წნევა, რომელსაც დედამიწის ატმოსფერო ახდენს მასში არსებულ ყველა სხეულზე. განისაზღვრება ზემოთ არსებული ჰაერის სვეტის წონით და წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან სიდიდეს, რომელიც აღწერს დედამიწის ატმოსფეროს მდგომარეობას. SI-ში ერთეულია პასკალი, მმ ვწყ. სვ.. ნორმალური ატმოსფერული წნევაა 760 მმ ვწყ. სვ. ან 1013 გპა.