- ატომის დადებითად დამუხტული ცენტრალური ნაწილი, რომელშიც თავმოყრილია თითქმის მისი სრული მასა. ბირთვის მუხტი და ატომური ნომერი განისაზღვრება ბირთვში პროტონების რიცხვით, ხოლო ატომური მასა - ნუკლონების (პროტონებისა და ნეიტრონების) ჯამური რიცხვით. მძიმე ბირთვების ზომები აღწევს 10-14 მ, ბირთვული მატერიის სიმკვრივე კი 1017 კგ/მ3.