ჰიდრო- და აეროსტატიკის კანონი: სითხეში ან აირში ჩაძირულ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ძალის საპირისპიროდ მიმართული ამომგდები ძალა, რომელიც რიცხობრივად ტოლია სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის ან აირის წონისა და მოდებულია სხეულის ჩაძირული ნაწილის სიმძიმის ცენტრზე. აღმოაჩინა ბერძ. მეცნ. არქიმედემ 212წ. ჩვ. წ. აღრიცხვამდე. წარმოადგენს სხეულთა ცურვის თეორიის საფუძველს.