ფიზიკური სიდიდე, რომელიც წრედის უბანზე შთანთქნული აქტიური სიმძლავრის ამავე უბანზე ცვლადი დენის ძალის კვადრატთან ფარდობის ტოლია. შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ წრედის ან მისი უბნის წინაღობა დენის მიმართ, რაც განპირობებულია ელექტრული ენერგიის სხვა ფორმებში (უმეტესად შინაგან ენერგიად) შეუქცევადი გარდაქმნებით. სი სისტემაში ერთეულია ომი.