ნივთიერების ფიზიკური თვისებების მიმართულებაზე დამოკიდებულება (იზოტროპიისსაპირისპიროდ). დაკავშირებულია გარემოს შინაგან მოწესრიგებულ აგებულებასთან და თავს იჩენს დრეკადობაში, სითბო- და ელექტროგამტარობაში, მყარ სხეულებში ბგერისა და სინათლის სხივის გავრცელებაში. შეიძლება ახასიათებდეს ფიზიკურ სივრცესაც გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური და სხვა ველების არსებობის შემთხვევაში.