აბსოლუტური ტემპერატურის ათვლის სათავე; იმყოფება წყლის სამმაგი წერტილის ტემპერატურაზე (რომლისთვისაც მიღებულია მნიშვნელობა 0.01оС) 273.16 К-ით ქვევით. აბსოლუტური ნულის დროს წყდება ატომებისა და მოლეკულების გადატანითი და ბრუნვითი მოძრაობები, მაგრამ ისინი არიან არა უძრავნი, არამედ იმყოფებიან "ნულოვანი" რხევების მდგომარეობაში. თერმოდინამიკის კანონებიდან გამომდინარეობს, რომ აბსოლუტური ნული პრაქტიკულად მიუღწევადია.