- ნილს ბორის მიერ დამტკიცების გარეშე შემოღებული ძირითადი დაშვებები, რომელიც საფუძვლად დაედო ბორის თეორიას.: 1) ატომური სისტემა მდგრადია მხოლოდ სტაციონალურ მდგომარეობებში, რომლებიც შეესაბანება ატომის ენერგიის მნიშვნელობის დისკრეტულ თანმიმდევრობას. ამ ენერგიის ყოველი ცვლილება დაკავშირებულია ატომის ერთი სტაციონალური მდგომარეობიდან მეორეში გადასვლასთან. 2) ატომის მიერ ენერგიის შთანთქმა ან გამოსხივება ხდება კანონით, რომლის მიხედვითაც გადასვლასთან დაკავშირებული გამოსხივება არის მონოქრომატული და აქვს სიხშირე ν: hν=Ei-Ek, სადაც h არის პლანკის მუდმივა, ხოლო Ei და Ek - ატომის ენერგიები სტაციონალურ მდგომარეობებში.