკლონების (პროტონებისა და ნეიტრონების) ჯამური რიცხვით. მძიმე ბირთვების ზომები აღწევს 10-14 მ, ბირთვული მატერიის სიმკვრივე კი 1017 კგ/მ3.

ატომური ენერგია

 - იგივე ბირთვული ენერგია.

ატომური მასა

 - ატომის მასა, რომელიც ატომური მასის ერთეულებში არის გამოსახული.

აქტიური სიმძლავრე

ფიზიკური სიდიდე, რომელიც  პერიოდის განმავლობაში ცვლადი დენის მყისი  სიმძლავრის საშუალოს ტოლია. შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ ელექტრული ენერგიის სხვა სახის ენერგიაში გარდაქმნის საშუალო სიჩქარე. ერთფაზიან ცვალადი დენის წრედში გამოითვლება ფორმულით: P=IUcosφ. SI-ში ერთეულია – ვატი (ვტ).

აქტიური წინაღობა

ფიზიკური სიდიდე, რომელიც წრედის უბანზე შთანთქნული აქტიური სიმძლავრის ამავე უბანზე ცვლადი დენის ძალის კვადრატთან ფარდობის ტოლია. შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ წრედის ან მისი უბნის წინაღობა დენის მიმართ, რაც განპირობებულია ელექტრული ენერგიის სხვა ფორმებში (უმეტესად შინაგან ენერგიად) შეუქცევადი გარდაქმნებით. სი სისტემაში ერთეულია ომი.

  1. აჩქარება
  2. ახლო წესრიგი
  3. ბარომეტრი
  4. ბგერა (ბგერითი ტალღები)

Page 8 of 103

  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12

კითხვა–პასუხი


გამოთვალე მეტალის ბურთულას მუხტი, თუ მასზე 4 x 1010 ზედმეტი ელექტრონია. რა მოხდება, თუ ამ ბურთულას შევახებთ ისეთივე დაუმუხტავ ბურთულას? 
პირველ რიგში მოგესალმებით ვარ 8 კლაში და ეს ამოცანები ვერ გავიგე გთხოვთ დამეხმარეთ 1.განსაზღვრეთ, რა სიმაღლემდე შეიძლება ავიტანოთ წყალი იმ ენერგიით რომელსაც იგი გასცემს 1გრადუსცელსიუსით გაცივბისას ........
განსაზღვრეთკუთხე ორ ბრტყელ სარკეს შორის,თუ პირველი სარკისზედაპირისადმი30 გრადუსიანი კუთხითდაცემული სხივიორჯერადი არეკვლის შემდეგპარალელურად ბრუნდება უკან... წინასწარ დიდი მადლობა ძლიან მომწონს თქვენი ........
მოცურავე ჩამოხტა 5მ სიმაღლის კოშკურიდან და წყალში ჩაყვინთა 2მ სიღრმეზე.იპოვეთ რა დროის განმავლობაში და რა აჩქარებით მოძრაობდა მოცურავე წყალში?
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS