ვექტორული სიდიდე, რომელის მატერიალური წერტილის მოძრაობის აღსაწერად გამოიყენება და ტოლია სიჩქარის ცვლილების ვექტორის იმ დროის შუალედთან ფარდობის ზღვრსა, რომელში მოხდა ეს ცვლილება, როცა დროის შუალედი უსაზღვროდ მცირდება. თანაბრადცვლადი (თანაბარაჩქარებული) წრფივი მოძრაობისას აჩქარება ტოლია სიჩქარის ცვლილების ვექტორის ფარდობისა შესაბამის დროის შუალედთან. მრუდწირული მოძრაობის დროს აჩქარება იკრიბება მხები მდგენელისა (აღწერს სიჩქარის მოდულის ცვლილებას) და ნორმალური მდგენელისაგან (აღწერს სიჩქარის მიმართულების ცვლილებას). SI-ში ერთეული არის მ/წმ2.