ათვლის სისტემა, რომელშიც სხეული ინარჩუნებს უძრაობის მდგომარეობას ან წრფივ თანაბარ მოძრაობას სხვა სხეულებთან ურთიერთქმედების არ არსებობის, ან გარე ზემოქმედებების კომპენსაციის შემთხვევაში. ათვლის სისტემა, რომელიც არის უძრავი ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად რაიმე ინერციული ათვლის სისტემის მიმართ, თვითონაც არის ინერციული. ინერციულ ათვლის სისტემაში სრულდება გალილეის ფარდობითობის პრინციპი და აინშტაინის ფარდობითობის პრინციპი.