- სხვაობა ბმული ნაწილაკების სისტემის ენერგიასა და ამ ნაწილაკების თავისუფალ მდგომარეობაში ენერგიების ჯამს შორის. მდგრადი სისტემებისთვის ის უარყოფითია.
იდეალური აირის ერთ-ერთი კანონი: მოცემული აირის მოცემული მასისთვის, მუდმივი ტემპერატურის დროს წნევისა და მოცულობის ნამრავლი მუდმივი სიდიდეა. ფორმულა: pV=const. აღწერს იზოთერმულ პროცესს.
ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური მუდმივა, რომელიც ტოლია აირის R უნივერსალური მუდმივას ფარდობისა NA ავოგადროს რიცხვზე: k=1.38·10-23 ჯ/K. შედის სტატისტიკური ფიზიკის რიგ უმნიშვნელოვანეს თანაფარდობებში: აკავშირებს ნაწილაკების საშუალო კინეტიკურ ენერგიასა და ტემპერატურას, ფიზიკური სისტემის ენტროპიასა და მის თერმოდინამიკურ ალბათობას.
- პირველი ქვანტური თეორია, რომელიც 1913 წელს შექმნა ნილს ბორმა. ეფუძნება ატომის ბირთვულ მოდელს, ბორის პოსტულატებს და დაშვებას, რომ ელექტრონების სტაციონალურ მდგომარეობაში ახსაწერად გამოსადეგია კლასიკური მექანიკის კანონები. წინ უძღოდა ქვანტურ მექანიკას.
- ნილს ბორის მიერ დამტკიცების გარეშე შემოღებული ძირითადი დაშვებები, რომელიც საფუძვლად დაედო ბორის თეორიას.: 1) ატომური სისტემა მდგრადია მხოლოდ სტაციონალურ მდგომარეობებში, რომლებიც შეესაბანება ატომის ენერგიის მნიშვნელობის დისკრეტულ თანმიმდევრობას. ამ ენერგიის ყოველი ცვლილება დაკავშირებულია ატომის ერთი სტაციონალური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლასთან. 2) ატომის მიერ ენერგიის შთანთქმა ან გამოსხივება ხდება კანონით, რომლის მიხედვითაც გადასვლასთან დაკავშირებული გამოსხივება არის მონოქრომატული და აქვს სიხშირე ν: hν=Ei-Ek, სადაც h არის პლანკის მუდმივა, ხოლო Ei და Ek - ატომის ენერგიები სტაციონალურ მდგომარეობებში.
