– ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ნივთიერების მიერ შთანთქმული მაიონიზებელი გამოსხივების ენერგიის ფარდობისა ამ ნივთიერების მასასთან: \(D=\frac{W}{m}\) შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ рრადიაციული საშიშროება. სი სისტემაში ერთეულია - გრეი.
- იხ viagra australia. ელექტრული დენი.
ტალღა, რომელიც ნაწილაკების რხების სიბრტყის (დრეკადი ტალღები) ან ელექტრომაგნიტური ტალღებისთვის შემთხვევაში ელექტრული ველის დაძაბულობისა და მაგნიტური ინდუქციის ვექტორების მართობულად ვრცელდება. იხ. გრძივი ტალღა.
ორთქლი, რომელიც დინამიურ წონასწორობაშია თხევად ან აირად ფაზასთან. დინამიურ წონასწორობაში იგულისხმება ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც დროის რაღაც შუალედში საშუალო რიცხვიმოლეკულებისა, რომლებიც ტოვებენ სითხეს (მყარ სხეულს), ტოლია ორთქლის იმ მოლეკულების საშუალო რიცხვისა, რომლებიც უბრუნდებიან სითხეს (მყარ სხეულს) იგივე დროში.
იდეალური აირის ერთ-ერთი კანონი: მოცემული აირის მოცემული მასისთვის, მუდმივი წნევისას მოცულობის ფარდობა აბსოლუტურ ტემპერატურასთან მუდმივი სიდიდეა: \(\frac{V}{T}=const\) (ანუ: მოცულობა პირდაპირპროპორციულია აბსოლუტური ტემპერატურის). კანონი აღწერს იზობარულ პროცესს.
