Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ბგერის არეკვლა

ბგერითი ტალღის ორი სხვადასხვა სიმკვრივისა და დრეკადობის მქონე გარემოს გამყოფ ზედაპირთან შეხვედრის შემდეგ საწყის გარემოში დაბრუნების პროცესი. ბგერის არეკვლის ერთ-ერთი გამოვლინება არის ექო.

ბგერის ინტენსივობა

ბგერის ძალა – ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ბგერითი ტალღის მიერ მისი გავრცელების პერპენდიკულარულ ზედაპირში გადატანილი ენერგიის ფარდობისა ამ ზედაპირის ფართობთან და იმ დროის შუალედთან რომელშიც მიმდინარებს პროცესი. ბგერის ინტენსივობის ერთეულია SI სისტემაში ვტ/მ2.

ბგერის სიმაღლე

ბგერის მახასიათებელი, რომელსაც დროის ერთეულში რხევათა რიცხვით განისაზრვრება. სიხშირის ზრდით ბგერის სიმაღლე იზრდება. 

ბგერის სიჩქარე

გარემოში ბგერითი ტალღების  გავრცელების სიჩქარე. აირებში ბგერის სიჩქარე ნაკლებია, ვიდრე სითხეებში, ხოლო სითხეებში ნაკლებია, ვიდრე მყარ სხეულებში. ნორმალურ პირობებში ჰაერში ბგერის სიჩქარე  330 მ/წმ-ია, წყალში - 1500 მ/წმ, მყარ სხეულებში 2000 - 6000 მ/წმ.

ბგერის ტემბრი

მუსიკალური ინსტრუმენტის, ხმისგამომცემი ხელსაწყოს, ადამიანების ან ცხოველების ხმის აპარატები მიერ გამოცემული ბგერის ხარისხობრივი, სუბიექტური შეფასება.  ჟღერადობის შეფერილობას ახასიათებს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ობერტონები ახლავს ძირითად ტონს და როგორი არის მათი ინტენსივობა.

  1. ბგერის ძალა
  2. ბგერის წნევა
  3. ბგერის ხმამაღლობა
  4. ბერნულის განტოლება

Page 10 of 103

  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14

კითხვა–პასუხი


წვიმის წვეთს  რაოდენობით ზედმეტი ელექტრონი რომ ჰქონდეს, რამდენით შემცირდრება მისი აჩქარება, თუ წვიმის წვეთის მოცულობაა  ხოლო დედამიწის ელ.ველის დაძაბულობაა .
უსაფრთხო სამართებლის წყლის ზედაპირზე დადების შემდეგ, თუ იგი დამაგნიტებულია, შემობრუნდება და ორიენტირდება ისე, რომ ერთი ბოლო ჩრდიელოეთისკენ იქნება მიმართული. რატომ ემართება ეს მაინცდამაინც წყლის ზედაპი........
გამარჯობა, მაინტერესებს ერთნაირია თუ არა თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება სხვადასხვა ციურ სხეულებზე? რატომ? კიდევ მაინტერესებს თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება მთვარეზე?
ორი წერტილი ერთი მიმართულებით მოძრაობს წრეწირზე.ისინი პერიოდულად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს.პირველის სიჩქარეა 3v,მეორის-5v.რა განსხვავებული სიჩქარით უნდა იმოძრაოს პირველმა წერტილმა,რომ დროის შუალედი შეხ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS