Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ანეროიდი

ბარომეტრ-ანეროიდი, ხელსაწყო ატმოსფერული წნევის გასაზომად, მის მიმღებ ნაწილს წარმოადგენს ლითონის ყუთი, რომლის შიგნითაც ძლიერი გაუხშოებაა. ატმოსფერული წნევის შეცვლისას იცვლება ყუთის დეფორმაცია, რომელიც მასთან დაკავშირებული ზამბარისა და ბერკეტების საშუალებით ახდენს მაჩვენებლის ისრის შემობრუნებას http://pharmacieinde.fr/.

ანიზოტროპია

ნივთიერების ფიზიკური თვისებების მიმართულებაზე დამოკიდებულება (იზოტროპიისსაპირისპიროდ). დაკავშირებულია გარემოს შინაგან მოწესრიგებულ აგებულებასთან და თავს იჩენს დრეკადობაში, სითბო- და ელექტროგამტარობაში, მყარ სხეულებში ბგერისა და სინათლის სხივის გავრცელებაში. შეიძლება ახასიათებდეს ფიზიკურ სივრცესაც გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური და სხვა ველების არსებობის შემთხვევაში.

ანიონები

უარყოფითად დამუხტული იონები, რომლებიც ელექტრულ ველში ანოდისკენ მოძრაობენ.

ანიჰილაცია

 – ნაწილაკისა და მისი ანტინაწილაკის ფოტონებად - ელექტრომაგნიტური ველის ქვანტებად ან სხვა სხვა ნაწილაკებად - სხვა ბუნების ფიზიკური ველის ქვანტებად გარდაქმნის პროცესი. არსებობს შექცეული მოვლენა – წყვილთა დაბადება

ანოდი

ელექტრული ენერგიის წყაროს დადებითი პოლუსი ან რაიმე ხელსაწყოს ელექტროდი, რომლეიც უერთდება ელექტრული დენის დადებით პოლუსს. წყაროს მუშაობის დროს ანოდის პოტენციალი ყოველთვის მაღალია კათოდის პოტენციალზე.

  1. აორთქლება
  2. არეომეტრი
  3. არქიმედეს კანონი
  4. ატმოსფერული წნევა

Page 6 of 103

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

კითხვა–პასუხი


 რა მუშაობა უნდა შესრულდეს რომ 10სმ სფეროს მივანიჭოთ 5X10-10კ მუხტი
1)თანაბარაჩქარენულად მოძრავ ურიკაზე დამაგრებულია მათემატიკური ქანქარა,რომელიც ასრულებს მცირე რხევებს T პერიოდით.როცა ურიკა გაჩერებულია ან მოძრაობს თანაბრად,მისი პერიოდია T1.განსაზღვრეთ ურიკის აჩქარება........
განსაზღვრეთ 36კ მუხტის ველის დაძაბულობა მისგან 9 და 18სმ-ით  დაშორებულ წერტილებში.
წყალბადის ატომის გამოსხივების ხაზოვანსპექტრის ბალმერის სერიაში რამდენი R-ის ტოლია მე-3-ე ხაზის შესაბამისი ტალღის სიხშირე (v) ? (R რიდბერის მუდმივაა)
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS