Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

გადატანითი მოძრაობა

მყარი სხეულის მოძრაობის ერთ-ერთი უმარტივესი სახე, რომლის დროსაც მყარი სხეულის ორი ნებისმიერი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი, საკუთარი თავის პარალელურად გადაადგილდება. ამასთან მყარი სხეულის ყველა წერტილი შემოწერს ერთნაირ ტრაექტორიებს და დროის ყოველ მომენტში აქვთ ერთნაირი სიჩქარეები და აჩქარებები.

გადიდება

ოპტიკური სისტემისა - ოპტიკური სისტემის მიერ მოცემული გამოსახულების ზომების ფარდობა საგნის რეალურ ზომებთან.

გალვანური ელემენტი

ელექტრული დენის წყარო, რომელშიც ელექტროქიმიური რეაქციის ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად (ვოლტის ელემენტი, აკუმულატორები და სხვ.)

გალილეის გარდაქმნები

ერთმანეთის მიმართ სინათლის სხივის სიჩქარესთან შედარებით გაცილებით ნაკლები სიჩქარით მოძრავ ორ სხვადასხვა ინერციულ სისტემაში განხილული რაიმე მოვლენის კოორდინატებსა და დროს შორის თანავარდობა. შეადარე: ლორენცის გარდაქმნები.

ერთი წრფის გასვრივ მოძრაობის შემთხვევისთვის გალილეის გარდაქმნები მოტანილია ნახატზე. გალილეის გარდაქმნები დროის მიმდინარეობის დამოუკიდებლობასთან ერთად, დროისა და სივრცის კლასიკური წარმოდგენის არსს ასახავენ. ამ წარმოდგენების მიხედვით სხეულებს შორის მანძილები ერთნაირია ათვლის ყველა სისტემაში და დროის მიმდინარეობა ათვლის სისტემის არჩევაზე არ არის დამოკიდებული.

გალილეის ფარდობითობის პრინციპი

ფარდობითობის მექანიკური პრინციპი - კლასიკური მექანიკის პრინციპი: ნებისმიერ ინერციული ათვლის სისტემებში ყველა მექანიკური მოვლენა ერთნაირად მიმდინარეობს ერთნაირი საწყისი პირობების შემთხვევაში. ანუ ყველა ინერციული სისტემა თანასწორია.

  1. გამა-გამოსხივება
  2. ​გამა-სხივები
  3. გამოსვლის მუშაობა
  4. გამოსხივება

Page 16 of 103

  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20

კითხვა–პასუხი


ყმაწვილმა ჭიდან 11კგ მასის წყლიანი ვედრო 20წმ-ში ამოიტანა. განსაზღვრეთ მის მიერ განვითარებული სიმძლავრე,თუ ბაგირის მასა 6კგ-ია, ხოლო ჭის სიღრმე 8მ.
დამუხრუჭებიდან რა დროის შემდეგ გაჩერდება 12მ/წმ სიჩქარით მოძრავი ავტობუსი, თუ ხახუნის კოეფიციენტი დამუხრუჭებისას 0,4 -ის ტოლია?
დახაზეთ სქემა, რომლის მიხედვით შედგენილი წრედით შეძლებთ დერეფნის შუაში მოთავსებული ნათურის ანთებას და ჩაქრობას დერეფნის ორივე მხრიდან. გამოიყენეთ დენის წყარო, ორი გადამრთველი და სადენები. მადლობა წ........
R-რადიუსიან ჰორიზონტალურ დისკოს აბრუნებენ მის კიდეზე გამავალი ვერტიკალური ღერძის გარშემო W მუდმივი კუთხური სიჩქარით. დისკოს კიდეზე, მის მიმართ თანაბრად მოძრაობს m მასის ნაწილაკი.იმ მომენტში ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS