სითხის სიმკვრივის გასაზომი ხელსაწყო. მისი მოქმედება ემყარება არქიმედეს კანონს. სიმკვრივე განისაზღვრება არეომეტრის ჩაძირვის სიღრმის მიხედვით. ყველაზე გავრცელებულია მუდმივი წონის არეომეტრი, რომლის შკალები ჩვეულებრივ გრადუირებულია სიმკვრივის ერთეულებში. ყოფაცხოვრებაში გამოიყენება რძის ცხიმიანობის გასაზომად (ლაქტომეტრები, ლაქტოდენსიმეტრები), სპირტის შემცველობის გასაზომად (სპირტომეტრი), შაქრიანობის საზომად, ავტომობილების აკუმულატორებში ელექტროლიტის კონცენტრაციის საზომად. ამ შემთხვევებში შკალები შეიძლება გრადუირებული იყოს მოცულობის ან მასის პროცენტებით.