Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

დიაფრაგმა

 - მოწყობილობა, რომელიც ოპტიკურ სისტემაში სინათლის კონის შეზღუდვის ან შეცვლის საშუალებას იძლევა (მაგ., თვალის გუგა, ლინზის ჩარჩო, ფოტოაპარატის ობიექტივის დიაფთაგმა).

დიელექტრიკების პოლარიზაცია

- გარე ელექტრული ველის ზემოქმედებით ელექტრული მუხტების წანაცვლება დიელექტრიკში. წარმოიქმნება იონების ურთიერთწანაცვლებისას, ელექტრონული გარსების დეფორმაციისას ან ელექტრული დიპოლების ორიენტაციისას. ადგილი აქვს, მაგ., აკუმულატორების დამუხტვისას.

დიელექტრიკი

- ნივთიერება, რომელიც დენს პრაქტიკულად არ ატარებს. გამტარებთან შედარებით დიდი კუთრი წინარობა გააჩნია.  შეიძლება იყოს მყარი, თხევადი და აირისებრი. გარე ელექტრულ ველში დიელექტრიკები პოლარიზაციას განიცდის, რაც დიელექტრიკში ელექტრული ველის შესუსტებას იწვევს.

დიელექტრიკული შეღწევადობა

– განზომილების არმქონე ფიზიკური სიდიდე, ტოლია ვაკუუმში ელექტრული ველის Е0 დაძაბულობის მოდულის ფარდობისა ერთგვაროვან დიელექტრიკში ელექტრული ველის E დაძაბულობის მოდულთან:\(\dpi{100} \varepsilon =\frac{E _{0}}{E }\).

დინამიკა

მექანიკის ნაწილი, რომელიც მაკროსკოპული სხეულების მექანიკური მოძრაობის კანონზომიერებებს სწავლობს ურთიერქმედებების ანალიზის საფუძველზე.

  1. დინამიკი
  2. დინამომეტრი
  3. დიოდი
  4. დისლოკაციები

Page 22 of 103

  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26

კითხვა–პასუხი


რისი ტოლი უნდა იყოს  X  წინაღობა, რომ ჯაჭვის სრული წინაღობა არ იყოს დამოკიდებული  ჯაჭვში რგოლების რიცხვზე?...
გამარჯობათ ბატონო ოლეგ ეს ორი ამოცანა ვერ გავიგე და იქნებ დამეხმაროთ 1)როგორი მაქსიმალური სიმძლავრის ელექტროღუმელის დადგმა შეიძლება ხაზის ბოლოში,თუ ხაზის წინაღობა 10 ომია,წყაროს სიმძლავრე 6X10^3ვტ,........
  გამარჯობათ თუ შეიძლება დამეხმარეთ ამოცანის ამოხსნაში. ბილიარდის მაგიდის გვერდებია a და b, b გვერდის შუა ნაწილიდან ისვრიან ბილიარდის ბურთს, t კუთხის რა მნიშვნელობებისათვის დაბრუნდება ბურ........
გამარჯობა <3 გთხოვთ დამეხმარეთ...აი ჩემი ამოცანა : წრფივ , პარალელურ ლიანდაგებზე ერთი მიმართულებით თანაბრად მოძრაობენ სატვირთო და სამგზავრო მატარებლები,შესაბამისად , მოდულით 15 და 25 მ/წმ სიჩქარით ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS