Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

დალტონის კანონი

იდეალური გაზის ერთ-ერთი ძირითადი კანონი: ქიმიურად არაურთიერთქმედებადი აირების ნარევის წნევა ამ აირების პარციალური წნევების ჯამის ტოლია.

დამაგნიტებულობა

- ვექტორული სიდიდე, რიცხობრივად ტოლია მაგნიტური მომენტის ნივთიერების (მაგნეტიკის) მოცულობასთან ფარდობისა. SI-ში ერთეულია ამპერი მეტრთან (ა/მ). იხ. პოლარიზებულობა.

დამუხტული ნაწილაკების ამაჩქარებლები

 - დანადგარები რათა მიიღონ ელექტრონების, პროტონების, მსუბუქი ატომბირთვებისა და სხვ. მიმართული კონები, რომელთა ენერგიები არის ასობით კევ-დან ასობით გევ-მდე. გამოიყენება ბირთვულ ფიზიკასა და მაღალი ენერგიების ფიზიკაში სხვადასხვა ურთიერთქმედებებისად და მიკრონაწილაკების სტრუქტურების შესასწავლად და ასევე მრეწველობაში (იზოტოპების მიღება, დეფექტოსკოპია, საკვები პროდუქტების სტერილიზაცია) და მედიცინაში.

დენის მატარებლები

- ნივთიერებაში ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც განაპირობებენ მის ელექტრულ გამტარობას. ლითონებში - ეს არის თავისუფალი ელექტრონები, ელექტროლიტებში - იონები, ნახევარგამტარებში - ელექტრონები და ხვრელები.

დენის სიმკვრივე

– ვექტორული სიდიდე, რომელიც მოდულით ტოლია დენის ძალის ფარდობისა გამტარის განივკვეთის ფართობთან: \(j=\frac{I}{S}\). მიმართულია დადებითი მუხტების მოძრაობის მიმართულებით (ელექტრული ველის დაძაბულობის მიმართულების თანხვედრია). SI-ში ერთეულია ა/მ2.

  1. დენის ძალა
  2. დეფექტები კრისტალებში
  3. დეფორმაცია
  4. დეფორმაცია პლასტიკური

Page 20 of 103

  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24

კითხვა–პასუხი


რა მანძილზე გაჩერდება 10 მ/წმ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, თუ ხახუნის კოეფიციენტია 0,05?
უძრავი სხეულები ერთდროულად ამოძრავდა ურთიერთმართობულ წრფივ ტრაექტორიებზე 0,3 მ/წმ2 და 0,4 მ/წმ2 აჩქარებებით. რისი ტოლი იქნება მათი ფარდობითი სიჩქარე მოძრაობის დაწყებიდან 20 წმ-ის შემდეგ?  ეს ამოც........
ჰაერის ბუშტუკები ამოდიან ტბის ფსკერიდან  ზედაპირზე. იპოვეთ ბუშტუკებზე მოქმედი ამომგდები ძალების შეფარდება 10 მ და 2 მ სიღრმეებზე    F10 / F2  (ატმოსფერული წნევა ჩათვალეთ 10 მ ........
ეს ორი მარტივი ამოცანა მინდა და აღარ შეგაწუხებთ 1.ზევით სხეულის თანაბარი მოძრაობისას დინამომეტრი 4,25 ნ-ს უჩვენებს, ქვევით მოძრაობისას-3,75 ნ-ს განსაზღვრეთ სხეულის მასა და ღერძთან ჭოჭონაქის ხახუნის........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS