კრისტალური წყობის არასრულფასოვნება, ნაწილაკების (ატომები, მოლეკულები, იონები) მკაცრად პერიოდული განლაგების დარღვევა კრისტალური მესერის კვანძებში. მას მიეკუთვნება ვაკანსიები (წერტილოვანი დეფექტები), დისლოკაციები (წრფივი დეფექტები), მოცულობითი დეფექტები: ნაპრალები, ფორები და ა.შ. მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კრისტალების ფიზიკურ თვისებებზე.