Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

აგრეგატული მდგომარეობა

ნივთიერებისა - ერთი და იმავე ნივთიერების მდგომარეობები, რონლებიც განსხვავდებიან ნაწილაკების სითბური მოძრაობების ხასიათებით. ჩვეულებრივ ანსხვავებენ სამ აგრეგატულ მდგომარეობას: აირადი, თხევადი და მყარი; ხანდახან აქ ამატებენ პლაზმურ მდგომარეობასაც. ნივთიერების ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობას გარკვეულ  გარემო პირობები (ტემპერატურა, წნევა) შეესაბამება, რომელთა შეცვლა იწვევს ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას.

ადიაბატა

წირი, რომელიც ნებისმიერ თერმოდინამიკურ დიაგრამაზე  ადიაბატურ პროცესს გამოსახავს. იდეალური აირისათვის ადიაბატის განტოლებას   შემდეგი სახე აქვს: \(\dpi{100} pV^{\gamma }=const\), სადაც \(\dpi{100} \gamma =\frac{c_{p}}{c_{v}}\)  - ადიაბატის მაჩვენებელია, ხოლო сp  და  сv მუდმივი წნევისა და მუდმივი მოცულობის  სითბოტევადობები  შესაბამისად.

ადიაბატური პროცესი

თერმოდინამიკური პროცესის მოდელი, რომლის დროსაც  განხილულ სისტემასა და გარემოს შორის სითბოცვლა არ ხდება. რეალური თერმოდინამიკური პროცესი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ადიაბატური, თუ ის მიმდინარეობს ან თბოიზოლირებულ გარსში, ან ისე სწრაფად, რომ სითბოცვლა ვერ ესწრება.

ავოგადროს კანონი

იდეალური აირების ერთ-ერთი ძირითადი კანონი: სხვადასხვა აირების ტოლ მოცულობებში ერთნაირი ტემპერატურების და წნევების პირობებში ერთნაირი რაოდენობის მოლეკულებია.

ავოგადროს მუდმივა (რიცხვი)

ნივთიერების ერთეულ რაოდენობაში (1 მოლში) ნაწილაკთა რიცხვი: NA=6,022.1023 მოლი-1.

  1. ავტორხევები
  2. ათვლის არაინერციული სისტემა
  3. ათვლის ინერციული სისტემა
  4. ათვლის სისტემა

Page 2 of 103

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

კითხვა–პასუხი


 გთხოვთ ძალიან მჩრდება და მიპასუხოთ. 50ომი ელექტროქურა ჩართულია 50ჰც სიხშირისა და 220 ვოლტი ძაბვის ცვლადი დენის წრედში. გთხოვთ დამიწეროთ ძაბვისა და დენის დროზე დამოკიდებულობის განტოლებები. გთხოვ ........
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სისტემაში (3; 7) წერტილზე გამავალი ყოველი უარყოფითი საკუთხო კოეფიციენტის მქონე წრფე აბსცისათა და ორდინატთა ღერძებთან ერთად შემოსაზღვრავს მართკუთხა სამკუთხედს. იპოვეთ ამ ტიპი........
რამდენით შეიცვლება q1=10-9 კ მუხტის კინეტიკური ენერგია q2=10-6 კ მუხტის ველში მოძრაობისას, თუ იგი გადაადგილდება q2 - დან 3სმ-ით დაშორებული წერტილიდან 10სმ-ით დაშორებულ წერტილში? საწყისი........
გამარჯობა, მეტროს ესკალატორი მოძრაობს 0,8მ/წმ სიჩქარით. ესკალატორზე ადამიანი ადის ესკალატორის მიმართ 0,4მ/წმ სიჩქარით. რა სიმაღლისაა მეტრო თუ ასვლას დასჭირდა 30წმ.
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS