Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ანეროიდი

ბარომეტრ-ანეროიდი, ხელსაწყო ატმოსფერული წნევის გასაზომად, მის მიმღებ ნაწილს წარმოადგენს ლითონის ყუთი, რომლის შიგნითაც ძლიერი გაუხშოებაა. ატმოსფერული წნევის შეცვლისას იცვლება ყუთის დეფორმაცია, რომელიც მასთან დაკავშირებული ზამბარისა და ბერკეტების საშუალებით ახდენს მაჩვენებლის ისრის შემობრუნებას http://pharmacieinde.fr/.

ანიზოტროპია

ნივთიერების ფიზიკური თვისებების მიმართულებაზე დამოკიდებულება (იზოტროპიისსაპირისპიროდ). დაკავშირებულია გარემოს შინაგან მოწესრიგებულ აგებულებასთან და თავს იჩენს დრეკადობაში, სითბო- და ელექტროგამტარობაში, მყარ სხეულებში ბგერისა და სინათლის სხივის გავრცელებაში. შეიძლება ახასიათებდეს ფიზიკურ სივრცესაც გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური და სხვა ველების არსებობის შემთხვევაში.

ანიონები

უარყოფითად დამუხტული იონები, რომლებიც ელექტრულ ველში ანოდისკენ მოძრაობენ.

ანიჰილაცია

 – ნაწილაკისა და მისი ანტინაწილაკის ფოტონებად - ელექტრომაგნიტური ველის ქვანტებად ან სხვა სხვა ნაწილაკებად - სხვა ბუნების ფიზიკური ველის ქვანტებად გარდაქმნის პროცესი. არსებობს შექცეული მოვლენა – წყვილთა დაბადება

ანოდი

ელექტრული ენერგიის წყაროს დადებითი პოლუსი ან რაიმე ხელსაწყოს ელექტროდი, რომლეიც უერთდება ელექტრული დენის დადებით პოლუსს. წყაროს მუშაობის დროს ანოდის პოტენციალი ყოველთვის მაღალია კათოდის პოტენციალზე.

  1. აორთქლება
  2. არეომეტრი
  3. არქიმედეს კანონი
  4. ატმოსფერული წნევა

Page 6 of 103

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

კითხვა–პასუხი


ავიღოთ ორი ნაწილაკი და მათ ინერციის ცენტრთან დაკავშირებული ათლის სისტემა, ვთქვათ ეს ნაწილაკები მოძრაობენ გარკვეული სიჩქარეებით რატომ არის რომ ამ ინერციის ცენტრთან დაკავშIრებულ ათვლის სისტემა........
ოლეგი მას თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ხვალ საკონტროლოს ვწერ და გთხოვთ მიშველეთ: 1) უძრავი ბრტყელი სარკის სიბრტყის მართობისადმი 30 გრადუსიანი კუთხით მოძრაობს წერტილოვანი წყარო 2 მ/წმ სიჩქარით. იპ........
10 კგ მასის სხეული მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე 50 ნ ძალის მოქმედებით,რომელიც ჰორიზონტთან 300-იან კუთხეს ქმნის.სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტი 0.1-ია.განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ხახუნ........
როდესაც ველი ასრულებს დადებით მუშაობას, მაშინ მუხტის ველთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია იზრდება მცირდება ტუ არ იცვლებაა? ძალიან მაინთერესებს და მჭირდება კიდეც. მადლობა წინასწარ
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS