|
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა:
ფილა ჰორიზონტალურ მდებარეობაში ჩერდება მის ქვემოთ მოთავსებული N რაოდენობის ხვრელიდან გამოსხმული წყლის მძლავრი ვერტიკალური ჭავლებით. ხვრელიდან წყლის გამოსვლის სიჩქარეა V. თითოეული ხვრელის ფართობია S. ფილა ხვრელებთან ახლოსაა. ჭავლი ფილაზე მოხვედრისას ჰორიზონტალურ სიბრტყეში იფანტება. განსაზღვრეთ ფილის მასა. წყლის სიმკვრივეა r. დედამიწაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g.
მე ვფიქრობ რომ ძალები უნდა იყოს წყლის და ფირფიტის ერთი და იგივე(ანუ ერთი ძალით უნდა მიაწვ........
|
|
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა:
მიმდევრობით შეერთებული ორი აბაზანიდან ერთი ნიკელის ხოლო მეორე ქრომის მარილითაა სავსე. განსაზღვრეთ რომელ აბაზანაში გაივლის მეტი მუხტი.(ნიკელის ელექტრო ქიმიური ეკვივალენტია 0.30 * 10^(-6), ქრომის ელექტროქიმიური ეკვივალენტია 0.18 * 10^(-6)).
და მაინტერესებს, ამ ამოცანაში მიმდევრობით არის შეერთებული და პარალელურის დროს რა იქნებოდა განსხვაავება ამოხსნაში? და კიდე ელექტროქიმიური ეკვივალენტი რა არის და გამტარობა როგორ დავაკავშირო მასთან? | მე როგორც ვიცი ელექტრ........
|
|
გამარჯობათ მაინტერესებს ერთი რამ, მე აქ დავწერე ამოცანა ორ დამუხტულ ბურთულაზე და მაინტერესებდა მათი განზიდვის ძალით მათი მაქსიმალური სიჩქარეები და პასუხში დამიწერეთ რომ უნდა დამეწერა ეს განტოლებები:
kq1q2/r - Gm1m2/r = m1v12/2 + m2v22/2
m1v1=m2v2 მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ასეთი ტიპის მეორე ამოცანაში
ამოცანა: ორ პატარა უძრავ ბურთულას შორის მანძილი 1მ-ია. ბურთულების მასებია 1გ ხოლო მუხტები 1მკკ ურთიერთგანზიდვის ძალის გავლენით ბურთულები იწყებენ მოძრაობას იპოვეთ მათი მაქსიმალური სიჩქარ........
|
|
გამარჯობათ ერთი ამოცანა მაინტერესებს. ორ პატარა ბურთულას შორის მანძილი 1მ-ია. ბურთულების მასებია 1გ და 2გ ხოლო მუხტებია 1მკკ და 3მკკ. ურთიერთგანზიდვის ძალის გავლენით ბურთულები იწყებენ მოძრაობას. გამოთვალეთ მათი მაქსიმალური სიჩქარეები.
|
|
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ წრედში გვაქვს რამდენიმე ელემენტი სხვადასხვა ემძ-ებით ამ შემთხვევაში როგორ გავიგო ამ ელემენტების საერთო ემძ(შეიძლება არასწორად ვამბობ). მაგალითად გვაქვს წრედი პარალელურად და მიმდევრობით შეერთებული ელემენტებით რომლებსაც აქვს სხვადასხვა ემძ და შიგა წინაღობა, როგორ გავამარტივო ეს წრედი?
|
|
გამარჯობა, ამ ამოცანის ამოხსნაში ხომ ვერ დამეხმარებით?
30გრადუსის მქონე 10სმ. სიგრძის დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს m მასის, a წიბოს მქონე კუბი და, ასევე, მეორე იმავე დახრის მქონე მეორე სიბრტყეზე მოსრიალებს იმავე მასის, R = a/2 რადიუსის მქონე ცილინდრი. a = 8სმ, m = 2კგ. ხახუნი უმნიშვნელოა. იპოვეთ სხეულის სიჩქარეები დახრილი სიბრტყიდან ჩამოგორების მომენტისათვის.
მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობა, გთხოვს დამეხმაროთ ამოხსნაში. მცირე კუთხით დახრილ სიბრტყეზე დევს ძელაკი. ნელ-ნელა ზრდიან დახრის α კუთხეს. როდესაც α აღწევს 30°-ს, ძელაკი იწყებს ჩამოსრიალებას. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და სიბრტყის ზედაპირებს შორის.
|
|
10 მ/წმ სიჩქარით კუთხით გასროლილი სხეულის სიჩქარის მოდული 0,5 წამში 7 მ/წმ-მდე შემცირდა. იპოვეთ მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის დრო.
|
|
გამარჯობა. იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ.
ურთიერთმართობული სხივები ჰაერიდან სითხეში გადადის. იპოვე გარდატეხის მაჩვენებელი, თუ ერთი სხივის გარდატეხის კუთხეა 36 გრადუსი, ხოლო მეორე სხვისი გარდატეხის კუთხეა 20 გრადუსი.
|
|
გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ შემდეგი ამოცანის ამოხსნაში: 2 კგ და 6 კგ მასის არადრეკადი სხეული შემხვედრი მიმართულებიტ მოძრაობს, თითოეული 2 მ/წმ სიჩქარით. გამოტვალეთ თითოეული სხეულის სიჩქარის მოდული და მიმართულება დაჯახების შემდეგ.
|
|
გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან მჭირდება . 1ტ მასის მქონე ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრეა 50კვტ. ოთხივე ბორბალი წამყვანია. ხახუნის კოეფიციენტი გზის საფარსა და საბურავებს შორის არის 0,5. რა მინიმალური დრო სჭირდება ავტომობილის სიჩქარის გაზრდას 0-იდან 15 მ/წმ-მდე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. მადლობა წინასწარ!!!
|
|
მოგესალმებით.
თითქოს მარტივი ამოცანაა მაგრამ სადღაც ვუშვებ ალბათ შეცდომას, თუ შეძლებთ, რომ დამეხმაროთ
1,5 ლ. 70 0C - იან წყალში 2 ლ 20 0C წყალი ჩაასხეს. განსაზღვრე ნარევის ტემპერატურა, სითბოს დანაკარგებს მხედველობაში ნუ მიიღებ.
ბალანსი სითბური Q+Q=0
პასუხს ვიღებ 41,43...
|
|
გამარჯობათ, ამოცანა არის შემდეგი. გამოთვალე 2კგ მაის აირის მოცულობა 10 ხარისხად 5 პა წნევის დროს, თუ მისი მოლეკულების სიჩქარის კვადრატის საშუალო მნიშვნელობა 12x10 მეექვსე ხარისხში. მ2/წმ2
|
|
S სიგრძის თოკის ერთი ბოლოთი დამაგრებულია საკიდზე, მეორე ბოლოზე კი M მასის სხეულია მობმული. საკიდი იატაკიდან დაშორებულია H მანძილით (H>S). M მასის სხეული H სიმაღლიდან (სხეული თოკის მეორე ბოლოსთანაა) უსაწყისო სიჩქარით ვერტიკალურად ქვევით ეშვეება, რა მაქსიმალური ძალა აღიძვრება თოკში, როცა სხეული გაივლის S მანძილს და დაჭიმავს თოკს? (თოკი არ არის ელასტიური)
|
|
თუ შეგიძილიათ ამოხსნის მეთოდი მაჩვენოთ :) <3
რა მინიმალური ძალაა საჭირო 4.5კგ მასისა და 0.25მ რადიუსიანი ბორბლის ასაგორებლად 0.1მ სიმაღლის საფეხურზე? ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.
|
|
გამარჯობა. ერთი ამოცანა მაინტერესებს: დიდი მრგვალი ოთახის დიამეტრია 20მ, ჭერის სიმაღლე 3,2მ. ცენტრში დგას კუბის ფორმის დიდი სეიფი, რომლის სიმაღლე 3მ. იატაკზე დგას სათამაშო კატაპულტი. მისი მეშვეობით გვინდა შევაგდოთ კენჭი სეიფის სახურავის შუაში ისე, რომ კენჭი ოთახის ჭერს არ შეეხოს. რა მინი მალური სიჩქარეა ამისთვის საჭირო? ოთახის ჭერის რა სიმაღლისთვისაა ეს საერთოდ შესაძლებელი.
|
|
გამარჯობათ, ამოცანა არის შემდეგნაირი: გამოთვალე ტალღის რხევის პერიოდი თუ მისი ტალღის სიგრძე 15მეტრია. მე გამოვთვალე ასე
T=ლამბდა/სიჩქარე
T=15/3*10მერვე ხარისხში მ/წმ
T=45*10მერვე ხარისხში
სწორია თუ სულელობა დავწერე?
|
|
გამარჯობა!
ბურთულა რომლის მასაა 0,1 გრ, 600-იანი კუთხით ეჯახება კედელს 200 მ/წმ სიჩქარით. ჩათვალეთ დაჯახება აბსოლუტურად დრეკადად და განსაზღვრეთ ძალა რომლითაც ბურთულა მოქმედებს კედელზე, თუ დაჯახება გრძელდება 0,01 წამის განმავლობაში.
იქნებ დამეხმაროთ, მადლობა
|
|
2019-2020 წლის ეროვნული ოლიმპიადა მე-2 ტურის ფიზიკის 1 ამოცანა მაინტერესებს...
გვაქვს ტოლი მოცულობის 2 ჭურჭელი: ერთი ცილინდრული მეორე კი ნახევარსფერული. ისინი ბოლომდე აავსეს წყლით. განსაზღვრეთ რამდნჯერ განსხვავდება ჭურჭლის ფსკერზე სითხის დაწოლის ძალები. ატმოსფერულ წნევას ნუ გაითვალისწინებთ.
|
|
გამარჯობა! გთხოვთ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში. ერთსა და იმავე დროში ერთი მათემატიკური ქანქარა ასრულებს 40 რხევას, მეორე-20-ს. განსაზღვრეთ მათი სიგრძეები თუ ერთი მათგანი 1.5 მეტრით გრძელია მეორეზე
|
|
გამარჯობა, რა სიჩქარე უნდა მივანიჭოთ პროტონს უსასრულობაში იმისათვის რომ მიუახლოვდეს a-ნაწილაკს r=10-7მ მანძილზე? მადლობა წინასწარ.
|
|
1 წრედში პარალელურად ჩართულია 2,5 ვ-იანი ორი ნათურა. მიღებული შედეგი ჩავინიშნოთ ცხრილში, შემდეგ შევცვალოთ ერთ-ერთი ნათურა, პარალელურად ჩავრთოთ 2,5 ვ-იანი და 6,5 ვ-იანი ნათურები, რომელი ნატურა გაანათებს უკეტ რატომ?
2პარალელურად ჩართულია 2ვტ და 4,5 ვტ სიმძლავრის ორი ნათურა, წრედის ძაბვა არის 4,5 ვოლტი, იპოვეთ რომელ ნათურაში გავა მეტი დენი გამოიტანე დასკვნა?
|
|
გამარჯობა! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ამ ამოცანის ამოხსნაში:ჰორიზონტალურ მაგიდაზე ასანთის კოლოფს უბიძგებენ. თუ ბიძგის სიჩქარეა v1, მაშინ კოლოფი გაჩერებამდე 16 სმ-ს გადის. თუ სიჩქარე v2-ია, გავლილი მანძილი 36 სმ-ია. რა მანძილს გაივლის კოლოფი, თუ მას v1+ v2 სიჩქარით ვუბიძგებთ. პასუხი 100სმ, თუმცა მე რამდენჯერაც ვცადე ამოხსნა, სხვა პასუხი მივიღე
&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&........
|
|
ბატონო ოლეგ დიდი ბოდიშის მოხდით იქნებ 2011 წლის მასწავლებელთ გამოცდის 4 ნომრის ამოხსნა დადოთ.წინასწარ მადლობა
|
|
გამარჯობა, დახმარება მჭირდება ამ საკითხში: ორი ერთნაირი ზომის ლითონის ბურთულების მუხტებია 6 მკკ და 12 მკკ. ბურთულები შეახეს ერთმანეთს და დააცილეს, რა სიდიდის მუხტები ექნებათ ბურთულებს? წინასწარ დიდი მადლობა
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ მინდა გთხოვოთ მომეხმაროთ ამოცანის ამოხსნაში ,როგორია ნამარხი ნაცრის ასაკი თუ მასში C-14 შემცველობა დღევანდელის 12,5% ია. T=5730წ. ვიცი აქტივობასთან არის კავშირში A=N\T მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე
|
|
40 სმ აქტიური სიგრძის წრფივი გამტარი ერთგვაროვანი მაგნიტური ველის წირების მართობულია. განსაზღვრეთ გამტარზე მოქმედი ამპერის ძალა, თუ დენის ძალა 5 ამპერია და მაგნიტური ველის ინდუქციის მოდული 0.1 ტესლაა
|
|
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ
ბატარეა შედგება 10 მიმდევრობით შეერთებული ელემენტისაგან. თითოეულის ემძ 10ვ-ია და შიგა წინაღობა 4 ომი. ბატარეა შეერთებულია ელექტროლიტის აბაზანასთან, რომლის წინაღობაა 200ომი. რა მასის თუთია გამოიყოფა ელექტროდზე 6 სთ-ის შემდეგ? თუთიის ელექტროქიმიური ექვივალენტი ტოლია 0,4.10-6 კგ/კ
|
|
გამარჯობა ! დაზუსტება მჭირდება: კოჭაში რკინის გულარის შეტანით მისი ინდუქციურობა ხომ გაიზრდება?
|
|
ძალიან მჭირდება პასუხში შეცდომაა და მაინტერესებს როგორ იხნება ის ვიცი რომ პარალელურად უნდა შევაერთო 4 გამტარი მაგრამ რა სიდიდის წინაღობები მაგას ვერ ვითვლი პასუხში წერია 250 ომი ოთხივე გამტარი მაგრამ მაგ შემთხვევაზე უფრო დაბალი წინაღობაც ვიპოვე. ამოცანა:გვაქვს გამტარი რომელიც უძლებს მაქსიმუმ 1ა დენს. ამ გამტარის წინაღობაა R=1000ომი. როგორ დავამზადოთ ამ გამტარისგან მაქსიმალური სიმძლავრის U=220 ვ ძაბვის ქსელისთვის გათვალისწინებული სახურებელი.
|
|
იპოვეთ m=58 გრ ჰაერის სითბოტევადობა მუდმივი მოცულობის პირობებში, თუ მისი კუთრი სითბოტევადობა მუდმივი წნევის პირობებში cp =1000 ჯ/კგ.გრად.
მოც: mჰაერი= 58გრ
cp =1000ჯ/კგ.გრად.
v=const.
p=const.
Cv ჰაერის=?
ფორმულაში დახმარება მჭირდება, მადლობა წინასწარ
|
|
რა სიჩქარეს შეიძენს ელექტრონი ამაჩქარებელში, რომელშიც პოტენციალთა სხვაობა 1000ვ-ია?
|
|
გამარჯობა, მაინტერესებს ვთქვათ მე-5 სართულზე ასვლისას ენერგიები როგორ გარდაიქმნება? (პოტენციური და კინეტიკური)
|
|
გამარჯობათ წინასწარ დიდი მადლობაა
სხეული გაისროლეს ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით 30მ/წმ სიჩქარით.რა სიჩქარე ექნება სხეულ 25მ სიმაღლეზე?ჰაერის წინაღობას ნუ გაითვალისწინებთ.
|
|
ბოდიშიი შეწუხებისთვისს ;//
გამოთვალე იმ ზამბარის სიხისტე,რომელიც 4ნ ძალის მოქმედებისას წაგრძელდა 8სმ-ით.ააგეთ ზამბარის წაგრძელების მოქმედ ძალაზე დამოკიდებულების გრაფიკი.
კიდევ დიდი ბოდიშიიი
|
|
გამარჯობათ ვერ გავიგე ეს ამოცანა და შეგიძლიათ დამეხმაროთ?
რა სიმაღლიდან უნდა დაეშვას ველოსიპედისტი რომ შემოწეროს "მკვდარი მარყუჟი" რომლის რადიუსი 6მ-ია.ხახუნს და ჰაერის წინაღობას ნუ გაითვალისწინებთ
|
|
რისი ტოლი უნდა იყოს X წინაღობა, რომ ჯაჭვის სრული წინაღობა არ იყოს დამოკიდებული ჯაჭვში რგოლების რიცხვზე?...
|
|
მრუდწირული მოძრაობისას გადაადგილება ეწოდება...
|
|
ჭოჭონაქზე ჩამოკიდებულია 1კგ მასის ტვირთი,კუთხე კედელზე მიმაგრებულ ძაფსა და კედელს შორის 600-ია ,რისი ტოლია ჭოჭონაქის ღერძზე მოქმედი ძალა?
|
|
ორი სხეულებისგან დიდი მანძილით დაშორებული გამტარი ბურთულად რადიუსია R მუხტია q ხოლო პოტენციალი f ..ნულას ითვლება პოტენციალი ბურთულისგან უსასრულოდ შორს. ბურთულის ცენტრიდან 2R მანძილზე მოათავსეს 2q წერტილოვანი მუხტი, რა იქნება ბურთულას პოტენციალი?
|
|
მჟავიანი აკუმულატორის დამუხტვის ან განმუხტვის დენი არ უნდა აღემატებოდეს მისი ტევადობის 0.1-ს.
განსაზღვრეთ დამუხტვის დენი 20ამპერ-საათი ტევადობის აკუმულატორისთვის.
|
|
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ დღეს მჭირდება
განსაზღვრეთ ნათურას სპირალის წინაღობა, თუ ნათურაში გამავალი დენი 0,6ა-ია,ძაბვა
1,2ვ-ია
გთხოვთ დამეხმარეთ
მეათე კლასში ვარ
|
|
გვაქვს 2 ნათურა, 1 დენის წყარო და 3 ჩამრთველი, უნდა შეადგინოთ ისეთი სქემა რომ 1 ჩამრთველით აინთოს 1 ნათურა მე-2 ჩამრთველით მე-2 ნათურა და მე-3 ჩამრთველით ორივე ნათურა... მადლობა წინასწარ.
|
|
გვაქვს 1 ნათურა, 1 ჩამრთველი, 1 დენისწყარო და გადამყვანები. შექმენით სქემა ისე რომ თუ ჩამრთველს ჩავრთავთ ნათურა ჩაქრეს.
|
|
ოთახში ერთი მუსიკალური ბგერის სიხშირეა 440 ჰც, მეორე მუსიკალური ბგერის 110 ჰც. იპოვე ამ ტალღის სიგრძეების შეფარდება. გთხოვთ დამეხმარეთ
|
|
გამარჯობათ თუ შეიძლება დამეხმარეთ ამოცანის ამოხსნაში.
ბილიარდის მაგიდის გვერდებია a და b, b გვერდის შუა ნაწილიდან ისვრიან ბილიარდის ბურთს, t კუთხის რა მნიშვნელობებისათვის დაბრუნდება ბურთი იმევე ადგილას საიდანაც ისროლეს?
|
|
2016 წლის ივლისში ჩატარებული მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების N 4 ამოცანა ( ჭოჭონაქზე ) :( <3
|
|
ტოლი სიგრძის ძაფებით ერთ საკიდზე დაკიდებული M მასის ორი ბურთულიდან ერთ-ერთი გადაწიეს საკიდის სიმაღლლემდე და გაუშვეს ხელი, განსაზღვრეთ რა მაქსიმალურ კუთხეზე გადაიხრება ვერტიკალიდან მეორე ძაფი ბურთულების აბსოლიტურად დრეკადი დაჯახების შემდეგ..მადლობა დიდი თუ დამეხმარებით <3
|
|
აბრეშუმის ძაფზე კიდია ალუმინის ფოლგისაგან დამზადებული მასრა. მას ეხება დაუმუხტავი ლითონის ღერო, რა დაემართება მასრას თუ ღეროს მიუახლლებთ დამუხტული ბურთს? პასუხი დაასაბუთაეთ.
|
|
რამდენჯერ მეტია ჟანგბადის ბირთის მასა წყალბადის ბირთვის მასაზე?
|
|
კითხვა: რა რაოდენობის ენერგიას გამოყოფს 3კგ 100ºС ტემპერატურის წყლის ორთქლი კონდენსაციისა და შემდეგ 10ºС -მდე გაცივების შედეგად?
|
|
გამოთვალეთ რკინის მეტეორიტის ატმოსფეროში შემოჭრის სიჩქარე თუ ატმოსფეროსთან ხახუნის გამო ის მთლიანად გადნა და აორთქლდა. ცნობილია რომ ატმოსფეროში შემოჭრის მომენტში მეტეორიტის ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუს იყო. და მეტეორიტის მექანიკური ენერგია მთლიანად გარდაიქმნა შინაგან ენერგიად.
|
|
გამარჯობა! დიდი მადლობა დახმარებისთვის წინა ამოცანაში.გთხოვთ კიდევ დამეხმარეთ: რა დროის განმავლობაში ხედავს მგზავრი, რომელიც 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მატარებლის ფანჯარასთან ზის, შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მატარებელს, რომლის მოძრაობის სიჩქარეა 54 კმ/სთ, სიგრძე კი 150 მ?
|
|
შეკითხვა:
400მ/წმ სიჩქარით მოძრავი ტყვია კედელში შეიჭრა და იქიდან 100მ/წმ სიჩქარით გამოვიდა. გამოთვალეთ, ტყვიის რა ნაწილი გადნება კედელში მოძრაობისას თუ ცნობილია რომ კედელთან დაჯახების მომენტში ტყვიის ტემპერატურა 50გრადუს ცელსიუსი იყო და ტყვიის დახარჯული მექანიკური ენერგიის 60% მის შინაგან ენერგიად გარდაიქმნა.
პასუხი:
0.6 • (Mv12 /2 - Mv22 /2 ) = cM (tდნ - t) + Lm.......... m/M = ???
c -........
|
|
400მ/წმ სიჩქარით მოძრავი ტყვია კედელში შეიჭრა და იქიდან 100მ/წმ სიჩქარით გამოვიდა. გამოთვალეთ, ტყვიის რა ნაწილი გადნება კედელში მოძრაობისას თუ ცნობილია რომ კედელთან დაჯახების მომენტში ტყვიის ტემპერატურა 50გრადუს ცელსიუსი იყო და ტყვიის დახარჯული მექანიკური ენერგიის 60% მის შინაგან ენერგიად გარდაიქმნა.
|
|
შეკითხვა:
ერთნაირ პირობებში ერთნაირი მასის ხმელი შეშა მეტ სითბოს გამოყოფს თუ ნედლი? პასუხი დაასაბუთეთ.
პასუხი:
თავად მოიფიქრე... წარმოადგინე შენი ვერსია და თუ საჭირო იქნება მე დაგეხმრები....
ესეეგი მე ასე ვფიქრობ რადგან ერთნაირი მასისაა ესეეგი ნედლ შეშაში შეშის მასას + წყლის მასა ტოლია ხმელ შეშაში შეშის მასის ანუ უნდა გავარკვიოთ ერთნაირი მასის წყალი მეტ სითბოს გამოყოფს აორთქლებისას თუ შეშა დაწვისას. ცხადია შეშა დაწვისას.
|
|
ერთი კითხა მაქვს უბრალოდ დაზუსტება მინდა.. ზამბარაზე ნულოვან დონედ რომელი ნაწილიც არ უნდა მივიჩნიო ყოველთვის ხო ერთი ენერგია ექნება. kxკვადრატ/2
|
|
გვაქვს არადეფორმირებული ზამბარა რომლის k=800ნ/მ. და კიდია გარკვეული მასის საწონი რომელმაც ზამბარა 1 სმ-ით გაჭიმა. რამუშაობა უნდა შვასრულოთ ზამბარა ამის შემდეგ კიდევ 0.5 სმ-ით გაიჭიმოს? ეს ამოცანა წეღან გითხარით, ახლა გავაკეთე და პასუხში ხარვეზი გაქვთ იმ გარკვეული მასის საწონის ენერგიის ცვლილება არ იყო გათვალისწინებული.
|
|
ერთნაირ პირობებში ერთნაირი მასის ხმელი შეშა მეტ სითბოს გამოყოფს თუ ნედლი? პასუხი დაასაბუთეთ.
|
|
გვაქვს არადეფორმირებული ზამბარა რომლის k=800ნ/მ. და კიდია გარკვეული მასის საწონი რომელმაც ზამბარა 1 სმ-ით გაჭიმა. რამუშაობა უნდა შვასრულოთ ზამბარა ამის შემდეგ კიდევ 0.5 სმ-ით გაიჭიმოს?
|
|
იდეალური სითბური მანქანის მუშა სხეულმა 527 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის სახურებლისგან 50კჯ ენერგია მიიღო. იპოვეთ სითბოს რაოდენობა, რომელიც მიიღო ამ დროს მაცივარმა, რომლის ტემპერატურაა 0 გრადულ ცელსიუსი.
|
|
გამარჯობა!!! თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ ამოხსნაში:ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ სხეულზე ამოქმედდა ჰორიზონტალურად მიმართული ძალა, რომელიც სიმძიმის ძალის ტოლია. t დროის შემდეგ ძალამ შეწყვიტა მოქმედება, ხოლო კიდევ 3t დროის შემდეგ სხეული გაჩერდა. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი.
|
|
გამარჯობათ! მაინტერესებს როგორ ამოვხსნა ეს ამოცანა, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, მადლობა წინასწარ <3.
ჰორიზონტალური მინის ვიწრო მილში, რომლის ერთი ბოლო დახშულია, 30 სმ სიგრძის ჰაერის სვეტია, იგი მილის ღია ბოლოდან გამოყოფილია 25 სმ სიგრძის ვერცხლისწყლის სვეტით. რამდენით შემცირდება ჰაერის სვეტის სიგრძე, თუ მილს ვერტიკალურად ღია ბოლოთი ზევით დავაყენებთ? 2ატმოსფერული წნევაა 750 მმ ვწყ.სვ., ტემპერატურა კი უცვლელია.
|
|
რამდენი დღე-ღამე იქნება წელიწადში, თუ დედამიწა მზის გარშემო საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყებს ბრუნვას?
|
|
გამარჯობათ ,კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა საიტზე.ამოცანის ამოხსნისას რაღაცას ბოლომდე ვერ ვხვდები თუ შიძლება დმეხმარეთ .თემა აირის კანონები#3-17,3-18 ამოცანა გ.როსტომაშვილი.ქვედა ბოლოდან დახშულ ვერტიკალურ მილში,რომლის განივი კვეთის ფართობია 0.1სმკვ.4სმ სიმაღლის ვერცხლისწყლის სვეტით ჩაკეტილია 6 სმ.კუბი ჰაერი.რა სიმაღლის იქნება ჰაერის სვეტი თუ მილში 27,2გ ვერცხლისწყალს დავუმატებთ. t მუდმივია, წნევა ატმოსფერული
3-18
|
|
თავისუფლად ვარდნილი სხეულის საწყისი სიჩქარეა 5 მ/წმ/. ვარდნის ბოლო 2 წმ-ში გავილილი მანძლი 2-ჯერ მეტია ვიდრე წინა 2 წმ-ში. გამოთვალე ვარდნის დრო და სიმაღლე?
|
|
ორი სხეული თავისყფლად ვარდება ერთი და იმავე სიმაღლიდან უსაწყისო სიჩქარით. მეორე სხეული ვარდნას იწყებს 1 წმ-ის დაგვიანებით პირველთან შედარებით. როგორ მოძრაობენ ვარდნილის ხეულები ერთმანეთის მიმართ?
|
|
უძრავ ლიფტში 1მ სიგრძის ზამბარაა დაკიდებული. განსაზღვრეთ რხევის პერიოდი, თუ ლიფტი ადის 2მ/წმ2 აჩქარებით? მადლობა ბატონო ოლეგ
|
|
48-ე ამოცანა 2019 წლის აბიტურიენტთა ეროვნული გამოცდებიდან ფიზიკაში.
ჰორიზონტალურ ზრდაპირზე მოთავსებულია ორი ტოლი m მასის ძელაკი, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია უმასო არადეფორმირებული k სიხისტის ზამბარით. ძელაკებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია µ. თავისუფალი ვარდის აჩქარებაა g. მარცხენა პირველ ძელაკს მოდეს მარცხნივ მიმართული ჰორიზონტალური F........
|
|
H=20მ სიმაღლიდან ჰორიზონტისადმი რა კუთხით უნდა გავისროლოთ სხეული v0=14მ/წმ სიჩქარით, რომ ის რაც შეიძლება შორს დაეცეს?
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ, , ასეთი ამოცანაა: 1,5 მ სიგრძის მყარი ღეროს ბოლოებზე მოდებულია პარალელური ძალები. ერთ-ერთი ძალაა F1= 100ნ. იპოვეთ მანძილი უდიდესი ძალის მოდების წერტილიდან ამ ძალების ტოლქმედის მოდების წერტილამდე, თუ ტოლქმედი F=150ნ. ცხადია, მეორე ძალაა F2=50ნ, მაგრამ პარალელური ძალების ტოლქმედის მოდების წერტილი როგორ ვიპოვოთ ამ ამოცანაშიც და ზოგადად..
|
|
მუშას ერთი ბოლოთი უჭIრავს 40კგ მასის ფიცარი ისე,რომ იგი ჰორიზონტთან 30-იან კუთხენ ქმნის.რა ძალით იჭერს მუშა ფიცარს ამ მდგომარეობაშI,თუ ძალა მიმართულია ფიცრის მართობულად ? იპოვეთ საყრდენის რეაქციის ძალა(მოდული და მიმართულება).
|
|
კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რაც ადრეც მოგწერეთ. როდესაც ველოსიპედი უხვევს, ველოსიპედისტი ცენტრისკენ იხრება, რომ უზრუნველყოს ცენტრისკენული ხახუნის ძალა. მაგრამ როდესაც ავტობუსი უხვევს, მისი კორპუსი მოხვევის საწინააღმდეგოდ იხრება. რატომ? ინერციის გამო? მაშ, რა უზრუნველყოფს ცენტრისკენულ აჩქარებას?
|
|
როგორ ამოვხსნა ამოცანა გაწონასწორებულ ბერკეტთა სისტემაზე?....
|
|
მდინარეში გემიდან ნაპირამდე 15 კმ-ია და გემიდან უშვებენ კატერს ნაპირისაკენ, რომელიც ნაპირიდან მისვლისთანავე უკან ბრუნდება.მისი მოძრაობა გრძელდება 1სთ.კატერის სიჩქარე გემის სიჩქარეზე ორჯრ მეტია.გაიგეთ გემის სიჩქარე.
|
|
100კმ/წმ საჩქარით მოძრავი ელექტრონი შედის 120ვ/მ დაძაბულობის ელ.ველშიძალწირების მიმართულებით.იპოვეთმისი კინეტიკურიენერგია10 სმ -ის გავლის შემდეგთ თუ e=1,6.*10-19კ m=9,1.10-31კგ
|
|
გამარჯობა, მაინტერესებს როგორ იხსნება, ,,მკვდარი მარყუჟის" სასკოლო ცდაში m მასის ბურთულა დააგორეს h=3R სიმაღლიდან სადაც R მარყუჟის რადიუსია, რა ძალით აწვება ბურთულა მარყუჟის ქვედა და ზედა წერტილებს.
|
|
რა ao აჩქარებით უნდა ვამოძრაოთ ალფა დახრილობის სიბრტყე ჰორიზონტალური მიმართულებით, რათა მასზე მოთავსებული ტვირთი სიბრტყის მიმართ უძრავი დარჩეს? ხახუნი ტვირთსა და დახრ სიბრტყეს შორის ხახუნი უგულებელყავით.
რა აჩქარებით იმოძრავებს ტვირთი დედამიწის მიმართ, თუ დახრილი სიბრტყის აჩქარებას a1 - მდე გავზრდით (a1 > ao ) ?
|
|
"დაუშვად, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ავტომობილს შეუძლია აჩქარდეს 1.9 წამში 0 დან 100 კმ/სთ_მდე..."
მემგონი კითხვა არასწორად გაიგეთ ან მე დავსვი არასწორად, ამ კითხვით მინდოდა გამეგო რომ, თუ მანქანას შეუძლია განავითაროს 0 დან 100 კმ/სთ_მდე 1.9 წამში (ეს არის მისი მაქსიმალური შესაძლებლობა ჰორიზონტალურ ზედაპირზე, "მოწყობილობას" არ შეუძლია განავითაროს ამაზე მეტი აჩქარება), დაღმართზე სვლისას მიზიდულობის ძალა ხომ უნდა "დაეხმაროს" წესით?........
|
|
გამარჯობა
დაუშვად, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ავტომობილს შეუძლია აჩქარდეს 1.9 წამში 0 დან 100 კმ/სთ_მდე, ანუ დაახლოებით 1.5 g გადატვირთვის განვითარება, იგივე მანქანა თუ შეძლებს უფრო დიდი აჩქარების განვითარებას 45 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე (ან უფრო დიდი დახრილობის სიბრტყეზე) დაღმა სვლისას, რამდენად დიდი იქნება განსხვავება? ანუ რამდენად მოახდეს დედამიწის მიზიდულობის ძალა გავლენას?
|
|
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ
უძრავ ჭოჭონაქზე გაწონასწორებულია ორი ტვირთი. თითოეული მათგანის მასა არის 0,230 კგ, როგორი აჩქარებით იმოძრავებენ ტვირთები, თუ ერთ მათგანზე მოვათავსებთ 0,030 კგ მასის დამატებით ტვირთს? ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ. როგორი სიჩქარე ექნება ტვირტებს მოძრაობის დაწყებიდან 5,0 წამის შემდეგ? რა მანძილს გაივლის თითოეული ტვირთი 4 წამში?
დავაგეგმილე მაგრამ სიჩქარეები ვერ გამოვთვალე
|
|
გამარჯობა
1) m1=10 გ მასის ტყვია , რომელიც V1=600მ/წმ სიჩქარით მოძრაობს ჰორიზონტალურად, ხვდება გრძელ ძაფზე თავისუფლად დაკიდებულ m2=0,5 კგ მასის ხის ნაჭერს და შეაღწია მასში S=10 სმ -ზე. იპოვეთ: ა) ტყვიის მოძრაობისას ხის წინაღმდეგობის ძალა ბ) რა S1 სიღმეში შეაღწევს ტყვია თუ ხის ნაჭერი დამაგრებულია.
2)ორ ავტომობილს შორის მანძილია 100 კმ. ერთი მათგანი მოძ........
|
|
გამარჯობა!
ორ პუნქტს შორის მანძილი სხეულმა 20 წუთში გაიარა 72 კმ/სთ საშუალო სიჩქარით. სხეულის გაქანება და დამუხრუჭება გრძელდებოდა ერთად 4 წუთს, დანარჩენ დროს სხეული მოძრაობდა თანაბრად. იპოვეთ სხეულის სიჩქარე თანაბარი მოძრაობისას.
ვერ გავიგე, გთხოვთ დამეხმაროთ.
მადლობა
|
|
გამარჯობათ გილოცავთ აღდგომას
ესეთი კითხვა მაქ:
ვთქვათ გვაქ 2 მასისელასტიური შეჯახება თავიდან პირველი უძრავია მეორე კი ეჯახება მას მეორეს მასა ორჯერ მეტია პირველისაზე როგორ აღიწერება ეს დაჯახება თუ მას დავაკვირდებით თვითნ პირველ მასასთან დაკავშირებული ათვლის სისტემიდან განსაკუთრებით მაინტერესებს იმპულსების მუდმივობის კანონი როგორ ჩაიწერება ამ ათვლის სისტემაში მე ვერანაირად ვერ მივიღე ტოლი იმპულსები დაჯახებამდე და დაჯახების შემდეგ
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ, იქნებ დამეხმაროთ?
ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულისსიჩქარემ 3წმ-ის შემდეგ ჰორიზონტთან შეადგინა45გრადუსიანი კუთხე.გამოთვალესხეულის სიჩქარემოძრაობის დაწყებიდან4წმ--ის შემდეგ.
ჰორიზონტისადმი გასროლილისხეულის სიჩქარე30მ/წმ იცვლება --30მ/წმ-მდეგარკვეულ დროში. სხეულისასვლის მაქსიმალური სიმაღლეა 30მ. რა დროში დაეცემა სხეული პლანეტის ზედაპირზე
|
|
თუ შეგიძლიათ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ: ყუმბარა გაისროლეს ჰორიზონტისადმი კუთხით. ფრენის მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის მომენტში იგი გასკდა ორ ტოლ ნაწილად, რომელთაგან ერთ-ერთმა დაიწყო უსაწყისო სიჩქარით თავისუფალი ვარდნა. გასროლის წერტილიდან რა მანძილზე დაეცემა მეორე ნატეხი, თუ პირველი დაეცა გასროლის წერტილიდან L მანძილზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.
|
|
m1 მასის ძელაკი დევს დახრილ სიბრტყეზე, რომელიც ჭოჭონაქის მეშვეობის დაკავშირებულია m2 მასის ძელაკთან... ძელაკთა მასები, დახრილობის კუთხე და ხახუნის კოეფიციენტი დახრილ სიბრტყესთან ისეა შერჩეული, რომ m1 ძელაკი მაინც სრიალებს დახრილი სიბრტყის გასწვრივ ქვევით.(ზევით)
რა მაქსიმალური a აჩქარებით უნდა ვამოძრავოთ დახრილი სიბრტყე ჰორიზონტალური მიმართულებით, რათა ძელაკი მის მიმართ უძრავი აღმოჩნდეს?
|
|
აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვისას დენის ძალა 2,5ა-ია, ძაბვა ბატარეის მომჭერებზე 12,5ვ, ბატარეის ემ ძალა კი 12 ვ, განსაზღვრეთ ბატარეის შიგა წინაღობა. დიდი მადლობა ბატონო ოლეგ
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ, კიდევ ერთ ამოცანაზე მიწევს თქვენი შეწუხება.
ორი ელემენტი პარალელურად არის შეერთებული. პირველის ემ ძალა 2ვ, შიგა წინაღობა კი 0,6 ომია, მეორესი 1,5ვ და 0,4 ომი, განსაზღვრეთ ძაბვა ელემენტთა ბატარეის მომჭერებზე, გმადლობთ
|
|
მოგესალმებით. ჩემი კითხვა ასე ჟღერს: რას გვიჩვენებს დინამომეტრი?
მე ვფიქრობ, ის არ გვიჩვენებს დინამომეტრზე მოდებულ ძალების ტოლქმედს, რაც გავრცელებული აზრია. მაგალითად, ორი ადამიანი ბაგირს აქეთ-იქით სწევს. ბაგირზე შუაში ჩამონტაჟებულია დინამომეტრი. თითოეული ადამიანი ბაგირზე მოქმედებს 200 ნ ძალით. რას უჩვენებს დინამომეტრი? -200 ნ-ს. ამ დროს მასზე მოდებული ძალების ტოლქმედი 0-ია. ის გვიჩვენებს, თუ როგორ იჭიმება მისი ზამბარა.
და მაინც რატომ?
|
|
დიდი მადლობა... გაიხარეთ...
გემიდან უშვებენ კატერს და მოძრაობსს მდინარის დინების მართობულად...
|
|
საინტერესო ამოცანა ჭოჭონაქთა სისტემის შესახებ: (ნაგვიანები პასუხი ქ-ნ ქეთის )
სურათზე ჭოჭონაქთა სისტემაა. უძრავ ჭ-ზე ერთ მხარეს კიდია m1 სხეული, მეორე მხარეს კი ისევ ჭოჭონაქი, რომლის აქეთ-იქით m2 და m3. სისტემა წონასწორობაშია, როცა m2 = m3 = 0,5m1.
სხეულების მასებს შორის კიდევ რა თანაფარდობისთვის იქნება ცალკე m1 , ცალკე m2 და ცალკე m3 მასის სხეულები........
|
|
ორი წერტილი ერთი მიმართულებით მოძრაობს წრეწირზე.ისინი პერიოდულად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს.პირველის სიჩქარეა 3v,მეორის-5v.რა განსხვავებული სიჩქარით უნდა იმოძრაოს პირველმა წერტილმა,რომ დროის შუალედი შეხვედრებს შორის იგივე დარჩეს? მადლობა
|
|
ბატონო ოლეგ, ეს როგორ იხსნება
ერთმანეთზე დევს სამი m მასის ერთნაირი ფირფიტა ფირფიტებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოებიფიენტი ტოლია ფირფიტებს შორის ხახუნის კოეფიციენტის და ტოლია k. თუ პირველ ფირფიტას გამოვასრიალებთ, ისე რომ დანარჩენებს არ შევეხებით მასზე მოქმედი ხახუნის ძალა იქნება?
|
|
დედამიწის ზედაპირიდან ბურთულებს ისვრიან ვერტიკალურად ზევით 10მ/წმ სიჩქარით დროის ტოლი T ინტერვალით. მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში პირველი და მესამე ბურთულები ერთი და იმავე სიმაღლეზე იმყოფებიან. იპოვეთ 1) T 2) რა სიმაღლეზეა მეორე ბურთულა მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში, 3) პირველი ბურთულის სიჩქარე მეოთხე ბურთულის ასროლის მომენტში.
|
|
მოგესალმებით ბატონო ოლეგ ! ამოცანა შეეხება გრაფიკის აგებას ვერა და ვერ გავიგე ეს გრაფიკების აგება და იქნებ თქვენ ამიხსნათ
ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულებას აქვს სახე: x=2t, y=1+4t. დაწერეთ ტრაექტორიის განტოლება და ააგეთ მისი გრაფიკი
|
|
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. 2 წამში 15 მ-ის სიგრძის გორაკიდან ჩამოსრიალდა ციგა. როგორია დახრილი სიბრტყის სიმაღლის შეფარდება მის სიგრძესთან?
|
|
20მ სიმაღლიდან ვარდნილი 2კგ მასის სხეული თოვლში ეფლობა 50სმ-ზე.განსაზღვრე თოვლის წინააღმდეგობის ძალა.ჰაერის წინააღმდეგობას ნუ გაითვალისწინებ. ამ ამოცანაზე დამეხმარეთ რაა <3 მადლობაააა
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ
ჯალამბარის სახელურის რადიუსი 90სმ-ია, ლილვის დიამეტრი 18სმ განსაზღვრეთ ძალის მოდული რომლითაც შეიძლება 70კგ მასის ტვირთის აწევა და სიმაღლე, რომელზეც ავა ტვირთი სახელურის ათჯერ შემობრუნებისას
ლილვის დიამეტრი იქნება 18/2=9 F=mg magram simagle rogor gavigot da ras nishnavs saxeluris atjer shemobrunebisas ?
|
|
ეს ორი მარტივი ამოცანა მინდა და აღარ შეგაწუხებთ
1.ზევით სხეულის თანაბარი მოძრაობისას დინამომეტრი 4,25 ნ-ს უჩვენებს, ქვევით მოძრაობისას-3,75 ნ-ს განსაზღვრეთ სხეულის მასა და ღერძთან ჭოჭონაქის ხახუნის ძალა
m=F/g da Fხ=მიუmg ?
2.ძალის რა მოგებას გვაძლევს ჰიდრავლიკური წნეხი თუ მისი დგუშების ფართობებია 2სმ^2 და 400სმ^2, ხოლო პატარა დგუშის მოძრაობაში მომყვანი ბერკეტების მხრების სიგრძეებია 10 და 50 სმ ?
|
|
უმასო ღეროზე დამაგრებულ სხეულს თანაბრად აბრუნებენ წერეწირზე ვერტიკალურ სიბრტყეში. როცა სხეული A წერტილშია( ზედა მდგომარეობა), ღერო შეკუმშულია. ღეროს დრეკადობის ძალა ამ წერტილის გავლისას 3-ჯერ განსხვავდება დრეკადობის ძალისგან ქვედა B წერტილის გავლის მომენტში. გამოთვალეთ ამ სხეულის აჩქარება C წერტილის გავლისას. (C წერტილი მდებარეობს A წერტილიდან 60 გრადუსის დაშორებით.) ამ წერტილში საით არის მიმართული აჩქარება? თუ ამბობენ თანაბრად მოძრაობსო ცენტრისკენ უნდა იყვეს მაგრამ ძალების ტოლქმ........
|
|
2 კგ მასის სხეული მოათავსეს 600-ით დახრილ სიბრტყეზე. რა ძალით დააწვება სხეული სიბრტყეს? სიბრტყე სხეულს? დიდი მადლობა წინასწარ!
|
|
L სიგრძის ერთგვაროვანი ჯაჭვის ნაწილი ჩამოშვებულია მაგიდის ზადაპირიდან და წონასწორობაშია. იპოვეთ ხახუნის კოფიციენტი, თუ მაგიდიდან ჩამოშვებულ ჯაჭვის უდიდესი სიგრძე , რომლის დროსაც ის ჯერ კიდევ არ სრიალებს, ტოლია l-ის.
|
|
გამარჯობათ..
იპოვეთ იმ ძალის მოდული, რომლითაც ჰორიზონტალურად უნდა იმოქმედოთ ძელაკზე, რომ იგი თანაბრად მისრიალებდეს ზევით. ძელაკის მასაა 1 კგ, ხახუნის კოეფიციენტია 0,1, დახრის კუთხე 30 გრადუსი.
|
|
ცილინდრული ჭურჭელი, რომლის ფუძის რადიუსია R, სავსეა წყლით. რა სიმაღლის უნდა იყოს ჭურჭელი, რომ წყლის წნევის ძალა ფსკერსა და ჭურჭლის კედელზე ერთნაირი იყოს? ატმოსფერულ წნევას მხედველობაში ნუ მიიღებთ.(H=R) .
|
|
გამარჯობათ. გილოცავთ ბზობას..
ზამბარის ბოლოზე მიმაგრებული ტვირთის რხევის ამპლიტუდაა 10მმ, სიხშირე- 10 ჰც, . რა მანძილს გაივლის ტვირთი ნახევა წუთში?
|
|
ვაგონის ჭერზე ჩამოკიდებული სპილენძის ბურთულა ასრულებს რხევებს შვეული მიმართულებით,.როგორ შეიცვლება რხევების პერიოდი, თუ სპილენძის ბურთულას შევცვლით იმავე ზომის ალუმინის ბურთულათი?
|
|
ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოძრავ 5 კგ. მასის ძელაკზე 20 ნიუტონი სრიალის ხახუნის ძალა მოქმედებს, მაშინ ხახუნის კოეფიციენტის 4 ჯერ შემცირებისას იმავე სხეულისთვის სრიაილის ხახუნის ძალა შემცირდება ?
|
|
განსაზღვრეთ მუშაობა, რომელსაც ასრულებს 2კნ/მ სიხისტის ზამბარაში აღძრული დრეკადობის ძალა ზამბარის 5 სმ-ზე გაჭიმვისას.
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ,
30 გრადუსიანი კუთხით დახრილ სიბრტყეზე თანაბრად ააქვთ 0,4 კგ მასის ძელაკი მასზე გამობმული თოკით, განსაზღვრეთ თოკის დაჭიმულობის ძალა, თუ სიბრტყესთან ხახუნის კოეფიციენტი 0,6 ია ხოლო აი მეორე შემთხვევაში თანაბრად ჩამოაქვთ 0,4 კგ მასის ძელაკი მასზე გამობმული თოკით რომელიც სიბრტყის პარალელურია და თოკის დაჭიმულობა გვაინტერესებს
გთხოვთ ორივე შემთხვევა განიხილეთ ძალიან მჭირდება
|
|
მოგესალმებით ბატონო ოლეგ, დიდი მადლობა დახმარებისათვის.
კიდევ ასეთი ამოცანის ამოხსნა მაინტერესებს
სხეულის იმპულსი დროის მიხედვით SI სისტემის ერთეულებში იცვლება ასეთი კანონით: p=7t+5. გამოთვალეთ სხეულზე მოქმედი ძალის მოდული.
გაიხარეთ ბატონო ოლეგ!
|
|
ეკვატორის გასწვრივ აღმოსავლეთით v=30კმ/სთ სიჩქარით მიცურავს გემი. სამხრეთ აღმოსავლეთიდან ეკვატორისადმი f=60(გრადუსიანი) კუთხით უბერავს v=15კმ/სთ სიჩქარის ქარი. იპოვეთ ქარის v(მეორე) სიჩქარე გემის მიმართ და f(მეორე) კუთხე ეკვატორსა და ქარის მიმართლებას შორის გემთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში
|
|
გამარჯობა <3 გთხოვთ დამეხმარეთ...აი ჩემი ამოცანა : წრფივ , პარალელურ ლიანდაგებზე ერთი მიმართულებით თანაბრად მოძრაობენ სატვირთო და სამგზავრო მატარებლები,შესაბამისად , მოდულით 15 და 25 მ/წმ სიჩქარით . დროის ათვლის დასაწყისში სამგზავრო 200 მ-ით ჩამორჩება სატვირთოს . კოორდინატთა სათავედ მიიღეთ სამგზავროს მდებარეობა ათვლის საწყისში , X ღერძი მიმართეთ მოძრაობის მიმართულებით და დაწერეთ მატარებლების კოორდინატის დროზე დამოკიდებულების ფორმულები
ა)დედამიწისთან დაკავშირებული ათვლის სისტემაში
ბ)სა........
|
|
გამარჯობათ,
ბატონო ოლეგ, დამეხმარეთ ამ ამოცანის ამოხსნაში
როგორ იცვლება ბურთულა+წყალი სისტემის პოტენციალური ენერგია: I. კორპის ბურთულას ამოტივტივების პროცესში; II. რკინის ბურთულას ჩაძირვის პროცესში.
წინასწარ გიხდით მადლობას!
|
|
ერთგვაროვანი ძელი,რომლის AB გვერდი მნიშვნელოვნად ნაკლებია BC-ზე,მოთავსებულია მაგიდაზე.ვიმოქმედოთ KL წირის (K და L შესაბამისად წიბოების შUა წერთილებია) გასწვრივ მაგიდის პარალელური ძალით(მაგ. ფანქრით) და თანდათანობით გადავაადგილოთ ძალის მოდების წერტილი K-დან L-ისკენ.თუ. თუ ვიმოქედებთ K წერტილის ახლოს,ძელაკი დაიწყებს გადატანით მოძრაობას,L წერტილის ახლოს მოქმედებისას კი ყირავდება. რატომ ? შეიძლება ვიპოვოთ ძალის მოდების ისეთI წერტილი,სადაც შეინიშნება გადატანითი მოძრაოის შეწყვეტა და იწყება ძელაკი........
|
|
300 გ მასის ბურთი ნავთში ნახევრად ჩაძირული ტივტივებს. რისი ტოლი იქნება ამ ბურთზე მოქმედი ამომგდები ძალა, თუ ის წყალში ტივტივებს?
|
|
პრეტესტზე შემხვდა: 5კგ მასის სხეული დევს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, ხახუნის კოეფიციენტია 0,6. სხეულზე მოსდეს 26 ნიუტონი ჰორიზონტალური ძალა, იპოვეთ ზედაპირზე წარმოებული ხახუნის ძალა.------> რაკი არ წერია რომ მოძრაობა დაიწყოო, ე.ი. ისევ წონასწორობაშია და ანუ ხახუნის ძალაც 26 ნიუტონია??
|
|
გამარჯობა. ეს საკითხები ვერ გავიგე
1. როდესაც ჰორიზონტალურ ზედაპირზე F ძალის მოქმედებით თანაბარაჩქარებულად მოძრავ ურიკაზე m მასის ყუთი უძრავია, მაშინ ყუთზე მოქმედი ხახუნის ძალა ( მიუ - ხახუნის კოეფიციენტია ) მიმართულია........ სწორი პასუხი: ურიკის მოძრაობის მიმართულებით და მოდულით ma -ს ტოლია. მშრალი ხახუნის ძალები ყოველთვის შემხები ზედაპირების მხების გასწვრივაა მიმართულიო და თვითონ ეს მხები საითაა მიმართული ხოლმე როგორ დავადგინო? იქნებ ურიკის მოძრაობის საპირისპირო მიმართულე........
|
|
ბატონო ოლეგ რამდენიმე შეკითხვა მაქვს: 1) ავტობუსი და მსუბუქი ავტომბილი მოძრაობენ შემხვედრი მიმართულებით შესაბამისად 40კმ/სთ და 60კმ/სთ სიჩქარეებით. განსაზღვრეთ ავტობუსის მიმართ სიჩქარე და მისი მიმართულება.-სწორი პასუხი იყო ავტობუსის მოძრაობის საპირისპირო მიმართულების 100კმ/სთ სიჩქარე ://(მე კიდე 20კმ/სტ-ს ვფიქრობდი ://)--- საატესტატოზე სიჩქარეთა შეკრება მარტო წრფის გასწვრივ შედის, მაგრამ ვერ ვხვდები რა პრინციპით ხდება :// იქნებ ამიხსნათ(სიჩქარეთა შეკრების წესი როა-სიჩქარე მოძრავი ათვლის სისტემის........
|
|
გიორგი ჩხიკვაძე;
მდინარე მიედინება v სიჩქარით და მიაქვს ყინულის ნატეხები. მდინარის ნაპირები ერთმანეთის პარალელურია. ყინულის ყველა ნატეხი ერთნაირი h სიმაღლისაა. ისინი თანაბრადაა განაწილებული წყლის ზედაპირზე და ფარავენ მის 1/n ნაწილს. მდინარის გარკვეულ ადგილას ყინული ჩაიხერგა და ვეღარ გაყვა წყალს. ხერგილში ყინულის ნატეხებმა სრულად დაფარეს წყლის ზედაპირი და არ გადაეფარნენ ერთმანეთს. ყინულის სიმკვრივეა . 1) განსაზღვრეთ, რა სიჩქარით გადაინაცვლებს ყინულის ხერგილისა და წყლის საზღვ........
|
|
30 გრადუსიანი კუთხით დახილ სიბრტყეზე 0.4 კგ მასის სხეული უძრავია. იმპოვეთ სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა და მისი მაქსიმალური მნიშვნელობა თუ ხახუნის კოეფიციენტი სიბრტესთან 0.6-ია
|
|
ჭაში ვარდება ქვა. 6წმ-ის შემდეგ ჭასთან მდგომმა ადამიანა გაიგონა წყლის ზედაპირზე ქვის დავარდნის ხმა. განსაზღვრეთ წყლის ზედაპირამდე ჭის სიღრმე. თუ ბგერის სიჩქარის მოდული 330მ/წმ-ია
|
|
ზევით ასვლისას ლიფტი იწყებს მოძრაობას a1=g/4 აჩქარებით, ხოლო მუხრუჭდება a2=g/5 აჩქარებით.. იპოვეთ ლიფტში მოთავსებული სხეულის წონების შეფარდება P1/P2 ამ ორ შემთხვევაში. მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
უკაცრავად და ბოლო ამოცანაში(ფარდობითობაზე)ის რიცხვები არაა განხილული რაც ამოცანაში წერია ეს სულ სხვაა.
|
|
ბიჭმა გადაცურა 24მ სიგანის ჩქარი მდინარე უმოკლესი შესაძლო გზით.მისი ცურვის სიჩქარე წყლის მიმართ არის 0,6მ/წმ ხოლო მდინარის დინების სიჩქარეა 1მ/წმ.რა დრო მოანდომა ბიჭმა მდინარის გადაცურვას(წინააღმდეგობის ძალები უგულებელყავით).
|
|
ბიჭი მუდმივი V სიჩქარით მირბის მრავალსართულიანი სახლის კედლისკენ. კედლიდან L მანძილზე ბიჭი ხმამაღლა ყვირის და აგრძელებს სირბილს. რა მანძილის გარბენის შემდეგ გაიგონებს ბიჭი თავისი ყვირილის ექოს? ბგერის სიჩქარეა V0. მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
მთხოვეთ კონკრეტული ამოცანა,აი ისიც:განსაზღვერეთ 2 ტ მასის ტრაქტორის ძრავას მიერ თანაბარი მოძრაობისას შესრულებული მუშაობა 2კმ მანძილზე,თუ ხახუნის კოეფიციენტია 0.1.
|
|
ნახაზზე მოყვანილია X ღერძზე მოძრავ 1 კგ მასის სხეულზე მოქმედი F ძალის დამოკიდებულება მის x კოორდინატზე. x=0 წერტილში სხეულის სიჩქარე ნულის ტოლია. განსაზღვრეთ მისი სიჩქარე x=4მ წერტილში. მადლობას გიხდით წინასწარ.
ნახაზი – http://12345.ucoz.com/photo/?photo=2
|
|
სხეულის სრული მექანიკური ენერგია ინახება. გრაფიკი გამოხატავს სხეულის მიერ გავლილი მანძილის დამოკიდებულებას დროზე. გრაფიკის რომელ წერტილში აქვს სხეულს ყველაზე დაბალი პოტენციური ენერგია და რატომ? გრაფიკი ამ ლინკზეა. http://12345.ucoz.com/photo/ მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
თოკზე ჩამოკიდებულ M = 980 გრ. მასის ქვიშით სავსე
ტომარას ეჯახება მ = 20 გრ. მასის ტყვია ვ = 100 მ/წმ
სიჩქარით და რჩება მასში.
1 რა სიჩქარეს შეიძენს ტომარა?
2 რა მაქსიმალურ ჰ სიმაღლეზე
აიწევს ტომარა?
3 რა რაოდენობის სითბო გამოიყოფა ტომარაში?
|
|
ერთგვაროვანი L სიგრძის ღერო ეყრდნობა ორ საყრდენს ( ერთი საყრდენი ღეროს თავშია, მეორე მისგან 0,8L მანძილზე). იპოვეთ მეორე საყრდენზე დაწოლის FII ძალის შეფარდება I საყრდენზე დაწოლის FI ძალასთან.
|
|
l სიგრძის ერთგვაროვანი ბაგირი თანაბრად იყო გადაკიდებული ლურსმანზე.ბაგირის ერთი ბოლო დაბლა დასწიეს და ხელი გაუშვეს.ბაგირმა დაიწყო მოძრაობა. რა სიჩქარე ექნება ბაგირს ლურსმნიდან მთლიანად ჩამოსრიალების მომენტში?მადლობთ წინასწარ.
|
|
უძრავი ბირთვი იშლება სამ ნამსხვრევად, რომელთა მასებია m1=m, m2=2m, m3=3m, ხოლო სიჩქარეები, რომელთა მოდულებია შესაბამისად v1, v2, v3, ერთმანეთთან 1200 - იან კუთხეებს ქმნიან. რისი ტოლია v1 და v2, თუ v3=v?
|
|
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ დამეხმარეეთ
ჰორიზონტალურ ზედაპირზე V სიჩქარით მოძრავი 3m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა m მასის უძრავ პლასტელინის ბურთულად და შეეწება მას. რისი ტოლია ბურთულების სიჩქარე შეწეპების შემდეგ?
მექანიკური ენერგიის რა ნაწილი გადავა შინაგან ენერგიაში?
|
|
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულია 2m მასის ფიცარი. მასზე ძევს m მასის ძელაკი, ძელაკსა და ფიცარს შორის ხახუნის კოეფიციენტია ŵ. ძელაკს მოსდეს ჰორიზონტალურად მიმართული ძალა. იპოვეთ იმ ძალის საშუალო მნიშვნელობა, როცა ძელაკი ჯერ კიდევ არ სრიალებს ფიცარზე.
|
|
ურიკაზე დამაგრებული ქანქარას რხევის პერიოდია 2წმ.განსაზღვრეთ ქანქარას რხევის პერიოდი რომელიც მოგორავს ხახუნის გარეშე 30 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე.(ეს ადრეც გამოვგზავნე მაგრამ არ გამეცით პასუხი)
|
|
მოცურავე ჩამოხტა 5მ სიმაღლის კოშკურიდან და წყალში ჩაყვინთა 2მ სიღრმეზე.იპოვეთ რა დროის განმავლობაში და რა აჩქარებით მოძრაობდა მოცურავე წყალში?
|
|
რხევითი მოძრაობისას ამპლიტუდის პირველი ნახევრის გავლის დროა მეტი თუ მეორე ნახევრის?---->ისე, კაცმა რომ თქვას, ერთი და იგივე არაა?? სინუსოიდას გრაფიკზე მსგავსი არაფერი არ ჩანს :/
|
|
გამარჯობა ^_^ პირველ რიგში დიდი მადლობა წინაზე რომ ასე გასაგებად დამიწერეთ ახსნები ^_^ და კიდევ, მადლობა რომ ასე სწრაფად მიპასუხეთ ^_^ <3 თუ არ შეწუხდებით იქნებ ამ ამოცანებში დამეხმაროთ?: საათი, რომლის ქანქარა ლითონისაა, სითბოში უფრო მეტ რხევას შეასრულებს თუ სიცივეში?--ახსენით რატომ. 2.საათი, რომლის ქანქარა 1მ სიგრძისაა, დღე-ღამეში ჩამორჩება 1საათით. როგორ უნდა შევცვალოთ ქანქარას სიგრძე რომ მან სწორად იმუშაოს? პ.ს. ამას უკავშირდება ზამთარში საათის გადაწევა? იქნებ დამეხმაროთ ^_^ <3 წინ........
|
|
ვინმე დამეხმარებაა?იპოვეთ წრფის გასწვრივ მოძრავი სხეულის მიერ ბოლო 3 წამში განვლილი მანძილი, თუ სხეული მოძრაობდა უსაწყისო სიჩქარით t = 10 წმ-ის განმავლობაში და მისი აჩქარება a = 2მ/წმ2 (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი, მეასედი სიზუსტით, მაგ.1.23)
|
|
და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება.. 1მ სიგრძის ქანქრას წონაწორობის მდებარეობიდან გადახრის მაქსიმალური კუთხე 30 გრადუსია. წონასწორობის მდებარეობის გავლისას ძაფი შუა ნაწილით ლურსმანს გამოედო. განსაზღვრეთ დამოკლებული ქანქარას გადახრის მაქსიმალური კუთხე. საკმაოდ დიდხანს ვიცოდვილე მაგრამ უშედეგოდ, და იქნებ ამიხსნათ :( :( და კიდევ, რა მინდა გკითხოთ, რამე წიგნი არ არსებობს რომ ამოხსნის ტექნიკა ეწეროს და ახსნილი იყოს რაღაცები... მინდა უკეთ გავერკვე :/ მადლობა წინაწარ
|
|
ბატონო ოლეგ, თქვენს მიერ დასმულ ორივე შეკითხვის შემთხვევაში ვფიქრობ სითხე არსად არ წაინაცვლებს, რამდენჯერაც სიმკვრივე მოიმატებს ან მოიკლებს იმდენჯერ მოიკლებს ან მოიმატებს მოცულობაც. დიდი მადლობა ასეთი გასაგები პასუხისთვის და გისურვებთ წარმატებას
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ, გთხოვთ ამიხსნათ გედენიძის საატესტატო წიგნის ამოცანა 6.63 და 6.64, ნახაზის გამო ვერ ვწერ პირობას, წინასწარ გიხდით მადლობას
|
|
გამარჯობა, თუ შეიძლება ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ.
ერთმანეთისკენ გარკვეულ მანძილზე დაშორებულმა ორმა სხეულმა ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად დაიწყო მოძრაობა. ერთმა 2.4 მ/წმ2, ხოლო მეორემ 4,8 მ/წმ2 აჩქარებით. განსაზღვრეთ მათი შეხვედრის მომენტისთვის პირველი სხეულის გადაადგილების შეფარდება მეორე სხეულის გადაადგილების მოდულთან. წინასწარ მადლობა :))
|
|
ზამბარაზე ჩამოკიდებული ტვირთის რხევის ამპლიტუდაა 10მმ, სიხშირე- 10ჰც,,რა მანძილს გაივლის ტვირთი ნახევარ წუში?
|
|
5მ/წმ სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა დაიწყო დამუხრუჭება 2მ/წმ2 აჩქარებით და 986 მ გაიარა
ა)29წმ–ში ბ)10წმ–ში გ)47წმ–ში დ)73 წმ–ში
ამოხსნა რომ დამი........
|
|
მაგიდაზე დევს m და 3m მასის ორი სხეული. ხახუნის კოეფიციენტი m მასის სხეულსა და მაგიდას შორის არის µ, ხოლო 3m მასის სხეულსა და მაგიდას შორის კი 2µ. მაგიდა აამოძრავეს ჰორიზონტალური მიმართულებით ისეთი აჩქარებით, რომ ორივე სხეული გასრიალდა. ამ დროს პირველი სხეული ამოძრავდა a აჩქარებით. რა აჩქარებით ამოძრავდა მეორე სხეული? (2a)
|
|
გამარჯობათ,.როგორ ბრძანდებით?.
ამოცანა შემდეგია: ქანქარიანი საათი სწორად მუშაობს, როცა ქანქარის სიგრძე 55,8 სმ, რამდენით ჩამორჩება საათი დღე-ღამეში,თუ ქანქარას 0,5სმ-ით დავაგრძელებთ,.ქანქარა ჩათვალეთ მათემატიკურად.
|
|
4კგ მასის ერთგვაროვანი ბერკეტის საყრდენი მისი სიგრძის 1/4-ზეა მოთავსებული. მის მოკლე ბოლოზე დაკიდებული 10კგ მასის ტვირთი. იპოვეთ თუ რა მასის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ ბერკეტის გრძელ ბოლოზე რომ ის წონასწორობაში იყოს.
|
|
ამოცანა მოძრაობის ფარდობითობაზე.... გრაფიკები.... ე. ბასიაშვილის კრებულიდან 1.132
|
|
მიპასუხეთ გთხოოოოოვთ გამოცდამაქვს სხეული ვერტიკალურად ზევით აისროლეს 30 მ/წმ სიჩქარით. რა სიმაღლეზე აღმოჩნდება იგი 3 წმ-ის შემდეგ? რას უდრის სიჩქარე ამ სიმაღლეზე?
|
|
ramdenii wamia 1 saatshi
|
|
უძრავი სხეულები ერთდროულად ამოძრავდა ურთიერთმართობულ წრფივ ტრაექტორიებზე 0,3 მ/წმ2 და 0,4 მ/წმ2 აჩქარებებით. რისი ტოლი იქნება მათი ფარდობითი სიჩქარე მოძრაობის დაწყებიდან 20 წმ-ის შემდეგ? ეს ამოცანა როგორ იხსენბა იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ
|
|
x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულება გამოისახება x=8-3t+t2 ფორმულით. როგორი სახე აქვს სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულებას? ეს რომ ამიხსნათ შეგიძლიათ როგორ იხსნება ვცდილობ გავერკვე და ვერ ვიგებ პასუხი დაწვრილებით, რომ დამიწეროთ და მივხვდები თვითონ მსგავსებ დიდი მადლობა წინასწარ
|
|
რისი ტოლია თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან H = 2D სიმაღლეზე? (D – დედამიწის დიამეტრია ასეთი ამოცანის ამოხსნა რა პრინციპით ხდება ვერანაირად ვერ დავაკავშირე თავიდან ვიფიქრე მსოფლიო g=GM/r2 მეცადა მარა ვერ დავაკავშირე
|
|
გამარჯობა.
1მ სიგრძის ძაფზე დაკიდული 200გ მასის ბურთულა გადახარეს ისე , რომ ძაფმა დაიკავა ჰორიზონტალური მდგომარეობა და გაუშვეს ხელი, გამოთვალე ბურთულას სრულლი მექანიკური ენერგია დროის იმ მომენტში როდესაც ძაფი ვერტიკალურ მიმართულებასთან 60o-იან კუთხეს შეადგენს
|
|
გადაბმული სხეულების მოძრაობაზე ვერ ვიპოვე საჭირო მასალა ამ ამოცანის ამოსახსნელად და თუ შეიძლება რომ დამეხმაროთ მის ამოხსნაში.
http://i.imgur.com/GESOzAU.png
|
|
გამარჯობათ ერთი ასეთი კითხვა მაქვს და გამიხარდება თუ დამეხმარებით ესეიგი : ორი ერთნაირი მასის პლასტელინის ბურთულა, რომლებიც ურთიერთმართობულად მოძრაობდნენ, შეეჯახნენ ერღმანეთს,რის შემდეგაც შეწებებული ბურთულები ერთად აგრძელებენ მოძრაობას რისი ტოლია მათი სიჩქარის მოდული შეჯახების შემდეგ ? თუ შეჯახებამდე თითოეული მადგანი
v სიჩქარით მოძრაობდა? მოკლედ მე იმპულსის მუდმივობის კანონით და დაგეგმილებებით დავიწყე ამოხსნა მარა არ გამოვიდა აშკარად პირობას ვერ გავუგე მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობათ როგორ ბრძანდებით ? მე აბიტურიენტი ვარ ფიზიკას ვაბარებ წელს და რავიცი რასაც გადავხედე წლევანდელ წლამდე არ არის ძალიან რთული ტესტები წესით არ უნდა გაუჭირდეს ბავშვს ჩაბარება თქვენ რას იტყვით ? ა
|
|
ზამბარის X -ით გასაჭიმად შესრულდა A მუსაობა ამის შემდეგ ზამბარის დამატებითი გაჭიმვისათვის შესრულდა 8A მუშაობა რისი ტოლი გახდა ზამბარის გაჭიმვა?(წინასწარ დიდი მადლობა)
|
|
გამარჯობათ..ზიაჭურჭელის ორი ერთნაირი მუხლიდან ერთი ვერტიკალიდან გადახრილია
60º კუთხით. მეორე კი ვერტიკალურ მდგომარეობაშია.ამ დროს მათში ჩასხმული სითხის წონით გამოწვეული წნევა ჭურჭლების ფსკერზე P-ს ტოლია.რისი ტოლი გახდება წნევა ფსკერზე, თუ მეორე მუხლსაც ვერტიკალიდან 60º-ით
გადავხრით?
|
|
გამარჯობათ ესეიგი მშვილდოსანმა ვერტიკალურად ზევით 30მ/წმ სიჩქარით აისროლა ისარი, განსაზღვრეთ ასვლის მაქსიმალური სიმაღლე ეს მარტივად გავიგე 45 მეტრი რო იყო , მეორე კითხვა ესეთია განსაზღვრეთ ასროლის მომენტიდან რა დროის შემდეგ დავარდება ისარი დედამიწაზე ? აქ კვადრატული ფუნქციით უნდა ამოხისნას t სთვის ?
|
|
ჰაერის ბუშტუკები ამოდიან ტბის ფსკერიდან ზედაპირზე. იპოვეთ ბუშტუკებზე მოქმედი ამომგდები ძალების შეფარდება 10 მ და 2 მ სიღრმეებზე F10 / F2 (ატმოსფერული წნევა ჩათვალეთ 10 მ წყლის სვეტის წნევის ტოლად, წყლის ტემპერატურა კი მუდმივად).
|
|
4კგ მასის სხეულის სიჩქარე თავისუფალი ვარდნის გზის რაღაც მონაკვეთზე გაიზარდა 2 დან 8 მ/წმ-მდე, სიმძიმის ძალის მუშაობა გზის ამ უბანზე იქნება:...?
პ.ს მე 400 მივიღე, პასუხი 120 იყო, იქნებ გამარკვიოთ რომელია სწორი?
|
|
გამარჯობათ პირველ რიგში :D მოკლედ, სიბრტყეზე მოთავსებულია ძელაკი. სიბრტყის ჰორიზონტისადმი დახრის კუთხეს თანდათან ზრდიან. ძელაკმა დაიწყო ჩამსრიალება, როდესაც სიბრტყემ ჰორიზონტთან შეადგინა a კუთხე , განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკს და სიბრტყეს შორის ამოცანა ასეა დასმული ეხლა ჩემი გამოთვლები ასეთია : mgsina - F(ხახუნი)=0 (1) . თავისმხრივ F(ხახუნი) = mgcosa.(2)
ვინაიდან და რადგანაც F(ხახუნი)=MN=Mmgcosa (3) (3)-(1) = mgsina - Mmgcosa=0 M=mgsina/mgcosa mg ე........
|
|
http://imgur.com/a/FOyMn V მოცულობის სხეული ცურავს ორი სითხის საზღვარზე ისე როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე რა ფორმულით გამოიხატება სხეულის სიმკვრივე
|
|
ზამბარაზე ჩამოკიდებული სხული მთლიანად ჩაუშვეს p სიმკვრივის სითხეში, ამ დროს ზამბარის გაჭიმვა შემცირდა n-ჯერ, რას უდრის სხეულის სიმკვრივე?
|
|
ამწემ 1ტ ტვირთი 50მ სიმაღლეზე 25წმ-ში აიტანა. ამ დროს რა სიმძლავრე განავითარა მან?
|
|
გამარჯობათ ჭურჭელში ასხია ρ სიმკვრივის და h სიმაღლის სითხე, მოძრაობს ვერტიკალურად ქვევით g/4 აჩქარებით. განსაზღვრეთ სითხის წნევა ჭურჭლის ფსკერზე. ატმოსფერული წნევა უგულვებეყავით. ჩემი აზრით p=ρgh. როგორც მგონი ცნობლია სხეული ამ რაგაც ჭურჭლის შიგნით იმოძრავებს ასეთი აჩქარებიტ (g-a) ანუ (g-g/4) და ეხლა ეს რო ჩავსვათ ზევით, p=ρ(g-g/4)h = 3/4ρgh სწორია თუ არა ?
|
|
გამარჯობათ..
m მასის ძელაკი ბიძგის შედეგად იწყებს სრიალს ჰორიზონტალურ ზედაპირზე v საწყისი სიჩქარით და გაჩერებამდე გადის s მანძილს. რა მანძილს გაივლის 8m მასის იგივე მასალის ძელაკი, თუ მას მივანიჭებთ v/2 საწყის სიჩქარეს.
აქ სხვა პასუხს ვიღებ და ვეგარ გამიგია რატომაა 0,25s.
|
|
1,5 სიმკვრივის და V მოცულობის ერთგვაროვანი სხეული დევს h სიღრმის აუზის ფსკერზე. მისი სიმძიმის ცენტრი ფსკერიდან h/5 სიმაღლეზე იმყოფება. რა მინიმალური მუშაობა უნდა შევასრულოთ, რომ სხეული მთლიანად ამოვწიოთ წყლიდან თოკით?. წყლის სიმკვრივეა . თოკის მასა უგულებელყავით.
|
|
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხებისათვის....
გთხოვთ გამირჩიოთ 2012 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო ტესტების 25-ე და 26-ე ამოცანა ...
|
|
გამარჯობათ, ბატონო ოლეგ..44 ქულა ავიღე...თქვენი დამსახურებაა,..ყველფრისთვის დიდი მადლობა, სწავლისთვის და იმ შემართებისთვის რასაც თქვენიდან ვიღებდი....დიდი მადლობა თქვენს საიტს ამ სიკეთისთვის
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ.ტივი შეკრულია 10 მორისაგან.მორის დიამეტრი 33სმ,ხოლო სიგრძე - 6,1მ. რამდენს 70 კგ-იან ადამიანს დაიტევს ასეთი ტივი,ისე ,რომ ფეხები არ დაუსველდეთ(p(ტივი)=0.6 კგ/მ3).
p.s.მე რატომღაც 74-ს ვიღებ მაგრამ პასუხს არ ემთხვევა.
|
|
სიბრტყეზე მოთავსებული 4 კგ მასის სხეული a=45 გრადუსიან დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს 4 მწ/წმ2 აჩქარებით . სიბრტყის მართობულად რა მინიმალური ძალით უნდა ვიმოქმედოთ სხეულზე რომ მან თანაბრად იმოძრაოს
|
|
გამარჯობაათ..
დღეს ვიყავი პედაგოგების გამოცდაზე და კარგად დავწერე, თქვენი დამსახურებაა ეს..ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის..თითქმის ყველა საკითხი ნაცნობი და განხილული გვქონდა..
|
|
ამაზეც გამეცით რა პასუხი თუ არ შეწუხდებით : http://imgur.com/a/IrQLa რა მასა აქვს ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ საწონს თუ ის ზედაპირს აწვება 3mg ძალით
|
|
მაგიდის ზედაპირზე დევს m მასის ერთგვაროვანი ღერო, რომლის ერთ ბოლოში დაკიდებულია km მასის ტვირთი. თუ ღეროს წავანაცვლებთ მაგიდის ბოლოდან x მანძილით, როგორც ნახატზეა ნაჩვენები, ღერო წონასწორობის დარღვევის ზღვარზეა (სულ მცირე დამატებითი წანაცვლებით წონასწორობა ირღვევა). განსაზღვრეთ L /x . http://imgur.com/a/tXeRR
|
|
http://naec.gov.ge/uploads/postData/PED-2017/Testebi-2017/fizika-2017-GEO.pdf გამარჯობათ ბატონო ოლეგ,გთხოვთ 25-ე ამოცანაში დაგვეხმაროთ.
|
|
დახრილ სიბრტყეზე სრიალებს წყლიანი ჭურჭელი. ხახუნის კოეფიციენტი ჭურჭელსა და დახრილ სიბრტყეს შორის არის µ, ხოლო კუთხე დახრილ სიბრტყესა და ჰორიზონტს შორის არის a. 1. იპოვეთ რა აჩქარებით მოძრაობს წყლიანი ჭურჭელი.2. განიხილეთ წყლის ზედაპირთან ახლოს წყლის მცირე ელემენტი და აჩვენეთ მასზე მოქმედი ძალების მიმართულებები. 3. იპოვეთ წყლის ამ მცირე ელემენტის აჩქარება. 4. იპოვეთ კუთხე წყლის ზედაპირსა და ჰორიზონტს შორის.
|
|
L სიგრძის ძაფზე ჩამოკიდებულ m მასის მცირე ზომის ბურთულას მიანიჭეს ისეთი v0
ჰორიზონტალური სიჩქარე, რომ მან ვერტიკალურ სიბრტყეში წრეწირი შემოწერა.
თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა უგულებელყავით.
1) განსაზღვრეთ ბურთულას სიჩქარე ზედა წერტილის გავლის მომენტში;
2) განსაზღვრეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა ქვედა წერტილის გავლის მომენტში;
3) განსაზღვრეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა ზედა წერტილის გავლის მომენტში;
4) განსაზღვრეთ v0 სიჩქარის მინიმალური მნიშვნელობა, როცა ბურთულა ჯერ კიდევ........
|
|
ორი სხეული ერთდროულად გაისროლეს ერთი და იმავე ადგილიდან, ერთი 4 მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით, მეორე კი 3 მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალური მიმართულებით. განსაზღვრეთ მანძილი სხეულებს შორის 3 წამის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში სხეულები არაფერს ეჯახებიან. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ. (15მ). 2017 აბიტურიენტების გამოცდა, #43.
|
|
უქარო ამინდში უძრავად მდგომი ადამიანი სველდება 2წთ-ში, 5კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 1წუთში, რა დროში დასველდება ადამიანი როცა იგი გაიქცევა 20კმ/სთ სიჩქარით?
ჰორიზონტალურ მაგიდაზე დადებული ძელაკი მოძრაობს ჭოჭნაქზე გადადებული ძაფის მეშვეობით . ეს ძაფი მაგიდასთან ალფა კუთხეს ადგენს.ძაფს მუდმივი სიჩქარით ამოძრავებენ. განსაზღვრეთ ძელაკის სიჩქარე. (მე-9 კლასი, გედენიძის ამოცანათა კრებული, მოძრაობის ფარდობითობა)
|
|
გამარჯობათ, ბოდიში შეწუხებისთვის, მე მაინტერესებს 100კგ. მასის ტვირთი 8 მ სიგრძის გვარლზეა დაკიდებული. განსაზღვრე, როგორ შეიცვლება ტვირთის პოტენციური ენერგია, თუ მას ვერტიკალიდან 2მ-ით გადავხრით.
|
|
მეტროს ესკალატორს მასზე მოძრავი ადამიანი 1 წუთში ჩამოჰყავს. თუ ადამიანი ორჯერ მეტი სიჩქარით იმოძრავებს ესკალატორის მიმართ, მაშინ იგი 45 წამში ჩამოვა. რა დროში ჩამოვა ესკალატორზე მდგომი ადამიანი?
|
|
ბატონო ოლეგ კიდევ მჭირდება თქვენი დახმარება...თითქოს მარტივი ამოცანააა მაგრამ პასუხი არ ემთხვევა, იქნებ გამირჩიოთ ან რჩევა მომცეთ...რა საჩქარით აააგდეს სხეული ვერტიკალურად ზევით დედამიწის ზედაპირიდან10მ სიმაღლეზე მდებარაე აივნიდან, თუ იგი მიწაზე დაეცა5წმ-ში?
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ.რიმკევიჩიდან 328-ე ამოცანა გვაინტერესებს როგორ იხსნება.
|
|
m მასის მქონე ორი სხეული გარკვეულ მანძილზე ერთმანეთს მიიზიდავენ F ძალით. რისი ტოლი გახდება თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მათ შორის ზუსტად შუაში მოვათავსებთ მესამე, ასევე m მასის სხეულს?
|
|
პარაშუტისტი პარაშუტის გაუხსნელად 15 წმ-ში 900 მეტრით დაეშვა.განსაზღვრეთ ჰაერის წინააღმდეგობის საშუალო ძალა ვარდნის დროს, თუ პარაშუტისტის წონაა 800ნ.
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ :) იპოვეთ ავტომობილ "ჟიგულის" ძრავის ცილინდრებში დგუშის რხევის სიხშირე ავტომობილის 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს,თუ თვლის დიამეტრი 60სმ-ია,მუხლა ლილვის ბრუნვის სიხშირე 4,3-ჯერ მეტია თვლის ბრუნვის სიხშირეზე.
|
|
ზღვის ტალღის თხემებს შორის მანძილი 3 მ-ია. ტალღის შემხვედრი მოძრაობისას კატერერს წამში ტალღა 4-ჯერ ეჯახება, ხოლო ერთი მიმართულებით მოძრაობისას - 2-ჯერ. განსაზღვრეთ ტალღისა და კატერის სიჩქარის მოდულები, თუ ცნობილია, რომ კატერის სიჩქარის მოდული მეტია ტალღის სიჩქარის მოდულზე.
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ ) ერთი ასეთი ამოცანა :იპოვეთ k-ს ყველა მნიშვნილობა,რომლისთვისაც P(ვექტორი)(-1;2k;k2) და q(ვექტორი)(5;k;k) ვექტორები ერთმანეთთან ადგენენ მახვილ კუთხეს ნებისმიერი k-სთვის.
|
|
გამარჯობა
განსაზღვრეთ დედამიწის ზედაპირის, 60 გრადუსიანი განედის წერტილთა წირითი სიჩქარის მოდული დედამიწის დღე-ღამური ბრუნვისას.
წინასწარ მადლობა
|
|
რა მინიმალური ძალაა საჭირო 4,5კგ მასისა და 0,25მ რადიუსის მქონე ბორბლის ასაგორებლად 0,1 მ სიმაღლის საფეხურზე . ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.
|
|
მოცემულია ორი ელმავალი სიმძლავრეებით N1 და N2 რომლებიც ჰორიზონტალურ გზაზე ანვითარებენ მუდმივ სიჩქარეებს v1 და v2 (დავუშვათ v1 > v2 ) . რა სიჩქარით იმოძრავებენ ელმავლები, თუ მათ გადავაბამთ?
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ!ძალიან მაინტერესებს ეს კითხვა,მე სხვას ვიღებ და ტესტის პასუხებში სხვა წერია!როდესაც m მასის არაერთგვაროვანი ძელაკი ბოლოებით დაკიდებულია თოკებზე ისე რომ ჰორიზონტალური მდებარეობა აქვს და ძელაკის მასათა ცენტრი მარცხენა ბოლოდან ძელაკის სიგრძის 1/4 ზეა,მაშინ რას უდრის მარცხენა თოკის დაჭიმულობის ძალა?
|
|
მიწაზე მდგომი 60 კგ მასის ყმაწვილი უძრავი ჭოჭონაქის გამოყენებით მაღლა სწევს 40 კგ მასის სხეულს.განსაზღვრეტ ძალა რომლითაც ბიჭი აწვება მიწას,ნაქსიმალური მასა ტვირთისა რომლის აწევასაც ის შეძლებს,ძალა,როლითაც ჭოჭონაქი აწვება ღერძს მაქსიმალური ტვირთის აწევისას.
|
|
კUბი ჩაძირულია სითხეში. სითხის წნევა კუბის ზედა წახნაგზეა p, ქვედაზე კი 1.2p. სითხის ზედაპირიდან რა სიღრმეზეა ჩაძირული კუბის ზედა წახნაგი, თუ კუბის წიბოს სიგრძეა L?
|
|
გამარჯობა!მაინტერესებს ამ ამოცანის ამოხნა ვერაფერი გავუგე:ზევით სხეულის თანაბარი მოძრაობისას დინამომეტრის ჩვენებაა 4.25 ნ ხოლო ქვევით მოძრაობისას 3.75ნ.განსაზღვრეთ სხეულის მასა და ღერძთან ჭოჭონაქის ხახუნის ძალა.
|
|
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა როგორ იხსნება
სხეული 1 საათი მოძრაობდა V1 სიჩქარით. რამდენ ხანს უნდა იმოძრაოს სხეულმა 3V1 სიჩქარით რომ მისი საშუალო სიჩქარე თავდაპირველთან შედარებით გაორმაგდეს?
|
|
სხეული უსაწყისო სიჩქარით მოძრაობს წრფივად და თანაბარაჩქარებულად. რამდენჯერ მეტია სხეულის მიერ მესამე წამში გავლილი მანძილი პირველ წამში გავლილ მანძილთან შედარებით?
|
|
3 კგ მასის სხეული 12 ნ ჰორიზონტალური ძალის ზემოქმედებით იწყებს სრიალს, გლუვ ზედაპირზე. რა მუშაობა შესრულდება სრიალის დაწყებიდან 10 წმ-ის განმავლობაში?
|
|
მოგესალმებით, მაპატიეთ თუ ისეთ ამოცანას გკითხავთ, რაც აქამდეც ყოფილა. ეს ის შემთხვევაა, როცა ძელაკს ენერგია არ ჰყოფნის სხვა ზედაპირზე მთლიანად გადასასვლელად. მოკლედ, გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე 1მ/წმ-ით სრიალებს 1მ სიგრძის ძელაკი. ის მიადგა უბანს, სადაც ხახუნის k=0,2-ს. რა დროის შემდეგ გაჩერდება და რა მანძილს გაივლის გაჩერებამდე?
თუ მთლიანად არ გადადის, ხახუნის ძალის საშუალო რა იქნება?
ჩემს კითხვაზე მაქვს მოსაზრება და თქვენი აზრი მაინტერესებს: დავუშვათ, x მანძილზე გადავიდა. ხახუნ........
|
|
გამარჯობა, მეტროს ესკალატორი მოძრაობს 0,8მ/წმ სიჩქარით. ესკალატორზე ადამიანი ადის ესკალატორის მიმართ 0,4მ/წმ სიჩქარით. რა სიმაღლისაა მეტრო თუ ასვლას დასჭირდა 30წმ.
|
|
0.8მ სიმაღლის და 30 გრადუსიანი კუთხით დახრილი სიბრტყის უმაღლესი წერტილიდან მოძრაობას იწყებს ძელაკი. განსაზღვრეთ ძელაკის სიჩქარე დახრილი სიბრტყის ფუძესთან.
|
|
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 1კგ და 3 კგ მასების სხეულებს შორის ჩადებულია 54 ჯ ენერგიის შეკუმშული ზამბარა. სხეულებს აკავებენ ხელით. სხეულებს ხელი გაუშვეს. განსაზღვრეთ,რა სიჩქარეს შეიძენს 3 კგ მასის სხეული.
|
|
ავიღოთ ორი ნაწილაკი და მათ ინერციის ცენტრთან დაკავშირებული ათლის სისტემა, ვთქვათ ეს ნაწილაკები მოძრაობენ გარკვეული სიჩქარეებით რატომ არის რომ ამ ინერციის ცენტრთან დაკავშIრებულ ათვლის სისტემაშI მათი იმპულსების ჯამი უდრის ნულს
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ
ესეთი კიტხვა გამიჩნდა რატომ არ შეიძლება ნაწილაკის დაშლისას კუთხე გამოტყორცნილ ნაწილაკსა და საწყის სიცქარეს შორის იყოს ნებისმიერი თუ საწყისი სიჩქარე მეტია ნაწილაკის სიცქარეზე C სისტემაშ ანუ ამ ნაწიკალებთან დაკავშირებულ ინერცულ სისტემაში
|
|
m მასის სხეული თანაბრად ააქვთ 60 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე. იპოვეთ სხეულზე მოქმედი რეაქციის ძალა.
|
|
ჰორიზონტალური მიმართულებით V სიჩქარით მოძრაცი m მასის ტყვია მოხვდა L სიგრძის ვერტიკალურ უწონო ძაფზე ჩამოკიდებულ M მასის პატარა ყუთს, გახვრიტა და გავიდა მეორე მხარეს 2V/3 სიჩქარით. ხოდა ასეთი რამე გვითხრეს რომ იპოვეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა უშუალოდ ყუთის გახვრეტის შემდეგო ,სანამ ძაფი ჯერ კიდევ ვერტიკალურიაო. ვეჩალიჩე და რაღაცას ნიტოს ვშვები ალბათ არ გამომდის ხოდა დამეხმარეთ ბატონო ოლეგ :)
|
|
ვთქვათ ნაწილაკი დაიშალა ორ ნაწილად დაშლამდე მთლიანის სიჩქარე იყო V ხოლო დაშლის შემდეგ ერთ-ერთი ნაწილაკის სიჩქარე C სისტემაში ანუ ტვით ამ ნაწილაკებთან დაკავშირებულ ინერციულ სისტემაში სადაც მათი იმპულსების ჯამი ნულის ტოლია არის v სახელმძღვანელოშI წერია რომ თუ V>v მაშინ დაშლის კუთხე არ შეიძლება იყოს ნებისმიერი და რატოომ ?
|
|
ბოდიში თავი თუ შეგაწყინეთ პატივცემულო არ გეგონოთ რომ თქვენს გამოყვანაში ან ცოდნაში ეჭვი შემაქვს დარწმუნებული ვარ ისეა როგორც თქვენ თქვით მაგრამ ვერა და ვერ გავიგე როგორ შეიძლება ჭურჭელში წნევის დაწევამ გამოიწვიოს ჭურჭლის ვერტიკალურად ზევით აწევა იმ დონეზე რომ ის "დაეწიოს'' დგუშს
ვერტიკალურად მოთავსებულ ზამბარას დავაწვებით და შემდეგ უცბათ ხელს ავუშვებთ ზამბარა ზეევით ახტება იგივე პრინციპი ხომ არ არის ჩვენი ჭურჭლის შემთხვევაში ?
|
|
პატივცემულო ბოლო ამოცანა წავიკითხე და ძალიან საინტერესოა ესეთი კითხვა გამიჩნდა ვთქვათ დგუშს მცირე ძალიან მცირე dh სიმაღლეზე ვწევთ ამ დროს ტემპერატურის და თავისთავად წნევის შემცირება შეიძლება უგულვებელყოთ ამ აწევის დროს რა თქმა უნდა ის ვინც დგუშს წევს დგუშზე მოქმედ ატმოსფერულ წნევას თვითონ ანულებს ამ დროს ცილინდრში მოქმედი აირი საწყისი წნევით გადაინაცვლებს გამოთავისუფლებულ ადგილას და დგუშს მიაწვება ზევით ვთქვათ ეს წნევა მეტია ვიდრე დგუშისა და ცილინდირს სიმძივის ძალების ჯამი აი ამ დროს მხოლოდ დგუშ........
|
|
L სიგრძის მქონე ჰორიზონტალური ცილინდრული ჰერმეტული ჭურჭელი ორი მოძრავი დგუშით სამ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. თავიდან ტემპერატურა ყველგან ერთნაირია და უდრის T0-ს. რა მანძილით წანაცვლდება დგუშები, თუ ტემპერატურას ჭურჭლის მარცხენა ნაწილში T-მდე გავზრდით, ხოლო დანარჩენ ნაწილებში T0-ს შევინარჩუნებთ? ხახუნი არ არსებობს.
|
|
ოლეგი მას ეს როგორ ამოვხსნა?ვერტიკალურ ცილინდრულ ჭურჭელში, რომლის ფსკერის ფართობია S, ჩასმულია დგუში, რომლის მასა ჭურჭლის მასის ტოლია. თავისუფალ მდგომარეობაში დგუში ჭურჭლის სიმაღლის ნახევარზეა. დგუშს ნელა ეწევიან ზევით ჭურჭლისა და დგუშის რა მასისათვის აყვება ჭურჭელი დგუშს? ტემპერატურა მუდმივია, ხახუნი არ არსებობს, ატმოსფერული წნევაა Pa .
|
|
ოლეგი მასწ, ცოტა აქ ვერ გავიგე, ხან მასებია ტოლი, ხან მოცულობები, ხან ერთნაირი სხეულებია(რას ნიშნავს?)ხან სხვადასხვა სითხეში უშვებენ და ხან ერთსა და იმავეში, ხან ტივტივებენ, ხან ცურავენ და ხან კიდე იძრებიან დაცოტა დამალაგებინეთ რა, ალბათ მიხვდით არქიმედეს ძალაზე გეუბნებით, საატესტატოს ტესტებია და ცოტა მეჩქარება, წინასწარ გიხდით მადლობას
|
|
ოლეგი მასწავლებელო აბა ნახეთ სწორად თუ ვმსჯელობ: 1.ორი ერთნაირი კორპის ბურთულა რომ ჩაუშვეს წყალში და ზეთში კორპის სიმკვრივე ორივეზე ნაკლებია და ამიტომ ორივეში იტივტივებს, რადგან იტივტივებს სიმძიმის ძალა ტოლია ამომგდები ძალის და რადგან სიმძიმის ძალები ტოლია ამომგდები ძალებიც ტოლი იქნება.
2. ორიერთნაირი სხეული ვერ გავიგე რას ნიშნავს, მაგრამ თუ მასები აქვთ ტოლი, შეიძლება სიმკვრივეები არ ქონდეთ ტოლია და შეიძლება წყალში ჩაიძიროს და ზეთში არა, ან ორივეში ჩაიძიროს და ან ორივეში იტივტივოს, თუ ჩა........
|
|
გამარჯობა ოლეგი მასწავლებელო, ჩავაბარე საატესტატო, მადლობა დიდი, ახლა ვუყურებ ტელევიზორს რომელიც გადართული მაქვს არხზე "და ვინჩი" და ძალიან, ძალიან საინტერესოა, თუმცა რუსულადაა და ბევრს ვერაფერს ვიგებ, ვერ მოახერხებთ რომ გადმოთარგმნოთ და ქართული ხმა დაადოთ? ეს ძალიან დიდი საქმე იქნება, წინასწარ გიხდით მადლობას ( რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ რომ ყველაფერი თქვენ უნდა გადათარგმნოთ, ალბათ იცნობთ ადამიანებს ვინც ამას მოახერხებს).
და ბარემ აკვიატებული თუ ორი ერთნაირი მასის სხეულე........
|
|
გამარჯობა, ძალიან მჭირდება ამოცანის ამოხსნა და თუ შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთ?
30მ სიმაღლიდან ჰორიზონტალურად 20მ/წმ სიჩქარით გაისროლეს სხეული.განსაზღვრეთ სხეულის სიჩქარე 5მ სიმაღლეზე. პასუხი ძალიან მჩირდება.
|
|
რა მინიმალური ძალაა საჭირო m = 4,5 კგ მასისა და R = 0,25 მ რადიუსიანი ბორბლის ასაგორებლად h = 0.1 მეტრი სიმაღლის საფეხურზე? ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.
|
|
სხეულს უბიძგეს დახრილ სიბრტყეზე ზევით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სხეული უკან ჩამოსრიალდა. ჩამოსრიალების დრო 2-ჯერ მეტია ზევით მოძრაობის დროზე. რას უდრის ხახუნის კოეფიციენტი, თუ სიბრტყის დახრილობა 20 გრადუსია? მადლობა წინასწარ.
|
|
10ტ მასის ტრაქტორი, რომლის სიმძლავრეა 250კვტ, აღმართზე 5მ/წმ სიჩქარით ადის. გამოთვალე დახრის კუთხე. ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ.
|
|
M/m რა ფარდობისათვის დარჩება სისტემა წონასწორობაში?
|
|
რა სიმაღლეზე უნდა გავუშვათ ხელოვნური თანამგზავრი, რომ იგი ყოველთვის დედამიწის ერთი და იმავე წერტილის თავზე იმყოფებოდეს? (მარგველაშვილიდან #7-10)
|
|
ორ ავტომობილს შორის მანძილი 100კმ-ია. ერთი მათგანი მოძრაობს მათი შემაერტებელი წრფისადმი 90გრადუსიანი კუტხით 50 კმ/სთ სიჩქარით, მეორე იმავე წრფისადმი 30 გრადუსიანი კუთხით, იმავე სიჩქარით. რა დროეს შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი უმცირესი? განსაზღვრეთ ეს მანძილი
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ.ამოცანა მდგომარეობს შემდეგში:6მ სიმაღლეზე დაკიდებული ნათურის ქვეშ,მუდმივი 2 მ/წმ სიჩარით მოძრაობს 1.5მ სიმაღლის ადამიანი.იპოვეთ დედამიწის ჰორიზონტალურ ზედაპირზე ადამიანის თავის ჩრდილის მოძრაობის სიჩქარე.
|
|
გამარჯობათ, რამოდენიმე მარტივი კითხვა მაქვს რომელებიც კარგად ვერ გავიგე.
1.ფარდობითია თუ არა სხეულის მოძრაობის ტრაექტორია და გავლილი მანძილი ? პასუხი დაასაბუთეთ
2.სხეულის მოძრაობის შესასწავლად აუცილებელია თუ არა მისი მდებარეობის განსაზღვრა ? ახსენით, რატომ.
3. შეიძლება თუ არა სხეულის გადატანითი მოძრაობისას მისი ნივთიერ წერტილად ჩათვლა ? რატომ?
გმადლობთ
|
|
როგორია თქვენი ვარაუდი ერთი და იმავე საყრდენი ფართობის სხეულებიდან რომელი სხეულის წონასწორობაა უფრო მდგრადი, რომლის მასათა ცენტრიც უფრო ქვევითაა თუ უფრო ზევით, გთხოვთ უპასუხეთ დიდი მადლობაა
|
|
მოცემული გვაქვს სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული ერთნაირი ზომის(გარეთა მოცულობის) და წონის(მასის) სფეროები-- ერთი მასიური(ღრუს გარეშე) და მეორე კი ღრუიანი. ლითონების სიმკვრივეები უცნობია.
როგორ გავარჩიოთ ღრუიანი სფერო მასიურისაგან?
|
|
გამარჯობა, ასეთი ამოცანები მაქვს: 1) ორი ერთნაირი პატარა გამტარი ბურთულა, რომელთა შორის მანძილი 10სმ-ია, მიიზიდებიან 5,0x10-5 ნ ძალით. თუ ბურთულებს ერთმანეთს შევახებთ და შემდეგ იგივე მანძილით დავაშორებთ ურთიერთქმედების ძალა 4×10-5 ნ გახდება. განსაზღვრეთ ბურთულების მუხტები. 2)0.2 მ-ით დაშორებული ორი პატარა,ერთნაირი დამუხტული ბურთულა მიიზიდება 4×10 ხარისხად -3 ნ ძალით. ბურთულების შეხების და იმავე მანძილით დაშორების შემდეგ მათ ერთმანეთი განიზიდეს 2,25×10 ხარისხად -........
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგგ იქნებ დამეხმაროთ?
წესიერი ეხვსკუთხედის წვეროებზე ერთმანეთის მიყოლებით მოტავსებულია+q +q +q -q -q-q muxtebi.განსაზღვრეთ ექვსკუთხედისცენტრში მოთავსებული +qმუხტზემოქმედიძალა, თუ ექვსკუთხედის გვერდის სიგრძე a-ს ტოლია. მადლობა წინასწარ...
|
|
რაზმმა ჯერ გაიარა 400 მ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ 500 მ აღმოსავლეთით, შემდეგ კი 300 მ ჩედილოეთით. იპოვეთ გრაფიკულად რაზმის გადაადგილება. ( მოდული და მიმართულება)
|
|
გამარჯობა, მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, ამ საიტზე გავიგე ყველაზე ზუსტი პასუხი ჩემ კითხვაზე, უბრალოდ ერთი კითხვა კიდევ გამიჩნდა , თუ წნევის ცვლილება არ ქმნის უშუალოდ ტემპერატურის ცვლილებას, მაშინ სიმაღლეზე ასვლისას (მაგ. მწვერვალებზე) რატომ მცირდება გარემოს ტემპერატურა? შინაგან ენერგიაში რა იგულისხმება, მოლეკულებს/ატომებს შორის მოქმედი ხახუნის ძალა? შეიძლება ვთქვათ ასე?
|
|
გამარჯობა
როგორც ვიცით ტემპერატურა და წნევა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია, როდესაც ბალონს ვავსებთ რაიმე აირით წნევა იმატებს და შესაბამისად ტემპერატურაც, შევსების/გარკვეული დროის შემდეგ ტემპერატურა ისევ ქვევით იწევს ნორმალურ დონეზე, მაგრამ წნევა კი იგივე რჩება, რატომ ხდება ასე? გასაგებია ის რომ ბალონის შიგნით და გარემოს ტემპერატურა წონასწორობის დამყარებისკენ მიისწრაფის, მაგრამ მეორეს მხრივ წნევა არ იცვლება , მაშინ ტემპერატურაც ხომ უნდა დარჩეს იგივე?
|
|
ზამბარაზე მიმაგრებული სხეულის კოორდინატი x თავისუფალი რხევისას იცვლება (-X, +X) შუალედში. სხეულის მაქსიმალური სიჩქარე რხევისას უდრის V_ს. რისი ტოლია სხეულის სიჩქარე x= X/2 წერტილში?
|
|
1. ორი ბრტყელი პარალელური ფირფიტით შედგენილი კონდენსატორის ტევადობაა C. კონდენსატორის ფირფიტებს შორის სივრცის 2/3 ნაწილი შეავსეს e=2 დიელექტრიკული შეღწევადობის მქონე დიელექტრიკით. რისი ტოლია მიღებული კონდენსატორის ელექტროტევადობა?
2. U ძაბვამდე დამუხტული გარკვეული ტევადობის კონდენსატორი განმუხტეს R წინაღობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი გამოსახულებებიდან რომლის პროპორციულია წინაღობაზე გამოყოფილი სითბოს რაოდენობა? a) Q~U1R0 b) Q~U1R1 c) Q~U2R-1 d........
|
|
მას, იმპედანსის მნიშვნელობა ვერ გავიგე კარგად და ქართულადაც ვერ ვიპოვე ახსნა ...
|
|
5.22 გედენიძიდან: აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვისას დენის ძალა 2,5ა-ია, ძაბვა ბატარეის მომჭერებზე 12,5 ვ. ბატარეის ემ ძალა კი 12 ვ. განსაზღვრეთ ბატარეის შიგა წინაღობა. (0,2 ომი)
5.23: 1 ომი შიგა წინაღობის აკუმულატორთა ბატარეა დასამუხტად მიერთებულია 12ვ ძაბვის დენის წყაროსთან. განსაზღვრეთ ბატარეის ემ ძალა, თუ დამუხტვისას დენი 500 მა-ია. (11,5ვ).
|
|
გამარჯობათ პატივცემულო რამოდენიმე დღის წინ ვნახე ვიდეო სადაც ნაჩვენებია რომ ერტ-ერთი ექსტრემალი წყალზე დადის მოტოციკლეტიტ და ესეთი კითხვა გამიჩნდა როგორ ? :D
ai es video https://www.youtube.com/watch?v=lDi9uFcD7XI
|
|
გამარჯობა, ბატონო ოლეგ, გამოსაშვები გამოცდების ნიმუშებში შემხვდა ასეთი ამოცანა - უარყოფითად დამუხტული სხეული მახლობელ უარყოფითად დამუხტულ ლითონის სხეულზე შეიძლება მოქმედებდეს... სწორი პასუხი კი აღმჩნდა, რომ შეიძლება მოქმედებდეს როგორც განზიდვის, ისე მიზიდვის ძალით ან საერთოდ არ მოქმედებდეს... შეგიძლიატ ამიხსნათ რატომ?? წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის...
|
|
რისი ტოლია გამტარის წინაღობა თუ მის მომჭერებზე 24 ვ ძაბვა მასში გამავალი დენის ძალა 3ამპერის ტოლია?მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობა, ერთ ფორმულას ვეძებ, წავიკითხე თქვენი სტატია "სხეულის თავისუფალი ვარდნა" და მაინც ვერ მივხვდი იქ არის ის, რაც მე მინდა თუ არა.
მაინტერესებს რა ფორმულით უნდა გამოვთვალო ის დრო რა დროსაც სხეული ფარავს ვარდნის საწყისი წერტილიდან მიწაზე დანარცხებამდე.
აი, მაგალითად 8 კგ წონის ნივთი რომ გადმოვაგდო 30 მეტრის სიმაღლიდან, ძირს რამდენ ხანში დაენარცხება?
|
|
გამარჯობათ
5,6 მტლ ინდუქციის მაგნიტურ ველში შეიჭრა ელექტრონი განსაზღვრეთ როგორ იმოძრავებს ელექტრონი
აი ამოცანაში რის ამოხსნას გვთხოვენ R რადიუსის გამოთვლას რა რადიუსიან წრეწირზეც იმოძრავებს ელექტრონი თუ რას?
|
|
მოგესალმებიტ პატივცემულო ისევ მე და ისევ მე :D
რაღაც კითხვა გამიჩნდა თვითონ მოვიფიქრე პასუხი მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია იქნებ შემიმოწმოთ :D
ავიღოთ რაღაც დისკო რომელზეც დევს A ნაწილაკი ვთქვათ ამ ნაწილაკზე მოქმედებს კორიოლისის ძალა (ანუ ნაწილაკს აქვს რაღაც სიჩქარე დისკოს მიმართ) კორიოლისის ძალის "წყალობით" ეს ნაწილაკი ამ მოძრავ დისკოზე შემოწერს წრეწირს სადაც სიმრუდის რადიუსია 2w/v ახლა ვთქვათ ამ ნაწილაკის მიერ შემოწერილი წრეწირის ცენტრში დგას B დამკვირვებელი რო........
|
|
და ასევე როდესაც ვკითხულობდი ზოგადი ფიზიკის განყოფილებაში "15.2. კულონის კანონი - ელექტროსტატიკის ძირითადი კანონი " თავს წერია რომ ... ε0 არის დიელექტრიკული შეღწევადობა... ელექტრული მუდმივა არ არის ?
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ ისევ მე გაწუხებთ <3 <3 როგორ გავიგოთ ელექტრული ველის პოტენციალი ვაკუუმში როსდესაც მოცემული გვაქ წერტილოვანი მუხტის სიდიდე და მანძილიმუხტიდა ელექტრულ ველამდე
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ ...შეგიძლიათ შემდეგი ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ?
დამუხტვის დროს სხეულმა დაკარგა 1,2*1012 ელექტრონი განსაზღვრეთ სხეულის მუხტი
ძალიან მჭირდებ წინასწარ დიდი მადლობა <3 <3
|
|
საღამო მშვიდობის ბატონო ოლეგ, იქნებ კიდევ ერთხელ დამეხმაროთ? 10 კგ და20 ცელსიუსისტემპერატურის წყალში, 2კგ მასისა და 500 გრადუსის ტემპერატურისფოლადის ნაჭრის ჩაშვებისშემდეგ წყლი გარკვეული რაოდენობა აორთქლდა.გამოთვალე რა მასის წყალი აორთქლდა, თუ ცნობილია რომდარჩენილიწყლის ტემპერატურა24ცელსიუსის გახდა?
წინასწარ დიდი მადლობა...
|
|
ჭურჭელში, რომელშიცასხია0 გრადუსის წყალი, ჩააგდეს -- 30 ცელსიუსის ტემპერეტურის ყინულის1კგ მასის ნაჭერი. რა მასის ყინული იქნება ჭურწელსი სიტბურიწონასწორობის დამყარების შემდეგ? ამის პასუხიი ხომ არის 1 კგ
0,5ლ წყლის 20დან 70 ცელსიუსის გსაცხელებლად დსაიხარჯა 8გ სპირტი წყალი ასხია 4ჯ
სითბოტევადობისჭურჭელში. გამოთვალეთ მქკ
|
|
ოგრადუსიან 2კგ ყინულისდა 7კგ წყლის ნარევს ათბობენ 50 ცელსიუსისგრადუსამდე რისთვისაც მასში ამატებენ 100გრადუსიან ორთქლს. რა რაოდენობის ორტთლია საჭირო ამისათვის? ბატონო ოლეგ თუკი დამეხმარებით ამ ამოცანების ამოხსნაში დიდი მადლობელი დაგრჩებიტ...წინასწარ დიდი მადლობა
|
|
ჰელიუმს გადაეცა Q სითბო, რის შედაგადაც იგი გაფართოვდა იზობარულად. რისი ტოლია ამ დროს აირის მიერ შესრულებული მუშაობა?
|
|
R-რადიუსიან ჰორიზონტალურ დისკოს აბრუნებენ მის კიდეზე გამავალი ვერტიკალური ღერძის გარშემო W მუდმივი კუთხური სიჩქარით. დისკოს კიდეზე, მის მიმართ თანაბრად მოძრაობს m მასის ნაწილაკი.იმ მომენტში როცა ის ბრუნვის ღერძიდან მაქსიმალურადაა დაშორებული,დისკოსთან დაკავშIრებულ ათვლის სისტემაში ნაწილაკზე მოქმედი ინერციის ძალები ნულს უტოლდება იპოვეთ ნაწილაკის a აჩქარება დისკოს მიმართ
ამ ამოცანის ამოხსნა ვნახე ინტერნეტშI სადაც კორიოლის ძალა მიმართული იყო დისკოს მიმ........
|
|
ამ ამოცანას რაღაც ვერ ვხსნი: განსაზღვრეთ წყლის ორთქლადქცევის კუთრი სითბო თუ ელექტროქურაზე 20 ცელსიუსი ტემპერატურის წყლის ადუღებას 16 წუთი დასჭირდა ადუღების შემდეგ მისი მეათედი მაწილის აორთქლებას კი 11,5 წუთი.
|
|
B=10მტლ ინდუქციის ერთგვაროვან მაგნიტურ ველში ინდუქციის წირების მართობულად შეიჭრა W=30კევ კინეტიკური ენერგიის ელექტრონი. იპოვეთ ველში ელექტრონის მოძრაობის ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი. წინასწარ დიდი მადლობა
|
|
ნახევარსივრცეში გვაქვს B ინდუქციის მაგნიტური ველი,რომელიც მიმართულია მკითხველისაკენ მართობულად.ველის მართობულ სიბრტყეში ველის მართობულად შეიჭრა v სიჩქარით ელექტრონი მისი მუხტის მოდულია e მასა კი m.განსაზღვრეთ რა დროის განმავლობაში იმოძრავებს იგი?
|
|
ბატონო ოლეგ,ასეთი ამოცანა ვნახე სადაც ეწერა რომ 1000 გრად.ცელ.ალში შეტანილი ალუმინის კოვზი არ დნება მასზე დაყრილი კალის პატარა ნაჭრები კი დნება?რატომ არის ასე?ალუმინი ხომ 660 გრად.ცელ ტემპერატურაზე დნება?
|
|
ბატონო ოლეგ,1 კგ მასის დნობის ტემპერატურის მყარი და თხევადი რკინის შინაგანი ენერგიები ტოლია?მათ მასა და ტემპერატურა აქვთ ტოლი და შესაბამისად შინაგამი ენერგიაც ტოლი ექნებათ?
|
|
გიგას ბაღში ვაშლისა და ატმის ხეებია. გასულ წელს ერთი ვაშლის ხიდან მან საშუალოდ 300 კგ მოკრიფა ხოლოატმის ხიდან 60 კგ. ერთი ხიდა მან საშუალოდ 120კგ ნაყოფი მოკრიფა. რას უდრის გიგას ბაღში ატმის ხეების პროცენტული რაოდენობა?
|
|
ბატონო ოლეგ,ასეთი ამოცანა მაქვს ვხსნი და სხვას ვღებულობ პასუხებშიიი....ესეიგი ამოცანა ასეთია: ოქროს მავთულის განიცკვეთის ფართობი 22 მმ2 ა,სიგრძე 0,5 მმ.ტემპერატურა 26 ცელსიუსი.განსაზღვრეთ მის გასადნობად საჭირო სითბოს რაოდენობა და შინაგანი ენერგიის ნამატი. ანუ გასადნობად საწირო სითბოს რაოდენობა Q=cm(Tdnobis-tsawyisi) sadac m=pSl ვსვავ რიცხვით მნიშვნელობებს და სხვას ვღებულობ...
|
|
გამარჯობა, მათემატიკაში მჭირდება თქვენი დახმარება, ამოცანა ასეთია: ბირთვის რადიუსი 25 სმ-ია. A წერტილი ამ ბირთვის ზედაპირს ეკუთვნის. ბირთვის ზედაპირე მდებარეობს წრეწირი, რომლის ნებიმიერი M წერტილისთვის AM მონაკვეთი 15 -სმ-ია. იპოვეთ ამ წრეწირის რადიუსი.
წინასწარ გმადლობთ!
|
|
0,5კგმასის სპილენძის ქვაბში მოათავსეს --3გრად,ცელსიუსიანი 1,5კგ მასის ყინული. სითბოს რა რაოდენობა დაიხარჯება ამ წყლის ასადუღებლად და მთლიანად ასაორთქლებლად? ამ ამოცანას ვხსნი და რააც არ გამომდის Q1=Csp.msp Q2=cyin.myin(0-(-3)) Q3=mlambda Q4=cwymwy(100-0) Q5=Lm da Q არის მათი ჯამიიი პასუხია 4619 020 და მე ვღებულობ 4600 020 ს და სად მეშლება ვერ გავიგე
|
|
ბატონო ოლეგ,გადავავლე თალი საიტს,ვნახე მსგავსი ამოცანები და ამოვხსენი..ახლა კი ამ კითხვებზე მაინტერესებს ძალიან პასუხი,1.იცვლება თუ არა ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებისას მისი კუთრი სითბოტევადობა?
2.ვედრო სავსეა წყლით,ვთქვათ სპირტქურაში სპირტი სულ არის.შეძლებს თუ არა იგი წყლის ადუღებას?რატომ? წინასწარ გმადლობთ..
|
|
რა სიმაღლეზე შეიძლება ავიტანოთ წყალი იმ ენერგიით,რომელსაც იგი გასცემს 1 C ით გაცივებისას?
10 ლ 60 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის წყალი შეურიეს 5 ლ 18 გრადუს ცელსიუსის წყალს,განსაზღვრეთ ნარევის ტემპერატურა?
|
|
რა იწვევს სიმკვრივის ფლუქტუაციებს?
რა იწვევს რაიმე იყოს შეწონილ მდგომარეობაში?
|
|
Manqana dadis swor quchaze 20 metrit wamshi 50 wamis ganmavlobashi da shemdeg 30 metrit wamshi shemdegi 100wamis ganmavlobashi... ramdeni metri gaiara am 150 wamshi ))) pasuxi tu shegidzliat ro dgesve momwerot gamaxarebt ..
|
|
ბრტყელი კონდენსატორის მუხტია 1,4 x 10^5 CGSE , ფირფიტის ფართობი 2500 სმ^2, დიელექტრიკია მინა. იპოვეთ ველის დაძაბულობა დიელექტრიკში.
|
|
ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: რამდენჯერ შეიცვლება მათემატიკური ქანქარის პერიოდი თუ მას მცირე სიბლანტის და p1 სიმკვრივის სითხეში მოათავსებენ. ბურთულის მასაა m, ხოლო სიმკვრივე p. ჯერ ერთიც, მე მგონი მასა არ გვჭირდება და მეორეც, გთხოვთ კარგად აგვიხსნათ, პერიოდის ფორმულაში რატომ ჩნდება g+ ან -a. მე ამას ასე ვხსნი: თითქოს სხვა პლანეტაზე ვართ, სადაც g-ზე მეტი ან ნაკლები აჩქარებაა, ანუ დაჭიმულობის ძალა იცვლება. თუ ფორმულებით მტკიცდება?
|
|
მე მაქვს ერთი კითხვა და ერთი ამოცანა.
კითხვა:როდესაც ორი კოჭა ჩართულია პარალელურად, შეგვიძლია თუ არა ერთ კოჭად ჩავთვალოთ, რომლის ინდუქციურობაა L1L2/ (L1+L2)
ამოცანა:რა კანონით უნდა იცვლებოდეს ძაბვა მიმდევრობით შეერთებული L ინდუქციურობის კოჭასა და R წინაღობის რეზისტორის ბოლოებს შორის, რომ დენის ძალა წრედში იცვლებოდეს დროის მიხედვით I(t)=I0sinwt კანონით.
|
|
1) ბორბლის ბრუნვის სიხშირე 2 ჰც-ია.რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი,თუ ბორბლის რადიუსი 25 სმ-ია?
2)თუ ავტომობილი მოძრაობს 90 კმ საათი სიჩქარით,და მისი ბორბლის რადიუსია 50 სმ.რისი ტოლია ავტომობილის ბრუნვის სიხშირე/
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ :) L=2მ სიგრძის ძაფზე ჩამოკიდებულია ბურთულა . რა მინიმალური სიჩქარე უნდა მივანიჭოთ ბურთულას ჰორიზონტალური მიმართულებით რომ მან დაიწყოს ბრუნვა ვერტიკალურ სიბრტყეში L რადიუსიან წრეწირზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.
|
|
a გვერდის მქონე კვადრატის თოთოეულ წვეროში მოთავსებულია 1.6 × 10-19 კულონი მუხტი. რა სიდიდის უარყოფითი მუხტი უნდა მოვათავსოთ დიაგონალების გადაკვეთის წერტილშო რომ სისტემა წონასწორობაში იყოს.
|
|
მოგესალმებით,როგორ ვიპოვო ამა თუ იმ სხეულზე ძალის მხარი?
|
|
მოგესალმებით, ბატონო ოლეგ..ერთი საკითხი მაინტერესებს..რატომაა ელექტრული დენის ძალის მიმართულებად მიღებული დადებითი იონების მოწესრიგებული მოძრაობა მიღებული?
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ <3.... 200-ადგილიან თვითმფრინავში 190 მგზავრი მეჯდა(მათ გადაიხადეს ბილეთის ფული); გულკეთილმა მე-მ გადავწყვიტე რომ 10 მგზავრი უფასოდ წავიყვანო-წაგებაში ხომ მაინც არ ვარ-მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ რაც მეტია მგზავრი, მეტი საწვავი მეხარჯება, რომელიც ძალიან ძვირია. თვითმფრინავში 10 ცალი 60 კგ.იანი ადამიანის დამატების შემთხვევაში, რამდენით ლიტრით გამეზრდება საწვავის ხარჯი? მადლობთ <3
|
|
ბატონო ოლეგ მაინტერესებს ჩემი ამოხსნა უტოლობის ტუ არის სწორად გაკეთებული...
|
|
და მაინც, როგორ იქცევა დაუმუხტავი ბურთულა ერთგვაროვან ველში?
მთლად კარგად ვერა, თუ იგი ლითონისაა, ერთგვაროვანს არაერთგვაროვნად აქცევს მის მახლობლად. ხოლო არაერთგვაროვანში გასაფუჭებელიც არაფერია.
|
|
გამარჯობა, ბატონო ოლეგ!
გავეცანი თქვენს მიერ გარჩეულ ამოცანას მე-9 გვერდზე( ამოცანა ეხება ღეროზე დამაგრებული სხეულის ბრუნვა წრეწირზე). დამებადა ასეთი კითხვა:
ძაფზე დაკიდებული სხეული შეძლებს თუ არა თანაბრად მოძრაობას წრეწირზე?
ცნობილია, რომ წრეწირზე თანაბრად მოძრავი სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი უნდა იყოს ცენტრისკენული ძალა, აქ კი დაჭიმულობის და სიმძიმის ძალის ტოლქმედი არ არის ყველა წერტილში ცენტრისკენ მიმართული, მაგალითად 90 გრადუსით დაშორებული წერტილი ზედა წერტილისგან?
|
|
მაპატიეთ, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება
იქნებ ამიხსნათ როგორ იქცევა დაუმუხტავი ბურთულა ელ. ველში მოთავსებისას, როცა ველი ერთგვაროვანია და როცა არაერტგვაროვანია?
|
|
X ekutvnis[0,2] gaertianeba [10/3,10] gaertianeba [10,
x ekutvnis[0, 2] gaertianeba[10/3,10] gaertianeba [10,+usasrulba)
rogorc gavige titoeuli tanamamravlis nishans vadgent mocemuli shualedisatvis da jamshi rac gamova is iqneba im shualedis nishani...da shemdegvigebt im shualedebs rav daakmayofilebs chvens utolobas...
=
|
|
ბატონო ოლეგ, თუ არ შეწუხდებით იქნებ შეძლებისდაგვარად ამიხსნათ რაციონალური უტოლობის ამოხსნა ინტერვალთა მეთოდით...კონკრეტულად ინტერვალების ნიშნების დადგენა...წინასწარ დიდი მადლობა <3
|
|
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისათვის...ასე ძალიან რომ შეწუხდით...გაიხარეთ თქვენი დახმარების იმედი სულ მაქვსს ამისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა <3
|
|
გამარჯობათ პატივცემულო. ასეთი კითხვა მაქვს: ვთქვათ გვაქვს რაღაც ძრავი რომლის სახურებლის ტემპერატურა გაცილებით მეტია გარემოს ტემპერატურაზე და ამ ძრავს ვთქვათ არ აქვს მაცივარი. შეიძლება თუ არა გარემომ შეასრულოს მაცივრის როლი და ძრავამ იმუშაოს ??
|
|
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ.
25ნკ მუხტის (თითოეული) ორი ნაწილაკი, რომლებიც ერთმანეთიდან 24სმ-ითაა დაშორებული, ქმნის ელექტროსტატიკურ ველს. რა ძალით მოქმედებს ეს ველი 2ნკ, მუხტზე, რომელიც თითოეული მუხტისაგან 15სმ-ითაა დაშორებული, თუ ველის შემქმნელი მუხტები ერთნაირნიშნიანია? სხვადასხვანიშნიანია?
|
|
მაპატიეთ,ბატონო ოლეგ, გაწუხებთ ძალიან, ამ ამოცანებში ვერაფრით პასუხი ვერ მივიღე გთხოვთ დამეხმაროთ. (არადა ძალიან ადვილი ჩანს)
2მ-ით დაშორებული ბურთულები განიზიდებიან 1 ნ ძალით. ბურთულების საერთო მუხტი 5*10-10 კ-ია, განსაზღვრეთ როგორ არის ბურთულების მუხტები განაწილებული.
10 სმ-ით დაშორებული ორი ბურთულა დამუხტულია ერთნაირი სიდიდის უარყოფითი მუხტით. განსაზღვრეთ ელექტრონების ჭარბი რაოდენობა თითოეულ ბურთულაზე, თუ მათ შორის ურთიერთქმედების ძალაა 0,23მნ
........
|
|
L სიგრძის ძაფზე ბურთულა რომ დაკიდეს, იმაზე გეხმაურებით. მე-5 შეკითხვაში ძაფის დაჭიმულობის ძალა 3mg მივიღე, ხოლო მე-6-ში 1,5mg. ვიგულისხმე ქვედა წერტილიდან 1200. სწორია?
|
|
შესაძლებელია თუ არა მოცემული დამუხული სხეულით მივიღოთ მოცემულზე გაცილებით დიდი მუხტი?
|
|
ჰორიზონტალურად მოთავსებულ გლუვ AB ღეროს აბრუნებენ
მუდმივი 2 რად/წმ კუთხური სიჩქარით მის A ბოლოზე გამავალი
ვერტიკალური ღერძის გარშემო. A წერტილიდან 1 მ/წმ საწყისი
სიჩქარით ღეროს გასწვრივ თავისუფლად სრიალებს 0.5 კგ მასის
ქურო. იპოვეთ ქუროზე მოქმედი კორიოლისის ძალა (მბრუნავ
ღეროსთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში) იმ მომენტში,
როცა ის ბრუნვის ღერძიდან 0,5 მ მანძილზე აღმოჩნდება.
მადლობა წინასწარ :)
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ საიტზე ვერ შემოვდივარ და აქ მოგწერთ აამოცანას: "2 მეტრი სიმაღლის კალათბურთელმა 3 კილოგრამიანი ბურთი აისროლა ვერტიკალურად ზევით 6 მ/წმ საწყისი სიჩქარით. 1) რამდენ ხანს იფრენს ბურთი ჰაერში თუ გასროლის მომენტში (როცა კალათბურთელმა ბურთს ხელები გაუშვა) ის იატაკიდან 2.25 სიმაღლეზე იმყოფებოდა? 2) რას უდრის ბურთის გადაადგილება? 3)რამდენ ხანს იფრენს ბურთი ჰაერში, თუ გასროლის მომენტში ის იატაკიდან 2.25 მ სიმაღლეზე იმყოფებოდა პლანეტა მარსზე ⯑(თავისუფალი ვარდნის აჩქა........
|
|
ეკრანიდან 90 სმ მანძილზე მოთავსებულია ეკრანის პარალელური სანთელი. 20 სმ
ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზა, რომელიც საწყის მომენტში
ეკრანთანაა, მოძრაობს სანთლისაკენ თანაბრად 2 მმ/წმ სიჩქარით. ლინზა ეკრანის
პარალელურია. სანთლის ალის სიმაღლეა 2 სმ.
1) რისი ტოლია ლინზის ოპტიკური ძალა?
2) რა დროის შემდეგ მიიღება პირველად ეკრანზე ალის მკვეთრი გამოსახულება?
3) რა სიმაღლის იქნება ალის გამოსახულება ამ მომენტში?
4) რა დროის შემდეგ მიიღება მეორედ ეკრანზე ალის მკვეთრი გამოსახულება?
5) რა სიმაღლ........
|
|
მბრუნავ კარუსელზე ჯაჭვები 45° -ით გადაიხარა ვერტიკალიდან (იხ. ნახ.).
განსაზღვრეთ ბრუნვის კუთხური სიჩქარე. http://i.imgur.com/LmM8uqv.png
ეს ამოცანა ამოვხსენი და (ბ) მივიღე, მაინტერესებს სწორად ამოვხსენი თუ არა.
|
|
12 ომი და 4 ომი წინაღობის გამტარები ერთმანეთთან პარალელურადაა შეერთებული. მათთან მიმდევრობით შეერთებულია 5 ომი წინაღობის გამტარი. წრედში გამავალი ძაბვაა 16 ვოლტი. რას უდრის 4 ომ წინაღობაში გამავალი დენის ძალა? ძალიან მჭირდება გთხოვთ მიპასუხეთ. მადლობა წინასწარ. 3 ამპერი, 1.5 ამპერი, 1ამპერი, 0.5ამპერი.
&nb........
|
|
გამარჯობა, შტენის ცდის შესახებ ინფორმაციას ვეძებ და ხომ ვერ დამეხმარებით?
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ როგორ ბრძანდებით ? ესეიგი თქვენი დახმარება მესაჭიროება ამ ამოცანაში : F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზიდან 3F მანძილით დაშორებული მნათი წერტილი v სიჩქარით მოძრაობს მთავარი ოპტიკური ღერძის მართობულად. განსაზღვრეთ მისი გამოსახულების სიჩქარე?
|
|
რამდენი ვატია 3 ვოლტი
|
|
pv5/3=const..იდიალური ერთატომიანი აირისთვის ეს საიდან მტკიცდება ვერ მივხვდი...
და კიდევ, ადიაბატის განტოლებაში ხარისხის მაჩვენებელი საიდან არის მოტანილი? თქვენს კონსპექტში ვნახე..
|
|
დიდი მადლობა ბატონო ოლეგ რომ კითხვებზე მპასუხობთ)
ფაბრიკის თანამშრომელთა 3/4 ნაწილი ქალია. თანამშრომელ მამაკაცთაგან 4/7 ნაწილი ქართველია, ხოლო 24 – უცხოელია. სულ რამდენი თანამშრომელია ფაბრიკაში?
|
|
ოთახში 3 გოგოა. მათი საშუალო სიმაღლე 1,4 მეტრია. ოთახში შემოვიდა კიდევ ერთი გოგონა, რომლის სიმაღლეა 1,8 მეტრი. რის ტოლი იქნება ოთახში მყოფი გოგონების საშუალო სიმაღლე?
|
|
http://imgur.com/a/iZJ92 ნახატზე გამოსახული სისტემა წონასწორობაშია. რა მასის საწონი უნდა დავამატოთ m მასის საწონს, რომ სისტემის წონასწორობა აღდგეს ჭურჭლიდან სითხის გადაღვრის შემდეგ ?
|
|
ამწემ 1ტ ტვირთი 50მ სიმაღლეზე 25წმ-ში აიტანა. ამ დროს რა სიმძლავრე განავითარა მან?
------------------------------------
მაინტერესებს სწორად თუ ამოვხსენი
|
|
http://imgur.com/a/Mq4jx ძალიან გთხოვთ იქნებ ეს ამოცანა ამოხსნათ
|
|
გამარჯობა მაინტერესებს ეს ამოცანა როგორ უნდა ამოვხსნათ? 1კგ. მასის ბურთი 2მ/წმ საწყისი სიჩქარით მიგორავს ზედაპირზე, სადაც ხვდება 4მ. რადიუსის წრიული ფორმის ჩაღრმავება. იპოვეთ ზედაპირზე დაწოლის ძალა უკიდურეს ქვედა წერტილში. ხახუნი უგულებელყავით. ჩათვალეთ, რომ ბურთი არ მოწყდება ზედაპირს.
|
|
რა წნევას წარმოქმნის რძე სარძევის ფსკერზე,თუ რძის სიმაღლე ჭურჭელში 30 სმ?რძის სიმკვრივეა 1030კილოგრამ/კუბური მეტრი(კგ/მ3)
|
|
gamarjobat . gtxovt es amocana tu shegidzliat amoxsenit madloba winaswar <3
რისი ტოლია 100 ხვიისგან შემდგარი სპირალის რადიუსი , თუ 50 მტლ მაგნიტურ ველში მისი გამჭოლი მაგნიტური ნაკადის მაქსიმალური მნი\სვნელობა 1.57 მვბ-ია
|
|
გამარჯობათ მაინტერესებს 2 ამოცანა 1) ''თუ საგნიდან ბრტყელ სარკემდე მანძილი 1მ–ია, მაშინ გამოსახულებიდან საგნამდე მანძილი რა იქნება? ფორმულა მინდა და როგორ ამოვხსნა. 2) როცა სინათლე ჰაერიდან წყალში გადადის და დაცემის კუთხე 30 გრადუსია, მაშინ გარდატეხის კუთხე რა იქნება აქაც ფორმულა მინდა და როგორ ამოიხსნება. დიდი მადლობა წინასწარ
|
|
10მტლ ინდუქციისერთგვაროვან მაგნიტურ ველშიინდუქციის წირების მართობულად შეიჭრა4.8.10*-15ჯ კინეტიკური ენერგიის ელექტრონი.გამოთვალეთ ელექტრონის მოძრაობის ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი . ბატონო ოლეგ არ მინდოდა თქვენი შეწუხება მაგრამ როგორც მე ვაკეთებ რაღაცა არ გამომდის იქნებ გზა მიჩვენოთ?
მადლობა წინასწარ...
|
|
დახშულ ჭურჭელში იმყოფება აზოტი (N2), რომლის აბსოლუტური ტემპერატურაა T, ხოლო წნევაა p. 2,4T აბსოლუტურ ტემპერატურაზე აზოტის მოლეკულების a ნაწილი დისოცირდა ატომებად და წნევა ჭურჭელში გახდა 4p. განსაზღვრეთ a.
|
|
უნდა ამოვხსნათ მოცემულია სისტემა xy+4/xy=4 და 2x-y=4. წინასწარ დიდი მადლობა.
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ,დიდი მადლობა წინა მათემატიკური ამოცანისთვის.კიდევ ერთხელ მჭირდება თქვენი დახმარება : K პარამეტრის თითოეული მთელი მნიშვნელობისთვის , რომლისთვისაც x2+(k-10)x+9=0 განტოლებას გააჩნია ორი განსხვავებული დადებითი x1 და x2 ამონახსნი, შეადგინეს გამოსახულება x12+x22. რა უმცირესი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს ამ გამოსახულებამ?
|
|
ნახატზე გამოსახულია იდეალური აირის მდგომარეობის
ცვლილების 1-2 პროცესი. აირის საწყისი აბსოლუტური
ტემპერატურაა T0. განსაზღვრეთ აირის მაქსიმალური
აბსოლუტური ტემპერატურა ამ პროცესში.
http://i.imgur.com/SXDkNAx.png
2016 ფიზიკის ეროვნული გამოცდის ერთ-ერთ ამოცანა არის
|
|
Oxy მართკუთხა საკოორდინატო სისტემაში (3; 7) წერტილზე გამავალი ყოველი უარყოფითი საკუთხო კოეფიციენტის მქონე წრფე აბსცისათა და ორდინატთა ღერძებთან ერთად შემოსაზღვრავს მართკუთხა სამკუთხედს. იპოვეთ ამ ტიპის მართკუთხა სამკუთხედების ფართობებს შორის უმცირესი.
|
|
გამარჯობა! ორ საგამოცდო ამოცანაში მინდა გთხოვოთ დახმარება და თუ მოახერხებთ ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ..
1) 10oC-იანი 5 ლიტრი წყლის ასადუღებლად რა მასის ნავთია საჭირო mნავთი
2) 2 ლიტრ წყალს რომლის ტემპერატურაა 50oC შეურიეს 4 კილოგრამიანი 20oC-იანი წყალი. გამოთვალეთ ნარევის ტემპერატურა.
წინასწარ დიდი მადლობა!
|
|
ერთი კოჭას ინდუქციურობა 4-ჯერ მეტია მეორე კოჭას ინდუქციურობაზე, მაგრამ მეორე კოჭაში გამავალი დენი 2-ჯერ მეტია პირველ კოჭაში გამავალ დენზე, განსაზღვრეთ ამ დენიანი კოჭების მაგნიტური ველის ენერგიების შეფარდება.
შეგიძლიათ დამეხმაროთ?
|
|
მოგესალმებით ბატონო ოლეგ,ერთი მათემატიკური ამოცანა მაინტერესებს: ცნობილია, 10 წრფე ისე გაატარეს,რომ არცერთი წყვილი ერთმანეთის პარალელური არ არის და არც ერთი სამეული ერთ წერტილში არ იკვეთება.რამდენ თანაუკვეთ არედ დაიყოფა სიბრტყე ამ შემთხვევაში?
ა)11 ბ)56 გ)45 დ)46
|
|
გამარჯობა, ბატონო ოლეგ!
ასეთი კითხვა მაქვს: შემკრები ლინზა ეკრანზე იძლევა გადიდებულ გამოსახულებას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გამოსახულება აუცილებლად ნამდვილია. თუ კი, რატომ? შემკრები ლინზა წარმოსახვით გამოსახულებასაც ხომ იძლევა? სიტყვა "ეკრანი" რამეს ხომ არ ნიშნავს?
|
|
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ
ელექტრონი მაგნიტურ ველში 10სმს რადიუსის წრეწირს შემოწერს.იპოვეთ ელექტრონის სიჩქარე ,თუ ველის ინდუქცია 10-2ტლა.მადლობა წინასწარ
|
|
რა კარგი საიტია ეხლა აღმოვაჩინე:)) აქ ყველა კითხვას პასუხობთ და ამოცანებს? მათემატიკოსებიც ხართ? :დ <3
|
|
ბატონო ოლეგ მინდა კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ...რაღაცას ვუშვებ შეცდომას და არ გამომდის იქნებ მირჩიოთ...0,5კგ მასის სპოლენძის ჭურჭელში ჩაასხეს ცელსიუსის სკალის 10 გრადუსის1ლ წყალი.შემდეგ მასშიმოათავსეს200 გრამიანი გახურებულიალუმინის ბურთულა და გაზომეს წყლის ტემპერატურა, იგი აღმოჩნდა ცელსიუსის სკალის 30 გრადუსი. მაშინ გახურებული ალუმინის საწყისი ტემოერატურა რისი ტოლია?
|
|
დიდი მადლობა წინასწარ
დედამიწის მაგნიტურ ველში როგორ უნდა ვამოძრაოთ მავთულის შკრული მართკუთხედი რომ მასში დენი აღიძრას?
|
|
განსაზღვრეთ ძალა რომლითაც 6.8 ტესლა ინდუქციის მაგნიტური ველი მოქმედებს მის მართობულად მოთავსებულ 0.4 მმ2 განივკვეთშ სპილენძის მავთულზე მავთულის კუთრი წინაღობა 1.9 x 10 -8 ომი/მ დ ამასზე მოდებული ძაბვა 5 ვოლტია
|
|
გამარჯობა,დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ დამეხმარებით. ჩემი ამოცანა ასეთია:იპოვეთ სამ მუხტს შორის თითოეულ მუხტზე მოქმედი კულონის ძალა თუ მუხტები არის 1კ. მათ შორის მანძილი კი 1მ.
|
|
უცვლელი მასის აირის წნევის 2-ჯერ გაზრდისას და ტემპერატურის 300k -ით მომატებისას აირის სიმკვრივე 2-ჯერ შემცირდა. განსაზღვრეთ აირის თავდაპირველი ტემპერატურა...მადლობა წინასწარ...
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ...უნდა შეგაწუხოთ, წყალბადში მიმდინარე იზოთრმული პროცესის დროს p წნევა ტოლია30*10 მეოთხე ხარისხიდა მოცულობა0.2მეტრი კუბში.განსაზღვრე წყალბადისტემპერატურა თუმასა 4*10 ის მინუს 2ხარისხიამასა მუდმივი სიდიდეადა წყალბადის მოლური მასა 2გ/მოლი-ის ტოლია...წინასწარ დიდი მადლობა
|
|
კი მართალი ბრძანდებით, პირველი მეორესთან ქმნის 90 გრადუსიან კუთხეს და პირველი კი ჰორიზონტალურადაა განთავსებული, უბრალოდ ნახაზზს ვერ ვხაზავ...მადლობა
|
|
გამარჯობა, მინდა კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა...გაიხარეთ, თქვენ ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით <3 ასეთი კითხვა მაქვს...სამი ბრტყელი სარკე60 გრადუსიანი კუთხით ეცემა პირველ სარკეს და სამივე სარკიდან თანმიმდევრობით არეკვლის შემდეგმართობულად ეცემა კვლავ პირველ სარკეს. განსაზღვრეთ კუთხე რომელსაც მესამე სარკე ადგენს ჰორიზონტთან...
|
|
ერთი კამერტონი მოთავსებულია დამკვირვებლის ყურთან, მეორე ასეთივე კამერტონი მოთავსებულია პირველიდან 47,5სმ-ზე, ამასთან დამკვირვებელს ხმა არ ესმის.იპოვეთ კამერტონის რხევების სიხშირე.
|
|
ოზონი(O3) ჟანგბადზე(O2) მძიმეა,რატომ ხდება რომ ოზონი გამუდმებით ატმოსფეროს მაღალ ფენებშია (10-50 კმ) ხოლო ჟანგბადი მასზე დაბლა ?
|
|
განსაზღვრეთკუთხე ორ ბრტყელ სარკეს შორის,თუ პირველი სარკისზედაპირისადმი30 გრადუსიანი კუთხითდაცემული სხივიორჯერადი არეკვლის შემდეგპარალელურად ბრუნდება უკან... წინასწარ დიდი მადლობა ძლიან მომწონს თქვენი გვერდი დიდი მადლობა ასეთი კეთილი საქმისათვის...გაიხარეთ
|
|
ელექტროჩაიდანს ორი სპირალი აქვს. ერთი მათგანის ჩართვისას ჩაიდანში წყალი დუღდება t1 დროში,მეორის ჩართვისას კი - t2 დროში.განსაზღვრეთ,რა დროში ადუღდება ჩაიდანში წყალი, თუ ორივე გრაგნილს ჩავრთავთ ერთდროულად ა)პარალელურად ბ)მიმდევრობით.
|
|
500 კგ მასის მქონე ლიფტი მოძრაობს ვერტიკალურად ქვევით მიმართული 2 მ/წმ2 აჩქარებით. რას უდრის ლიფტის 60 კგ მასის მგზავრზე მოქმედი ინერციის ძალის მოდული ლიფტთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში? ინერციის ძალა რა არის ლიფტთან დაკავშირებულ სისტემაში?
|
|
ახლახანს შევიძინე პატარა ელექტროგამათბობელი, რომელზეც აწერია რომ გათვლილია 220ვ ძაბვის ქსელისთვის და 2000ვტ-იანია(კიდევ ერთი მონაცემიც აწერია: 50Hz მაგრამ ეს არ ვიცი რა მონაცემია). როგორ უნდა დავადგინო ვთქვათ საათში რამდენს წვავს? კიდევ იცით რა მაინტერესებს, აი დენის გადასახადის ქვითარზე რომ აწერია 131კვტ.სთ ე.ი. 131კილოჯოული სითბო მოვიხმარეე? თუ.. დამაინტერესა და იქნებ ამიხსნათ :D :D <3
|
|
400 გრამი მასის ორი ერთნაირი ბურთულა დაკიდეს ერთნაირი სიგრძის ძაფებით. ერთ წერტილში და დამუხტეს ერთნაირი ნიშნის მუხტით. ბურტულები ერთმანეთს დაშორდნენ 15 სმ, ისე რომ ძაფებს შორის მართი კუთხე შიქმნა, უნდა ვიპოვოთ თითოეული ბურთულას მუხტი.
|
|
მუხტები რომლის სიდიდეებია q1=2,4.10-7 q2=4,10-7 q3=-4,10-7 განლაგებულია ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში, რომლის გვერდის სიგრძეა 20 სმ. რას უდრის დაძაბულობა წერტილში, რომელიც მოთავსებულია q2 და q3მუხტების შუაში.
|
|
გამარჯობა ძალიან გამომადგა თქვენი წინა დახმარება დიდი მადლობა,
25კნ მუხტის(თითოეული) ორი ნაწილაკი, რომლებიც ერთმანეთიდან 24სმ-ითაა დაშორებული, ქმნის ელექტროსტატიკურ ველს. რა ძალით მოქმედებს ეს ველი 2ნკ მუხტზე, რომელიც თითოეული მუხტისგან 15სმ-ითაა დაშორებული, თუ ველის შემქმნელი მუხტები ერთნაირნიშნიანია? სხვადასხვანიშნიანია?
|
|
a გვერდის მქონე კვადრატის თითოეულ წვეროში მოთავსებულია 1*10-6კ მუხტი.რა სიდიდის უარყოფითი მუხტი უნდა მოვათავსოთ დიაგონალების გადაკვეთის წერტილში ,რომ მთელი სისტემა წონასწორობაში იყოს? შეგიძლიათ დამეხმაროთ?
|
|
გამარჯობათ. თუ შეიგძლიათ იქნებ დამეხმაროოთ
220ვ ძავბის ქსელში ჩართულ ელექტროქურაზე რომლის წინაღობაა 22 ომი აცხელებენ 5 ლ წყალს. წყლის საწყისი ტემპერატურაა 20C. რა რაოდენობის წყალი დარჩება ჩაიდანში 30წთ-ს შემდეგ, თუ დახარჯულ ელექტროენერგიის მხოლოდ 80% გადაეცემა წყალს სითბოს სახით? (წყლის ორთქქლადქცევის კუთრი სითბოა 2260კჯ/კგ, ხოლო კუთრი სითბოტევადობა 4200ჯ/კგ)
|
|
1. რეოსტატის ცოციის გადაადგილება როგორ ცვლის დენის წყაროს ემ ძალას, ძაბვას, დენსა და შიგა და სრულ წინაღობას?
2. საუბარია ნახევარგამტარებზე: ახსენით რატომ გადაინაცვლებს ხვრელი? ამისთვის შეადარეთ იონის უახლოესი ატომების ელექტრონებზე იონიდან და ელექტრული ველიდან მოქმედი ძალების ტოლქმედი ერთმანეთს.
გთხოვთ დამეხმაროთ :((((( <3
|
|
განსაზღვრეთ ალუმინის მავთულის განივკვეთის ფართობი და სიგრძე, თუ მისი წინაღობაა 0,1 ომი, მასა კი 54 გრამი.
|
|
თემა არის ექვიპოტენციური ზედაპირები: მოცემულია ორი სურათი: ა. გამოსახულია იდეალური წრე, რომლის წრეწირზეც, ზედა ნაწილში დასმულია A წერტილი. A წერტილის გაყოლებაზე ერთ წრფეზე(წრფე არ არის გახაზული) არის განლაგებული წრეწირის შიგნით B და C წერტილები(წერტილების "წრფე" ცენტრამდე არმისულია, მაგრამ მისკენ არის მიმართული) ბ. გამოსახულია რაღაც შეკრული მრუდი, რომლის შემომსაზღვრელ წირზეც, მარცხენა მხარეს, არის დასმული A წერტილი და მრუდის შიგნით ჯერ B, შემდეგ კი უფრო შიგნით C წერტილია დას........
|
|
90 და -10ნკ მუხტები ერთმანეთისგან დაშორებულია 4სმ-ით. სად უნდა მოვათავსოთ მესამე მუხტი რომ იგი წონასწორობაში იყოს?
a გვერდის მქონდე კვადრატის თითოეულ წვეროში მოთავსებულია 1X10^-6 კ მუხტი, რა სიდიდის უარყოფითი მუხტი უნდა მოვათავსოთ დიაგონალების გადაკვეთის წერტილში, რომ მთელი სისტემა წონასწორობაში იყოს?
0.8 მკფ ტევადობის კონდენსატორის ელექტრული ველის დაძაბულობა 1000ვ/მ-ია განსაზღვრეთ კონდენსატორის ელექტრული ველის ენერგია, თუ შემონაფენებს შორის მანძილი 1მმ-ია
|
|
უძრავი ბრტყელი სარკის სიბრტყის მართობისადმი 300 კუთხით მოძრაობს სინათლის წერტილოვანი წყარო. მისი სიჩქარეა 3მ/წმ. რისი ტოლია სარკეში წყაროს წარმოსახვითი გამოსახულებისა და წყაროს ფარდობითი სიჩქარე? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
სინათლის წერტილოვანი წყარო მოთავსებულია წყალში,1 მეტრის სიღრმეზე.რას უდრის წყლის ზედაპირზე იმ წრის ფართობი,რომლის საზღვრებში შესაძლებელია წყაროს გამოსხივებული სინათლის გადასვლა ჰაერში?წყლის აბსოლიტური გარდატეხის მაჩვენებელია 4/3.
|
|
გვაქვს F ფოკუსური მანძილის შემკრები ლინზა.სად უნდა მოვათავსოთ სინათლის წერთილოვანი წყარო რომ მასსა და მის გამოსახულებას შორის მანძილი უმცირესი იყოს?
|
|
ლითონის ორი ერთნაირი ბურთულა დამუხტულია q და -5q მუხტებით. ბურთულები ერთმანეთს შეახეს და შემდეგ დააბრუნეს საწყის მდებარეობაში. როგორ შეიცვლება ურთიერთქმედების ძალის მოდული?
|
|
0.3ა დენისა და 3ვ ძაბვისათვის გათვალისწინებული ოთხი ნათურა უნდა ჩავრთოთ პარალელურად და ვკვებოთ 5.4ვ ძაბვის წყაროდან რა დამატებითი წინაღობა უნდა ჩავრთოთ ნათურებთან მიმდევრობით ?
ბატონო ოლეგ იციტ კიდე რა ვერ გავიგე ძაბვა ხომ არის ელექტრული ველის დაძაბულობა გამრავლებული მანძილზე ანუ Ed თუ ესეა მაშIნ მანძილის გაზრდასთან ერთად რატომ იზრდება ძაბვა ? მანძილის გაზრდასთან ერთად ველის დაძაბულობა ხომ კლებულობს არა ? გასაგებია რომ რაც უფრო დიდ მანძილის გაივლის ნა........
|
|
ორივე მხრიდან ღია 60სმ სიგრძის მინის მილი ჩაუშვეს ვერცხლისწყლიან ჭურჭელში, მისი სიგრძის 1/3 სიმაღლეზე. შემდეგ დახურეს მილი ზემოდან და ამოიღეს ვერცხლისწყლიდან. განსაზღვრეთ რა სიმაღლის ვერცხლისწყლის სვეტი დარჩა მილში თუ ატმოსფერული წნევა ნორმალურია და ტემპერატურა არ შეცვლილა.
|
|
I ნახაზზე მოცემულია სინათლის სხივის სვლა ოთხი გამჭირვალე გარემოს გავლით. ამ გარემოთა გარდატეხის აბსულუტური მაჩვენებლების ქვემოთ მოყვანილი თანაფარდობებიდან რომელი არის ჭეშმარიტი?
სურათი
ა) n1>n2>n3>n4 გ) n1>n4>n2>n3
ბ) n1<n2<n3<n4 დ) n1<n3<n2<n4
აქ პასუხი ბ) რატომ არის შეგიძლიათ ახსნათ?
II სინათლის სხივი ეცემა ბრტყელ ვერტიკალურ სარკეს და არეკვლის შემდეგ გადადის მეორე გარემოში, რომლის გა........
|
|
ერთგვაროვან მაგნიტურ ველში რომლის ინდუქციაა B,ორ უწონად პარალელურ ძაფზე ველის მართობულად დაკიდებულია L სიგრძისა და m მასის წრფივი გამტარი. რას უდრის ძაფის დაჭიმულობის ძალა,თუ გამტარში გადის I დენი ? ამოცანა ამოხსენით ინდუქციის ვექტორის ორი ურთიერტსაწიინააღმდეგო მიმართულებისათვის. g=g
რაღაც არ გამომდის იქნებ დამეხმაროთ :)
|
|
გამარჯობა პატივცემულო ადამიანო რომელიც სრულიად უფასოდ ეხმარება ახალგაზრდებს თავიანთი ფიზიკის მიმართ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში , დიდი მადლობა ამისათვის ... ახლა კი რაც შეეხება ჩემს ცნობისმოყვარეობას და ამოცანას:
მდინარე მიედინება v სიჩქარით და მიაქვს ყინულის ნატეხები. მდინარის ნაპირები ერთმანეთის პარალელურია. ყინულის ყველა ნატეხი ერთნაირი h სიმაღლისაა. ისინი თანაბრადაა განაწილებული წყლის ზედაპირზე და ფარავენ მის ნაწილს. მდინარის გარკვეულ ადგილას ყინული ჩაიხერგა და ვეღარ გაყვა წყალს. ხე........
|
|
მაგარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ ასეთი მაგარი საიტი არსებობს. საშინაო დავალებების წერის დროს თქვენი ახსნილი ამოცანები ძალიან მეხმარება. მართლა უღრმესი მადლობა ამისთვის. ოღონდ ამას სრული გულწრფელობით ვამბობ.
შეგიძლიათ დამეხმაროთ?
1) ორი მუხტი, რომელთაგან ერთ-ერთი 4-ჯერ მეტია მეორეზე, ერთმანეტიდან a მანძილითაა დაშორებული. ველის რომელ წერტილშია დაძაბულობა ნულის ტოლი?
2) 0,2 მ-ით დაშორებული ორი პატარა, ერთნაირი დამუხტული ბურთულა მიიზიდება 4 ·10 ........
|
|
580 გ ჰაერის ტემპერატურა 10k-ით გაიზარდა. განსაზღვრეთ ჰაერის მიერ შესრულებული მუშაობა, გადაცემული სითბოს რაოდენობა და შინაგანი ენერგიის ცვლილება.(1,7•103ჯ; 5,8•103ჯ; 4,1•103ჯ)
|
|
მათემატიკური ქანქარა ასრულებს თავისუფალ რხევებს. რამდენი ხანი დასჭირდება გადახრის მაქსიმალური კეთხის ორჯერ შემცირებას ,თუ წონასწორული მდებარეობიდან მაქსიმალური გადახრის შესაბამისი კუთხე 30 გრადუსია.
|
|
ჰაერის ტემპერატურაა 15ºC, ფარდობითი ტენიანობა კი 72%. გამოთვალეთ ნამის წერტილი(10ºC)
|
|
რამდენჯერ მეტია 20ºC-ზე წყლის ნაჯერი ორთქლის მოლეკულების კონცენტრაცია 10ºC-თან შედარებით?(1,8)
|
|
ვერცხლისწყლის ნაჯერი ორთქლის სიმკვრივე 20ºC-ზე 0,02გ/მ3-ია. გამოთვალეთ ორთქლის წნევა ამ ტემპერატურაზე(0,24პა)
|
|
როდესაც გარე წრედის წინაღობა 1 ომია, ძაბვა დენის წყაროს მომჭერებზე არის 1.5 ვ, 2 ომი გარე წინაღბის შემთხვევაში კი - 2 ვ. განსაზღვრეთ წყაროს ემ ძალა და შიგა წინაღობა.
|
|
გამარჯობა!!! ძაან მჭირდება თქვენი დახმარება.......სპილენძის ბოლოებზე მოდებული ძაბვააU,მავთულის დიამეტრი d, სიგრძე--L,განსაზღვრეთ როგორ შეიცვლება თავისუფალი ელექტრონების მიმართული მოძრაობის მოდული, თუ ორჯერ გავადიდებთ ა)მავთულის სიგრძე ბ) ძაბვას მავთულების ბოლოებზე გ)მავთულის დიამეტრს.
2. ორი ამპერმეტრიდან ერთის წინაღობა ცნობილია. განსაზღვრეთ მეორის წინაღობა. ძაან დიდი მადლობა წინასწარრ <3
|
|
პასუხის პასუხი: წყლიანი ჭურჭლის ვარდნის შემთხვევაში ჩემი აზრით, მოხდება ის, რომ წყალი ქვემოთ კი აღარ აწარმოებს წნევას, არამედ ზემოთ. ანუ სურათი ამოყირავდება. ასევე იქნება მათემატიკური ქანქარის 2g აჩქარებით ვარდნის შემთხვევაში. იგი ფეხებით მაღლა დაიწყებს ქანქარს. ანუ, მას ეგონება, რომ დედამიწა ზევითაა. საერთოდ, თავისუფალი ვარდნისას ცნებები "ზემოთ" და "ქვემოთ" აღარ არსებობს. მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები:წარმოვიდგინოთ, რომ X პლანეტას აქვს 2g აჩქარება. რა იცის ჭურჭელმა, დედამიწაზ........
|
|
ზუსტად იგივე პასუხი მქონდა მეც!(არქიმედეს ძალის შესახებ). უბრალოდ ჩემს მიერ ამ საკითხის წამოყენება გამოწვეულია იმით, რომ ვისაც არ ვეკითხებოდი, ვერავინ მცემდა პასუხს. მერე ვიფიქრე და მივხვდი. ამიტომ მეგონა, რომ სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა. კიდევ მაქვს რამოდენიმე კითხვა, რომელზედაც ვისაც არ უნდა ვკითხო, არასწორად მპასუხობენ. მაგალითად, "საით არის მიმართული არქიმედეს ძალა?"-ყველა მპასუხობს რომ ზევით(ყოველთვის), თუმცა არა ყოველთვის! ან:უწონობაში მოქმედებს არქიმედეს ძალა?გამოიცან........
|
|
გამარჯობაათ...
ვერტიკალურად მიმართულ მაგნიტურ ველში მსუბუქ სადენებზე ჩამოკიდებულია L სიგრძისა და m მასის გამტარი,. მასში I დენის გატარების შემდეგ სადენები ვერტიკალიდან a კუთხით გადაიხარა.იპოვეთ მაგნიტური ველის ინდუქცია.
აქ იმას ვერ ვიგებ, ჩარჩოს სიმძიმის ცენტრში მოდებული სიმძიმის ძალის მომენტი როგორ გამოითვლება.
|
|
დადებითად დამუხტული მტვრის ნამცეცი მუდმივი სიჩქარით ნელა ეშვება. მაინტერესებს რატომ გაიზრდება ნამცეცის სიჩქარე თუ მის ქვემოთ დაუმუხტავ ფირფიტას მოვათავსებთ? ამ კითხვაზე პასუხი მასწავლებელმა ახსნა, მაგრამ რაღაცები ჩემთვის მაინც ბუნდოვნად დარჩა. ძალიან გთხოვთ იქნებ თქვენ ამიხსნათ რატომ? დიდი მადლობა.
|
|
ერთგვაროვენ B მაგნიტურ ველში მოთავსებული კოჭა, რომელიც შედგება s ფართობის მქონე N ხვიისაგან , მიერთებულია ბლასტიკურ გალვანომეტრთან. წრედის წინაღობაა R , ველის ინდუქცია ხვეულების სიბრტყის მართობულია, . რა სიდიდის მუხტი გაივლის გალვანომეტრში კოჭას ველიდან გამოტანისას?
|
|
ამჯერად მინდა სხვა სახის კითხვა შემოგთავაზოთ, ეს უფრო სოფიზმია, ვიდრე კითხვა.ცნობილია, რომ თუ ერთი მასალის სხეულების მასები ტოლია, მათი ერთნაირ სითხეებში მოთავსებისას (ვიგულისხმოთ რომ იძირება), არქიმედეს ძალები იქნება ერთნაირი, რადგან მოცულობები ტოლია.ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ ერთი სხწეული გავაბრტყელეთ ისე,რომ მისი სისქე გახდა ძალიან მცირე. ჩავდოთ იმავე სითხეში(ისე რომ მთლიანად ფსკერზე არ მიეკვრას). არქიმედეს ძალა უნდა იყოს იგივე. მაგრამ ეს ძალა ხომ გამოწვეულია სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებზე ........
|
|
უძრავ ჭოჭონაქზე გადადებულ ძაფზე დაკიდებულია თითო კილოგრამი მასის სხეულები. ერთ ერთზე დადეს 0,5 კგ მასის ძელაკი.ძელაკი აწვება სხეულს სისტემის მოძრაობისას.
|
|
ჭურჭელში მოთავსებული T აბსოლუტური ტემპერატურის მქონე ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) წნევაა P . როდესაც აირი გააცხელეს 3T ტემპერატურამდე, მოლეკულების 30% დისოცირდა შემდეგნაირად:2CO2 ---2CO+O2 .რისი ტოლი გახდა აირის წნევა?
|
|
საგანი მოთავსებულია F ფოკუსური მანძილის მქონე შემკრები ლინზის მთავარ ოპტიკურ ღერძზე. მისი ერთი ბოლო ლინზიდან დაშორებულია4F/3 მანძილით, ხოლო მეორე 2F მანძილით.რისი ტოლია გადიდება?
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ ! ისევ მე გაწუხებთ ეს ამოცანა ვერ გავაკეთე
განსაზღვრეთ წყლის ორთქლადქცევის კუთრი სითბო თუ ელექტროქურაზე 20გც ტემპერატურის წყლის ადუღებას დასჭირდა 16 წუთი, ხოლო ადუღების შემდეგ მისი მეათედი ნაწილის აორთქლებას - 11.5 წუთი
|
|
ორ ბრტყელ სარკეს შორის კუთხე 45 გრადუსია. სარკეებს შორის ერთ-ერთი სარკის მართობულად v სიჩქარით მოძრაობს მნათი წერტილი.რისი ტოლია სარკეებში პირველი წარმოსახვითი გამოსახულებების ფარდობითი სიჩქარე?
|
|
დენის წყაროს აქვს ვოლტმეტრის შესადარი წინაღობა. წყაროს მომჭერებთან ჩართულმა ერთმა ვოლტმეტრმა აჩვენა 10ვ, მის ნაცვლად ჩართულმა მეორე ვოლტმეტრმა კი 15ვ. როდესაც ვოლტმეტრები შეაერთეს მიმდევრობით და ისე ჩართეს წყაროსთან, პირველმა აჩვენა 4ვ, მეორემ კი 12ვ. განსაზღვრეთ წყაროს ემ ძალა(20ვ).
|
|
მანანას...
მოცემულია დამუხტული გამტარი ბურთულების q მუხტის მის R რადიუსთან შესაბამისობის დიაგრამები....რომელი ბურთულები უნდა შევაერთოთ წვრილი გამტარით, რათა მასში დენმა არ გაიაროს?
|
|
უღრმესი მადლობა ასე ამომწურავად და გასაგებად ახსნისთვის.(თქვენ ალბათ ფიზიკის "ნიჭიერში" გაიმარჯვებდით!) მოსახვევში მოძრაობაზე ეს კითხვა დიდი ხანია მაწუხებდა. ალბათ იგივე პრინციპია დახრილ სიბრტყეზე რომ დევს h სიმაღლის ძელი. ამ დროსაც საყრდენის რეაქციის წერტილი ინაცვლებს htgß/2 -თი. მაგრამ გემი რომ უხვევს იგივე ხდება? სადღაც წავიკითხე, სითხეში უძრაობის ხახუნი არ არისო(მე კი მთლად არ ვეთანხმები) . ისე შეგაწუხეთ ჩემი კითხვებით, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ და რიტორიკულ კითხვად და........
|
|
ვაგრძელებ ციკლს ბატარეების შესახებ და იგივე ამოცანის გამოყვანის სხვა ხერხს შემოგთავაზებთ, მაგრამ არ ვიცი, მართებულია თუ არა: Eსისტ/rსისტ=E1/r1+E2/r2 , სადაც rსისტ=r1r2/(r1+r2)=0,24,ამგვარად, Eსისტ=1,7 ანუ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ძაბვა ბატარეაზე. პასუხი ემთხვევა მაგრამ ეს ფორმულა საიდან მიიღება არ ვიცი.
|
|
ისევ ბატარეა:)) ბატარეა შედგება მიმდევრობით შეერთებული ორი ელემენტისგან, პირველის ემ ძალაა 2ვ, შიგა წინაღობა 1 ომი, მეორის-1ვ და 2 ომი. წრედის გარე წინაღობაა 3 ომი. განსაზღვრეთ ძაბვა ბატარეის მომჭერებზე, ძაბვის ვარდნა თითოეული ელემენტის შიგნით(ჭინკა ძაბვები),ძაბვა თითოეული ელემენტის მომჭერებზე და დანადგარის მქკ.( 1,5ვ, 0,5ვ,1ვ,1,5ვ,0, 50%)
|
|
10გრადცელ ტემპერატურის წყალში 100გრადცელ ტემპერატურის სხეულის ჩაშვების შემდეგ დამყარდა 40გრადცელ საერთო ტემპერატურა. როგორ შეიცვლება წყლის ტემპერატურა თუ პირველ სხეულს წყლიდან არ ამოვიღებთ და ჩავუშვებთ 100გრადცელ ტემპერატურის ისეთსავე მეორე სხეულს.
ბატონო ოლეგ ეს სწორია:(t-10)=(100-40)+(100-40)
და ესეც. წარმოვიდგინოთ რომ შეიძლება მექანიკურ ენერგიად გარდავქმნათ ენერგია რომელსაც გამოყოფს წყალი 1გრადუსცელსიუსით გაცივებისას ამ ენერგიით რა სიმაღლეზე შევძლებთ ამ წყლის ატანას? Mgh=cm(t1-t2) da pa........
|
|
ორი ელემენტი პარალელურად არის შეერთებული. პირველის ემ ძალაა 2ვ, შიგა წინაღობა 0,6ომი, მეორესი-1,5ვ და 0,4 ომი.განსაზღვრეთ ძაბვა ელემენტის მომჭერებზე. (პასუხი 1,7ვ)
|
|
სურათს ვერ ვხატავ და სიტუაციას აგიღწერთ: ორი ელემენტი ერთმანეთთან პარალელურად არის მიერთებული და მათთან კი გარე წრედში R წინაღობა. გარე წრედს აქვს ჩამრთველი. ერთის ემძ არის 3ვ., მეორის კი 2ვ. r1=r2=0,5 R=1 განსაზღვრეთ დენი თითოეულ ელემენტში და ძაბვა ელემენტზე თუ ჩამრთველი ა) გამორთულია ბ) ჩართულია და ამ დროს მქკ
|
|
100გ მასის თათბირის კალორიმეტრში 20გრადცელ ტემპერატურის 200 გ მასის წყალია. რა ტემპერატურა დამყარდება კალორიმეტრში თუ მასში მდუღარე წყალთან ამოღებულ 60გ მასის ალუმინისა და 40 გ მასის აპილენძის სხეულებს ჩავდებთ? ბატონო ოლეგ მე ასე დავწერე და სწორია?
Q=Cთmთ+Cწmწ(100-20)+mალ+mსპ??
|
|
გამარჯობა. როგორ ბრძანდებით. აი ისევ დავუბრუნდი ამ საიტს. :D რამდენიმე კითხვა მაქვს თუ შეგიძლიათ რომ უპასუხოთ?
-რას უდრის მილიარდი ელექტრული მუხტი?
-შეადგინეთ ისეთი ჩართვის სქემა ნათურისა,როდესაც მისი ანთება შესაძლებელი იქნება რამდენიმე ადგილიდან?
-როცა გამტარის ბოლოებზე ძაბვა 200 ვოლტია,მაშინ მასში გადის 4 ამპერი დენი, როგორი ძაბვის დროს გაივლის ამ გამტარში 0,6 ამპერი დენი?
დიდი მადლობა წინასწარ, ეს მჭირდება ხვალ სკოლაში, თუ შეგიძლიათ რო მოასწროთ? <3
|
|
ბატონო ამოცანის პირობა შემეშალა 600 და 800 ნაცვლად უნდა იკოს 60 და 80 სისწრაფეში შემეშალა პირველი ასე იქნება ? 4200*120(60-80) და მეორე მქკ=Qsas/Qsr მსგავსი ამოცანები ვერსად ვნახე იქნებ გვერდიც მითხრათ და ამიხსნათ კიდე იცით რა მიჭირს აი მაგ როდის წერე Q=cm(tnar-t) an (t-tnuli) an (t1-t2) ?
|
|
გაუსის თეორემის გამოყენებით განსაზღვრეთ რას უდრის Q მუხტით თანაბრად დამუხტული R რადიუსის არაგამტარი ბირთვის ველის დაძაბულობა ბირთვის ცენტრიდან r მანძილზე.
|
|
დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვის დამოკიდებულება გარე წრედის წინაღობაზე მოცემულია u=15R/(2R+3) ფორმულით. განსაზღვრეთ დენის წყაროს ემძ და შიგა წინაღობა.
|
|
მოგესალმებით ბოდიშით რომ შეგაწუხეთ მაგრამ ეს ამოცანები მჭირდება:
1. ოთახის რადიატორში შედის 800°с ტემპერატურის წყალი და გამოდის 600°с -ის .განსაზღვრეთ წყლის მიერ დღე-ღამეში გაცემული სითბოს რაოდენობა,თუ რადიატორში ყოველ საათში 120ლ წყალი გადის.
2.განსაზღვრეთ 20°C ტემპერატურის წყლის მოცულობა რომელსაც აადუღებს 2ლ ნავთის დაწვისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობა ნავთქურის მქ კოეფიციენტია 46%.
ძალიან მჭირდება გთხოვთ მადლობთ წინასწარ
|
|
80მ სიმაღლიდან ვარდება 2კგ მასის სხეული,გამოვთვალოთ მისი პოტენციური ენერგია, ვარდნის დაწყებიდან 1,2,3,4 წმ-ის ბოლოს
ესეიგი პოტენციურ ენერგიის ნულოვან დონეს ვუკავშირებ დედამიწის ზედაპირს.......Ep=mgh
|
|
მადლობაა..კი, მეც მასე ვაკეთებდი, მაგრამ ვექტორები ხომ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებისაა, და რატომ იკრიბებაა? მე ვაკლებდი.-:((
|
|
იდეალური აირი გადავიდა A მდგომარეობიდან პარამეტრებით 4Po ; Vo ; To სხვა B მდგომარეობაში პარამეტრებით Po ; 7Vo ისე რომ P(V) დიაგრამაზე ამ გადასვლის წირს აქვს AB მონაკვეთის სახე. განსაზღვრეთ იმ C მდგომარეობის პარამეტრები, რომელშიც ტემპერეტურა იქნება მაქსიმალური.
|
|
გამარჯობათ..წესიერი ექვსკუთხედის წვეროებზე ერთმანეთის მოყოლებით მოთავსებულია +q,+q,+q,-q,-q,-q მუხტები. განსაზღვრეთ ექვსკუთხედისცენტრში მოთავსებულ Q მუხტზე მოქმედი ძალა , თუ ექვსკუთხედის გვერდის სიგრძე a -ს ტოლია. (ცოტა თითქოს კი მივედი პასუხამდე,მაგრამ მაინც ვერ ვხვდები კარგად, გთხოვთ ცოტა მაინც ამიხსნათ). ((ისე თქვენი იუმორი მომწონს და ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე,ისეთი რამე არ დავწერო,-:,))
|
|
გამარჯობა, როგორ უნდა შევცვალოთ ტევადობა,რომ მუხტის სიდიდე 4-ჯერ გაიზარდოს?
|
|
მოგესალმებით. ხშირად ვსარგებლობ თქვენი საიტით. თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება. დავიწყე ატომისა და ატომის ბირთვის ფიზიკის თავიდან ამოცანების გარჩევა, მაგრამ ძალიან მიჭირს. იქნებ რამე გზა მიმითითოთ ან სახელმძღვანელო, რომელიც დამეხმარება. მაგალითად ერთ-ერთი ასეთია: ნატრიუმის იზოტოპი 11 Na^24 ბეტა-რადიაქტიურია. მისი ნახევარდაშლის პერიოდია 14,8 სთ. გამოთვალეთ 10 საათის განმავლობაში 2 გრამ პრეპარატში დაშლილი ატომების რაოდენობა.
გთხოვთ, დამეხმარეთ
|
|
გამარჯობათ, ეს ამოცანა რაღაც ვერ გავიგეე როგორც მე ვაკეთებ ის პასუხი არ ემთხვევა აშკარად და სწორ პასუხამდეც ვერ მივდივარ, მარტივი ამოცანაა მაგრაამ :/
ერთი ავტომობილის სიჩქარეა 90კმ/სთ მეორის 50მ/წმ რამდენი კმ-ით მეტ მანძილს გაივლის მეორე ავტომობილი 2საათში პირველთან შედარებით
დიდი მადლობა
|
|
ეს ორი ამოცანა მინდა და აღარ მოგწერთ სხვადროს
1.სპილენძის ქვაბში ჩასხმულია მისივე მასის წყალი რომელი მათგანის გათბობაზე დაიხარჯება მეტი ენერგია? რამდენჯერ მეტი?
2.40 გრადუსცელსიუსი ტემპერატურის 150ლ წყლის მისაღებად შეურიეს 16გრადუცელსიუსიანი ცივი და 80 გრადუსცელსიუსიანი ტემპერატურის ცხელი წყალი განსაზღვრეთ ცივი და ცხელი წყლის მოცულობები
|
|
პირველ რიგში მოგესალმებით ვარ 8 კლაში და ეს ამოცანები ვერ გავიგე გთხოვთ დამეხმარეთ
1.განსაზღვრეთ, რა სიმაღლემდე შეიძლება ავიტანოთ წყალი იმ ენერგიით რომელსაც იგი გასცემს 1გრადუსცელსიუსით გაცივბისას
2.რამდენი კგ ტორფის დაწვისას გამოიყოფა იმდენი, ითბო რამდენსაც 10კგ ნავთი გამოყოფს დაწვისას
|
|
გამარჯობა!! ვიცი რომ ძაან ადვილია მაგრამ სრული პასუხები მჭირდება და გთხოვთ რა დამეხმაროთ....
1. სხვაასხვა ნიშნის მუხტის მქონე ორი სხეული შეეაერთეს მეტალის გამტარით, რა მიმართულება ექნება დენს გამტარში? რა მიმართულებით ამოძრავდებიან ელექტრონები?რა არის საჭირო ელექტრონების მოძრაობის შესანარჩუნებლად?
2.რატომ არ შეიძლება რომ ელექტრონების სითბურ მოძრაობას ელექტრული დენი ვუწოდოთ?
3.ამპერმეტრის გარეშე როგორ გავიგებთ გადის თუ არა დენი გამტარში? ინდიკატორის მეშვეობით ალბათ ხოო? მადლობა დიდი........
|
|
დიდი მადლობაა..ერთ ამოცანას მოგწერთ,.როგორ აგარ მივუდექი,მაგრაამ..
დენის წყაროს აქვს ვოლტმეტრის შესადარი წინაღობა.. წყაროს მომჭერებთან ჩართულმა ერთმა ვოლტმეტრმა აჩვენა 10 ვ, მის ნაცვლად ჩართულმა მეორე ვოლტმეტრმა კი 15 ვ. როცა ვოლტმეტრები შეაერთეს მიმდევრობით და ისე ჩართეს წყაროსთან, პირველმა აჩვენა 4ვ და მეორემ 12ვ.იპოვეთ წყაროს ემ ძალა.
|
|
ზიარჭურჭლის ორი ერთნაირი მუხლიდან ერთი ვერტიკალურად გადახრილია 45 გრადუსით , მეორე კი ვერტიკალურია. ამ დროს ჭურჭელში ჩასხმული სითხით გამოწვეული წნევა ფსკერზე pს ტოლია . რისი ტოლი გახდება წნევა ფსკერზე, თუ მეორე მუხლსაც ვერტიკალურად 45 გრადუსით გადავხრით ? წინასწარ დიდი მადლობა
|
|
გამარჯობა,ბატონო ოლეგ,ამ ამოცანაში თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან
220 ვ ძაბვის წყაროს დახმარებით უნდა ვკვებოთ 40 ვ ძაბვაზე გაანგარიშებული 100 ვტ სიმძლავრის ნათურა. როგორი წინაღობის რეზისტორი უნდა იყოს მიმდევრობით მიერთებული ნათურასთან?
|
|
ნათურაში დენის ძალა 200 ამპერია, ვოლფრამის ვარვარის ძაფის დიამეტრია 0.02მმ. ტემპერატურა კი 2000ცელსიუსი.განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობა ძაფში?..
|
|
ბატონო ოლგე 2 ამოცანის ფორმულა იქნებოდა Q=qt ? Da pirvelis mgh=cmdeltat
|
|
შუადღე მშვიდობისა ბატონო ოლეგ, ეს ორი ამოცანა მჭირდება :
1.განსაზღვრეთ, რა სიმაღლეზე შეიძლება ავიტანოთ 10კგ მასის საწონი 100გ სპირტის დაწვისას გამოყოფილი ენერგიით
2.ერთი ჭიქა წყლის 1გრადუს ცელსიუსით გასათბობად საჭიროა 840კჯ სითბოს აოდენობა ჯერ ივარაუდეთ, შემდეგ განსაზღვრეთ სითბოს რა რაოდენობაა საჭირო ყწლის 10გრადუს ცელსიუსით გასათბობად? 100გრადუს ცელსიუსით გასათბობად
|
|
გამარჯობათ..მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ვემზადები ფიზიკაში დამოუკიდებლად და ხომ ვერ მირჩევთ, რომელი წიგნებიდან ვიხელმძღვანელო..მათემატიკოსი ვარ პროფესიით.. მადლობა..თქვენი ამოცანები დიდად მეხმარება.
|
|
გამარჯობათ. მაინტერესებს როდის წარმოიქმნება ნისლი მდინარეზე ან მთაში?როგორ მოძრაობს ახლად წარმოქმნილი ნისლი? და მეორე: შესაძლებელია თუ არა თხევადი მეტალით წყლის გაყინვა?
დიდი მადლობა დახმარებისთვის.
|
|
5კგ მასის სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება 15მ სიმაღლიდან. ამ პირობის გათვალისწინებით იპოვეთ კინეტიკური ენერგია . თუ შეგიძლიაათ ამოხსენით რაა. :)
|
|
^___________________^ გამარჯობა... ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ეს ამოცანა ხვალისთვის უნდა ამოვხსნა :( მოცემული გვაქვს 30 ვოლტ ძაბვაზე გაანგარიშებული 20 ომი წინაღობის მქონე სახურებლის სპირალი რომელიც უნდა ჩავრთოთ 45 ვ ძაბვაზე გაანგარიშებულ წრედში. რომელი რეოსრატი უნდა გამოვიყენოთ ჩამოთვლილთაგანნ , რატომ და საერთოდ მიმდევრობითია შეერტება თუ პარალელური?
1. 6 ომი 2 ამპერი
2.30 ომი 4 ამპერი
3. 800 ომი 0.6 ამპერი
|
|
გამარჯობათ. იმედია მიპასუხებთ.,,,დენის წყაროს მომჭერაბთან მიერთებული ვოლტმეტრის ჩვენება 6ვ., იმავე მომჭერებთან რეზისტორის მიერთების შემდეგ ვოლტმეტრის ჩვენება 3ვ გახდა.იპოვეთ ვოლტმეტრის ჩვენება , თუ ერთის ნაცვლად მივუერთებთ ერთმანეთთან მიმდევრობით (პარარელურად) შეერთებულ 2 ასეთსავე რეზისტორს??
და ელემენტები რომაა შეერთებული მიმდევრობით ან პარარელურად, მაგ დროს როგორ გამოითვლება ძაბვა და დენის ძალა თითოეული ელემენტის მომჭერებზე.
მადლობა წინასწარ.
|
|
გამარჯობა. მასწავლებელმა წყლიან ჭიქაში კოლბა ჩადო ვიწრო ყელით, ხელები მოუჭირა თავზე და ცოტა ხნის შემდდეგ ბუშტუკი ამოვიდა. გთხოვთ ამიხსნათ ეს ცდა. რატომ? რა მოხდა?
|
|
დიახ ბატონო ოლეგ მდინარის დინების სიჩქარე 2.5კმ/სთ და კიდევ რაღაცა მაინტერესებს.
მოდულით 15მ/წმ სიჩქარით მოძრავი 2.4მ სიგანის ვაგონის კედლები მის მართობულად მოძრავმა ტყვიამ გახვრიტა განსაზღვრეთ ტყვიის სიჩქარის მოდული თუ ნახვრეტები ერთმანეთის მიმართ 6-სმ-ითაა წანაცვლებული ეს როგორ ამოვხსნა ? ცოტახანი აღარ შეგაწუხებთ
|
|
შეგაწუხეთ მაგრამ მჭირდება ეს ამოცანა
კატერს რომელიც დინების საპირისპირო მიმართულებით მიდის შეხვდა ტივი შეხვედრიდან 35წუთის შემდეგ კატერი მიადგა ნაპირს სადაც დაყოვნდა 25 წუთით ამის შემდეგ კატერი დაბრუნდა უკან (წყლის მიმართ მოდულით იმავე სიჩქარით) და 1 საათში დაეწია ტივს პირველი შეხვედრის ადგილიდან 5კმ-ის დაშორებით მდინარის დინების სიჩქარე მუდმივ სიდიდედ ჩათვალეთ და განსაზღვრეთ იგი, რას ნიშნავს სიჩქარე მუდმივია? შეგაწუხეთ ძალიან
|
|
გამარჯობათ! ამწეს ელექტროძრავა ჩართულია 220ვ ძაბვის ქსელში. მასში გამავალი დენის ძალა 10ა.რა სიმაღლეზე აიტანს 200კგ მასის ტვირტს ამწე 30წმ-ში თუ დახარჯული ელექტროენერგიია მხოლოდ 50% ხმარდება ტვირთის ატანას?
|
|
ეს ამოცანები არ მეჩქარება მაგრამ უპასუხოდ არ დამითოვოთ გთხოვთ
ორ ავტომობილს შორის მანძილის 100კმ ერთი მათგანი მოძრაობს მათი შემაერთებელი წრფისადმი 90გრადუსიანი კუთხით მოდულით 50კმ/სთ სიჩქარით ხოლო მეორე იმავე წრფისადმი 30გრადუსიანი კუთხით იმავე მოდულის სიჩქარით განსაზღვრეთ რა დროის შემდეგ იქნება მანძილი მათ შორის უმცირესი და განსაზღვრეთ ეს მანძილი
|
|
მოგესალმებით,
იპოვეთ ელექტრონთა მოწესრიგებული მოძრაობის სიჩქარე 25მმ2 განივკვეთის სპილენძის გამტარში, თუ დენის ძალა 50ა. ჩათვალეთ, რომ თითოეულ ატომზე მოდის გამტარობის ერთი ელექტრონი
|
|
რისი ტოლია წვრილი დამუხტული გამტარის ველის დაძაბულობა მისგან R მანძილზე?
|
|
1) სპილენძის მავთულის განვიკვეთის ფართობი 0,1მმ2-ია, მასა 0,3კგ განსაზღვრეთ მავთულის წინაღობა. თუ სპილენძის კუთრი წინაღობა 1,7*10-8მასა ომი*მ-ია, სიმკვრიბე8,9*103 კგ*მ2.
2) როცა გამტარის ბოლოებზე ძაბვა 200 ვ-ია მაშინ მასში გადის 4ა დენი, როგორი ძაბვის დროს გაივლის ამ გამტარში 0,6ა დენი? გთხოვთ რა რამდენჯერაც დავწერე აცერთხელ არ მიპასუხეთ ძაან მჭირდება <3 მადლობა წინასწარ <3
|
|
ჩემ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია მხოლოდ ერთხელ ისიც გვიან ახლა ძალიან მჭირდება ამ ამოცანის პასუხი იმედია მიპასუხებთ გთხოვთ
ხუთ ტოლ ნაწილად გაყოფილი ფიცარი იწყებს მოძრაობას დახრილ სიბრტყეზე პირველმა ნაწილმა 1წამში ჩაუარა ნიშნულს რომელიც გაკეთებულია დახრილ სიბრტყეზე ფიცრის პირველი ნაწილის დასაწყისში რამდენ წამში ჩაუვლის ამ ნიშნულს მეხუთე ნაწილი? პას:0.47 წმ
ერთსაც გთხოვთ
განსაზღვრეთ თუ რამდენჯერ ნაკლებია ტყვიის სიჩქარის მოდული ლულის შუაში ტყვიის სიჩქარის მოდულზე &nbs........
|
|
გამარჯობათ ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ეს ამოცანა ვერ გავიგე: გამოთვალეთ 100 მეტრი სიგრძის სპილენძის კაბელის წინაღობა, რომლის ერთ-ერთი მავთული სახაზავზეა დახვეული. ხომ უნდა იყოს მოცემული განიკვეთის ფართობი და ერთ ერთი მავთული სახაზავზეა რომაა დახვეული რას ცვლის? :( ძალიან გთხოვთ, ძალიან მჭირდება
|
|
გამარჯობათ ძალიან გთხოვთ ეს ამოცანა მაინც ამომიხსენით :( წინა ამოცანები უპასუხოდ დამიტოვეთ ამაზე მაინც ნუ დამტოვებთ მასე. ძალიან მჭირდება.
რა მუშაობა სრულდება m=423კგ. მასის სხეულის 4 მეტრ სიმაღლეზე 2 წამში თანაბარაჩქარებულად ატანისას. g=10მ/წმ2
|
|
სხეული რომ აისროლეს, ის ამოცანა მე სხვანაირად ამოვხსენი.თუ გაინტერესებთ, კოლექციისთვის: ვიცით, რომ h=3/4 H, Vmax=gT, H=gT2/2. ვწერთ კოორდინატის ფორმულას: y=y0+v0yt+gyt2/2 y მივმართოთ ზევით და დავაგეგმილოთ: 3/4 H=Vmaxt-gt2/2, 3gT2/8=gTt-gt2/2, 4t2-8Tt+3T2=0 ----->>> t=T/2 ან t=3T/2. ასე უფრო სრულყოფილია, რადგან იმ სიმაღლეზე ორჯერ იყო.(მიყვარს კვადრატული განტოლება)
|
|
სხეული აისროლეს დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით. ასროლის მომენტიდან მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლას სხეულმა მოანდომა T დრო. ასროლის მომენტიდან რა დროის შემდეგ იყო სხეულის კინეტიკური ენერგია 3-ჯერ ნაკლები მის პოტენციურ ენერგიაზე?
|
|
გამარჯობა. როგორ ამოვხსნა ამოცანები, სადაც ბერკეტის მასაც მითითებულია?
|
|
გამარჯობათ.შესანიშნავი საიტია მადლობას გიხდით ამისთვის, მაქვს ასეთი შეკითხვა: როგორ შეიცვლება ორი ბურთულის მიზიდულობის ძალა მათ შორის მანძილის ორჯერ და ერთ-ერთი ბურთულის მასის 4-ჯერ გაზრდისას?
|
|
ნივთიერება რომლის მოცულობაა 4მ^3, სიმკვრივე კი 800 კგ/მ^3, მეორე ნივთიერების მოცულობა 5 მ^3, სიმკვრივე კი 500 კგ/მ^3, შეურიეს ერთმანეთს. რას უდრის მიღებული ნარევის სიმკვრივე?
|
|
როგორ ფიქრობთ,შეგვიძლია თუ არა დავამზადოთ ისეთი სფერო,რომლის ელექტროტევადობა 1 ფარადი იქნება? რატომ?
|
|
გამარჯობა მაქვს შეკითხვა ელექტრულ ველსი ერთი წერტილლიდან მოერეში ორჯერ მეტი მუხტის გადატანისას ამ წერილებს შორის ძაბვა
1.ორჯერ იზრდება 2.არიცვლება 3.ორჯერ მცირდება 4.ოთხჯერ მცირრდება 5.ოთხჯერ იზრდება
|
|
რამდენჯერ მეტი თავისუფალი ელექტრონია 1სმ3 ლითონში იმავე მოცულობის ჰაერში მოლეკულების რაოდენობაზე,თუ ცნობილია, რომ 1სმ3 ჰაერში ნორმალური ატმოსფერული წნევისას 1019 მოლეკულაა?
|
|
უკვე ჩვევად მექცა ყოველ დღე ამ საიტზე შემოსვლა. ვფიქრობ იმაზეც, თუ რა სიახლის შეტანა შეიძლება და ერთი აზრი გამიჩნდა. მე შემოგთავაზებდით, რომ ახალი რუბრიკა შემოიღოთ. რაღაც პერიოდულობით, თქვენ თვითონ დადოთ საინტერესო ამოცანა და გამოაცხადოთ კონკურსი, " ვინ ამოხსნის ამოცანას ყველაზე საინტერესო გზით, და თანაც ყველაზე მალე. ". როგორ მოგწონთ?
|
|
ბატონო ოლეგ, მოგესალმებით,
პირველ რიგში დიდი მადლობა ამოცანების ასეთი ახსნისთვის!
ჩემი კითხვა: გამტარი ჩადეს ნავთში და დამუხტეს, შემდეგ იზოლატორით ამოიღეს და ჩადეს წყალში (გამოხდილში). შეიცვლება თუ არა მისი ელექტროტევადობა?
|
|
დიდი მადლობა ბატონ ოლეგს და ბატონ მალხაზს შლაგბაუმის ამოცანაზე, მაგრამ მე-9 კლასის მოსწავლე ტრიფონიას ტრაექტორიას თუ დახაზავს, მემგონი პირდაპირ ცერნში უნდა გავუშვათ. ერთი კითხვა მაქვს: დავუშვათ ორი განსხვავებული რადიუსის დამუხტული გამტარი სფერო შევაერთეთ წვრილი გამტარით. ვიცით, რომ პოტენციალები გათანაბრდება. მაგრამ მუტის ზედაპირული სიმკვრივე რატომ არ თანაბრდება? მუხტები რადიუსების პროპორციული გამოდის, ხოლო ზედაპირის ფართობები ხომ რადიუსის კვადრატების პროპორციულია? რა როლს თამაშობს აქ წვრილი გამტ........
|
|
ბატონო ოლეგ, ერთსაც გკითხავთ, და ცოტა ხანი აღარ შეგაწუხებთ. დაშვებულ შლაგბაუმთან დგას ადამიანი. მან რაცშეიძლება სწრაფად უნდა მიიტანოს ტვირთი მაღაზიაში, რომელიც შლაგბაუმიდან 300მ-ითაა დაშორებული. მაქსიმალური აჩქარება, რომლითაც ადამიანს შეუძლია ამოძრაოს ურიკა, 0,25 მ/წმ2, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 5მ/წმ. ცნობილია, რომ შლაგბაუმი გაიხსნება ზუსტად 30 წმ-ის შემდეგ. შლააგბაუმის გახსნიდან რა მინიმალურ დროში მიიტანს ადამიანი ტვირთს მაღაზიაში? მე გამომდის 70 წმ შლაგბაუმის გახსნის შემდეგ. პასუხში 72 წ........
|
|
გამარჯობა ბატონო ოლეგ, თქვენი დახმარება მჭირდება ამოცანაში
უქარო ამინდში 20მ/წმ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის გვერდით ფანჯარაზე წვიმის წვეთები ტოვებს კვალს, რომელიც შვეულთან 80 გრადუსიან კუთხეს ადგენს. განსაზღვრეთწვეთების სიჩქარე დედამიწის მიმართ.
ძალიან მჭირდება
|
|
გამარჯობა, ბატონო ოლეგ .... ისევ გაწუხებთ ჩემი ამოცანებით :D
1) ნივთიერი წერტილის სიჩქარის გეგმილი დროის მიხედვით იცვლება vx=8-2t . განსაზღვრეთ დროის ის მომენტი როდესაც წერტილი ჩერდება და მისი კოორდინატი ამ მომენტში, თუ t=0 მომენტში x0=0
წინასწარრ მადლობაა <3
|
|
გამარჯობა! პირველ რიგში მადლობას გიხდით ასეთი მაგარი საიტისთვის. ამოცანა ასეთია: რა მასის ტვირთის აწევა შეუძლია 10 000 ვტ სიმძლავრის ამწეს 1 მ/წმ მუდმივი სიჩქარით, თუ მისი მქკ არის 0,8
|
|
გამარჯობა საკონტროლოსთვის ვემზადები და ერთი ამოცანა ვერ გავიგე.
სხეული ორი წამის განმავლობაში მოძრაობს თანაბრად 4მ/წმ სიჩქარით, შემდეგ კი სამი წამის განმავლობაში მოძრაობს თანაბარშენელებულად 3მ/წმ2 აჩქარებით. რა მანძილს გაივლის ეს სხეული მოძრაობის დაწყებიდან 3 წამში?
|
|
ისევ შლაგბაუმის ამოცანაზე: გედენიზის მე-9 კლ ამოც. კრებულში 3.28 ამოცანაა, კომაროვის გედენიძის კრებულში 508 ამოცანა. პირობა ერთნაირია პასუხი კი 72 წმ წერია. ამიტომაც მინდოდა თქვენი დახმარება. შლაგბაუმი როდის გაიხსნება, არ გვაინტერესებს. მე ასე გავიგე, გახსნის შემდეგ მინიმალურ დროშიო.
|
|
შლაგბაუმის ამოცანას რაც შეეხება, იქ წერია, რომ შლაგბაუმთან დგას. მე ასე ამოვხსენი:სიჩქარის დროზე დამოკიდებულება დავხაზე. ჯერ მიდის აჩქარებული მოძრაობა, მაქს. აჩქარებით 0.25. რომ მიაღწევს 5მ~წმ-ს, მერე თანაბარი მოძრაობა წავა, დრო რომ მინიმალური იყოს. გავლილი მანძილი, ანუ ფართობი 300-ს გავუტოლე. სამკუთხედის კათეტებია 5(სიჩქარე) და 20(დრო) (აჩქარება რომ 0,25 გამოვიდეს). ხოლო პარალელოგრამის გვერდებია 5 და x (დრო აღვნიშნე) &nb........
|
|
ბატონო ოლეგ, მე გვიან ჩავერთე ამ საიტში და ეხლა აღარ მოგასვენებთ.(თქვენი იუმორიც გავიგე.) ისევ ესკალატორზე უნდა გკითხოთ.გედენიძეში ვკითხულობთ: ესკალატორის მიმართ სიჩქარის გადიდებისას თუ მეტი საფეხური დათვალაო, მაშინ ესკ. თანხვდენილი მიმართულებით მოძრაობდაო. მოდი, სამი ადამიანი დავაყენოთ სამ პარალელურ ესკალატორზე ზუსტად შუაში უკუღმა და ჩავურთოთ ესკალატორი. ერთი, რომელიც ძალიან ზარმაცია, ერთ ან ორ ნაბიჯს გადაადგამს და ამასობაში ესკალატორი ზევით აიყვანს. მეორე უფრო გაისარჯება და მეტ........
|
|
დაწერეთ Vo=0 საწყისი სიჩქარით ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის ასვლის სიმაღლისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულები . ჩათვალეთ რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარება ცნობილია h(t) v(t) ეს t-ები მაბნევს და ეს ფორმულები უნდა მივუთითო? V=Vo-gt, h=Vot-gt2/2. წინასწარ მადლობა
|
|
მადლობა დიდი <33... დენის წყაროდან გამორთული დამუხტული,ბტყელი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ შეამცირეს.განსაზღვრეთ,როგორ შეიცვალა კონდენსატორის ტევადობა და ელექტრული ველის ენერგია.
|
|
გამარჯობათ! როგორ გავაკეთო მითხარით რა... განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობა,რომელსაც ქმნის A და Bწერტილებში დამაგრებული ორი ტოლი და საპირისპირო ნიშნის Iq1I=Iq2I=IqI წერტილოვანი მუხტები მათი შემაერთებელი წრფის შუა D წერტილიდან აღმართული მართობის C წერტილში. AB=l და AC=R.
|
|
გთხოვთ ძალიან მჩრდება და მიპასუხოთ. 50ომი ელექტროქურა ჩართულია 50ჰც სიხშირისა და 220 ვოლტი ძაბვის ცვლადი დენის წრედში. გთხოვთ დამიწეროთ ძაბვისა და დენის დროზე დამოკიდებულობის განტოლებები. გთხოვ რომ ნახავთ მაშინვე მიპასუხოთ ძალიან მჩირდება <3
|
|
გამარჯობა, როგორც ვიცი ყველაფერს აქვს თავის სიჩქარე, მაგალითად: სინათლეს, ხმას და ასე შემდეგ, მაინტერესებს რამდენია კადრის ანუ გამოსახუელბის გავრცელების სიჩქარე? იმედია კითხვა სწორად დავსვი და პასუხიც გეცოდინებათ, მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობა,
45მ. სიმაღლიდან 3მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალურად გაისროლეს ბურთულა. რამდენჯერ დაეჯახება ბურთულა ჰორიზონტალურ ზედაპირს გასროლის მომენტიდან 22,5 წმ-ში? დაჯახებები დრეკადია.
წინასწარ დიდი მადლობა
|
|
გამარჯობაა <3 ისევ მე გაწუხებთ :დ <3 პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დახმარებისთვის და ასეთი უმაგრესი საიტის შექმნისათვის <3
ესაა ჩემი ამოცანა : მოძრავ ესკალატორზე სირბილისას ყმაწვილმა 50 საფეხური დაითვალა , ესკალატორის მიმართ სიჩქარის მოდულის სამჯერ გადიდების შემდეგ კი -75 . რამდენ საფეხურს დაითვლის ყმაწვილი უძრავ ექსკალატორზე?
წინასწარ დიდი მადლობა <3 თქვენი იმედი მაქვს :d <3
|
|
ჰელიუმით სავსე ბურთი ზევით მიდის. რა სახის ენერგია ჰქონდა მას, ხელში რომ მეჭირა? როდესაც გავუშვი, ეს ენერგია გადავიდა კინეტიკურში და ნაწილობრივ სითბურში. როგორ ავხსნათ ეს ენერგიის შენახვის კანონით? გასაგებია, რომ მისი ადგილი უფრო მძიმე ჰაერმა დაიჭირა, მას შეუმცირდა პოტენციყრი ენერგია. სწორად ვმსჯელობ თუ არა?
|
|
გამარჯობათ. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი საჭირო საიტის შექმნისთვის. დიდი მადლობა ბატონო ოლეგ. მე ბევრი ამოცანა ვნახე და თქვენი მიგნებები ძალიან მომეწონა. მაგალითად, ესკალატორის ამოცანა ბენდრიკოვშიც მინახავს, გედენიძეშიც მაგრამ ეს ამოხსნა ყველაზე ოპტიმალური და გასაგებია. ოღონდ ერთი შესწორებით, პასუხი 100-ია.ეტყობა მექანიკურად შეგეშალათ. პატივისცემით,
ქეთი.
|
|
რამდენჯერ უნდა გაიზარდოს სასარგებლო სიმძლავრე ნავის სიჩქარის 2-ჯერ გასაზრდელად, თუ წყლის წინააღმდეგობის ძალა სიჩქარის პროპორციულია.
|
|
უქარო ამინდში უძრავად მდგომი ადამიანი სველდება t = 2 წთ-ში.როცა იგი v1 = 5 კმ/სთ მოძრაობს, მაშინ იგი სველდება t1 = 2 წთ-ში. რა t2 წთ-ში დასველდება ადამიანი, თუ იგი გაიქცევა v2 = 20 კმ/სთ სიჩქარით.
სველდება - ნიშნავს, რომ ადამიანს ხვდება განსაზღვრული რაოდენეობის წყალი. ჩათვალეთ, რომ იგი დგას(დარბის) შვეულ მდგომარეობაში.
|
|
რას უდრის კონტურის საკუთარი რხევების დიაპაზონი თუ მისი ინდუქციურობა 0,1 ჰენრი და 10 მიკრო ჰენრია,ხოლო ტევადობა 50-დან 5000 პკ ფარადია წინაწარ მადლობა ვერ გავიგე რომელი ფორმულა შევსაბამო და მოცემლობა 50 და 5000პკ ფარადი როგორ ავღნიშნო
|
|
გამარჯობათ, მაინტერესებს რატომ არის ყველაზე მდგრადი, იმ სხეულების წონასწორობა,რომლებსაც პირამიდის ფორმა აქვთ? ვიცი რომ მასათა ცენტრთან არის კავშირში მაგრამ ახსნა ვერ მოვუძებნე. გთხოვთ დამეხმარეთ. დიდი მადლობა წინასწარ.
|
|
გამარჯობა. სხვადასხვა სიდიდეების საზომ მაღალი სიზუსტის ხელსაყოებს ელექტრული ველის არასასურველი გავლენისაგან ასე იცავენ:ხელსაწყოს ლითონის ყუთში ათავსებენ. რატომ იცავს ლითონის ყუთი ელექტრული ველისგან?
და მეორე: ახსენით რატომ ათავსებენ საათის მექანიზმს ლითონის ბუდში?
დიდი მადლობა წინასწარ. <3
|
|
როდესაც მატარებელში ვხტებით იგივე ადგილზე ვეცემით, ხორო როდესაც ზემოთ მატარებლის სახურავზე მაშინ მატარებელი აგრძელებს მოძრაობას და ჩვენ სხვა ადგილზე ვხტებით, რატო? ჰაერზე ვფიქრობდი რო წინააღმდეგობის გამო მარა მაინტერესებს თქვენი პასუხი.
|
|
გამოთვალე 1,8 კგ სხეულის სრული მექანიკური ენერგია, თუ მისი სიჩქარე 3მ სიმაღლეზე 70მ/წმ_ის ტოლია
|
|
მაინტერესებს 1კვ რამდენი ვოლტია?
|
|
გამარჯობა..შეგიძლიათ მითხრათ S=2a/v2-v02 ფორმულა როგორ უნდა გამოვიყვანო?
|
|
როგორ უნდა ვიპოვო ჩემი კითხვის პასუხი?
|
|
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ!20მ/წმ სიჩქარით ასროლილი ისარი დედამიწაზე ბრუნდება 12 მ/წმ სიჩქარით.გამოთვალე ისრის წინააღმდეგობის დაძლევაზე შესრულებული მუშაობა?
|
|
100ნ/მ სიხისტის ზამბარაზე დამაგრებული ბურთულის რხევის ამპლიტუდა 2 სმ-ია. განსაზღვრეთ ზამბარაში აღძრული დრეკადობის ძალის მოდული დროის იმ მომენტებში, როდესაც მისი სიჩქარის მოდული: ა) ნულია ბ)მაქსმალურია
|
|
გამრჯობათ იქნებ დამეხმაროთ ფიზიკაში ამოცანა მაქ:: 4 კგ მასის ჩაქუჩის სიჩქარე ლურსმანზე დარტყმის მომენტში 4მ/წმ-ია.რისი ტოლია მუშაობა რომელსაც ჩაქუჩი ასრულებს ლურსმნის ჩარჭობისას?
|
|
1.როგორ უნდა დავასაბუთოთ რომ სხეულის ვარდნის დროს პოტენციური ენერგია გადადის კინეტიკურ ენერგიაში?
2, კოსმოსური რაკეტის სტარტისას რა მოსდის კოსმონავტის წონას?
3.რა აჩქარებით უნდა დაეშვას ლიფტი, რომ ადამიანის წონა 2ჯერ შემცირდეს
მადლობა წინასწარ
|
|
განზაღვრეთ ჰორიზონტალურ გზაზე ელმავლის მიერ შესრულებული მუშაობა,თუ მან 5კმ ზე თანაბარი მოძრაობით გადაიყვანა შემადგენლობა,რომელზედაც მოქმედი წინააღმდეგობის ძალის მოდული 9.104 -ნ ია. გთხოვთ დამეხმარეთ
|
|
მოგესალმებით, თქვენი დახმარება მჭირდება
ამოცანა: მეთევზემ ნავით უნდა გადაცუროს 300მ სიგანის მდინარე. წყლის დინების სიჩქარეა 0,9მ/წმ, ნავის სიჩქარე დინების მართობულად 1,2 მ/წმ. რა მანძილს გაივლის ნავი?
მადლობა
|
|
გამარჯობათ. იქნებ დამეხმაროთ ამ ორი ამოცანის ამოხსნაში? :/ :((
1) როგორ შეიცვლება 25 და -4ნკ მუხტების ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია, თუ მათ შორის მანძილი 10სმ-დან 20სმ-მდე გაიზრდება
2) რამდენით შეიცვლება q1=10-9 კ მუხტის კინეტიკური ენერგია q2=10-6 კ მუხტის ველში მოძრაობისას, თუ იგი გადაადგილდება q2 -დან 3სმ-ით დაშორებული წერტილიდან 10სმ-ით დაშორებულ წერტილში? საწყისი სიჩქარე ნულის ტოლია.
დიდი მადლობა წინასწარ <3
|
|
. გთხოვთ ამოხსენით:q=3მიკროკულონი.R=10კმ.ა უნდა ვიპოვოთ E? ანუ ვიცი რომ E=K*q/Rკვადრატთან. მაგრამ ვერ ჩავსვი რაღაცნაირად არ გამოდის. აუუუ ძაან გთხოვტ ამოხსენით რააააა. <3
|
|
გამარჯობა. როცა დინამომეტრზე ჩამოვკიდებთ რაიმე სხეულს და გვიჩვენებს მაგალითად 3 ნიუტონს... მაინტერესებს ეს სიმძიმის ძალაა?
|
|
გამარჯობა. ეს ამოცანა ამომიხსენით გთხოვთ: ველოსიპედისტი აღმართში 18 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო დაღმართში - 36 კმ/სთ სიჩქარით. განსაზღვრეთ მისი საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე, თუ აღმართის სიგრძე 2-ჯერ მეტია აღმართის სიგრძეზე. წინასწარ დიდი მადლობა <3
|
|
გამარჯობა. ისევ მე:) გთხოვთ მითხრათ როგორ აღმოაჩინა კულონმა ელექტროსტატიკის ძირითადი კანონი? მადლობა ძაან დიდი წინასწარ <3
|
|
რა სიდიდის ელექტრული ძალა მოქმედებს ღრუბლებს შორის,რომელთა მუხტები: q1=5 კულონი. q2=20 კულონი. R=1/ კმ. აუუუ გთხოვთ ამოხსენიიით. დიდი მადლობა წინასწარ <3
|
|
გაამარჯობა <3 გთხოვთ დამეხმარეთ <3 ფიზიკაში მაქვს დავალება <3 აი ამოცანა ხვალისთვის მჭირდება <3
ასროლილმა ბურთმა 4მ სიმაღლეს მიაღწია და საწყის დონემდე დაეშვა.განსაზღვრეთ ბურთის კოორდინატები საწყის,შუა და საბოლოო წერტილებში.კოორდინატთა სათავედ მიიღეთ ასროლის წერტილებში.კოორდინატთა სათავედ მიიღეთ ასროლის წერტილი.ღერძის დადებითი მიმართულება აირჩიეთ : ა)შვეულად ბ)შვეულად ქვევით
<3 წინასწარ მადლობა
|
|
http://physics.aidio.net/index.php/kitxva-pasuxi?view=question&id=447 yvela pasuxi ixsneba am amocanis pasuxis garda da mainc da mainc eseni mchirdeba. ratomaa asee? :/
|
|
გამარჯობა,
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ტოლგვერდა სმკუთხედის წვეროებში დამაგრებულია მოდულით ტოლი მუხტის მქონე მცირე ზომის ბურთულები. ორ მათგანს შორის მოქმედი ძალაა F. უარყოფითად დამუხტული ბურთულა გაათავისუფლეს. განსაზღვრეთ ამ ბურთულას მიერ შეძენილი მაქსიმალური კინეტიკური ენერგია მოძრაობის პროცესში.
|
|
გამარჯობათ, ბატონო ოლეგ დამეხმარეთ
X ღერძზე მოძრავი სხეულის კორდინატი დროზე შემდეგნაირადაა დამოკიდებული: X(t)=9-6t+t2
კითხვა: დროის რა მომენტში უბრუნდება სხეული საწყის მდებარეობას?
წინასწარ გიხდით მადლობას!
|
|
მოგესალმებით,
იდელურმა ერთატომიანმა აირმა იზოთერმულად გაფართოებისას 15 ჯ მუშაობა შეასრულა. რამდენით შემცირდა აირის შინაგანი ენერგია?
|
|
მოგესალმებით,
ბატონო ოლეგ, გთხოვთ დამეხმაროთ ამოცანის ამოხსნაში
CD ბრტყელი სარკიდან რომელ უშორეს წერტილში უნდა მოვათავსოთ სინათლის წყარო, რომ სარკიდან არეკვლილმა სხივებმა მთლიანად გაანათოს AB უბანი?
|
|
გამარჯობათ,
ასეთი ამოცანის ამოხსნა მაინტერესებს
ორ ბურთულას ერთდროულად ისვრიან გარკვეული სიმაღლიდან ერთს ვერტიკალურად ქვევით 3მ/წმ სიჩქარით. ხოლო მეორეს ვერტიკალურად ზევით 4მ/წმ სიჩქარით, იპოვეთ მანძილი ბურთულებს შორის 5წმ-ის შემდეგ.
|
|
განსაზღვრეთ 2 ტ მასის ტრაქტორის ძრავას მიერ თანაბარი მოძრაობისას შესრულებული მუშაობა 2 კმ მანძილზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0,1-ია
|
|
გამარჯობა. მოკლედ მოვკვდი იმდენი ვწერე ამ ამოცანაზე მაგრამ ვერა და ვერ ამოვხსენი :/
2მ-ით დაშორებული დამუხტული ბურთულები განიზიდებიან 1ნ ძალით. ბურთულების საერთო მუხტი 5*10-10 კულონია. განსაზღვრეთ როგორ არის ბურთების მუხტები განაწილებული :3
ოღონდ ამოხსნაც მინდა :/
|
|
ქანქარა 1წუთსა და 40 წამში შეასრულა 50 რხევა,ვიპოვოთ რხევის პერიოდი და სიხშირე
|
|
საღამო მშვიდობისა. ასეთ კითხვას გადავაწყდი: შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ სხეულის მოცულობა ტოლია მისი შემადგენელი მოლეკულების მოცულობათა ჯამისა. პასუხი დაასაბუთე.
|
|
გამარჯობა, კითხვა მაქვს თემიდან: გამტართა მიმდევრობითი შეერთება.
მოცემულია ორი R1 და R2 რეზისტორის (წინაღობის) მიმიდევრობითი შეერთება. ერთნაირია თუ არა ძაბვა პირველი და მეორე რეზისტორის ბოლოებზე? რატომ? ერთნაირია თუ არა წინაღობა პირველ და მეორე უბნებზე? რატომ?
თქვენი დახმარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ეს საგანი მართლა მაინტერესებს. მადლობა!
|
|
ესე ამოვხსენი პატივცემულო გთხოვთ, რომ შემიმოწმოთ.https://s15.postimg.org/3vl0ta4vv/untitled.jpg
|
|
100 კგ მასისა და 2 მ სიგრძის მიწაზე დაგდებული ღეროს ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაყენებლად რა მუშაობის შესრულებაა საჭირო.
მადლობას გიხდით წინა კითხვის პასუხისთვის.
|
|
R-რადიუსიანი სფერო უძრავად ძევს დედამიწაზე.სფეროს უმაღლესი წერტილიდან იწყებს სრიალს უძრაობის მდგომარეობაში მყოფი სხეული,რომლის ზომები გაცილებით ნაკლებია სფეროს ზომაზე.დედამიწის ზედაპირიდან რა H სიმაღლეზე მოწყდება სხეული სფეროს ?
|
|
შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს ზამბარის სიხისტე (k) და მითხრათ მისი გამოსათვლელი ფორმულა?
|
|
გამარჯობა. ამოცანა ასეთია: გაზქურაზე დადეს ჩაიდანი, რომელშიც ასხია 10 გრადუსი ცელსისუსი ტემპერატურის 2 ლ წყალი. ჩაიდნის C=100 ჯ/c. გაზქურის მ.ქ.კ 60%. რა მასის ბუნებრივი აირი დაიხარჯება წყლის დუღილის ტემპერატურამდე გასათბობაად და მთლიანად ასაორთქლებლად?
ბ-ნ ოლეგ ასე ამოვხსენი ეს ამოცანა და ძალიან გთხოვთ შემიმოწმოთ: 0,6q(აირი)m(აირი)=c(წყალი)m(წყალი)(100-10)+r(ორთქლი)m(წყალი).
ეს მე-2 ამოცანა(ვერ ამოვხსენი) რა დროს მოანდომებს 4,5 კვტ სიმძლავრის ამწე 8 მ ფსკერიდან 624 კგ ლითონის სხეუის ამოტა........
|
|
მოგესალმებით ბატონო ოლეგ. თქვენი დახმარებით ბევრ საკითხში გავერკვიე. დღეს ასეთი ამოცანები მაქვს და, გთხოვთ, მითითება მომცეთ. 1) 600 გ მასისა და 10 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის წყალს ათბობენ კოლბით სპირტქურაზე, რომლის მქკ 35 %-ია. რამდენ ხანში ადუღდება წყალი და მისი რა რაოდენობა აორთქლდება თითოეულ წამში, თუ 1 წთ-ში 2 გ სპირტი იწვის? კოლბის სითბოტევადობაა 10 ჯ/k.
2)ტყვია მოძრაობს 200 მ/წმ სიჩქარით და ეჯახება მიწის ნაყარს. რამდენი გრადუსით გათბება ტყვია, თუ მისი კინეტიკური ენერგიის 78% ში........
|
|
მადლობთ პასუხისათვის პატივცემულო.ფიზიკის გამოცდამ კარგად ჩიარა,მათემატიკასთან შედარებით.60 ქულა ავიღე,თქვენს მიერ გარჩეული ამოცანებიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა, რისთვისაც მადლობას გიხდით.
რაც შეეხება მათემატიკას, ალბათ არ ვიყავი სთანადოდ მომზადებული-რაღაც დავაკელი.
ხდება ხოლმე.... ცხოვრება გრძელდება... აწი ვეცდები,რომ სათანადოდ მოვემზადო.
ალბათ ყველაზე მთავარი ისაა,რომ შენი საქმე უნდა გიყვარდეს, დანარჩენი ყველაფერი მოვა ნელ-ნელა, შრომისა და თავდადების ხარჯზე.
ე........
|
|
ბატონო ოლეგ პროპელერებიანი გამანიავებელი როგორ მუშაობს ? და როცა მასთან ახლოს ვდგებით, რატომ შევიგრძნობთ სიგრილეს ? ამ დროს ჩვენი ორგანიზმიდან გამოყოფილი ენერგია სად მიდის, ჰაერის გათბობაშI ? როგორ აგრილებს "ვინტილატორი" ჰაერს ? თუ უბრალოდ როცა მასთან ახლოს ვდგავართ ჰაერის მოლეკულები უფრო დიდი რაოდენობით გვეჯახებიან და ამიტომ უფრო დიდი სითბოს გამოვყოფთ ჩვეულებრივთან შედარებით.თუ........?
|
|
რა მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწევს აჩქარებულად მოძრავი სხეული s=f(t) ; ds/dt როცა t მიისწრაფვის უსასრულობისაკენ (სხეულს გააჩნია მასა) რათქმა უნდა ვერ მიაღწევს სინათლის სიჩქარეს, მაშინ v=?
მადლობა წინასწარ!
|
|
1. კვადრატის ოთხივე წვეროში მოთავსებულია q წერტილოვანი მუხტი. იპოვეთ, რა მუხტი უნდა მოვათავსოთ კვადრატის ცენტრში, რომ თითოეული მუხტი წონასწორობაში აღმოჩნდეს.
2. იდეალურმა ერთატომიანმა აირმა იზოთერმულად გაფართოებისას 15 ჯ მუშაობა შეასრულა. რამდენით შემცირდა აირის შინაგანი ენერგია?
3. უძრავი ბირთვი იშლება სამ ნამსხვრევად, რომელთა მასებია m1=m, m2=2m და m3=3m, ხოლო სიჩქარეების მოდულებია შესაბამისად v1, v2 და v3. სიჩქარის ვექტორები ერთმანეთთან 120-იან კუთხეებს ქმნის. რისი ტოლი........
|
|
მოგესალმებით. ასეთი ამოცანებია: 1) მათემატიკური ქანქარას იგრძე 60 სმ-ია.მასა 100 გ. გამოთვალეთ ქანქარას ენერია, თუ წონასწორული მდებარეობიდან მაქსიმალური გადახრის შესაბამისი კუთხე 30 გრადუსია. 2) რამდენჯერ გაიზრდება მათემატიკური ქანქარას სრული მექანიუკური ენერგია, თუ ქანქარას გადახრის მაქს. კუთხეს 30-დან გავზრდით 60 გრადუსამდე?
|
|
ელექტრონი, რომელიც v სიჩქარით შეფრინდა B ინდუქციის მაგნიტურ ველში ძალწირების მართობულად, მოძრაობს R რადიუსის წრეწირზე. რა რადიუსის წრეწირზე მოძრაობს ელექტრონი, რომელიც v/2 სიჩქარით შეფრინდა 2B ინდუქციის მაგნიტურ ველში ძალწირების მართობულად?
|
|
როცა საწრუპის საშუალებით წვენს "ვწრუპავთ'' :D ამ დროს პირის ღრუსა და გარემოს შორის წარმოიქმნება წნევათა სხვაობა და სითხე იქ გადადის სადაც ნაკლები წნევაა (ატმოსფერული წნევის დახმარებით).მაგრამ დავიჯერო ატმოსფერული წნევა ასეთი ''ძლიერია'' ?? კი ვიცი მისი რიცხვითი მნიშვნელობა, მაგრამ ასეთი ''ძლიერი'' თუა რატომ ვერ შევიგრძნობთ მას ?? ჩვენ კიდე ხო....მაგრამ მცენარეებს ხომ ჩვენს მსაგვსად მყარი აგებულება არ აქვთ. მ........
|
|
გამარჯობა. გთხოვთ, დამეხმაროთ. m მასის ქანქარა გადახრილია ვერტიკალიდან ალფა კუთხით. რას უდრის ძაფის დაჭიმულობის ძალა ქანქარას წონასწორობის მდგომარეობაში გავლისას.
|
|
ძაფზე გამობმულ m მასის სხეულს აბრუნებენ ვერტიკალურ სიბრტყეში. რამდენით მეტი იქნება ძაფის დაჭიმულობის ძალა ქვედა წერტილში ზედა წერტილთან შედარებით?
|
|
კედელზე ერთ ლურსმანზე უნდა დავკიდოთ სურათი ჩარჩოში, რომლის მასაა 6 კგ, ხოლო მანძილი სამაგრებს შორის 80 სმ (იხ. ნახ.). გვაქვს თოკი, რომელიც უძლებს მაქსიმუმ 50ნ დაჭიმულობის ძალას. რა მინიმალური სიგრძის თოკი შეიძლება გამოვიყენოთ სურათის დასაკიდად? https://s5.postimg.org/nivxpqbp3/fizikaaaaaa.jpg
|
|
რისი ტოლია კიურის წერტილის შესაბამისი ტემპერატურა და ამ ტემპერატურის ცვალებადობით თუ მოხდება ნივთიერების ჯერ დამაგნიტება და შემდეგ განმაგნიტება? და ეს პროცესი თუ შეიძლება მრავალჯერ გავიმეოროთ?
|
|
1.L ინდუქციურობის კოჭაში დენის ძალა დროზე დამოკიდებულია კანონით I=I0coswt. განსაზღვრეთ, რა კანონით იცვლება ემ ძალა კოჭაში დროის მიხედვით.2.ერთგვაროვან მაგნიტურ ველში ჩარჩოს ბრუნვის დროს მაგნიტირი ნაკადი იცვლება შემდეგი კანონით:fi=0.05sin5pit.იპოვეთ ჩარჩოში აღძრული ინდუქციის ემ ძალის დამოკიდებულება დროზე.
|
|
ერთი კითხვა მაქვს. პირობითად რომ ავიღოთ: ვთქვათ მაქვს რაღაც სხეულის სიჩქარის დროზე v(t) სა სიჩქარის განვლილ მანძილზე დამოკიდებულების გრაფიკი v(S). რომ გამოვთვალო v(t) ფუნქციის საშუალო მნიშვნელობა ინტეგრალით რაღაც (t1,t2) შუალედში და ასევე გამოვთვალო v(S) ფუნქციის საშუალო (S1,S2) შუალედში ( სადაც S1 და S2 t1 და t2 დროში განვლილი მანძილებია), ერთი და იგივე რიცხვს მივიღებ აუცილებლად ორივეგან? თუ მხოლოდ კერძო შემთხვევებში? მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობათ, შეგიძლიათ ამიხსნათ როგორ მიმდინარეობს ყველა პროცესის გათვალისწინებით ფრთის მუშაობა, ავიღოთ რომ ფრთის დახრის კუთხეა რაღაც ალფა სიგრძე L ამ ფრთაზე მოდებულია რაღაც N სიმძლავრე და მოკლედ, შეიძლება რაიმე ვთქვა არასწორად, უბრალოდ მაინტერესებს მაგალითად 1კგ სხეული რომ ჰაერში ავწიოთ ანუ მიზიდულობის ძალას გავუთანაბროთ რაებია გასათვალისწინებელი
|
|
კონდენსატორის ტევადობაა C.რა იქნება მისი ტევადობა იმ შემთხვევაში თუ მის ორ-მესამედ ნაწილს შევავსებთ ε=2 დიელექტრიკული შეღწევადობის მქონე დიელექტრიკით.
|
|
1.7 მ სიმაღლის კაცი მიდის 1მ/წმ სიჩქარით ქუჩის ფარნის მიმართულებით.რაღაც მომენტში კაცის ჩრდილის სიგრძე 1.8 მ-ია,ხოლო ამ მომენტიდან 2 წამის შემდეგ-1.3 მ. რა სიმაღლეზეა დაკიდებული ფანარი ?
|
|
სხეულმა L მანძილი გაიარა გარკვეული მუდმივი სიჩქარით. შემდეგ დაიწყო დამუხრუჭება მუდმივი a აჩქარებით და გაჩერდა.საწყისი სიჩქარის რა მნიშვნელობისთვის იქნება მოძრაობის სრული დრო მინიმალური? L/v+v/a ეს ფუნქცია გავაწარმოე v-თი და გავუტოლე ნულს და აქედან ვიპოვე v, მაგრამ დავუშვათ წარმოებული და ექსტრემუმი არ ვიცი, მაშინ როგორ უნდა ამოვხსნა, იქნებ დამეხმაროთ..
|
|
რამდენჯერ ვიგებთ ძალაში გლუვი დახრილი ზედაპირის გამოყენებაში, ტვრთის აწევისას გარკვეულ სიმაღლეზე,თუ ჰორიზონტისადმი დახრის კუთხეა 30 გრადუსი. ამ ამოცანაში მივიღე პასუხი 2, მაგრამ პასუხებში სხვა წერია. ჩემი ამოხსნა : https://s31.postimg.org/rcan95qpn/image.png. სად ვცდები?
|
|
გამარჯობა :) თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს: 1.ტბაში გაჩერებულია L სიგრძის ნავი,რომლის კიჩოზე დგას მენავე .ის გადავიდა ნავის ცხვირზე . ნავის მასა 3-ჯერ მეტია მენავის მასაზე .რა მანძილი გაიარა ნავმა ნაპირის მიმართ? წინააღმდეგობის ძალები უგულებელყავით.2. 10 მ სიმაღლის მთის თოვლიან ფერდობზე ჩამოსრიალდა ბავშვი ციგით.მთის ძირში ბავშვის სიჩქარე 8 მ/წმ იყო. განსაზღვრეთ საწყისი პოტენციური ენერგიის რამდენი პროცენტია ფერდობზე სრიალისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობა ? პოტენციური ენერგია მთის ძირიდან ა........
|
|
ეს ამოცანები როგორ გავაკეთო?
1) ძალის რა მოგებას იძლევა ჰიდრავლიკური წნეხი, თუ მისი დგუშების ფართობებია 2 და 400 სმ^2, ხოლო პატარა დგუშის მოძრაობაში მომყვანი ბერკეტის მხრების სიგრძეებია 10 და 50 სმ?
2) ძალის რა მოგებას გვაძლევს ჯალამბარი, რომლის ლილვის დიამეტრი 14 სმ-ია, ხოლო სახელურის რადიუსი - 35 სმ.
3) განსაზღვრეთ უძრავი ჭოჭონაქის მქ კოეფიციენტი ,თუ 15 კგ მასის ტვირთის 6 მ სიმაღლეზე ატანისას შესრულებული მუშაობა 1080 ჯ-ის ტოლია.
მადლობა წინასწარ :))
|
|
ორი ბრტყელი სარკე ერთმანეთთან 120-ის ტოლ კუთხეს ქმნის. მნათი წერტილი მოთავსებულია სარკეებს შორის თითოეული სარკიდან d მანძილზე. რისი ტოლია მანძილი სარკეებში მნათი წერტილის გამოსახულებებს შორის?
|
|
დახშულ ჭურჭელში იდეალური აირის ტემპერატურაა 300C. რა ტემპერატურამდე უნდა გავათბოთ აირი, რომ წნევა ჭურჭელში 2-ჯერ გაიზარდოს? წინასწარ მადლობა
|
|
ertgvarovan magnitur velshi magnituri induqciis wirebis martobulad toli sichqarit shevarda ori nawilaki. pirvel nawilaks aqvs q muxti, m masa , meore nawilaks ki 2q muxti da 4m mase. pirveli nawilaki modzraobs R radiusis wrewirze. ra radiusis wrewirze modzraobs meore nawilaki, madloba winaswar
|
|
ჰერმეტულად დახშულ ჭურჭელში აირის აბსოლიტური ტემპერატურაა T, ხოლო წნევა P. რისი ტოლი გახდება აირის აბსოლიტური ტემპერატურა და წნევა თუ თითოეული მოლეკულის სიჩქარე გაიზრდება 2ჯერ? ჩემი აზრით 2T da 4P , თუ შეიძლება ამისენით ეს საკითხი
|
|
სხეულის პოტენციური ენერგია მით მეტია რაც ნაკლებია სხეულის სიჩქარე ?
|
|
გამარჯობა. გთხოვთ დამეხმაროთ. გამოთვალე 2 კგ მასის აირის მოცულობა 10(5 ხარისხად) პა წნევის დროს, თუ მისი მოლეკულების სიჩქარის კვადრატის საშუალო მნიშვნელბაა 12*10(6 ხარისხად მ2/წმ2. დიდი მადლობა <3
|
|
მოგესალმებით. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში : მოიყვანეთ მაგალითი ძალისა, რომელიც სხეულის მოძრაობის მიმართულებასთან ადგენს 90 გრადუსიან კუთხეს და მუშაობას არ ასრულებს. გთხოვთ, დამეხმაროთ
|
|
გამარჯობა,ძალიან გთხოვთ იქნებ ამიხსნათ ეს ამოცანა როგორ გავაკეთო : L გვერდიანი ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში დამაგებულია Q წერტილოვანი მუხტები.რა მუშაობა უნდა შევასრულოთ რომ ერთ-ერთი მუხტი გადავაადგილოთ დანარჩენი ორის შემაერთებლი მონაკვეთის შუა წერტილში.? მადლობა წინასწარ
|
|
მუდმივი მოცულობის პირობებში 7გრადუს ცელსიუსით გათბობისას აირის წნევა გაიზარდა 2%ით , განსაზღვრეთ აირის საწყისი ტემპერატურა..
და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ..
ზამბარაზე ჩამოკიდებული ტვირთის ვერტიკალური რხევების სიხშირეა 5ჰერცი , რამდენი სმ-ით იქნება გაჭიმული ზამბარა როდესაც რხევები შეწყდება. madlba winaswar
|
|
მათემატიკური ფიზიკა რას ნიშავს ? რითი განსხვავდება ეს უკანასკნელი ჩვენთვის საყვარელი და ნაცნობი ფიზიკისაგან ? თუ განსხვავდება რა თქმა უნდა საერთოდ :D
|
|
მათემატიკური ქანქარის რხევის პერიოდის ფორმულის გამოყვანა უმაღლესი მათემატიკის დახმარების გარეშე როგორ ხერხდება ? წრიული სიხშირის კვადრატი გადამრავლებული ამპლიტუდაზე რატომ არის აჩქარების ტოლი ?
|
|
არაალკოჰოლური სასმელების წარმოებაში სითხის ნახშირორჟანგით გაჯერება ხდება შემდეგნაირად: თავდაპირველად ვაკუუმირებით წყლიდან გამოდევნიან ჟანგბადს, ხოლო შემდეგ გაციებულ სითხეს გააჯერებენ ნახშირორჟანგით.
ჩემთვის ცნობილია, რომ ნახშირორჟანგის წონა მეტია ჟანგბადის წონაზე, აქედან გამომდინარე ხომ არა არის შესაძლებელი რაიმე მექანიკურად მეთოდით, ვაკუუმირების გარეშე, მაქსიმალურად გამოვდევნოთ ჟანგბადი წყლისგან, რათა მისი ადგილი დაიკავოს ნახშირო........
|
|
გმადლობთ, ძალიან დამეხმარა თქვენი ამოხსნა. მსგავსები გავაკეთე, მაგრამ ახლა ამაში მაქვს პრობლემა: 300 გრამი მასის სპილენძის ჭურჭელში მოთავსებულია -10 გრადუსიცელსიუსი ტემპერატურის 500 გრამი ყინულის ნაჭერი. ჭურჭელში შეუშვეს 100 გრადუსი C ტემპერატურის 50 გ წყლის ორთქლი. განსაზღვრეთ საბოლოო ტემპერატურა ჭურჭელში( თუ ყინული ნაწილობრივ გადნება გამოთვალეთ წყლის და ყინულის მასები საბოლოო მდგომარეობაში) .
|
|
კი, აბიტურიენტი ვარ და ფიზიკა/მათემატიკასაც ვაბარებ :D სასვენი ნიშნების წერა მეზარება,მაგრამ აწი გამოვიყენებ :D მოკლედ, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი პროფესიონალიზმით :D
|
|
ბატონო ოლეგ არ შემიძლია რომ ეს არ მოგწეროთ თქვენ ნამდვილი ანგელოზი ხართ თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორ მეხმარებით ფიზიკა ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარდა მაგრამ ეს სიყვარული თქვენ გამიასკეცეთ არ ვიცი პირდაპირ მადლობა როგორ გადაგიხადოთ თქვენთან შედარებით ჰოუკინგი გოგიტა გოგუაა თქვენ ფიზიკის მესი ხართ :D თქვენი ამოხსნილი ამოცანიდან ბევრად მეტს ისწავლის ვიდრე იმ წიგნებიდან საიდანაც სკოლის მოსწავლეებს ფიზიკას ასწავლიან თქვენ რომ მასალას ხსნით მასე მე არ ვიცი ........
|
|
ვაგონში დაკიდებული მათემატიკური ქანქარას სიგრძეა l.მატარებლის რა სიჩქარისათვის დაიწყებს ის რხევას განსაკუთრებულად დიდი ამპლიტუდით,თუ რელსების სიგრძეა d ?
განსაკუთრებულად დიდ ამპლიტუდაში რა იგულისხმება მაინც ?
|
|
რისი ტოლი უნდა იყოს სქემაზე ნაჩვენები Rx წინაღობა რომ А და B მომჭრებზე, ძაბვის მოდების შემდეგ ამპერიმეტრის ჩვენება 0 ის ტოლი დარჩეს.
 ........
|
|
ორი ერთნაირი ბურთულა ჩამოკიდებულია L და L/4 სიგრძის ძაფზე ისე , რომ ერთმანეთს ეხება. მეორე ბურთულას რხევის პეროპდი T. პირველი ბურთულა მცირედ გადახარეს მარცხნივ ისე , რომ ძაფი არ მოშვებულა და ხელი გაუშვეს. რა დროის შემდეგ დაუბრუნდება პირველი ბურთულა საწყის გადახრილ მდებარეობას? ბურთულების დაჯახებები ცენტრული და დრეკადია.
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ , მეთვითონ მასწავლებელი ვარ და გამოცდებისთვის მჭირდება.
|
|
წერტილოვანი მუხტის ძალწირის A და B წერტილებში პოტენციალი შესაბამისად 40 და 10 ვოლტია, რისი ტოლია პოტენციალი AB მონაკვეთის შუა წერტილში.
|
|
მუდმივი ძაბვის წრედში დენის ძალის გასაზომად ჩართეს ამპერიმეტრი რომლის შიდა წინაღობა 100-ჯერ ნაკლებია წრედის წინაღობაზე, მან გვიჩვენა 10 ამპერი. რას გვიჩვენებდა იგივე წრედში დენის გასაზომად ჩართული იდეალური ამპერიმეტრი.
|
|
ჰაერში მოთავსებულ ჰორიზონტალურ ფირფიტებს შორის წონასწორიბაშია ლითონის დამუხტული ნამცეცი. ფირფიტების ზომები ბევრად მეტია მათ შორის მანძილთან შედარებით. (ამ პირობის გათვალისწინებით შეასრულეთ დავალება
რისი ტოლი გახდება ნამცეცის აჩქარების მოდული და მიმართულება, თუ ფირფიტებს შორისი მანძილს გავზრდით 3-ჯერ, ხოლო ფირფიტების მუხტებს არ შევცვლით.
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ , მეთვითონ მასწავლებელი ვარ და გამოცდებისთვის მჭირდება.
|
|
სინათლის წერტილოვანი წყარო მოთავსებულია წყალში 1 მეტრ სიღრმეზე, რას უდრის წყლის ზედაპირზე იმ წყლის ფართობი, რომლის საზღვრებში შესაძლებელია წყაროს გამოსხივებული სინათლის ჰაერში გასვლა, წყლის აბსოლიტური გარდატეხის მაჩვენებელია 4/3
|
|
ჰაერის ბუშტუკები ამოდიან ტბის ფსკერიდან ზედაპირზე, იპოვეთ ბუშტუკებზე მოქმედი ამომგდები ძალის შეფარდება 10 მეტრ და 2 მეტრ სიღრმეზე, F10/F2 ატმოსფერული წნევა ჩათვალეთ 10 მეტრი წყლის ვერტიკალური სვეტის წნევის ტოლად, წყლის ტემპერატურა კი მუდმივად.
|
|
გლუვ არაგამტარ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებული ერთი ნიშნით დამუხტული ორი 1კგ მასის ბურთულა გადაბმულია 1მეტრი სიგრძის უწონო თოკით, თოკის დაჭიმულობის ძალაა 200 ნიუტონი, თოკი გადაჭრეს, რისი ტოლი გახდება თითოეული ბურთულას სიჩქარე, როცა მათ შორის მანძილი 2 მეტრის ტოლია.
|
|
გამარჯობა. გთხოვთ, დამეხმაროთ: C=1500 ჯ/oC სითბოტევადობის კალორიმეტრში ჩასხმულია 400გრ წყალი 10 გრადუსი ტემპერატურისა, მასში ჩააგდეს -50 გრადუს C-მდე გაციებული 1 კგ მასის ყინულის ნატეხი, -30 გრადუს ცელსიუსამდე გაციებული 0,5 კგ მასის სპილენძის ბურთულა და შეუშვეს 20 გრ 100 გრადუს ცელსიუსიანი წყლის ორთქლი. იპოვეთ Q , m(წყლის), m(ყინულის), თუ ვიცით c-წყლის, c-ყინულის, c-სპილენძის და წყლის კრისტალიზაციისა და ორთქლადქცევის კუთრ სითბოთა მნიშვნელობები.
|
|
1)გამოიყვანეთ თნაფარდობა კონდენსატორში გამავალ ცვლად დენსა და მის ბოლოზე არსებულ ძაბვას შორის
2)გამოიყვანეთ თნაფარდობა კოჭაში გამავალ ცვლად დენსა და მის ბოლოზე არსებულ ძაბვას შორის
თუ დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით
|
|
1)როცა გარკვეული სიჩქარით მოძრავი მანქანიდან რაიმე ნივთს ვაგდებთ, ეს ნივთი რატომ არ განაგრძობს იმავე სიჩარით მოძრაობას? .......რატომ ჩერდება ?
2)უძრავი ბრუნვის ღერძის მქონე სხეული,რომ ბრუნვით მოძრაობაშI მოვიყვანო საჭიროა მასზე მოვდო გარკვეული მომენტი......გასაგებია! მაგრამ როგორ ხერხდება იმის განსაზღვრა თუ რა წირითი სიჩქარით იბრუნებს ეს სხეული თუ მასზე მოვდებთ რაღაც M მომენტს ? რაც მთავარია ენერგიის მუდმივობის კანონი როგორ მივუსადაგოთ ამ ყველაფერს ?
|
|
რისი ტოლი გახდება ნამცეცის აჩქარების მოდული და მიმართულება, თუ ფირფიტებს შორისი მანძილს გავზრდით 3-ჯერ, ხოლო ფირფიტების მუხტებს არ შევცვლით.
|
|
. mocemulia toli masebis mqone spilenZis ori mavTuli. erTi mavTulis sigrZe oTxjer naklebia meorisaze, L1=L2/4. ipoveT maTi winaRobebis R1 / R2 Sefardeba.
|
|
pirvel gamtarSi deni orjer naklebi drois ganmavlobaSi gadioda, vidre meoreSi, t1=t2/2. Sesabamisi Zabvebis da winaRobebis Sefardebaa U1 / U2= R1 / R2=2. ipoveT eleqtruli velis muSaobebis Sefardeba A1 / A2.
|
|
1)თანაბარაჩქარენულად მოძრავ ურიკაზე დამაგრებულია მათემატიკური ქანქარა,რომელიც ასრულებს მცირე რხევებს T პერიოდით.როცა ურიკა გაჩერებულია ან მოძრაობს თანაბრად,მისი პერიოდია T1.განსაზღვრეთ ურიკის აჩქარება და წონასწორობის მდებარეობა
2)ბატონო ოლეგ ამ ვიდეოშI ქანქარის "ქცევას" როგორ ახსნით ? https://www.youtube.com/watch?v=YBEgyyBpkPY
|
|
mdinaris sigane 50 metria, dinebis siCqare _ 2 m/wm, xolo navis siCqare wylis mimarT _ 1 m/wm. ra mimarTulebiT unda gacuros navma wyalTan dakavSirebul aTvlis sistemaSi, rom, mdinaris gadacurvisas, napirTan dakavSirebul aTvlis sistemaSi umciresi manZili gaiaros? risi tolia es manZili? ra dro dasWirdeba am SemTxvevaSi mdinaris gadacurvas? saerTod ra umcires droSi SeuZlia am navs mocemuli mdinaris gadacurva? ra mimarTulebiT unda gacuros navma wyalTan dakavSirebul aTvlis sistemaSi am SemTxvevaSi?
|
|
1მ სიგრძის მქონე ქანქარას ვერტიკალიდან მაქსიმალური გადახრის კუთხეა 30 გრადუსი.წონასწორობის მდებარეობის გავლისას ძაფი წამოედო ლურსმანს ზუსტად სიგრძის შუა წერტილში. იპოვეთ დამოკლებული ქანქარის მაქსიმალური გადახრის კუთხე
|
|
1)ზამბარიანი ქანქარა გამოიყვანეს წონასწორობის მდებარეობიდან და ხელი გაუშვეს.რა დროში(პერიოდის ნაწილებით)გაუტოლდება მერხევი სხეულის კინეტიკური ენერგია ზამბარის პოტენციურ ენერგიას ?
2)m მასის ტვრთი ძევს გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე,ორივე მხრიდან ტვირთი მიმაგრებულია ვერტიკალურ კედლებთან K1 და K2 სიხისტეების მქონე ზამბარებით.იპოვეთ ტვირთის რხევის სიხშირე.ზამბარის მასები უგულვებელყავით
პირველ შემთხვევაში ზამბარის სრული ენერგია ხომ (kx^2)/2-ის ტოლია ? ჩვენთვის საინ........
|
|
რისი თქმა შეგიზლიათ გვირაბულ ეფექტზე?
მადლობა წინასწარ!
|
|
დენიანი ჩარჩო მოთავსებულია ნალისებრი მაგნიტის პოლუსებს შორის ისე,რომ სიბრტყე წირების მართობულია.შემობრუნდება თუ არა ჩარჩო ? რატომ ახსენით პატივცემულო მე ასე ვხნი რომ ჩარჩოს სხვადასხვა მხარეზე მოდებულია მოდულით ტოლი და ურტIერთსაპირისპიროდ მიმართული ძალები და ამიტომ არ შემობრუნდება რადგან ჩარჩოს ერთ მუხლშI დენი ქვევით მოძრაობს მეორეშI კი ზევით(ძალიან ცუდად ავხსენი მაგრამ იმედია გასაგებია) თუ რამე შემეშალა მომიტევეთ უცოდინრობა. მადლობთ წინასწარ
|
|
როდესაც ველი ასრულებს დადებით მუშაობას, მაშინ მუხტის ველთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია იზრდება მცირდება ტუ არ იცვლებაა? ძალიან მაინთერესებს და მჭირდება კიდეც. მადლობა წინასწარ
|
|
ეს ამოცანა როგორ ამოვხსნა: განსაზღვრეთ მაქსიმალური სიმაღლე, რომელსაც მიაღწევს 10 მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზემოთ ასროლილი სხეული?
|
|
როგორ გავიგო რა სიმაღლეზე შეიძლება ავიტანოთ 10 კგ. მასის საწონი 100 გ. სპირტის სრული დაწვისას გამოყოფილი ენერგიით?
|
|
თქვენი მითითებით დავხაზე მარჯვნივ მიმართული ღერძი. გვაქვს ასეთი სურათი: თავიდან პირველი სხეული მოძრაობს მარცხნივ 5 წამი და ჩერდება. ამ დროს გადის 5 მეტრს. შემდეგ იწყებს მოძრაობას მარჯვნივ (იგივე 0,4 აჩქარებით) და 5 წამში უბრუნდება საწყის მდებარეობას. (სულ გასულია 10 წამი) მთელი ეს დრო მეორე სხეული მოძრაობს მარჯვნივ კლებადი სიჩქარით(-0,2 აჩქარებით). ამ მომენტისთვის(t=10წმ) მათი სიჩქარეები გათანაბრდა, ორივე მარჯვნივ მოძრაობს და პირველის სიჩქარე იზრდება, ხოლო მეორესი კლებუ........
|
|
გამარჯობათ, მაქვს შეკითხვა:
1. ველოსიპედისტი მიდის სწორ გზაზე 30კმ/სთ სიჩქარით, როგორია ბორბლების ზედა და ქვედა წერტილების მყისი სიჩქარეები?
2. მოიყვანეთ მაგალითები, როცა: ა) სიჩქარე ნულია, აჩქარება კი არა; ბ) აჩქარება ნულია, სიჩქარე კი არა.
3. თოკზე მიბმული სხეული მასით m ტრიალებს წრიულად. რას უდრის თოკის დაჭიმულობის ძალის T მიერ შესრულებული მუშაობა? რატომ?
|
|
მაინტერესებს ეს: რაც მახსოვს: 3გრადუსით გაიზარდა ტემპერატურა, მოცულობა 1%-ით, დაადგინეთ საწყისი ტემპერატურაო
|
|
დიდი მადლობა ბატონო ოლეგ, ყველაფერი გასაგებია და აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს მითითებებს.
|
|
პროტონი მაგნიტურ ელში 10სმ რადიუსის წრეწირს შემოწერს. იპოვეთ პროტონის სიჩქარე, თუ ველის ინდუქციაა 10-2ტლ? e= 1,6 * 10-19 კ. mp=1,67* 10-27 kg
წინასწარ მადლობა
|
|
მოცემული გვაქვს ორი სხეულის სიჩქარეების Vx გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები დედამიწის ათვლის სისტემაში. ამ გრაფიკების მიხედვით მათი მოძრაობა თანაბარაჩქარებულია. პირველი სხეულისთვის V0=-2, a=0.4 და Vx1=-2t+0,4t , მეორესთვის V0=4 და a=-0,2 Vx2=4-0,2t. მათი საწყისი კოორდინატები X0=0. ყველა რიცხვი SI სისტემაშია. უნდა ვიპოვოთ 1) შეხვედრამდე რა მანძილი გაიარა პირველმა სხეულმა მეორის მიმართ და 2) რას უდრის მეორე სხეულის გადაადგილების გეგმილი პირველი სხეულის მიმართ დროის........
|
|
მაინტერსებს წევის ძალა და ხახუნის ძალა ერთმანეთთან როგორი უნდა იყოს(მეტი, ნაკლები ტოლი) უძრაობის, თანაბაჩქარებული და თააბარი მოძრაობის დროს.
|
|
სხეულის მასა 50 კგ-ია. რა სიმძიმის ძალა მოქმედებს სხეულზე.
|
|
:// <3 ლურსმანზე თანაბრად(ორივე მხარეს თოკის ტოლი ნაწილებია გადაკიდებული) ჩამოკიდებულია 20მ. სიგრძის თოკი. მისი ერთი ბოლო მცირედით ჩამოვქაჩეთ და თოკმა დაიწყო მთლიანად ჩამოსრიალება. იპოვეთ თოკის სიჩქარე იმ მომენტში, როდესაც მისი ბოლო წერტილი ეხება ლურსმანს.
|
|
საატესტატოს ამოცანებიდან ეს ვერ გავიგე და დამეხმარეთ გთხოოოვთ >_< :1კგ. მასის ბურთი 2მ/წმ საწყისი სიჩქარით მიგორავს ზედაპირზე, სადაც ხვდება 4მ. რადიუსის წრიული ფორმის ჩაღრმავება. იპოვეთ ზედაპირზე დაწოლის ძალა უკიდურეს ქვედა წერტილში. ხახუნი უგულებელყავით. ჩათვალეთ, რომ ბურთი არ მოწყდება ზედაპირს. და: რა მანძილს გადის თავისუფლად ვარდნილი სხეული მეხუთე წამში, თუ მისი საწყისი სიჩქარეა 0 და დედამიწაზე ეცემა 5წამში? აააა მიშველეეთ
|
|
ერთმა და იმავე ძალამ ერთ სხეულს 1მ/წმ2 აჩქარება მიანიჭა მეორეს 3მ/წმ2 განსაზღვრეთ აჩქარების მოდული რომელსაც იგივე ძალა მიანიჭებს ორივე სხეულს ერთად
|
|
გეეხვეწებით უპასუხოდ არ დამტოვოთ რაა: ორი მოთხილამურე, S და T, ჯოხების დაუხმარებლად ჩამოსრიალდა გორაკის A წვეროდან მოყინულ გზაზე და სხვადასხვა გზით მიაღწიეს B სათხილამურო ბაზას. T მოთხილამურე მოძრაობისას უფრო დაბლა დაეშვა, ვიდრე S მოთხილამურე. (იხ. ნახ.). სათხილამურო ბაზასთან რომელი მოთხილამურის სიჩქარეა მეტი? ა)ხახუნი უგულებელყავით. ბ)ხახუნი გაითვალისწინეთ
|
|
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მითხარით ატმოსფერული წნევა ღრუბლიან ამინდში უფრო მაღალია თუ მოწმენდილში და რატომ? მადლობა წინაწარ <3
|
|
გამარჯობა.ამოცანაში მეკითხებიან ავტომობილზე მოქმედი დამამუხრუჭებელი ძალის საშუალო მნიშვნელობას,და ვერ ვხვდები,ამაში რა იგულისხმება.იქნებ თეორიულად ამიხსნათ,როგორ გავიაზრო კითხვა.წინასწარ მადლობა.
|
|
1. ბრტყელი სარკე მისი ზედაპირის მართობულად მიმართული v სიჩქარით შორდება უძრავ წერტილოვან წყაროს. რა სიჩქარით მოძრაობს წყაროს გამოსახულება?-პირველ რიგში, მე ვიფიქრე რომ საუბარი იყოს სარკის მიმართ სიჩქარეზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ პასუხია 2V ე.ი. გამოსახულების სიჩქარე თვითონ სხეულის მიმართ. ისმის კითხვა!! რამ მომცა მინიშნება რომ ეს სხეულის მიმართ იყო სიჩქარე!!!
2.თქვენ გახარებას, ამაში დამეხმარეთ რა: U ძაბვის ქსელში ჯერ ჩართეს მიმდევრობით შეერთებული 5 ერთნაირი ნათურა, ხოლო შემდეგ პარალელურად ........
|
|
1.ერთნაირად გაანათებს თუ არა ნათურები K1 ჩამრთველის ჩართვისას? რა შეიცვლება K2 ჩამრთველის ჩართვით??
2. სურათზე როგგორ არის შეერთებული ვოლტმეტრი AB და MN უბნებთან?? (მგონი საერთოდ არაა)
|
|
რამდენი მილილიტრია 1 ლიტრში
|
|
ჰორიზონტალურად დაყენებული ბრტყელი სარკე დახარეს ჰორიზონტისადმი 10 გრადუსით დაცემული სხივის მიმართულება არ შეცვალეს . მაშინ არეკვლის კუთხე შეიცვლება /? წინასწარ მადლობა <3
|
|
ძალიან გთხოვთ, როგორცკი შეძლებთ მიპასუხეთ.. 1."თუ წრედის უბანზე არ სრულდება მექანიკური მუშაობა და არ ხდება ნივთიერების ქიმიური გარდაქმნა, მაშინ ელექტრული ველის ენერგია მთლიანად ხმარდება გამტარის შინაგანი ენერგიის გაზრდას."-->როდის არ სრულდება წრედის უბანზე მექანიკური მუშაობა?
|
|
20 C ტემპერატურის ელექტრომაგნიტის სპილენძის გრაგნილის წინაღობა იყო 1,2 ომი. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კი აღმოჩნდა 1,5 ომი. რა ტემპერატურამდე გახურდა გრაგნილი ( სპილენძის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტია 0,004 გრად ხარისხად -1. დიდი მადლობა წინასწარ ბატონო ოლეგ
|
|
გაელვების დროს რატომ წარმოიქმნება სინათლე და ხმა? რა პროცესი მიმდინარეობს იქნებ ამიხსნათ..
|
|
გამარჯობათ.ასეთი ზოგადი ამოცანაა:იპოვეთ რამდენჯერ ძლიერია 2 პროტონს შორის ელექტროსტატიკური განზიდვის ძალა გრავიტაციულ მიზიდვასთან შედარებით?
|
|
რა ნივთიერებებისგან შედგება ფოტონი და სად სშეიძლება ფოტონის მოპოვება ?
|
|
ზიარჭურჭელში რომლის მუხლის განივკვეთის ფართობებია S1 და S2 ასხია p1 და p2 სიმკვრივის სითხეები.სითხეები წონასწორობაშია.რას უდრის გამყოფი დონის ზევით მუხლებში მყოფი სითხეების მასების შეფარდება m1/m2?ძალიან მჭირდებაა...........
|
|
ჰორიზონტალურ რელსებზე უხახუნოდ მიგორავს ურიკა რომელშიც ზის ბიჭი გარკვეული დროის შემდეგ ბიჭი გადმოხტა ურიკიდან. ურიკის სიჩქარე გაიზრდება, უცვლელი დარჩება თუ შემცირდება ამის შედეგად?
|
|
შეგაღონეთ :/ მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ... მეოთხე წელია ჩემი პედაგოგი ამბობს რომ:მყარ სხეულში ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალები ჭარბობს განზიდვისას, სითხეში ტოლია და აირში მიზიდვის ნაკლებია განზიდვაზე...------> წინაზე მითხარით რომ არასწორიაო... მაპატიეთ მაგრამ იქნებ კარგად ჩააკვირდეთ-იქნებ სწორია.... და თუ არასწორია, სწორი რა იქნება? მადლობა...
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ, ნათურა ყველაზე ხშირად რატომ იწვება ანთების დროს?
|
|
1) მთის ძირში ბარომეტრი აჩვენებს 98642 პა-ს, მწვერვალზე - 90317 პა-ს. ამ მონაცემებით განსაზღვრეთ მთის სიმაღლე.
2)ცილინდრულ ჭურჭელში ერთი და იმავე მოცულობის ვერცხლისწყალი, წყალი და ნავთია. განსაზღვრეთ წნევა ჭურჭლის ფსკერზე, თუ ნავთის ზედაპირი ფსკერიდან 20 სმ სიმაღლეზეა.
როგორ ამოვხსნა ეს ამოცანები? მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობათ, მაინტერესებს ორი ამოცანა სითბური მოვლენებიდან.
1. 30°C ტემპერატურის რა მასის ფოლადის გადნობას შევძლებთ, თუ 3ტ ქვანახშირს დავწვავთ ღუმელში, რომლის მქკ η=60%-ია?
2. c კუთრი სითბოტევადობის ლითონის ბურთულა h(1) სიმაღლიდან ჩამოვარდა და უფრო ნაკლებ h(2) სიმაღლეე ახტა. განსაზღვრეთ ბურთულის ტემპერატურის ნაზრდი, თუ შინაგან ენერგიად გარდაქმნილი პოტენციური ენერგიის ნახევარი ბურთულის შინაგანი ენერგიის გაზრდაზე დაიხარჯა.
წინასწარ მადლობა.
|
|
სხეული თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე უსაწყისო სიჩქარით h სიმაღლიდან. რისი ტოლი იქნება სხეულის კინეტიკური ენერგიის შეფარდება პოტენციურ ენერგიასთან (Eკინ/Eპოტ) h/3 სიმაღლეზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. ნულოვან დონედ დედამიწის ზედაპირი მიიჩნიეთ.
|
|
600გ მასისა და 100C ტემპერატურის წყალს ათბობენ კოლბით სპირტქურაზე, რომლის მქ კოეფიციენტი 35%-ია.. რამდენ ხანში ადუღდება წყალი და მისი რა რაოდენობა აორთქლდება თითოეულ წამში, თუ 1 წუთში 2გ სპირტი იწვია? კოლბის სითბოტევადობაა 10ჯ/K.
|
|
ორი, ტოლი სიჩქარით მოძრავი, ერთნაირი ბურთულა ერთმანეთს დაეჯახა 120 გრადუსი კუთხით და შეეწება. საწყისი მექანიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა შინაგან ენერგიად?
|
|
გაუგებრობა მოხდა. დავალება მქონდა მოცემული რომ სხეულის საწყისი სიჩქარე იყო 2მ/წმ საბოლოო 6 მ/წმ და აჩქარება საითაა მიმართულიო. მე ამ დროს ერთმანეთის ქვეშ ვხაზავ და ვარკვევ აჩქარების მიმართულებას აი ასე:
მერე ვიფიქრე, საწყისი სიჩქარე რომ 2ის ტოლი იყოს ღერძის მიმართულებით და მერე საპირისპირო მხარეს გააგრძელოს მოძრაობა 6მ/წმ-ით მაშინ როგორი იქნებოდა აჩქარების მიმართულებამეთქი.-------->პირველი დავალება როგორი პრინციპითაც შევასრულე, ისე შეგიძლიათ დამიხაზოთ და ჩემი პირობის მიხედვით ამო........
|
|
მე მაინტერესებს აქ სწორია თუ არა სიჩქარის ცვლილების-აჩქარების მიმართულება და ზომა, მადლობა წინასწარ
|
|
ბატონო ოლეგ, პაწაწინა შეკითხვები მაქვს თქვენთან:1. ეს მე დავხაზე და აჩქარება სწორია(მიმართულება და სიდიდე)??
2.წინააღმდეგობის ძალა სხეულის სიჩქარეზე როგორაა დამოკიდებული??(ჩემი აზრით რაც მეტია სიჩქარე მით ნაკლებია წინააღმდეგობა)
3.მყარ სხეულში ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალები ჭარბობს განზიდვისას, სითხეში ტოლია და აირში მიზიდვის ნაკლებია განზიდვაზე----სწორია??
პ.ს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ^_^ :დდ
|
|
ისევ ეს ამოცანა:ჰორიზონტისადმი რა კუთხითაა დახრილი მზის სხივები თუ წყალში ამ სხივების გარდატეხის კუთხეა 600----> ჯერ პირველი რაც მინდა გკითხოთ: n=1.33- ეს იმიტომ რომ ჰაერის გარდატეხის მაჩვენებელი≈1 ხომ?? ვგულისხმობ: Sin / Sin =n2/n1 სადაც n1(ჰაერის)=1. და მეორე ... Sin = n •Sin რომ გამოვთვალე, Sin=1,15.... და სინუსი 1ზე მეტი ხომ ვერ იქნება და ანუ შეცდომაა ხომ? წიგნში 2ჯერ წერია ეს ამოცანა და ორივეგან პასუხებში წერია რომ დახრის........
|
|
ძაალიან გთხოვთ დამეხმარეთ : 1. ჰორიზონტისადმი რა კუთხითაა დახრილი მზის სხივები თუ წყალში ამ სხივების გარდატეხის კუთხეა 600. 2. როგორი ოპტიკური ძალის სათვალე მჭირდება თუ 25სმ-ის მაგივრად 50სმ-ზე ვკითხულობ წიგნს კარგად.(+4დპტრ??) მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ! თქვენ პასუხებს ვკითხულობ ხოლმე და იმის გამო რომ ნამდვილად პროფესიონალი ბრძანდებით, მეც უნდა შეგაწუხოთ ხოლმე(წინასწარ დიდი მადლობა) :)) ორ ელექტრულ სპირალში გადის ერთნაირი დენი, ერთი მოთავსებულია ჰორიზონტალურად, მეორე შვეულად. რომელი უფრო მეტად გახურდებაო.. პასუხშია შვეული. მე ასე ვიფიქრე, შვეული ცოტა გაიჭიმება და სიმძიმის ცენტრი დაბლა დაიწევს, შესაბამისად პოტენციური ენერგია შემცირდება. მაშინ შინაგანმა ენერგიამ(შესაბამისად ტემპერატურამ) უნდა მოიმატო........
|
|
ერთ კონკრეტულ მაგალითზე ამიხსენით როგორ უნდა გამოვთვალო ორი განსხვავებული სიმკვრივის სითხის საზღვარზე მოტივტივე სხეულის სიმკვრივე.ან სხეულისა რომელიც ამ ორი სითხის ნარევშია ჩაძირული.....
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ
გთხოვთ აგვიხსნათ შემდეგი, როგორ და რატომ იჭერს წონასწორობას მოძრავი ველოსიპედი (2 თვლიანი), ხოლო უძრავი ვერა?
რაზეა დამოკიდებული არწაქცევის მინიმალური სიჩქარე?
|
|
1) ცივდება თუ ცხელდება იდეალური აირი , რომელიც ფართოვდება PV2=const. კანონით ?
2) აირების ნარევისთვის გამოთვალეთ =Cp/Cv (ადიაბატის მაჩვენებელი) ნარევი შედგება 1=2 მოლი ჟანგბადისაგან და 2= 3 მოლი ნახშირორჟანგისგან
დიდი მადლობა!
|
|
მეც დამეხმარეთ რა... . რა სიმაღლეს მიაღწევს 10მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით ასროლილი ბურთი. ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით
|
|
1) 1მ სიგრძის მათემატიკური ქანქარა წუთში ასრულებს 30რხევას. გამოთვალეთ სიმძიმის ძალის აჩქარება .
2)ზამბარაზე მიბმული ბურთულა ჰარმონიულად ირხევა (ჰორიზონტალურად). გამოთვალეთ აჩქარება წონასწორობის მდგომარეობიდან ბურთულას 4 სმ-ით წანაცვლებისას, თუ მისი მასაა 100 გ, ზამბარის სიხისტე კი 100ნ/მ.
მადლობა წინასწარ!
|
|
1. თუ დედამიწის ეკვატორულ რადიუსს 6400 კმ-ის სიგრძის ტოლად ჩავთვლით, როგორ უნდა გამოვთვალო, დედამიწის წარმოსახვითი ღერძის გარშემო რა რადიუსის წრეწირებს შემოწერენ 100, 250, 300, 600 და ა.შ. განედთა წერტილები?
2. რას ნიშნავს, რა იგულისხმება 0.06 კმ სიმრუდის რადიუსის რკალში? ვერ ვივხვდი
3. გზის ჰორიზონტალურ ზედაპირზე ველოსიპედის თანაბარი მოძრაობისას მის წინა საბურავზე ხახუნის ძალა რატომ მოქმედებს ველოსიპედის მოძრაობის საპირისპიროდ, უკანა საბურავზე კი მოძრაობის მიმართულებით? &........
|
|
გამარჯობათ აი ორ ამოცანას ვერ ვუპასუხე და იქნებ რამენაირად დამეხმაროთ: 1) განსაზღვრეთ ელექტროენერგიის დანახარჯი 2,5.10-4კგ წყალბადის მისაღებად, თუ ელექტროლიზი მიმდინარეობს 5ვ ძაბვაზე. დანადგარის მქ კოეფიციენტია75% &n........
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ ეს ორი ამოცანა ვერ გავიგე და იქნებ დამეხმაროთ
1)როგორი მაქსიმალური სიმძლავრის ელექტროღუმელის დადგმა შეიძლება ხაზის ბოლოში,თუ ხაზის წინაღობა 10 ომია,წყაროს სიმძლავრე 6X10^3ვტ,ხოლო ძაბვა მომჭერებზე 10^2ვ ?
2)ელექტრომაგნიტის ალუმინის გრაგნილს 0 C ტემპერატურაზე 5კვტ სიმძლავრე სჭირდება.რას უდრის მომხმარებლის სიმძლავრე თუ მუშაობის დროს გრაგნილის ტემპერატურამ 60 C-ს მიაღწია,ძაბვა უცვლელი დარჩა ? ალუმინის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტია 0.0042K
|
|
დიდი მადლობა წინა საკითხში ასე სიღრმისეულად რომ გამარკვიეთ. კიდევ მაქვს რამდენიმე შეკითხვა მრუდწირულ მოძრაობაზე
1. როდესაც ჭის ჯალამბრის სახელურის რადიუსი 3-ჯერ მეტია ლილვის რადიუსზე და ვედრო 0.6 მ/წმ სიჩქარით ამოაქვთ, მაშინ რას უდრის სახელურის ბრუნვის წირითი სიჩქარე? ლილვი და ჯალამბარი ზუსტად რა არის, ვერ გავიგე. იქნებ ჭის სურათზე მაჩვენოთ. ამოცანის სწორი პასუხი 1,8 მ/წმ-ია. ე.ი. ვედროს სიჩქარე ლილვის რადიუსზეა დამოკიდებული? Vვედრო=2пRლილვიn=0,6 მ/წმ და ჯალამბარი საჭის მსგავსია, &........
|
|
5 კგ მასის თავდაპირველად უძრავ სხეულზე 2 წმ-ის განმავლობაში მოქმედებდა ერთი მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. ამის შემდეგ ძალამ შეიცვალა მიმართულება და სხეულზე მოქმედებდა საწინააღმდეგო მიმართულების 10 ნ-ის ტოლი ძალა. რისი ტოლი იქნება სხეულის გადაადგილების სიდიდე ამოძრავებიდან 4წმ-ის განმავლობაში?
|
|
რას უდრის ატმოსფერული წნევა 1200 მ-ზე, თუ დედამიწის ზედაპირზე წნევა არის 780 მმ ვწყ.სვ. ?
|
|
გამარჯობა. გედენიძის 3.84 ნომერი ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ :( ნივთიერი წერტილი სიბრტყეზე მოძრაობს x=2t-3(მ) y=4t+1(მ) კანონით. ამ დამოკიდებულებებიდან გამომდინარე რას უდრის ნივთიერი წერტილის სიჩქარის მოდული? მადლობა წინასწარ :*
|
|
1) AB ბრტყელ სარკეზე წერტილოვანი წყაროდან ეცემა სხივები,რომლებიც სარკის ნაპირებთან ადგენენ 45 გრადუსს.განსაზღვრეთ სარკის სიგანე,თუ მანძილი წყაროსა და მის გამოსახულებას შორის 20 სმ-ია.
2)ჰორიზონტისადმი რა კუთხით ეჭირათ სარკეთუ 60 გრადუსით დაცემული სხივები მის მართობულად გავრცელდნენ?
წინასწარ დიდი მადლობა.
|
|
ტივის გადმოტვირთვის მერე მდინარეში მისი ჩაძირვის სიღრმე 60სმ-ით შემცირდა. განსაზღვრეთ რა მასის ტვირთი გადმოიღეს ტივიდან თუ ტივის ზედაპირის ფართობი 240მ2-ია. ამ ამოცანაში საბოლოოდ მივდივარ აი ამ ფორმულამდე: m=104/þტივის მაგრამ ტივის სიმკვრივე არ ვიცი და ვეღარ მივდივარ წინ... მერიდება ამდენი კითხვებით რომ აგაწიოკეთ, მაგრამ იქნებ ამ ერთზეც მიპასუხოთ :((
|
|
აისბერგი ცურავს. ცურავს თუ ტივტივებს?! მე მეგონა ცურვა ნიშნავდა მთლიანად წყლით რომ არის დაფარული და ასეთ მდგომარეობაში რომ გაუტოლდებიან სიმძიმისა და ამომგდები ძალები... ტივტივი კი მეგონა სიმძიმის და ამომგდები ძალების გატოლება მაშინ როცა სხეულს "თავი ამოყოფილი" ექნებოდა წყლიდან ... (პ.ს.უღრმესი მადლობა იმ ჩემს 10მეტრიან კითხვებს რომ უპასუხეთ, ძალიან კარგად გავიგე ყველაფერი)
|
|
მოცემული გვაქვს ზიარჭურჭელი. წიგნში წერია: "ზიარჭურჭელში ჩავასხათ სითხე და სხვადასხვა მილში სითხის სიმაღლე აღვნიშნოთ h1-ით და h2-ით.(სითხე ერთგვაროვანია და ამიტომ h1=h2) მილებში სითხის წნევა იქნება შესაბამისად: P1=þgh1 და P2=þgh2"---პირველ რიგში მაინტერესებს რას ნიშნავს: მილებში სითხის წნევა-წნევა ხომ მილებში ყოველ წეტილში გასხვავებულია და რაღაც ერთი სიდიდით რანაირად გამოვთვალეთ?! გავაგრძელოთ ტექსტი: "სითხის წონაწორობისას მილებში ერთი და იმავე სიმაღლეზე წნევ........
|
|
2 შეკითხვა მაქვს თქვენთან.. 1. ჰორიზონტალურ ზედაპირზე V სიჩქარით მოძრავი 3m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა m მასის უძრავ პლასტელინის ბურთულას და შეეწება მას. რისი ტოლია ბურთულების სიჩქარე შეჯახების შემდეგ?
2.ოთხი ერთნაირი საწონი დაკავშირებულია ერთმანეთთან უწონო და უჭიმვადი ძაფით და გადაკიდებულია უწონო ჭოჭონაქზე, როგორც ნახაზზეა ნაჩვენები. თითოეული საწონის მასაა m. რისი ტოლია საწონების აჩქარება? (ხახუნის ძალები უგულებელყავით.)--->ნახაზი ასეთია, უძრავი ჭოჭონაქის მარცხენა მხარეს ერთი კუბიკ........
|
|
მადლობა წინა პასუხისთვის <3 თუ შეძლებთ იქნებ ამაზეც მიპასუხოთ(პირობა ოდნავ ვრცელია მაგრამ ერთი თემის ირგვლივაა მხოლოდ): ნახევრად სავსე ჭიქას თავზე რომ რვეულის ფურცელი დავაფაროთ და გადმოვაბრუნოთ ქაღალდი დარჩება ჭიქაზე, რადგან ატმოსფერული წნევა მეტი იქნება წყლის მიერ ქაღალდზე წარმოებულ წნევაზე--ვკითხულობ წიგნში. მაგრამ... სინამდვილეში ფურცელზე ზემოდან წარმოებული წნევა მეტი არ იქნება? ზემოდან(ჩემი აზრით):P=Pატმ+þgh(ანუ როგორც წყლის, ისე ატმოსფეროსი), ხოლო ქვემოდან:P=Pატმ. ს........
|
|
სწორია თუ არა გამოთქმა: ხახუნის შედეგად წარმოიქმნება ელექტრონული მუხტი
|
|
აირს გადაეცა 600ჯ ენერგია რის შედეგადაც მისი შინაგანი ენერგია გაიზარდა 200 ჯოულით.რა მუშაობა შეასრულა აირმა?სასწრაფოდ მჭირდება,მადლობა წინასწარ..
|
|
როგორც ჩანს იმდენი დრო არ გაქვთ იმ კითხვებზე რომ მიპასუხოთ და იქნებ ამაში გამარკვიოთ.. როცა მეკითხებიან წნევას h სიღრმეზე, რომელ ფორმულას ვიყენებთ P=Pატმ+þgh თუ P=þgh? და როდესაც ვწერთ ფორმულაში Pატმ, მის ქვეშ ყოველთვის 101,3 კილოპასკალი იგულისხმება თუ, მაგალითად, მოცემული ზედაპირის ფართობისთვის უნდა გამოვთვალო??
|
|
დამეხმაააააააარეთ რა სასწრაფოდ მჭირდება :(
სხეული მოძრაობდა წრფივად მუდმივი სიჩქარით. მასზე 2 წამის განმავლობაშ იმოქმედა მოძრაობის მიმართულებით მოქმედმა 3ნ-ის ტოლმა ძალამ. ამის შედეგად სხეულის იმპულსი 10კგ*მ/წმ-ის ტოლი გახდა.რისი ტოლი იყო საწყისი იმპულსი?
|
|
რა სითბოს რაოდენობა უნდა გადავცეთ -5გრადუს ცელსიუსის მქონე 4 კილოგრამ ყინულს, რომ იგი გადნეს?
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.
|
|
1)ნახშირის და ლითონის გამტარები შეერთებულია მიმდევრობით. როგორი უნდა იყოს თითოეულის წინაღობა 0 C-ზე,რომ მათი საერთო წინაღობა ნებისმიერ ტემპერატურაზე 2000 ომს უდრიდეს ? ნახშირის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტია
-10-3 K ,ლითონის კი +2•10-3K
2)დენის წყარო კვებავს 220 ვ ძაბვაზე გაანგარიშებული პარალელურად შეერთებული 100 ნათურას. თითოეული ნათურის წინაღoბა 1.2x10^3 ომია. მიმყვანი სადენების წინაღOბა-4ომი.წყაროს შიგა წინაღობა-0.8ომი.განსაზღვრეთ ძა........
|
|
რა ძალა უნდა მოვდოთ ერთი ბოლოთი დაკიდებულ m მასის ერთგვაროვანი ღეროს თავისუფალ ბოლოს მის მართობულად, რომ იგი ვერტიკალიდან კუთხით გადახრილ მდგომარეობაში დავიკავოთ?
|
|
მადლობა წინა ამოცანაზე პასუხის გაცემისათვის და ძალიან სასიხარულო ფაქტია ასევე რომ გაგმიმართლა , პირდაპირ "Live"–ში პასუხობთ .... ახლა რაც შეეხება ჩემს მიერ გაგუებარ ამოცანას:
ელვა არის წყვეტილი განმუხტვა, რომელიც დაახლოებით 1 მწმ ხანგრძლივობის იმპულსებისგან შედგება. ელვის არხში ერთი იმპულსის გამავლობაში გასული მუხტი 20 კ–ის ტოლია; არხის ბოლოებზე საშუალო ძაბვა 2 გვოლეტია. გამოთვალეთ ერთი იმპულსის დენის ძალა და სიმძლავრე. რა ენერგია გამოიყოფა გაელვებისას, თუ იგი........
|
|
გამარჯობა, ახალი ვარ ამ საიტზე და როდესაც გადავხედე , ძალიან მომეწონა ფორმატიც და ასევე ადმინისტრაციისაგან გამოხატული ყურაღებაც. ახლა რაც შეეხება ამოცანას, რომელიც მე მაინტერესებს: h სიმაღლიდან თავისუფლად ვარდება c კუთრი სითბოტევადობის ლითონის ნაჭერი. რამდენი გრადუსით აიწია მისმა ტემპერატურამ მიწაზე დაცემისას, თუ ჩათვლით, რომ ნაჭრის მექანიკური ენერგიის k% შინაგან ენერგიად გარდაიქმნება? ... წინასწარ მადლობა ყურადღებისათვის
|
|
გამარჯობა ძალიან გთხოვთ ამიხსნათ ეს ამოცანა,ზოგადად დახრილ სიბრტყეებზე ვერ ვაკეთებ ამოცანებს და იქნებ დამეხმაროტ <3,m მასის ძელაკი მოათავსეს ჰორიზონტისადმი A(ალფა) კუთხით დახრილ სიბრტყეზე.ძელაკი არ ჩამოსრიალდა.ძელაკსა და ფიცარს შორის ხახუნის კოეფიციენტიამ(მიუ) რისი ტოლია ამ დროს ძელაკზე მოქმედი ხახუნის ძალა??
|
|
მადლობთ წინა შეკითხვაზე რომ მიპასუხეთ საინტერესო პასუხი იყო და თან მარტივად გასაგები.
გენერატორის მომჭერებზე ძაბვა V ვოლტია როგორ ძაბვაზე იმუშავებს ძრავა,რომელიც დაშორებულია გენერატორიდან d მანძილით ,თუ დენი მიდის სპილენძის სადენით,რომლის კვეთის ფართობი S-ია და დენი მასში A ამპერი ? სპილენძის კუთრი წინაღომაა c
ესეთი ამოცანა შემხვდა დენზე ვიცი ძალიან მარტივი ამოცანაა მაგრამ ახალი მასალაა და ჯერ ვერ ავითვისე კარგად განსაკუთრეით წრედებზე მუშაობა მიჭირს ძალიან იქნე........
|
|
გამარჯობათ ბატონო ოლეგ
ვკითხულობ თქვენს პასუხებს და ძალიან მომწონს თქვენი ახსნილი ამოცანები.
გთხოვთ ამიხსნათ ცივ კვერცხს რომ ჩავდებთ ადუღებულ წყალში, რატომ სკდება. წინასწარ გმადლობთ.
|
|
გამარჯობათ, რას უდრის ხიმინჯის ჩასობისას გრუნტის წინაღობის საშუალო ძალა, თუ 6ტ მასის უროს 1,4მ სიმაღლიდან დარტყმისას ხიმინჯი ჩადის 10 სმ-ის სიღრმეში. ხიმინჯის მასა არ გაითვალისწინოთ. ხომ ვერ დამეხმარებოდით ამ ამოცანის ამოხსნაში? მუშაობით ხომ არ იხსნება? წინასწარ დიდი მადლობა!!!
|
|
ოლეგი მას თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ხვალ საკონტროლოს ვწერ და გთხოვთ მიშველეთ:
1) უძრავი ბრტყელი სარკის სიბრტყის მართობისადმი 30 გრადუსიანი კუთხით მოძრაობს წერტილოვანი წყარო 2 მ/წმ სიჩქარით. იპოვეთ წყაროს წარმოსახვითი გამოსახულებისა და სინათლის წყაროს ფარდობითი სიჩქარე.
2)დაცემული და არეკლილი სხივების მიმართულებებს შორის კუთხე 180 გრადუსია. განსაზღვრეთ დაცემის კუთხე.
3) სინათლის სხივი წყაროდან ეცემა სარკის ზედაპირზე და სარკის განაპირა 45 გრადუსიან კუთხეებს ქმნის. სინათლესა და გამოსა........
|
|
ბატონო ოლეგ ორი ესეთი კიტხვა დამებადა :D ელემენტი როცა დაჯდება ანუ განიმუხტება რატომ ვჭეჭყავთ ? რა ხდება ამ დროს ? და მეორე კითხვა ესეთია მაცივარი როგორ მუშაობს რა პრინციპზე ? დენის ერთ-ერთი თვისება ხომ სითბოს გამოყოფაა და დენზე მომუშავე მანქანა შიგნით როგორ ცივდება :D
|
|
ბევრი ვიფიქრე ამ ამოცანებზე, მაგრამ ვერაფრით ვერ ამოვხსენი,( სკოლაში ვერ დავდიოდი იმიტომ, რომ ცუდად ვიყავი და ეს ახსნილი თემები კარგად ვერ გავიგე) ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.
2 მ სიღრმის წყალსაცავის ფსკერზე ჩასობილია ბოძი, რომელიც წყლის ზედაპირზე 1 მ-ზეა ამოწეული. განსაზღვრეთ ბოძის ჩრდილის სიგრძე წყლის ზედაპირსა და წყალსაცავის ფსკერზე, თუ მზის სიმაღლე 30 გრადუსია.
ფირფიტაზე სინათლის სხივის დაცემის კუთხე 60 გრადუსია, არეკლილ და დაცემულ სხივებს შორის კუთხე კი 90 გრადუსი........
|
|
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ!
1) რატომ არის მოწმენდილი ცა დღისით ლურჯი?
2)დავინახავთ თუ არა თეთრ ფურცელზე წითლად დაწერილს თუ მას წითელი მინით დავაკვირდებით. თუ მწვანე მინით დავაკვირდებით?
3) რომელ ფერს გაატარებს ერთმანეთზე დადებული წიტელი და იისფერი მინები?
4) რა ფერის გამოჩნდება ბალახი, თუ მას ლურჯი ფერით გაანათებენ?
|
|
მივხვდი შეცდომას,წიბო იყო 20 სანტიმეტრი და არა ფართობი,პასუხიც დაემთხვა.
რაც შეეხება მესამე ამოცანას.Po=10^5 პა,შესაბამისად,P=10^5+pgh=10^5+20x10x1000=120000 პა.
P/Po=120000/10^5=1,2.პასუხებს თუ დავუჯერებთ,წნევა სამჯერ უნდა გაზარდილიყო.ან თქვენი ახსნილი ვერ გავიგე,ან არასწორად გამოვთალე,იქნებ დამეხმაროთ.მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის :)
|
|
500 კგ მასის ზარბაზნიდან 5კგ მასის ჭურვი ჰორიზონტალურად ისროლეს 200მ/წმ სიჩქარით, ამ დროს ზარბაზანი უკან გაგორდა და ხახუნის ძალის გავლენით 2წმ-ში გაჩერდა. რისი ტოლია ხახუნის კოეფიციენტი?
|
|
:// ჩვენ ხომ უბრალოდ გვეკითხებიან 4 წამში შესრულებული მუშაობა განსაზღვრეთო :// საიდან მიხვდით რომ ამწეს მუშაობა იყო :// როგორ დასვამდნენ კითხვას ტოლქმედის მუშაობა რომ გვაინტერესებდეს??
|
|
გამარჯობა ოლეგი მასწ, რაღაც სეკითხვები მაქვს და იქნებ დამეხმაროთ <3
1 ტონა მასის ტვირთი ვერტიკალურად ააქვთ ამწეს საშუალებით. ტვირთის სიჩქარის გრაფიკის მიხედვით განსაზღვრეთ 4წამში შესრულებული მუშაობა. ამის პასუხად ვიღებ 2000ჯ-ს(mv2/2), მაგრამ პასუხებში წერია 40კჯ.
თოკზე დაკიდებული 50კგ მასის ტვირთი 1.2მ/წმ2 აჩქარებით აიტანეს 20მეტრ სიმაღლეზე. ა)გამოთვალეთ თოკის დაჭიმულობა.--->მე ქონა გამოვთვალე და მივიღე 50(1,2+10)=560 და პასუხებში წერია 550. ბ)გამოტვალეთ ტვირთი........
|
|
დღეს ცოტა არ იყოს შეგაწუხეთ.. ბოლო შეკითხვაა :// რა ძალით აწვება 200კგ მასის ტვირთი ღეროს საყრდენებს თუ იგი ღეროს ერთი ბოლოდან მისი სიგრძის 1/4-ის ტოლ მანძილზეა მოთავსებული?(ღეროს მასა=m)
|
|
1ტ მასის რელსი დევს დედამიწაზე. რა სიდიდის მართობული ძალა უნდა მოვდოთ რელსის ერთ ბოლოს რომ დადგეს ვერტიკალურად. ჩემი ვარიანტი:რელსზე მოქმედებს მის ცენტრში მოდებული სიმძიმის ძალა. ბრუნვის ღერძად რელსის მეორე ბოლო ავირჩიოთ(რაკი ვერტიკალურად უნდა დადგესო) და ვუწოდოთ მას A წერტილი. სიმძიმის ძალის მომენტი დადებითია და +M=mg•L/2 +M= 5•103L ჩემ მიერ მეორე ბოლოში მოდებული ძალა საპირისპირო მიმართულების უნდა იყოს და მომენტიც უარყოფითი იქნება. &nbs........
|
|
გამარჯობა.თქვენი დახმარების იმედი მაქვს.
1)რა წნევას მივიღებთ მიწაზე,თუ 50 კგ მასის ბავშვი 20 სმ წიბოს მქონე 10 კგ მასის კუბზე დადგება?
ფორმულას ვწერ,ძალის ფარდობას ფართობთან ორივე მასის გათვალისწინებით და ვარიანტებში ასეთი რიცხვი საერთოდ არ არის.ერთ-ერთის მასა არ უნდა ჩავთვალო?
2)როგორ შეიცვლება ერთსა და იმავე სითხეში ჩაძირულ ხსეულზე მოქმედი არქიმედეს ძალა,თუ სხეულს დედამიწიდან ავიტანთ უცხო პლანეტაზე,რომლის მასაც და დიამეტრის დედამიწის მასასა და დიამეტრზე 4ჯერ მეტია?
3)რამდენჯერ გაიზრ........
|
|
გამარჯობა იქნებ ამ ამოცანაში დამეხმაროთ :* ორი m მასისა და c კუთრი სითბოტევადობის ერთნაირი ტემპერატურის მქონე ბურთულა მოძრაობს გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთმაეთის შესახვედრად v da 2v სიჩქარეებით.ისინი დაჯახების შემდეგ მიეწებნენ ერთმანეთს.ჩათვალეთ,რომ გამოყოფილი სითბო მთლიანად მოხმარდა ბურთულების გათბობას და იპოვეთ ბურთულების ტემპერატურის ცვლილება
|
|
უკაცრავად, თქვენს პასუხში რაღაც ვერ გავიგე, A და B წერტილებში საყრდენის რეაქციის ძალები სხვადასხვა მიმართულებით რატომ არიან მოდებულნი?
60სმ სისქის კედელში ჩამაგრებულია 2,4მ სიგრძის კოჭი რომლის თავისუფალ ბოლოზე დაკიდებულია 2ტონა მასის ტვირთი რა ძალებით მოქმედებს კოჭი კედლის A და B წერტილებზე? წარმოვიდგინოთ რომ მთლიანად კოჭა არის AO მონაკვეთი. AB მონაკვეთი წარმოადგენს კედელში ჩარჭობილ ნაწილს ხოლო BO მონაკვეთი კედლიდან გამოშვერილ ნაწილს.
|
|
გამარჯობა, წიგნში ასეთი რამ წერია: თუ სხეულზე მოქმედი ძალა ცვლადია და სხეულის მოძრაობის ტრაექტორია მრუდე წირი, მაშინ სხეულის განვლილი მანძილი შეიძლება დავყოთ მცირე უბნებად, რომლებიც ჩაითვლება წრფის მონაკვეთებად, ამ უბნებზე მოქმედი ძალა კი მუდმივად." ცვლადი ძალის დროს აუცილებლად მრუდწირულია მოძრაობა? მადლობა წინასწარ ^_^
|
|
დიოდის ანოდსა და კათოდს შორის მანძილი 1 სმ-ია რამდენხანს მოძრაობს ელექტრონი კათოდიდან ანოდისაკენ,თუ ანოდური ძაბვა 440 ვოლტია
|
|
რა მუშაობა უნდა შესრულდეს რომ 10სმ სფეროს მივანიჭოთ 5X10-10კ მუხტი
|
|
გამარჯობა.მადლობა კითხვაზე პასუხის გაცემისთვის,ამოცანები ამოვხსენი.არ დავფიქრებულვარ,რომ თანაბარაჩქარებული მოძრაობა იყო ერთ-ერთ შემთხვევაში.
1 კგ სხეული თანაბრად მოძრაობს წრეწირზე 3მ/წმ სიჩქარით.განსაზღვრეთ ძალის იმპულსის მოდული ნახევარი ბრუნის შემდეგ. აქაც რაღაც მეშლება,ან არ ვიცი.მადლობა წინასწარ.
|
|
გამარჯობა შეგიძლიათ დამეხმაროთ? :) მართკუთხა ჩარჩო, რომლის გვერდებია 5 სმ. და 8 სმ, ბრუნავს 4 ტესლა
ინდუქციის მაგნიტურ ველში. ჩარჩოში გამავალი დენის სიდიდეა 3 ამპერი.
კუთხე მაგნიტური ველის ინდუქციის ვექტორსა და ჩარჩოს
ზედაპირისადმი ნორმალს შორის 90 გრადუსია. რას უდრის ჩარჩოზე
მოქმედი ძალის მომენტის სიდიდე?
|
|
ძალიან მინდა თქვენი დახმარება. უნდა გავიგო რამდენია თავისუფალი ვარდნის აჩქარება მთვარის ზედაპირზე g=G M/(R+h)^2 ფორმულით სადაც G = 6,67*10^-11 R=6738000მ და M=7,4*10^22 კგ
|
|
სადაცაა გამლახავთ :D D: D:D ავტობუსი აჩქარებულად რომ იწყებს მოძრაობას, ე.ი. მისი სიჩქარე ყოველ წამში რომ იცვლება, რა დაემართება უძრავ მაგიდაზე დადებულ ბურთულას? (ინერცია რო არ იქნება მაგას მივხვდი --თანაბარი რაკი არაა :DDDDD ) ამაზე მიპასუხეთ და მომავალ შაბათ-კვირამდე გადავშენდები :D
|
|
შემომიტია ფიზიკამ :)) გლუუვ ზედაპირზე გლუუვ ბურთულას/ძელაკს თუ დავდებთ ის ხომ ეგრევე თანაბარ წრფივ მოძრაობას დაიწყებს?! უძრავი რომ იყოს ამისთვის ხახუნია საჭირო, არა? და ბარეემ, უძრავ სხეულლზე(ჰორიზონტალურ ზედაპირზე ძევს ძელაკი/ბურთულა) რა ძალებს მოდებთ? საყრდენის რეაქცია=სიმძიმის ძალა, ამ ორი ძალის მეტს რამეს მოდებთ? უძრაობის ხახუნს, როგორც ასეთი, მოდებთ სხეულს? და გორვას თუ დაიწყებს ბურთულა, მასზე მოვდებ გორვის ხახუნის ძალას და მის საპირისპიროდ რას მივმართავ, წევის ძალაას(ამას იმიტომ გეკი........
|
|
ასეთი ამოცანა გვითხრა მასწავლებელმა: ზედაპირი გლუვიაო და µ=0,3. წევის ძალა=26ნ და იპოვეთ ხახუნის ძალაო. მერე ახსნა რომ რაკი წერია გლუვიაო ზედაპირიო ამ სიტყვაში უკვე ყველაფერი იგულისხმებაო და ამიტომ ხახუნის ძალა უდრის წევის ძალასო და ხახუნის კოეფიციენტი დასაბნევად იყო მოცმულიო. მგონი პირობას რაღაც აკლია.. არ უნდა ეწეროს რომ თანაბარია მოძრაობა? და როცა µ=0,3(და თან ვიცით რომ ხახუნი 1ის ტოლი თუა ზალიან დიდია) რანაირადაა გლუვი :// რას იტყვით
|
|
გამარჯობა. ტესტში შემხვდა: ძალის მოქმედების შედეგად სხეული: ა)იცვლის მხოლოდ სიჩქარეს ბ)იცვლის ფორმასა და სიჩქარეს სწორი იყო ა. და ნებისმიერი ძალის მოქმედება გარკვეულ დეფორმაციას ხომ იწვევს, მაგალიტად წონა. რატომ არაა სწორი ბ, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ :// მადლობა
|
|
24ვ ძაბვის წრედში ჩართულ გამათმობელში გამავალი დენის ძალა 12ა-ია,რა დრო დასჭირდება 17280ჯ სითბოს გამოყოფას ? რომელი ფორმულით უნდა ამოვხსნა ?
|
|
გამარჯობა.თუ შეგიძლიათ,დამეხმარეთ.
1)რა სიჩქარით უნდა ვისროლოთ ქვევით სხეული,რომ ახტომის შემდეგ იგი 20 მ-ით მაღლა ავიდეს?
2)მიწიდან რა სიმაღლეს მიაღწევს სხეული ახტომის შემდეგ,თუ მას 10 მეტრი სიმაღლიდან ვერტიკალურად ქვევით ივრიან 10მ/წმ სიჩქარით?
3) 2 კგ მასის სხეულის სიჩქარე ძალის მოქმედების შედეგად იცვლება ფორმულით v=6+4t.განსაზღვრეთ ამ ძალის მუშაობა პირველი 2 წამის განმავლობაში მოძრობის დროს.
რაც შეეხება მესამე ამოცანას.2 წამი ჩავსვი ფორმულაში,რომ სიჩქარე მეპოვა.აქედან v=14.განვლილი მანძილ........
|
|
გთხოვთ ამიხსნათ კინეტიკური ენერგიის თეორემა...
|
|
რა უმცირესი სიჩქარისას შეიძლება ამოვარდეს ელექტრონი?
|
|
ტელევზორის კინესკოპში მაჩქარებელი ანოდური ძაბვა 16 ვ,მანძილი ანოდიდან ეკრანამდე 30 სმ,რამდენ ხანში გაივლის ელექტრონები ამ მანძილს
|
|
განსაზღვრეთ ელექტროენერგიის დანახარჯი 2,5 . 10 -4კგ წყალბადის მისაღებად,თუ ელექტროლიზი მიმდინარეობს 5ვ ძაბვაზე.დანადგარის მქ კოეფიციენტი 75 %-ია.
|
|
გამოთვალეთ სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა 24 ომი წინაღობის გამტარში, თუ მასში გადის 8 ამპერი დენი 8 წამის განმავლობაში?
|
|
ოლეგი მასწ, რაღაც შეკითხვები მაქვს თქვენთან. ესე იგი:1. თავისუფალი ვარდნის დროს სხეულის სიჩქარე გამოითვლება ფორმულითო და ეს წერია: Vy2=V0yt2+2gy(h-h0)-----> რაღაც ვერ მივხვდი რომელი ფორმულიდანაა გამოყვანილი:// შემთხვევით, აქ t2 ზედმეტად ხომ არ წერია? ვიფიქრე რომ ამ ფორმულიდან შეიძლება იყოს გამოყვანილი: S=V2-V02/2a 2. ამ შეკიტხვაზე საკუთარი ვარიანტი მაქვს პასუხის და სწორი ხომ არაა შემთხვევით? :DD შეკითხვა შემდეგია: რატომ არ იცვლება Ox ღერძზე კუთხით გა........
|
|
უი ერთი რაღაცაც მინდა გკითხოთ, მე ყველა კითხვას ვნახულობ ხოლმე რაც იდება თქვენს საიტზე, ვიღაცას ინერციაზე ქონდა კითხვა და ეს თემა ჩემთვისაც ბუნდოვანი იყოსავით(კაი გამახსენა იმ ოჯახაშენებულმა :D) , უბრალოდ ერთი რამის დაზუსტება მინდა თქვენთან: ანუ თუ ჩამომითვლიან სხეულებს თავისი მასებით და მეუბნებიან ვთქვათ ერთი დარბის და მეორე ისვენებსო, მე იმათ ქმედებებს არ ვაქცევ ყურადღებას, რაკი მეკითხებიან რომელი უფრო ინერტულიაო ე.ი. მე ვითვალისწინებ მათი სიჩქარის ცვლილებას ერთნაირი ძალა როცა იმოქმე........
|
|
დაასრულეთ: თუ ჩაკეტილ სისტემაში რაიმე მიზეზით გაჩნდა დადებითად დამუხტული ნაწილაკი...
|
|
გასასვლელი გზის მეოთხედი მატარებელმა გაიარა 60 კმ/სთ სიჩქარით.რა სიჩქარით უვლია მატარებელს გზის დარჩენილ ნაწილზე,თუ საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე 40 კმ/სთ-ია? ეს ვერ გავიგე როგორ ამოვხსნა. მემგონი მოცემულობას რაღაც აკლია
|
|
აუჰ გადამიყოლა ამ ინერციამ და გადაგაყოლეთ თქვენც! აი ეს ტესტი ვერ გავიგე ვერ მივხვდი და თუ შეგიძლიათ რომ ამიხსნათ: რომელია მეტად ინერტული: ა)მორბენალი რომლის მასა 60კგ-ია და 7მ/წმ-ით გარბის. ბ)მორბენალი რომელიც 70კგ-ია და წამოწოლილი ისვენებს გ) უძრავი 1კგ მასის ბურთი დ)ვარდნილი 2 კგ მასის ბურთი -------------> ესე იგი მასწმა თქვა ზუსტად ასე: სწორია ბ იმიტომ რომ რაც მეტია მასა მეტად ინერტულია სხეულიო. როგორც მე თქვენი წინა "ლექციიდან" გავიგე, ორი სხეულის შედარება ინერულობის თვალს........
|
|
220 ვ ძაბვისა და 2 ომი შიგა წინაღობის დენის წყარო ჩართულია 108 ომი წინაღობის რეზისტორით.განსაზღვრეთ ძაბვის ვარდნა შიგა წრედში
|
|
გამარჯობა, რაღაც მინდა გკითხოთ; ვთქვათ სხეული მოძრაობს ვერტიკალზე აჩქარებულად. მას აჩქარებას ანიჭებს მასზე მოქმედი ძალების ტილქმედი, და დავწერთ ასეთ რამეს: ma=mg+N; როცა საყრდენის რეაქციის და სიმძიმის ძალა ტოლები იქნება აჩქარებაც 0 იქნება და სხეული იმოძრავებს წრფივად და თანაბრად ან იქნება უძრავი. კიმაგრამ, საყრდენის რეაქციის ძალა როგორ აწონასწორებს სიმძიმის ძალას, მაშინ როცა სიმძიმის ძალა მოდებულია სხეულის მასათა ცენტრზე, ხოლო საყრდენის რეაქციის ძალა-საყრდენზე? ამასთან, საყრდენის რეაქციის ძ........
|
|
უი, თქვენმა ერთმა პასუხმა ერთი მეტ-ნაკლებად საინტერესო კითხვა შთამაგონა :D 1.მატარებელი დამუხრუჭდა-მაგიდაზე დევს ორი ბურთულა, ერთი უფრო დიდი მასის ვიდრე მეორე. დიდი მასის უფრო დიდხანს იგორებს?(ის ხომ მეტად ინერტულია, ინერცია კი სიჩქარის შენარჩუნების მოვსენას ქვია) ამან თავის მხრივ კიდევ ერთი კითხვა დაბადა --2. როცა ვამბობთ რომ მეტად ინერტული სხეული უფრო ნაკლებად იცვლის სიჩქარესო, ანუ აქ რა იგულისხმება, დიდი და პატარა მასის სხეულების მიერ დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში სიჩქარის ცვლილება გა........
|
|
ბატონო ოლეგი ბიძია გამარჯობა ^_^ :DD რაღაც პრიმიტიული შეკითხვებით უნდა შეგაწუხოთ :/ : 1. მეუბნებიან იპოვეო საწყისი და საბოლოო მდებარეობის გეგმილებიო; ანუ აქ უბრალოდ კოორდინატები უნდა ამოვწერო ხო? (მერე ცალკე მთხოვენ გადაადგილების გეგმილსაც, ეგ გასაგებია) 2,ვერ მივხვდი თვითმფრინავი ჰაერში ფრენისას რატომ არ შეიძლება ჩავთვალო ნივთიერ წერტილად-ჰაერში ხომ დიდი სივრცე იგულისხმება რომელთან შედარებითაც შემიძლია უგულებელვყო თვითმფრინავის ზომები?! 3.ჰაერის წინააღმდეგობის ძალის განსაზღვრისას ნივ........
|
|
გამარჯობა, იქნებ რამდენიმე კითხვაში დამეხმაროთ(გავჭედე :///) 1. რატომ არ მოძრაობს ვერტიკალურ წრფეზე სხეული, რომელიც გადმოვარდა ვერტმფრენიდან მისი ჰორიზონტალური ფრენის დროს? 2. რატომ არ შეიძლება მოძრავი ავტობუსიდან გადმოხტომა??(არ ვაპირებ :DD უბრალოდ ფიზიკური ახსნის პოვნა ვერ მოვახერხე :DD) 3. ბურთი რომელიც მოთავსებულია თანაბრად მოძრავი მატარებლის მაგიდაზე, ამოძრავდა მატარებლის მოძრაობის მიმართულებით. რა ცვლილებები მოხდა მატარებლის მოძრაობაში?(აქ მგონია რომ გაჩერდა პატივცემული მატარებე........
|
|
batono oleg gabruidze es amocana amovxseni ubralodmainteresebda swrori tu iyoo madloba rekomendaciistvis
p.s momewona tqveni iumori
|
|
გამარჯობათ. რას უდრის გამტარის ტევადობა, თუ 7.5 ათი ხარისხად მინუს ექვსი (კ) მუხტი მის პოტენციალს ზრდის 2500 ვ -ით. მადლობა წისანწარ
|
|
გთხოვთ სწრაფად მიპასუხოთ!! :)
ამპერი * ჯოულზე / ვატი * ვოლტზე (რომელი ფიზიკური სიდიდის ერთეულს შესაბამება და იქნება თან მანახოთ როგორ ადგენთ :)
ა) დენის ძალა ბ) ელექტრო ტევადობა გ)ელექტრო მამოძრავებელი ძალა დ)წინაღობა
გთხოოოოვთ მალე მიპასუხოთ
|
|
ზღვაში ჰაერის ბუშტუკი ამოდის ფსკერიდან ზედაპირზე. რამდენჯერ
გაიზარდა მისი დიამეტრი 150 მ სიღრმიდან 10 მ სიღრმეზე ამოსვლისას?
ატმოსფერული წნევაა 105 ნ/მ2, წყლის სიმკვრივეა 1000კგ/მ3. ზღვაში სიღრმის
მიხედვით წყლის ტემპერატურა არ იცვლება.
|
|
სიხისტის კოეფიციენტი k მუდმივი სიდიდეა?
|
|
იპოვეთ მაქსიმალური მნიშვნელობა მუხტისა და პოტენციალისა, რომელიც შეიძლება გააჩნდეს 30 სმ დიამეტრის სფეროს.
|
|
გამარჯობა ^_^ რთული შეკითხვით არ მოვსულვარ :D ესე იგი მასწმა ნიუტონის კანონები ახსნა და ძალების ტოლქმედზე მიდგა საქმეე.. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც ა წერტილი და ამ წერტილში მოდეთ ორი ძალა, ერთმანეთის მიმართ 105º კუთხით. ანუ შეიქმნა ბლაგვი კუთხე. აქ ტოლქმედი რა იქნება?? მასწმა ტქვა რომ აი ეს ბლაგვი კუთხე რო სამკუთხედამდე შევავსოთ და კოსინუსების თეორემით ვიპოვოთ ის გვერდიო აი ეგაა ტოლქმედიო; ანუ გამოდის ეს ბლაგვი კუთხე პარალელოგრამამდე რო შევავსოთ, მის დიდ დიაგონალზე მითხრა მასწმა ტოლქმედიაო; მე........
|
|
გამარჯობა ) უმნიშვნელო ხახუნისას მოცემული სიმაღლის დახრილი სიბრტყის სიგრძის გადიდებით, იმ ძალის მოდული, რომლითაზ სხეულს თანაბრად ვამოძრევებთ ზევით
იზრდება
მცირდება
არ იცვლება
თუ ჯერმცირდება ,შემდეგ იზრდება ? მადლობა წინასწარ <3
|
|
გვაქვს R=1000 ომი წინაღობის გამტარი, რომელიც უძლებს მაქსიმუმ I=1 ა დენს. როგორ დაამზადებთ ამ გამტარისაგან მაქსიმალური სიმძლავრის U=220 ვოლტი ძაბვის ქსელისათვის გათვალისწინებულ სახურებელს?
პს- მიპასუხეთ რაა (( ხუთშაბათამდე :)
|
|
ხოდა 2.78, 2.79 ამოცანებში რატომაა პასუხი 0 და რადიუსის გასწვრივ ცენტრისკენ, ისევ "დათვის ბიძაშვილი?" თუ სიტყვებმა "დედამიწის ზედაპირის მიმართ" შეცვალეს რამე, თქვენსავით 2.55 ამოვხსენი, აუუ, აღარ მინდა ფიზიკაააა, ან პასუხები ჩაასწორონ
|
|
უძრავი ნავის ცხვირსა და კიჩოზე სხდედან სხვადასხვა მასის ადამიანები,საეთ ამოძრავდება ნავი თუ ისინი ერთდროულად გაცვლიან ადგილებს?მცირე მასისსა თუ მეტი მასის მხარეს.....
|
|
ველოსიპედის თანაბარი მოძრაობისას მის წინა საბურავზე ხახუნის ძალა საითაა მიმართული და რატომ? (ორივე ბორბალი ხომ ერთნაირად მოძრაობს და რატომ არ არის ერთ მხარეს მიმართული?)
|
|
ველოსიპედის vსიჩქარით თანაბარი მოძრაობისას მისი ბორბლის c წერტილის სიჩქარე დედამიწის მიმართ საითაა მიმართული და რას უდრის? (თუ ბორბლის o ცენტრს დავამთხვევთ კოორდინატთა სათავეს c წერტილი x ღერძის გასწვრივ მარჯვენა მხარეს მდებარეობს) დიდი მადლობა ყურადღებისთვის
|
|
საფანტის დასამზადებლად 20C ტემპერატულის 10 ლ წყალში დნობის ტემპერატურამდე გახურებული 2 კგ ტყვია ჩაასხეს . განსაზღვრეთ წყლის ტემპერატურის ნამატი.
მადლობა წინასწარ
|
|
განსაზღვრეთ ნეკეთობაზე ნიკელის ფენის სისქე თუ 0.6 ა დენისას 120სმ2 ზედაპირის ფართობის ლითონის ნაკეთობის მონიკელება 5საათს გაგრძელდა (სიმკვრივე ტოლია 8900კგ/მ3
|
|
იქნებ გედენიძის აბიტურის 2.83 ნომერიც ამიხსნათ (ნახაზის გადმოტანას ვერ ვახერხებ) და იმედია მეტს აღარ შეგაწუხებთ. დიიდი დიდი მადლობა ძალინ დამეხმარეთ. საატესტატოსტვის კიდევ რომელ სახელმძრვანელოს მირჩევთ? დიდი მადლობა რომ არსებობთ
|
|
როდესაც დინამომეტრის ნელ-ნელა ქვევით დაწევით მასზე დაკიდებული სხეული მთლიანად წყლით დაიფარა და დინამომეტრის ჩვენება 4 ნ-ით ნაკლები აღმოჩნდა, მასინ სხეულის წონა გაიზრდება, შემცირდება, თუ არ შეიცვლება?
|
|
მადლობთ რომ ჩემ დასმულ კითხვას პასუხი გაეცით ერთი ესეთი შეკითხვა მაქ ფიზიკა ხომ იყოფა მიმარტულებებად მოლეკულური ფიზიკა ელექტროობა ასტროფიზიკა ანუ ზოგო რას შეისწავლის ზოგი რას მე ესეთი კითხვა მაქ რა ქვია იმ მიმართულებას რომელიც კონკრეტულად ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს შეისწავლის როგორიცაა მასა,დრო და სივრცე და თუ საიდუმლო არაა თქვენ რომელი განხრით გაქვთ განათლება მიღებული ? იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი იცით რაც არ უნდა გკითხონ :D
|
|
მოგესალმებით რა მაინტერესებს იცით აი დავუშვათ რაღაც E ენერგია მოხმარდა კონდენსატორის დამუხტვას და ეს კონდენსატორი დაიმუხტა რაღაც Q მუხტამდე ენერგიის შენახვის კანონიდან ამ კონდენსატორის საერთო ენერგია ხომ Q უნდა იყოს ? ხოლო ის ენერგია რაც ამ კონდენსატორიდან შეძლება მივიღოთ მაგ. განათებისათვის Q/2 ხომ ?
კონდენსატორის მუხტი არის Q ხოლო ფირფიტის ფართობი S გასაზღვრეთ ფირფიტებს შორის მანძილი თუ კონდენსატორის დამუხტვაზე დაიხარჯა E ენერგია დიელექტრიკული შეღწევადობაა e
........
|
|
1)რა ღირს 40ვატიანი ნათურის მუშაობა 2საათის განმავლობაში თუ 1კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასი 17 თეთრია?
2)110ვტ–იანი ნათურა ჩართულია 220ვ ქსელში 4სთ–ის განმავლობაში.იპოვეთ მომჭერებზე გამავალი დენი? (ამ ამოცანაში 0,5 მივიღე პასუხი და სწორია?)
|
|
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე M მასის ფიცარია მოთავსებული. ფიცარზე m მასის ძელაკი დევს. ფიცარსა და ზელაკს შორის ხახუნის კოეფიციენტია µ . ძალეკმა ფიცრის მიმართ მოძრაობა რომ დაიწყოს საჭიროა მასზე ზედაპირის პარალელურად ვიმოქმედოთ ძალით რომლის მოდულია...
|
|
თუ დრეკადი ბურთი h1 სიღრმეზე წონასწორობაშია და წყლის ტემპერატურა ყველგან ერთნაირია, მაშინ h2 სიღრმემდე ჩაწეული ბურთი გაავისუფლების შემდეგ რას იზამს?
|
|
ისევ მე ვარ მაგრამ რა ვქნა ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება :D
უძრავი ელექტრონი 1.25X10^4 ვ ამაჩქარებელი ძაბვის მოქმედებით შედის კონდენსატორის ჰორიზონტალურ ფირფიტებს შორის. შესვლის მომენტში ელექტრონი თანაბრადაა დაშორებული ფირფიტებიდან. რა მინიმალური ძაბვა უნდა მოვდოთ კონდენსატორს რომ ელექტრონი გარეთ არ გამოვარდეს ? კონდენსატორის ფირფიტის სიგრძეა 10სმ ფირფიტებს შორის მანძილი 2სმ
მე რა ვერ გავიგე იცით ელექტრონის სიჩქარის ვექტორს ხომ ჰორიზონტალური მიმართულება უჭირავს და როგორ შეიძლება ვერტიკა........
|
|
გამარჯობათ ისევ მე გაწუხებთ :D ჯერ მადლობა მინდა გითხრათ წინა ამოცანებისათვის ძალიან დამეხმარეთ მაგრამ ერთი ამოცანა შემხვდა კიდევ რომელსაც თითქოს ვხსნი ძალიან ადვილია მაგრამ პასუხები არ ემთხვევა და ეგების თქვენ დამეხმაროთ დავიბენი :D
ბრტყელი კონდენსატორის ჰორიზონტალურ შემონაფენებს შორის წონასწოობაშია ზეთის წვეთი, რომელსაც 1000 ზედმეტი ელექტრონი გააჩნია განსაზღვრეთ წვეთის რადიუსი, თუ შემონაფენებს შOრის ძაბვაა 9.42X1000 ვ მანძილი 5X10^-3მ ზეთის სიმკვრივეა 0.9X100კგ/მ^........
|
|
გამარჯობა. ერთი ამოცანა მაქვს შესასრულებელი საკონტროლოსთვის და არ ვიცი როგორ კეთდება: დანადგარი, რომლის სიმძლავრეა N=30 კვტ, ცივდება სპირალის ფორმის მილში გამდინარე წყლით. მილის განივკვეთის ფართობი S=1 სმ2. მუშაობის პროცესში გამდინარე წყალი თბება ∆t=15°C-ით. იპოვეთ წყლის მოძრაობის v სიჩქარე, თუ დანადგარის მუშაობისას გამოყოფილი ენერგია ხმარდება წყლის გათბობას?
|
|
თქვენ ხომ არ იცით ნიუტონის ქანქარა სად შეიძლება ვიყიდო?
|
|
გამარჯობა, დღეს ფიზიკის გაკვეთილზე ერთ უცნაურობას წავაწყდი: ამოცანა შემდეგია: ორი წრეწირია მოცემული, ერთის დიამეტრი=d, ხოლო მეორის დიამეტრი=4d. ეს წრეწირები ერთმანეთს არიან მიჯრილი და ბრუნავენ ხახუნის გარეშე. უნდა ვიპოვოთ n1/n2(სიხშირეთა შეფარდება). დაფასთან ამოვხსენი ასე: n1/n2=T2/T1 აქედან T1=Пd/v1 T2=4Пd/v2 ----->დავწერე ეს და სრულიად მექანიკურად, გაუაზრებლად, როცა შევაფარდე 4Пd/v1 Пd/v2-თან, შევკვეცე და მივიღე 4. ამ დროს ჩემი მასწავლებელი ბედნიერია მაიგრამ მე კი დავ........
|
|
ბატარეის ემ ძალა 6 ვ-ია ,მისი შიგა და გარე წინაღობები,შესაბამისად 0,5 და 11,5 ომი.განსაზღვრეთ დენის ძალა წრედში,ძაბვა ბატარეის მომჭერებზე და ძაბვის ვარდნა ბატარეაში.
|
|
ჭურჭელში 20 C ტემპერატურის 2 ლ წყალია . მასში 1ლ მდუღარე წყლის ჩასხმის შემდეგ ტემპერატურა 45 C -მდე გაიზარდა. განსაზღვრეთ ჭურჭლის სითბოტევადობა.
|
|
Mogesalmebit :) ori amocana maqvs da tqveni daxmareba mchirdeba orives dadeba ar mindoda ubralod dzalian rom ar mchirdebodes ar shegacuxebdit :D
1)ძაფზე რომლის სათავეა A ბოლო კი B დაკიდებულია ორი ერთნაირი 0.2 გ მასის ბურთულა რომლებიც დამუხტულია ერთნაირად 10ნკ პირველი ბურტულა დაკიდებულია შუაში C წერტილზე მეორე კი ბოლოშI B წერტილზე მათ შორის მანძილია 3 სანტიმეტრით იპოვეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა AC მონაკვეთზე და CB ზე
2) თანაბრად დამუხტული Q ბურთულები მოთავსებულ........
|
|
აუფ :// ერთსაც გკითხავთ რაა :// თუ ვთქვათ ორი სხეული მოძრაობს გზაჯვარედინზე, რომლის კუთხეც არის 150°, შეხვედრის მომენტიდან რა დროში იქნება მათ შორის მანძილი 15კმ თუ ერთის სიჩქარეა 15მ/წმ ხოლო მეორის 20მ/წმ.(პ.ს. რიცხვები არ დაჯდება კარგად, ჩემი მოჩმახული ამოცანაა :// ) იდეის დონეზე მე კოსინუსების თეორემით გავიგებდი სიჩქარეს და რასაც მივიღებდი-15000-ს იმაზე გავყოფდი; მაგრამ, წინაზე რომ ამომიხსენით, ურთიერთმართობული როიყო გზები, თქვენ ჯერ ერთი წერტილის კოორდინატი დაადგინეთ T დროის შუალედში, მე........
|
|
კიდევ ერთხელ მოგესალმებით :D მადლობა ასეთი გაააასაგები პასუხებისთვის ^_^ რა მინდა გთხოვოთ, წგნში ვკითხულობ შემდეგ წინადადებებს(წრფივ თანაბარაჩქარებულ მოძრაობას გავდივარ): 1) "აჩქარება ვექტორული სიდიდეა, მისი მიმართულება ისეთივეა, როგორიც სიჩქარის ცვლილებისა." 2)იმ შემთხვევაში, როცა სიჩქარის და აჩქარების გეგმილების ნიშანი ერთნაირია, მაშინ სიჩქარის მოდული დროის მიხედვით იზრდება-მოძრაობა აჩქარებულია, თუ სიჩქარისა და აჩქარების გეგმილების ნიშნები არ ემთხვევა, სიჩქარის მოდული დროის მიხედვით ........
|
|
საღამომშვიდობისა..შეიძლება ბატარეების შეერთებებზე მიპასუხოთ? რა მოსდის ბატარეებსა და ელ.წრედს მიმდევრობითისა და პარალელური შეერთებების დროს? :)
|
|
მოტორიანმა ნავმა მდინარე უნდა გადაცუროს. მდინარის დინების სიჩქარეა V1ვექტორი, ნავის სიჩქარე წყლის მიმართ V2ვექტორი. განსაზღვრეთ როგორი A კუთხით უნდა მიმართონ ნავის სიჩქარე ნაპირის მიმართ, რომ მდინარე გადაცუროს: ა)მინიმალური დროის შუალედში ბ)უმოკლესი მანძილით. მადლობა წინასწარ <3
|
|
გაქვს R=1000 ომი წინაღობის გამტარი,რომელიც უძლებს მაქსიმუმ I=1ა დენს.როგორ დაამზადებთ ამ გამტარისგან მაქსიმალური სიმძლავრის U=220 ვლოთი ძაბვის ქსელისათვის გათვალისწინებულ სახურებელს?
|
|
რას უდრის წყაროს ემ ძალა,თუ წყაროს შიგნით ერთი პოლუსიდან მეორემდე 20 კ მუხტის გადატანისას გარე ძალები ასრულებს 50ჯ მუშაობას.
|
|
ქვაბში ჩასხმული V=1 ლ წყალი ვერა და ვერ აადუღეს p=100-ვატიანი სახურებლით.სახურებელი გამორთეს.რამდენ ხანში შემცირდება წყლის ტემპერატურა დელტა t=1 გრადუსით?
|
|
ქვაბში ჩასხმული V=1 ლ წყალი ვერა და ვერ აადუღეს p=100-ვიტამინი სახურებლით.სახურებელი გამორთეს.რამდენ ხანში შემცირდება წყლის ტემპერატურა დელტა t=1 გრადუსით?
|
|
ალუმინის ქვაბში რომლის მასა 800 გ-ია, აცხელებენწყალს ადუღებამდე. წყლის მოცულობა 5 ლ-ია, საწყისი ტემპერატურა 10º©. სითბოს რა რაოდენობა იხარჯება წყლის ადუღებაზე? (მადლობა წინასწარ)
|
|
ჰორიზონტალურ მაგიდაზე L სიგრძის ერთგვაროვანი თოკია.ამ თოკის x ნაწილი ძევს ჰორიზონტალურ მაგიდაზე დანარჩენი კი მაგიდის კიდეზეა ჩამოშვებული.ისე რომ თოკზე მცირე ძალით მოქმედებისას თოკი მთლიანად ჩამოსრიალდა.იპოვეთ ხახუნის კოეფიციენტი მაგიდასა და თოკს შორის.
|
|
მოძრავი ბურთულა ეჯახება იმავე მასის ბურთულას და მოძრაობას.როგორც 1 მთელი იპოვეთ საწყისი Eკინეტიკური და შეჯახების შემდეგ Eკინეტიკური
|
|
მაპატიეთ ასეთი გაკადნიერება :D უკვე მეოთხე კითხვას ვწერ, მაგრამ ეს ძირეული საკითხები თუ გავიგე მერე მგონია რომ ყველაფერს გავიგებ და მომიტევეთ :// მაშ ასე, წიგნში წერია რომ, ვექტორული სიდიდეებისთვის ვექტორის მოდული განსაზღვრავს ფიზიკური სიდიდის რიცხვით მნიშვნელობას; (პ.ს. ვექტორის გამოსახვისთვის გამოვიყენებ --> () აღნიშვნას, მაგალითად გადაადგილების ვექტორი-- (S) ) აგრეთვე წერია რომ X და Y ღერძებზე გეგმილების კვადრატების ჯამიდან ფესვი იქნება ვექტორის მოდული--კიბატონო, გასა........
|
|
გამარჯობა ^_^ ვიღაცამ დადო ასეთი ამოცანა: 140ნ ძალით წააგრძელეს ზამბარა 2მმ-ითო და იპოვეთ შესრულებული მუშაობაო; მე ჩემი მოკლე ტვინით პირდაპირ 140-ს გავამრავლებდი 0,02-ზე :/// მაგრამ აღმოჩნდა რომ საშუალო ძალა გვჭირდებოდა :// შეგიძლიათ ამიხსნათ რა შემთხვევებში გვჭირდება საშუალო ძალა?(სხვა ბუნების ძალებიც მაქვს მხედველობაში) :// მადლობები ^_^ <3
|
|
ესე იგი მექანიკის გამეორება დავიწყე და ჩემს ტვინში სრული არეულობაა!!! შემხვდა ასეთი ამოცანა--ორ ურთიერთმართობულ გზატკეცილზე თანაბრად მოძრაობს ორი ავტონობილი რომელთა სიჩქარეებია 15მ/წმ და 20მ/წმ. გზაჯვარედინზე შეხვედრიდან რა დროის შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი 15კმ? მასწმა ამიხსნა სამკუთხედის კათეტებად უნდა ჩავთვალო 15 და 20, უნდა გავიგო ჰიპოტენუზა(25მ/წმ) და 15000/25=600წმ --------->ამ ხერხით გასაგებია, მაგრამ მექანიკის ძირითადი ამოცანის ფორმულით ვცდილობდი მე ამოხსნას და შეგიძლიათ ამ ხერხით........
|
|
უი, კიდევ რა მინდა გკითხოთ: სისტემები ერთმანეთის მიმართ უძრავია როცა ერთი სისტემა მეორის მიმართ არ იცვლის მდებარეობას; მაააშინ, ასეთი სიტუაცის წაარმოვიდგინოთ: ორი სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ისე მოძრაობს რომ მათ შორის მანძილი არ იცვლება ერთი წამითაც კი(ვთქვათ ორი აბსოლუტურად დგუვი ბურთულა აბსოლუტურად გლუვ ყინულის ზედაპირზე, ოღონჯ ჯერ ერთი ბურთულა დავდეთ და დაიწყო მოძრაობა, მერე მეორე, მაშორის დადების მომენტში მანძილი იყო და დარჩა 0,1მ, ეს სისტემები უძრავია ერთმანეთის მიმართ?
|
|
140ნ ძალის მოქმედებით ზამბარა 2 მმ-ით წაგრძელდა . გაიგეთ შესრულებული მუშაობა
|
|
400 კგ მასის აგურით დატვურთული კონტეინერი მოდულით 10 მ/წმ სიჩქარიით ააქვთ შვეულად . განსაზღვერეთ 20 წმ-ში შესრულებული მუშაობა და სიმძლავრე
|
|
ჰორიზონტალურ გზაზე თანაბრად მოძრავი მანქანა დაამუხრუჭეს რომლის სჩქარეა 20 მ.წმ ხოლო მასა 1ტ. გაიგეთ მუშაობა
|
|
როდესაც სხეულზე მოქმედი ძალა გადაადგილების მიმართულებასთან მახვილ კუთხეს ქმნის მაშინ სხეულის კინეტიკური ენერგია იზრდება თუ მცირდება?
|
|
1 ტ მასის ავტომობილის სიჩქარე 30მ|წმ-დან 10მ|წმ-მდე შემცირდა. განსაზღვრეთ ავტომობილზე მოქმედი ძალების ტოლქმედის მუშაობა
|
|
რატომ იყენებენ გათბობის სისტემაში წყალს? ვფიქრობ რომ ეს მის კუთრ სითბოტევადობასთანაა დაკავშირებული მაგრამ ეს ზუსტად არ ვიცი.
|
|
1.6 კგ სპილენძის ქვაბში მოთავსებულია 2.3 კგ წყალი. სითბოს რა რაოდენობაა საჭირო წყლიანი ქვაბის 10 გრადუსი ©-დან 100 გრადუს ©-მდე გასაცხელებლად?
|
|
განსაზღვრეთ 2.1 სიგრძისა და 1.75მმ2 გამტარობის კუთრი წინაღობა თუ მის ბოლოებზე 3 ვოლტი, ძაბვისას მასში გადის 2.3 ამპ დენი
|
|
წრედის ბოლოებზე ძააბვა 90 ვოლტია. პირველი და მეორე ნათურები ერთნაირია (ორი ნათურა პარალელურად არის შეერთებული. აქედან ზედა მეორეა ხოლო ქვედა მესამე. ამასთან მიმდევრობით მიერთებულია პირველი ნათურა) . მესამე ნათურის წინაღობა ოთხჯერ მეტია პირველსაზე. განსაზღვრე ძაბვა პირველი ნათურის ბოლოებზე. ნახაზი ვერ ავტვირთე :( გტხოვთ დამეხმარეთ
|
|
იპოვეთ გამტარის ელექტრონების მიმართული მოძრაობის საშუალო სიჩქარე,თუ მათი კონცენტრაცია 4 . 1022 სმ-3-ის ტოლია,გამტარის განიკვეთის ფართობია 0,5 სმ2 და დენის დალა მასში 3,2ა.წინასწარ მადლობთ
|
|
განსაზღვრეთ ალუმინის მავთულის განიკვეთის დართობი და სიგრძე,თუ მისი წინაღობაა 0,1 ომი,მასა კი-54გ
|
|
სხეული აწყდება ..........................................
|
|
60კგ მასის სხეული აწყდება ცილინდრული ფორმის 10 მეტრი რადიუსის მქონე ჩაღრმავებას რომლის შუა წერტილია b.განსაზღვრეთ რა ძალით აწვება იგი ზედაპირს წერტილში რომელიც მიიღება b წერტილის მობრუნებით ჩაღრმავების ცენტრის გარშემო 30 გრადუსიანი კუთხით.ძალიან მჭირდება.....
|
|
ორივე მხრიდან ღია 60 სმ სიგრძის მინის მილი ჩაუშვეს ვერცხლისწყლიან ჭურჭელში, მისი სიგრძის 1/3 სიმაღლეზე; შემდეგ დახურეს მილი ზემოდან და ამოიღეს ვერცხლისწყლიდან. განსაზღვრეთ, რა სიმაღის ვერცხლისწყლის სვეტი დარჩება მილში. ატმოსფერული წნევაა10^5 პა g=10მ/წმ^2 ერცხლისწყლის სიმკვრივეა 13.6კგ/მ^3 პროცესი იზოთერმულია
veranairad ver gavakete haeris simkvrive ar aris mocemuli arada vrcxliscylis zemot xom darcha haeri da masac xom aqvs ara garkveuli wneva am vercxlze :D i........
|
|
A წერტილი მოძრაობს V სიჩქარით ისე, რომ მისი სიჩქარის V ვექტორი ყოველთვის მიმართულია B წერტილისაკენ, რომელიც თავის მხრივ მოძრაობს წრფივად და თანაბრად U<V სიჩქარით. საწყის მომენტში მათი სიჩქარეები ურთიერთმართობულია, ხოლო მანძილი წერტილებს შორის უდრის L-ს. რა ხნის შემდეგ შეხვდებიან წერტილები ერთმანეთს? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
საატესტატო შეკითხვებში ხშირია კითხვები წრედთან დაკავშირებით,კერძოდ,რომელი ნათურა აინთება k1 ჩამრთველის ჩართვისასო.(ძირითადად ნათურებზე)გთხოვთ ამიხსნათ ეს საკითხი კონკრეტულ მაგალითზეეეე.....
|
|
რამდენით შეიცვლება q1=10-9 კ მუხტის კინეტიკური ენერგია q2=10-6 კ მუხტის ველში მოძრაობისას, თუ იგი გადაადგილდება q2 - დან 3სმ-ით დაშორებული წერტილიდან 10სმ-ით დაშორებულ წერტილში? საწყისი სიჩქარე ნულის ტოლია.
|
|
ორი ნაწილაკი მოძრაობს V1 და V2 მუდმივი სიჩქარეებით. საწყის მომენტში მათი რადიუს ვექტორებია r1 და r2. ამ ოთხი ვექტორის როგორი თანაფარდობის დროს დაეჯახებიან ნაწილაკები ერთმანეთს? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
a გვერდის მქონე ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში მოთავსებულია სამი წერტილი. ისინი ერთდროულად იწყებენ მოძრაობას v მოდულის მქონე სიჩქარით ისე, რომ პირველი წერტილი ყოველთვის მოძრაობს მეორისკენ, მეორე – მესამისკენ და მესამე კი პირველისკენ. რა დროის შემდეგ შეხვდებიან წერტილები ერთმანეთს? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
ფორიზონტალურ გზატკეცილზე მოდულით 20მ|წმ სიჩქრით და 0,8 მ|წმ2 ცენტრისკენული აცქარებით წრეწირის რკალზე უხვევს ავტომობილი, განსაზღვრეთ მოსახვევის სამრუდის რადიუსი
|
|
ნავი მოძრაობს წყლის მიმართ მდინარის დინების სიჩქარეზე 2 ჯერ ნაკლები სიჩქარით. დინების მიმართულებისადმი რა კუთხით უნდა იმოძრაოს ნავმა, რომ დინებამ ის რაც შეიძლება ნაკლებად ჩამოაცუროს? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
უკვე მეორედ გაწუხებთ მაგრამ რა ვქნა ძალიან მჭირდება ამ ამოცანის გამოყვანა მინდა ოღონდ თუ არის ისეთი ხერხი რომ ტრიგონომეტრიული ფინქციების გარეშე გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ ეს ჯერ არ გვისწავლია
შვეულად ასროლილი ჭურვი მაქსიმალურ სიმაღლეზე აფეთქდა და სამი ნამსხვრევი წარმოიქმნა. ურთიერთმართობული ორი ნამსხვრევიდან ერთის მასაა 9 კგ და სიჩქარე 60 მ/წმ ხოლო მეორეს მასა 18 კგ და სიჩქარე 4 მ/წმ. მესამე ნამსხვრევის სიჩქარის მოდულია 200 მ/წმ. ჯერ გრაფიკულად ზშემდეგ ანალიზურად განსაზღვრეთ მეს........
|
|
შეგიძლიათ დამეხმაროთ? :/ მერვე კლასის სკოლის წიგნშია ესეთი შეკითხვა: " როგორია თქვენი ვარაუდი ერთი და იგივე სითბოა საჭირო დუღილის ტემპერატურაზე ერთი და იმავე მასის სხვადასხვა სითხის ასაორთქლებლად ? ახსენით რატომ ? "
|
|
გთხოვთ მიპასუხოთ, სასწრაფოდ მჭირდება <3 რამდენია ფაიფურის კუთრი სითბოტევადობა?
|
|
20 კგ მასის სილიანი ურიკა მოძრაობს გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე 2 მ/წმ სიჩქარით . სილაში შვეულად ვარდება 4 კგ მასის ბირთვი და მოძრაობს ურიკასთან ერთად . იპოვეთ ურიკის სიჩქარე ბირთვის დავარდნის შემდეგ
|
|
20 კგ მასის სილიანი ურიკა მოძრაობს გლუვჰორიზონტალურ ზედაპირზე 2 მ/წმ სიჩქარით . იპოვეთურიკის სიჩქარე თუ სილას შემხვედრი მიმართულებით ეჯახება და შიგ რჩება 4 მ/წმ სიჩქარით მოძრავი ჰორიზონტალურად მოძრავი 4 კგ მასის ბირთვი
|
|
30 კგ მასის სილიანი ურიკა დგას გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. სილას ეჯახება და შიგ რჩება 4 კგ მასის 5მ/წმ სიჩქარით ჰოიზონტაკურად მოძრავი ბირთვი. იპოვეთ ურიკის სიჩქარე
|
|
ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება ამ ამოცანაში
შვეულად ასროლილი ჭურვი მაქსიმალურ სიმაღლეზე აფეთქდა და სამი ნამსხვრევი წარმოიქმნა. ურთიერთმართობული ორი ნამსხვრევიდან ერთის მასაა 9 კგ და სიჩქარე 60 მ/წმ ხოლო მეორეს მასა 18 კგ და სიჩქარე 4 მ/წმ. მესამე ნამსხვრევის სიჩქარის მოდულია 200 მ/წმ. ჯერ გრაფიკულად ზშემდეგ ანალიზურად განსაზღვრეთ მესამე ნამსხვრევისსიჩქარის მიმართულება და მისიი მასა
|
|
გამარჯობა ^_^ 2 კითხვა მაქვს თქვენთან; 1. კონვექციის მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი და ათასი რაღაც ვნახე ინტერნეტში და წავაწყდი რომ: "დნობა-გამყარება, აორთქლება-კონდენსაცია, სუბლიმაცია-დესუბლიმაცია-კონვექციის სახეებია წყლის ჭავლით" :/// რაცხა ეჭვი მეპარება(აორთქლება-კონდენსაციის გარდა), იქნება დამეხმაროთ გარკვევაში? 2.შინაგანი ენერგია რომელ მდგომარეობაშია უფრო მეტი, მყარში, თხევადში თუ აირადში? ვთქვათ ავიღოთ წყალი. ჩემი მოსაზრება მაქვს მაგრამ ძალიან არეულად ვარ :/// ჩემი აზრით ყინულშ........
|
|
წყალბადის ატომის გამოსხივების ხაზოვანსპექტრის ბალმერის სერიაში რამდენი R-ის ტოლია მე-3-ე ხაზის შესაბამისი ტალღის სიხშირე (v) ? (R რიდბერის მუდმივაა)
|
|
რას უდრის თავისუფალი ვარდნის აჩქარება (g1) დედამიწის ზედაპირიდან h = R/2 მანძილზე (R დედამიწის რადიუსია, g = 10 მ/წმ2 )
|
|
რა აჩქარებით უნდა ამოძრავდეს ბაგირი ტვირთით, რომ ბაგირის დაჭიმულობის ძალა 2,5 ჯერ გაიზარდოს?
|
|
რას უფრო მეტი ენერგია სჭირდება: წყლის 0 გრადუსიდან 100 გრადუსამდე გაცხელებას თუ შემდეგ მის აორთქლებას? რატომ?
|
|
ჰორიზონტალურ გზაზე მოდულით 20მ/წმ სიჩქარით მოძრავი1ტ მასის ავტომობილი დაამუხრუჭს. განსაზღვრეთ შესრულებული მუშაობა. 200 000 იქნება ხო.
|
|
კაი გამარჯობა თქვენი ^_^ :D რა მინდა გკითხოთ თბოგამტარობა მხოლოდ მყარ სხეულებს რატომ ახასიათებთ?! სითხეში ან აირშიც ხომ ხდება მეტად გახურებული ნაწილიდან ნაკლებად გახურებულისთვის სითბოს გადაცემა სითბური წონასწორობის დამყარებამდე?! ანუ სამივე მდგომარეობას ახასიათებს ხომ? მადლობა წინასწარ <3 ^_^
|
|
გამარჯობა. რა არის ტრანზისტორის გაძლიერების კოეფიციენტი და როგორ გამოვიყენოთ იგი წრედში? მადლობა წინასწარ
|
|
იპოვეთ მათემატიკური ქანქარას სიგრძე, თუ მისი რხევის პერიოდია 1.8 წმ. და g =10 მ/წმ2
|
|
გამოთვალეთ წრიული რგოლის ინერციის მომენტი სიმეტრიის ღერძის მიმართ, თუ რგოლის მასა არის 190გრამი, რგოლის შიდა რადიუსი 2 სმ, რგოლის გარე რადიუსი 6 სმ
|
|
50 კგ მასის სხეული თანაბრად ააქვთ დახრილ სიბრტყეზე.რა მუშობა სრულდება, თუ დახრილი სიბრტყის სიმაღლე 2.5 მ-ია? (ხახუნი პრაქტიკულად არ არის). დამოუკიდებელია თუ არა ეს მუშაობა დახრილი სიბრტყის სიგრძეზე?
|
|
წყლის (c=4200 ჯ/კგC) წვეთი დედამიწაზე დაცემისას აორთქლდა. გამოთვალეთ რა სიმაღლეზე უნდა ავიტანოთ იგი რომ ეს პირობა მოხდეს. ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. ნებისმიერი m მასის წყალი აორთქლდება ?
|
|
გამარჯობა, თქვენი საიტის კითხვებს ვათვალიერებდი და ერთი ასეთი ვნახე: წყალსატევის 2 სხვადასხვა წერტილში წარმოქმნილი ტალღების ამპლიტუდები ტოლია და უდრის 0.2 მ. რისი ტოლი იქნება მათი ზედდებისასდ წარმოქმნილი ტალღის ამპლიტუდა თუ: ა)შეხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში თხემებით ბ) შეხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში ერთის თხემი და მეორის ღრმული ----> ამ ორივეს პასუხი გასაგებია მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა გ) თუ ერთმანეთს შეხვდებიან ღრმულებით???? აქაც შევკრებთ ამპლიტუდებს? მადლობა წინასწარ ........
|
|
გამარჯობათ, შეგიძლიათ თეორიულად ამიხსნათ 220ვ ძაბვაზე მიმდევრობით შეერთებული 25 და 100 ვტ სიმძლავრის ნათურებიდან, რომელი ნათურა გაანათებს უფრო კარგად, თუ მათ ჩავრთავთ იმავე ძაბვის წრედში რომელზედაც ისინია გაანგარიშებული.
|
|
განსაზღვრეთ საათის საათების წუთების წამების მაჩვენებელი ისრების ბრუნვის პერიოდი
|
|
გზის ჰორიზონტალურ უბანზე ავტომობილი უხვევა 32მ რადიუსის მოსახვევში,მოდულით 8მ წმ სიჩქარით.განსაზღვრეთ გზასთან თვლების ხახუნის კოეფიციენტი.
|
|
სპილენძისა და ალუმინის მავთულების მასა და განივკვეთის ფართობი ერთნაირია.რომლის წინაღობაა მეტი და რამდენჯერ?
|
|
მზიდან კომეტა ჰალვეამდე უდიდესი მანძილია 35,4 Rდ, (Rდ – დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსია) უმცირესი - 0,6Rდ . ბოლოს მზის მახლობლად იგი 1986 წელს შეამჩნიეს. რომელ წელს გამოჩნდება იგი კვლავ მზის მახლობლად?
|
|
ჭურჭელში, რომელშიც ასხია 00C ტემპერატურის წყალი, ჩააგდეს – 300C ტემპერატურის 1 კგ მასის ყინულის ნაჭერი. რა მასის ყინული იქნება ჭურჭელში სითბური წინასწორობის დამყარების შემდეგ?
|
|
დამცურებელი ბარჯით გადააადგილებს ტივს, რისთვისაც ბარჯს აწვება 200 ნ ძალით. რა მუშაობას შეასრულებს დამცურებელი ტივის 10 მ მანძილზე გადაადგილებისას, თუ კუთხე ძალისა და გადაადგილების მიმართულებებს შორის 40o-ია?
|
|
4 კგ მასის სხეულის სიჩქარე თავისუფალი ვარდნისას რაღაც მონაკვეთზე გაიზარდა 2 მ/წმ-დან 8 მ/წმ-მდე. იპოვეთ სიმძიმის ძალის მუშაობა ამ უბანზე.
|
|
გზის ჰორიზონტალურ უბანზე ავტომობილი უხვევს 32მ რადიუსის მოსახვევში, მოდულით 8მ/წმ სიჩქარით. განსაზღვრეთ გზასთან თვლების ხახუნის კოეფიციენტი.
|
|
m მასის სხეული მიმაგრებულია ჭერზე k სიხისტის ზამბარისა და ძაფის მეშვეობით.სხეული გადახარეს წონასწორობიდან ქვევით 2mg/k სიდიდით და გაათავისუფლეს.რა მანძილს გაივლის სხეული ვერტიკალურად ზევით პირველი მოძრაობისას?დაადგინეთ აგრეთვე დრო.(ძაფი იმდენად გრძელია რომ არ ეჯახება ზამბარააას)
|
|
დისკოზე მოთავსებული სხეული მასთან ერთად ბრუნავს.დისკოს ბრუნვის სიხშირის ორჯერ გაზრდისას მასზე მოქმედი უძრაობის ხახუნის ძალის მოდული F=6 ნ-ით გაიზარდა.განსაზღვრეთ ხახუნის ძალის მოდული პირვანდელი სიხშირისას. წინასწარ ძალიან დიდი მადლობა!
|
|
აუ ვინც კარგად იცით ფიზიკა დამეხმარეთ რა... სასწრაფოდ მჭირდება შემდეგი ამოცანების ამოხსნა გამოცდა მაქვს ....
შეკითხვა 20 რამდენი ჯოულია 4·1020 ფოტონის ენერგია, თუ მისი სიხშირეა 7·1014 ჰერცი. პლანკის მუდმივა h = 6,6·10-34 ჯ.წმ (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი შემდეგი სახით, მაგ. 1,234).
შეკითხვა 21 წყალბადის ატომის გამოსხივების ხაზოვან სპექტრის ბალმერის სერიაში რამდენი R -ის ტოლია მე-4-ე ხაზის შესაბამისი ტალღის სიხშირე ( ) (R არის რიდბერგის მუდმივა) (ველში ჩაწერეთ მხოლ........
|
|
მართკუთხა ჩარჩო, რომლის გვერდებია 5 სმ. და 8 სმ, ბრუნავს 4 ტესლა ინდუქციის მაგნიტურ ველში. ჩარჩოში გამავალი დენის სიდიდეა 5 ამპერი. ჩარჩოს სიბრტყე მაგნიტური ველის პარალელურია. რას უდრის ჩარჩოზე მოქმედი ძალის მომენტის სიდიდე (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი მეათასედის სიზუსტით. მაგ. 1.234)
|
|
რა მუშაობა სრულდება m=422კგ მასის სხეულის 4 მეტრ სიმაღლეზე 2 წამში თანაბარაჩქარებული ატანისას? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
რას უდრის ფოტოეფექტის წითელი საზღვარი (ტალღის სიგრძე) ანგსტრემებში ( ), თუ მეტალის ზედაპირიდან გამოსვლის მუშაობა 2.5 ევ-ია· პლანკის მუდმივა h = 6,6·10-34 ჯ.წმ, 1 ევ=1,6·10-19 ჯ, 1 =1·10-10 მ, c=3·108 მ/წმ (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი შემდეგი სახით, მაგ. 1,23).
|
|
ადამიანი და ურიკა მოძრაობენ შემხვედრი მიმართულებით 1მ/წმ და 2 მ/წმ სიჩქარეებით.ადამიანი შეხტა ურიკაზე და დარჩა მასზე. რას უდრის ადამიანის სიჩქარე ურიკასთან ერთად, თუ მისი მასა 2-ჯერ მეტია ურიკის მასაზე?
|
|
რა სიგრძის ნიქრომის მავთულია გამოყენებული რეზისტორში, თუ მისი ჩართვისას 220 ვ ძაბვის წრედში დენის ძალა 2,4ა-ია? მავთულის განიკვეთია0,55მმ2.წინასწარ დიდი მადლობა ეს ამოცანა ვერ გავიგე და თუ ამიხსნით ძალიან ნასიამოვნები დავრჩები.
|
|
კონკრეტულად რას გვიჩვენებს ციკლური სიხშირე? მადლობა წინასწარ.
|
|
რა იგულისხმება ხახუნის ძალის დამოკიდებულებაში ფარდობით სიჩქარეზე, ნებისმიერი სახის ხახუნის ძალაა დამოკიდებული მასზე თუ მხოლოდ რომელიმე კონკრეტული? ხახუნის ძალის შესახებ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას გავეცანი, მაგრამ თუ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით.... მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
65 კგ მასის პარაშუტისტი გაშლილი პარაშუტით თანაბრად ეშვება. განსაზღვრეთ პარაშუტისტზე მოქმედი ძალები და შეადარეთ ერთმანეთს
|
|
მარსის რადიუსი დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე,ხოლო მასა-9-ჯერ ნაკლები.მაშინ თანაფარდობა დედამიწისა და მარსის ზედაპირზე მიზიდულობის ძალებს შორის იქნება :
|
|
განსაზღვრეთ A და C წერტილებში დამაგრებული 10 და 20 ნკ წერტილოვანი მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შიგნით B წერტილში მოთავსებული 2 ნკ მუხტზე მოქმედი ძალები და მათი ტოლქმედი. თუ AC=30სმ,AB=10სმ.წინასწარ მადლობთ.
|
|
ორი მცირე ზომის ლითონის ბურთულების მუხტებია 3 კულონი და 4კულონი,განსაზღვრეთ რა ძალით მიიზიდავენ ბურთულები ერთმანეთს თუ მათ შორის მანძილი 2მეტრია- ია. წინასწარ დიდი მადლობა
|
|
რა არის სკალარული,ვექტორული სიდიდე? წინასწარ მადლობა
|
|
kondensatorshi dieleqtrikis shetanisas pirpitebs shoris dzabva 60v-dan 20v-mde shemcirda.ras udris dieleqtrikis dieleqtrikuli shegwevadoba? amovxseni ogond dzaan advilad da mainteresebs sworia tu ara
|
|
1,რხვითი კონტურის ინდუქციურობაა 5მჰნ განსაზღვრეთ კონდენსატორის ტევადობა თუ კონტური რეზონანსშია 471მ სიგრძის ტალღებთან.
2.ვაგონში 40ნ/მ სიხისტის ზამბარაზე 0,4კგ მასის ბურთულა კიდია.განსაზღვრეთ ვაგონის სიჩქარის მოდული,რომლის დროსაც ბურთულის რხევის ამპლიტუდა იქნება მაქსიმალური,თუ რელსის სიგრძეა 12,5მ
|
|
ორი ერთნაირი პატარა გამტარი ბურთულა, რომელთა შორის მანძილი 10სმ-ია, მიიზიდებიან 5*10-5 ნ. ძალით. თუ ბურთულებს ერთმანეთს შევახებთ და შემდეგ იმავე მანძილით დავაშორებთ , ურთიერთქმედების ძალა 4*10-5 ნ-ის ტოალი გახდება. განსაზღვრეთ ბურთულების მუხტები
|
|
16 მ სიგრძის ერთგვაროვანი მილი, რომლის მასაა 2,1 ტ დევს სადგარებზე. სადგარები მილის ბოლოებიდან დაშორებულია 2 მ-ით და 4 მ-ით. იპოვეთ დაწოლის ძალა თითოეულ სადგარზე.
|
|
50 კგ მასის სხეული დაკიდებულია 4 მ სიგრძის ქანქარაზე. განსაზღვრეთ ქანქარას დაჭიმულობის ძალა წონასწორობის გავლის მომენტში, თუ მისი სიჩქარე ამ მომენტისათვის 6 მ/წმ-ია.
|
|
ელექტრული ველის მოქმედებით ელექტრონის სიჩქარე 107 -დან 3*107 მ/წმ - მდე გაიზარდა. განსაზღვრეთ პოტენციალთა სხვაობა გადაადგილების საწყის დასაბოლოო წერტილებს შორის.
|
|
.განსაზღვრეთ Aდა B წერტილებში დამაგრებული 10 და 20 ნკ წერტილოვანი მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შიგნით C წერტილში მოთავსებულ 2ნკ მუხტზე მოქმედი ძალები და მათი ტოლქმედი , თუ AB=30სმ,AC=10სმ.
|
|
ჰაერიანი კონდესატორის ფირფიტებს შორის მყარი დიელექტრიკის შეტანისას ფრფიტებს შორის ძაბვა შემცირდა 600-დან 100ვ-მდე. განსაზღვრეთ დიელექტრიკის დიელექტრიკული შეღწევადობა.
გთხოვთ დამეხმარეეთ
|
|
დიდი ხანია არ შემიწუხებიხართ და ახლა უნდა შეგაწუხოთ :D :D <3 ასეთი დავალება შემხვდა: დასაშვებია თუ არა 220ვ ძაბვის ცვლადი დენის წრედში ისეთი კონდენსატორის ჩართვა რომლის გარღვევის ძაბვა 250ვ-ია? პასუხი დაასაბუთეთ-- დამეხმარეთ რაა ძალიან გთხოვთ :( <3
|
|
ორმა სხულმა ერთი წრტილიდან ერთმანეთის საპირისპიროდ,ერთმა აღმოსავლეთით და მეორემ დასავლეთით გაიარა 40-40 მეტრი.შემდეგ ერთი გადაადგილდა ჩრდილოეთით 20მ მანძილით და მეორე სამხრეთით 40მ მანძილიტ.საბოლოოდ რისი ტოლია ამ სხეულბს შორის მანძილი?
|
|
წვიმის წვეთის მუხტი ელექტრონის მუხტის ტოლია. გამოთვალე წვეთის მასა და რადიუსი, თუ ვარდნისას წვეთის სიმძიმის ძალა დედამიწის ელექტრული ველის მოქმედებით იყო გაწონასწორებული. ცნობილია, რომ დედამიწის ელექტრული ველის დაძაბულობა დედამიწის ცენტრისკენაა მიმართული, ხოლო მოდულით 130ნ/კ-ის ტოლია.
|
|
200გრამი მასის სხეული მოძრაობს წრდივად და თანაბრად 5მ/წმ სიჩქარით.რას უდრის ამ სხეულზე მოდებული ძალების ტოლქმედი? (ძალიანგთხოვთ დამეხმარეთ):((
|
|
wylisgan daclili chis sigrmis gasagebad chasdzaxes da eqo 0.1 wamshi gaigones. (bgeris sichqare haershi 340m/wm.) . ra sigrmisaa cha?
|
|
მუხტიდან 5სმ მანძილზე ელექტრული ველის დაძაბულობაა 1,5*105 ნ/კ.განსაზღვრეთ მუხტის მნიშვნელობა.
ეს ამოცანა სანახევროდ ამოვხესი იქნებ დამეხმაროთ. r=0.5მ E=1,5*105 q=? q=E*r2 შეფარდებული k-სთან,
q=1,5*105*25*10-4 შეფარდებული 9*109
მაინტერესებს რატომ წერია მრიცხველში 25*10-4 და არა 0.25?
&n........
|
|
განსაზღვრეთ 1მ სიგრძის მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი ვაგონში რომელიც მოძრაობს ჰორიზონტალურად 5მ/წმ2 აჩქარებით და უხვევს მოსახვევში 5მ/წმ2 აჩქარებით.მართალია ადრეც გამოვგზავნე ეს ამოცანები მაგრამ კარდა ვერ გავიგე და დაწვრილებიტ ამიხსენით და ამომიხსენით რა.
|
|
და კიდევ ერთი ვთქვათ ბაგირზე ამოცანაში უნდა გაგვეგო სიჩქარე L/4-ზე შესაბამისი ამოხსნით პასუხი ხომ იქნებოდა ფესვი gL-დან შეფარდებული 4-თან.?
|
|
ორ ტოლ ნაწილად მოკეცილი L სიგრძის ერთგვაროვანი ბაგირი გადაკიდებულია ლურსმანზე.მცირე ბიძგის შემდეგ მან დაიწყო მოძრაობა.რა სიჩქარე ექნება ბაგირს,იმ მომენტში,როდესაც ლურსმნის ერთ მხარეს დარჩება ბაგირის L/3 სიგრძის ნაწილი?ხახუნი უგულებელყავით. 2)მთელ მოცულობაში თანაბრად დამუხტული R რადიუსიანი ბურთულა ზედაპირთან ქმნის Eდაძაბულობის ველს.ამ ბურთულიდან ამოჭრეს R/3 რადიუსის ბურთულა.რა დაძაბულობას ქმნის ამოჭრილი ბურთულა ზედაპირთან.?სასწრაფოდ მჩირდება დილამდე თუ შეგიძლიათ
|
|
გამოთვალე 160ნ/მ სიხისტის ზამბარაზე დაკიდებული 400 გ მასის სხეულის რხევის სიხშირე
|
|
გამოვგზავნე ორი ამოცანა ერთად და არ მცემთ პასუხს რატომ?
|
|
წინაზე გთხოვეთ დახმარება ერთ ამოცანაში, სადაც მაქსიმალური აჩქარების პოვნას გვთხოვდნენ; მე 10მ/წმ2 მივიღე და თქვენ მითხარით რომ ამოცანის პირობის მიხედვით სწორი იყო; აგრეთვე დამიწერეთ "მაგრამ რას უდრის მაქსიმალური სიჩქარე?" მე გამოვთვალე V=at2/2, და მივიღე მიახლოებით 0,4;a=10, T=0.8(როგორც გამოვთვალე ზანმბარის პერიოდი). მაგრამ მერე გამოვთვალე სიჩქარე სხვა ფორმულითაც: Vმაქს=A/T, აქ მიახლოებით 0.0714. ამათგასნ რომელია სწორი მაქსიმალური სიჩქარის გამოსათვლრლად? კიდევ მაინტერესსებს თქვენ........
|
|
იქნებ დამეხმაროთ; ამოცანაში გვთხოვენ განსვსაზღვროთ მაქსიმალური აჩქარება, მაგრამ ამოცანას ორი პასუხი აქვს და ვერ ვხვდები მეორე პასუხი საიდან მოვიდა; იქნება მიშველოთ: 100ნ/მ სიხისტის ზამბარაზე დაკიდებული 0,2კგ მასის ბურთულის რხევის ამპლიტუდა 0,02მ-ია. განსაზღვრეთ მაქსიმალური აჩქარება. F=kA გავუტოლე F=ma-ს და მივიღე აქდან რომ აჩქარება 10მ/წმ2-ია. მაგრამ პასუხებში 10-ის გვერდით წერია 2.5მ/წმ2-ც. ამასთან მომდევნო ამოცანაში გვთხოვენ ამავე პირობის მიხედვით განვსაზღვროთ ბურთულის აჩქარების გეგმილი და მოდ........
|
|
გრძელ ძაფზე დაკიდებული ბურთულა ჯერ შვეულად ასწიეს საკიდელის სიმაღლემდე, შემდეგ გადახარეს მცირე კუთხით. ხელის გაშვების შემდეგ რომელ შემთხვევაში დაბრუნდება ბურთულა საწყის მდებარეობაში უფრო მალე? ---ჩემი მსჯელობით მეორე შემთხვევაში, რადგან პირველ შემთხვევაში უფრო მაღლა რომ ავწიეთ g ხომ შემცირდა ე.ი პერიოდი გაიზარდა და შესაბამისად 1/4 ამპლიტუდის შესრულებასაც ანუ საწყის მდებარეობაში დაბრუნებასაც მეტი დრო დასჭირდება. მაგრამ ერთი ეჭვი მაქვვს რომ თუ ამ სიმაღლეზე ავწევ ბურთულას იქ მგონი მათემა........
|
|
გამარჯობა, იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ? განსაზღვრეთ ჭის სიღრმე, თუ მასში ჩავარდნილი ქვის დაცემის ხმა დამკვირვებელმა ქვის ვარდნის დაცემიდან 3,0წმ-ში გაიგონა. მე იცით როგორ ჩავსვი სიდიდეებიი?? აი: რაღაცა S მანძილი გაიარა ამ ქვამ და დაეცა ბოლოში. დაცემის მომენტში წარმოქმნილი ბგერა კი t=3წმ-ში V=340მ/წმ სიჩქარით ამოვიდა ზემოთ, მაგრამ მაშინ გამოდის რომ ჭა 340*3 სიღრმის ყოფილა, უკვე ეტყობა რომ არასწორია :/ იქნებ დამეხმაროთ? --პ.ს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ თქვენი საიტი აღმოვაჩინე, სკოლაში მხო........
|
|
ამ ამოცანის ერთი დეტალი მაინტერესებს- : უძრავ ლიფტში მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი 2წმ-ია. განსაზღვრეთ ლიფტის აჩქარება თუ ქანქარას რხევის პერიოდი 2.8წმ გახდება. რა მიმარტულებით მოძრაობს ლიფტი? ------------> გამოვთვალე და მვიღე რომ მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდის ფორმულის მნიშვნელში მაქვს რიცხვი 5. რაც ნიშნავს რომ მაქვს:g-a ეს ხომ ნიშნავს რომ სხეული ქვემოთ მოძრაობს? ---არადა წწიგნში წერია არ აქვს მოძრაობის მიმართულებას მნიშვნელობაო :/ დამეხმარეთ რა <3
|
|
განსაზღვრეთ ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი, თუ მასზე დაკიდებული სხეული ზამბარის სიგრძეს 10სმ-ით ზრდის. ---> ამ პირობას ხო აკლია სიხისტე? :/ წიგნში ასე წერია :/ თუ ასეც იხსნება?? დამეხმარეთ გთხოოოვთ <3
|
|
მოცემული გვაქვს ტოლფერდა სამკუთხედი რომლის ფერდია 5სმ(0.05მ)და ფუძე 6 სმ(0.06მ)ფუძის თავსა და ბოლოში არის მუხტები q1 და q2 რომლებიც ტოლია 0.1 მკკ-ის,ხოლო სამკუთხედის წვეროში მოთავსებულია A წერტილი და უნდა გავიგოთ დაძაბულობა ამ წერტილში ,გმადლობთ წინასწარ(რაღაც ავწერე და მაინტერესებს ჩემი მოსაზრება მართალია თუ არა,ესეიგი თუ დავუშვებთ სიმაღლეს ეს იქნება 4 სმ(0.04მ)პითაგორას რიცხვების მიხედვით და გამოვთვლით კუთხეს cosa ,და რადიუსი 0.05მ-ის ტოლი იქნება და დავწერთ ელექტრული ველის დაძაბულობი........
|
|
შეგიძლიათ ციკლური სხშირის არსში გამარკვიოთ? მეცხრე კლასში ვისწავლე რომ ომეგა კუთხური სიჩქარე იყო.. ახლა ციკლური სიცშირეაო და იქნება არსი გამაგებინოთ :( მადლობა წინასწარ
|
|
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ ამოცანის ამოხსნაში. წყალსატევის ორ სხადასხვა წერტილში წარმოქმნილი ტალღების ამპლიტუდები ერთმანეთის ტოლია და უდრი 0,2 მ-ს. რისი ტოლი იქნება მათი ზედდებისას წარმოქმნილი ტალღის ამპლიტუდები თუ ტალღები: ა) ერთმანეთს ხვდება ერთსა და იმავე წერტილში თხემებით? ბ) ერთმანეთს ხვდება ისე, რომ ერთსა და იმავე წერტილში არის პირველი ტალღის თხემი და მეორე ტალღის ღრმული? გმადლობ წინასწარ
|
|
საქანმა 1 წუთსა და 40 წამში შეასრულა 50 რხევა. გამოთვალე რხევის პერიოდი, სიხშირე, ციკლური სიხშირე. რა სიგრძისაა ასეთი საქანი
|
|
ერთი ასეთი შეკითხვაა წიგნში: რა მინიმალური მანძილი უნდა იყოს დაბრკოლებამდე რომ ექო გავიგონოთ?---მე ასე გავაკეთე:S=tV და სიჩქარის ადგილას ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარე ჩავსვი-340მ/წმ, ხოლო დროის ადგილას 1/15(ის დრო რომელიც ორი ბგერის აღქმას შორის უნდა იყოს) და მივიღე რომ ექოსთვის 22 მეტრი მაინც უნდა იყოს დაბრკოლებამდე; არადა მასწავლებელმა გაკვეთილზე თქვა რომ 11 მეტრია საჭიროო -_- რას ვაკეთებ არასწორად?? და ერთსაც გკითხაავთ >_< მყარ სხეულში უფრო მაღალი რატომაა ბგერის გავრცელების სიჩქარე?........
|
|
განსაზღვრეთ ერთგვაროვანი ელექტრული ველის დაძაბულობა თუ მასში ელექტრონი მოძრაობს 3.2 * 1013 მ/წმ2 აჩქარებით. მადლობა :)
|
|
როგორ იცვლება დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის პოტენციური ენერგია ორბიტაზე გაყვანისას?? ძალიან გთხოვთ დამეხმარეტ. :)))
|
|
დავიბენი მიშველეთ! გაკვეთილი სეეხება ზამბარიანი ქანქარას რხევით მოძრაობას. იქ წერია, რომ შეკუმშული ზამბარის მაქს. პოტენციური ენერგია მაქსიმალური კინეტიკური ენერგიის ტოლია. kA2/2=mV2/2 აქედან გამომდინარე კი---A2/V=m/k==>A/V=ფესვიm/k შემდეგ წერია წესი-წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრისას ზამბარიანი ქანქარას რხევის პერიოდი არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე, ის პირდაპირპროპორციულია კვადრატული ფესვისა სხეულის მასიდან და უკუპროპორციულია კვადრატული ფესვისა სხეულის სიხისტიდან. &nbs........
|
|
გამარჯობა, იცით რა მაინტერესებს, ამპლიტუდა ხომ არის უდიდესი გადახრა წონასწორობის მდებარეობიდან--ამაში რა იგულისხმება-ანუ მე ვთქვათ რაღაცა დონეზე რომ გადავხარე და პირველი რხევა რომ შეასრულა ის გადახრა წონასწორობიდან თუ საერთოდ რაც შეუძლია გადაიხაროს? აი მაგალითად ავიღე მათემატიკური ქანქარა და გადავხარე 10 გრადუსით. მისი რხევის ამპლიტუდა ამ 10 გრადუსის შესაბამისია? თუ 360 გრადუსის შესაბამისი იქნება-რადგან მათემატიკ ქანქარა შემიძლია 360 გრადუსით გადავხარო?
|
|
როდესაც მოცემული მაქვს ამოცანის პირობა, რომ რხევათა რიცხვი 8 წამში 160-ია და იპოვეთ რხევის სიხშირეო, რხევათა რიცხვი რითი აღვნიშნო-ეს ხომ იგივე არაა რაც ნიუ(ანუ სიხშირე----სიხშირე ხომ დროის ერთეულში-ერთ წამშია რხევათა რიცხვი?!) და ვერ ვხვდები რით აღვნიშო ეს რხევათა რიცხვი :/ დამეხმარეთ რაა :( <3
|
|
ლითონის ორი ერთნაირი ბურთულა, რომელთა მუხტებია -2 x 10-8 (კ) და -4 x 10-8 (კ) ,ერთმანეთს სეახეს და შემდეგ 10 სმ-ით დააშორეს. გამოთვალეთ მათ შორის ურთიერთქმედების ძალა ვაკუუმში.
|
|
ნივთიერი წერტილი მოძრაობს OX ღერძის გასწვრივ 2მ/წმ მუდმივი აჩქარებით.იპოვეთ წერტილის მდებარეობა დაკვირვების დაწყებამდე 2წმ-ით ადრე,თუ საწყისი სიჩქარე 4მ/წმ-ია,საწყისი კოორდინატი კი 6მ-ია. ძალიან გთხოვთ დამეხმაროოთ <3 <3 წინასწარ მადლობა
|
|
რაღაც მანძილით დაშორებული ლითონის ორი ერთნაირი ბურთულა, რომელთა მუხტებია q და –5q, ერთმანეთს შეახეს და შემდე იმავე მანძილით დააშორეს. მათი ურთიერთქმედების ძალის მოდული –
ა)1,25 ჯერ გაიზარდა, ბ) 1,25ჯერ შემცირდა გ) 1,8 ჯერ გაიზარდა დ) 1,8 ჯერ შემცირდა ე) არ შეიცვალა
თუ შეიძლება ახსნაც მოაყოლეთ, მადლობა წინასწარ:)
|
|
გამარჯობათ!
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და ამიხსნათ თუ რა ფიზიკურ მოვლენას აქვს ადგილი და რა ძალა მოქმედებს მანქანაზე რომელიც აღმართში მიგორავს როცა ძრავი გამორთულია, ასეთი ადგილები რამდენიმეა საქართველოში- მთაწმინდის გზაზე, ქარელშიც ყოფილა სადღაც, ზესტაფონი ჭიათურის გზის მონაკვეთზე არისო ამბობენ.ფორუმზე ზოგი რას წერს და ზოგი რას მაგრამ დასაბუთებით ვერავინ ამტკიცებს. ეს ოპტიკური ილუზიაა (თვალი აღიქვამს როგორს აღმართს) თუ შეიძლება მართლაც მოხდეს მსგავსი რამ?
|
|
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულია M მასის ურიკა. მასზე დაამაგრეს L სიგრძის და m მასის მათემატიკური ქანქარა. განსაზღვრეთ სისტემის მცირე რხევის პერიოდი.
|
|
გამარჯობა, შეგიძლიათ ამიხსნათ სეისმურ სადგურებში ჯერ გრძივი და შემდეგ განივი ტალღები რატომ ფიქსირდება? და კიდევ, მიწისძვრის კერის განსაზღვრა როგორ ხდება, წინასწარ უღრმესი მადლობა <3
|
|
გამარჯობა იქნება ამ ორი ამოცანის ამოხსნასჰი დამეხმაროოთ :( 1.200გრ მასის სხეული ირხევა 40 და 80 ნ/მ სიხისტის ზამბარებზე. განსაზღვრეთ სხეულების წონასწორობის მდებარეობებიდან 1სმ-ით დაწეულ ზამბარებში აღძრული დრეკადობის ძალის მოდულები.(ვერ ვხვდები რას ნიშნავს 1სმ.-ით დაწეული ზამბარა, მე ჩამოვქაჩე და გავაჩერე ასეთ მდგომარეობაში თუ როგორ :( იქნება ამიხსნათ რას ნიშნავს და რანაირად ამოვხსნა :(
2.რა მასის სხეული უნდა დავკიდოთ ზამბარიან ქანქარაზე რომ მან 20 წამში 25 რხევა შეასრულოს, თუ ზამბარის სიხისტე........
|
|
განსაზღვრეთ სიმძიმის ძალის მუშაობა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის წრიულ ორბიტაზე მოძრაობისას
|
|
განსაზღვრეთ 1მ სიგრძის მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი ვაგონში,რომელიც მოძრაობს:1.ჰორიზონტალურად 5მ/წმ2 აჩქარებით.2.ჰორიზონტალურ სიბრტყეში უხვევს 5მ/წმ2 აჩქარებით.
|
|
ბიჭმა გადაცურა 24 მეტრი სიგრძის ჩქარი მდინარე უმოკლესი შესაძლო გზით. ბიჭის ცურვის სიჩქარე წყლის მიმართ არის 0.6 მ/წმ. მდინარის დინების სიჩქარე 1 მ/წმ. რა დრო მოანდომა ბიჭმა მდინარის გადაცურვას.
|
|
გამარჯობა.
არსებობს ასეთი ფორმულა
შეკუმშული აირის გაფართოებისას შესრულებული სამუშაოს გამოსათვლელად. აირის საწყისი მოცულობა V1 არის 0.025მ3 ან 25 ლიტრი, საბოლოო მოცულობა V2 არის 5მ3 ან 5000 ლიტრი. აირის წნევა არის 20 მეგპა ან 200 ბარი. ვერაფრით ვერ ამოვხსენი ეს განტოლება. ვღებულობ არამართებულ მონაცემებს. სხვა ფორმულებით მიღებული შედეგის გათვალისწინებით ვღებულობ 1-3 მეგჯ სამუშაოს. დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა მერყეობდეს ეს ფორმულაც.
დიდად მადლობელი დაგრჩებით ........
|
|
გამარჯობა,ამ ორ ამოცანას ვერ ვხსნი და ძალიან, ძალიააააან გთხოვთ დამეხმაროთ :(.
ორი ერთნაირი პატარა გამტარი ბურთულა, რომელთა შორის მანძილი 10სმ-ია,მიიზიდებიან 5.0*10-5ნ ძალით. თუ ბურთულებს ერთმანეთს შევახებთ და შემდეგ იმავე მანძილით დავაშორებთ, ურთიერთქმედების ძალა 4*10-5ნ-ის ტოლი გახდება. განსაზღვრეთ ბურთულის მუხტები.
0.2მ-ით დაშორებული ორი პატარა, ერთნაირი დამუხტული ბურთულა მიიზიდება 4*10-3ნ ძალით. ბურთულების შეხების და იმავე მანძილით დაშორების შემდეგ მათ ერთმანეთი განიზი........
|
|
გამარჯობა, იქნება დამეხმაროთ; მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი არის თუ არა დამოკიდებული ამპლიტუდაზე? და როგორ არის დამოკიდბული რხევის პერიოდი ბურთულის მასაზე? ქანქარას სიგრძეზე? საუბარია მათემატიკურ ქანქარაზე გთხოვთ დამეხმარეთ რაა რაღაც მოსაზრებები კი მაქვს მაგრამ მაინცდამაინც სწორად ვერ ვხსნი :/
|
|
გამარჯობათ, მაინტერესებს რა ხდება როდესაც მეტეორი ეცემა დედამიწას, ანუ როდესაც დედამიწას უახლოვდება მისი კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება თუ არა პოტენციურად ? როდესაც უკვე ატმოსფეროში შევა მიზიდულობის ძალაც ხომ მოქმედებს და აჩქარებას ანიჭებს, ანუ პოტენციური ენერგიით გამოითვლება მეტეორის ენერგია თუ კინეტიკურით ?
|
|
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ :/ დენის მიმართულებად დადებითად დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის მიმართულებაა მიღებული სინამდვილეში კი უარყოფითი ნაწილაკების მოძრაობის მიმართულება აქვს; ამოცანებში რომელი გამოვიყენო, რაც მიღებულია თუ რაც სინამდვილეშია?(როცა ამოცანაში არ გვაქვს მოცემული მითითება ამის შესახებ. მადლობა წინასწარ <3
|
|
წვიმის წვეთი რომელსაც +6.72 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ მუხტი ჰქონდა,შეერთდა წვეთთან რომლის მუხტი -10,08 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ-ის ტოლი იყო. როგორი იქნება მიღებული წვეთის მუხტი? რამდენი ზედმეტი ელექტრონი იქნება ასეთ წვეთზე?
|
|
ფარდობითია თუ არა სხეულის მოძრაობის ტრაექტორია და გავლილი მანძილი?
|
|
ამწეს 3000კგ მასის ტვირთი 20მ სიმაღლეზე ააქვს, შემდეგ 10მ მანძილზე ტვირთს ჰორიზონტალურად გადაადგილებს და 5 მ ქვევით უშვებს.გამოთვალე რა სიდიდის მუშაობას ასრულებს ამწე?(მექანუკური მუშაობა).
Gtoxvt Gamecit pasuxi
|
|
es Ver gavige "mighebulia,rom im dzalis mushaba,romlis mimartuleba emtxveva sxeulis modzraobis mimartulebas,an mastan maxvil kutxes qmnis ,dadebitia. Im dzalisa ki,romelic moqmedebs sxeulis modzraobis ssapirispirod,an mastan blagv kutxes qmnis -uaryofitia! Rogor qmnis Mart,maxvil da blagv kutxes ver gavige
|
|
სხეულს თანაბრად მიასრიალებენ ქვევიდან ზევით 300-იანი კუთხით დახრილ სიბრტყეზე. ხახუნის კოეფიციენტი 0,4-ია. ჩათვალეთ, რომ რეაქციის ძალა N=5mg/6 და იპოვეთ დახრილი სიბრტყის მქ. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.
|
|
რას ეწოდება თბოგამტარობა?
|
|
m მასის მქონე ორი სხეული გარკვეულ მანძილზე ერთმანეთს მიიზიდავენ F ძალით. რისი ტოლი გახდება თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მათ შორის ზუსტად შუაში მოვათავსებთ მესამე, ასევე m მასის სხეულს? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
12ვ ძაბვის წრედში მიმდევრობით ჩართულია 360ომ და 200ომ წინაღობის რეზისტორები. მეორე მათგანს პარალელურად მიუერთეს 300ომ წინაღობის ვოლტმეტრი. რისი ტოლი იქნება ვოლტმეტრის ჩვენება? მადლობა წინასწარ
|
|
12 ვ ემ ძალის დენის წყაროსთან მიერთებულ 4 ომი წინაღობის გამტარში დენის ძალაა 2 ა. რისი ტოლი იქნება მოკლე ჩართვის დენი? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
უკაცრავად და ბოლო ამოცანაში(ლითონის რგოლზე) კარგად ვერ გავიგე როგორ მიიღეთ ტოლქმედი ძალის მოდული?
|
|
ელექტრულმა ძალებმა ლითონის რგოლი გაწყვიტეს,როცა ის დავმუხტეთ Q მუხტით.იგივე ლითონისაგან დაამზადეს რგოლი,რომლის ზომაც 2-ჯერ მეტია.რა მუხტი გაწყვეტს ახალ რგოლს?
|
|
1) 60მ/წმ სიჩქარით მოძრავმა 5ტ მასის თვითმფრინავმა გამორთული ძრავით 500მ სიმაღლიდან დაიწყო დაშვება. დაჯდომისას მისი სიჩქარის მოდული იყო 25მ/წმ.განსაზღვრეთ ჰაერის წინააღმდეგობის ძალის მუშაობა თვითმფრინავის პლანირებისას.
2) გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 1კგ მასის ხის ძელს 800მ/წმ სიჩქარით მოხვდა და მეორე მხარეს 200მ/წმ სიჩქარით გამოვარდა 2გ მასის ტყვია. განსაზღვრეთ ძელში ტყვიის მოძრაობისას გამოყოფილი სითბური ენერგია. წინასწარ დიდი მადლობა
|
|
R რადიუსიანი ლითონის ბირთვი დამიწებულია.ბირთვის ცენტრიდან L>R მანძილზე მოათავსეს q წერტილოვანი მუხტი.განსაზღვრეთ ბირთვის ზედაპირზე ინდუცირებული მუხტი.
|
|
ჯერ შეაფასეთ შემდეგ განსაზღვრეთ, ასროლიდან დროის რომელ მომენტში და რა სიმაღლეზე გაუტოლდება 10მ/წმ სიჩქარით ასროლილი სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები ერთმანეთს? წინასწარ დიდი მადლობა
|
|
გვაქვს F ფოკუსური მანძილის შემკრები ლინზა.სად უნდა მოვათავსოთ სინათლის წერტილოვანი წყარო,რომ მანძლი წყაროსა და მის გამოსახულებას შორის უმცირესი იყოს?
|
|
ლითონის რგოლი მოთავსებულია მისი სიბრტყის მართობულ ერთგვაროვან მაგნიტურ ველში.როდესაც რგოლი 60 გრადუსით მოაბრუნეს მისი დიამეტრის გასწვრივ გაიარა (ღერძის გარშემო) q მუხტმა.რა მუხტი გაივლიდა თუ იგივე დროში რგოლს 180 გრადუსით შემოვატრიალებდით?
|
|
ჯოუ-ლენცის კანონი რომელი ფორმულით გამოისახება?
|
|
ხის ძელაკი ბიძგით გაასრიალეს მაგიდის ჰორიზონტალურ ზედაპირზე გარკვეული სიჩქარით, რის შემდეგაც ძელაკი S მანძილზე T დროში გაჩერდა.
შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ უდრის ხახუნის კოეფიციენტი µ=ma/mg=a/g. a - მოდულშია.
მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
გვაქვს ერთი და იმავე მასის რამოდენიმე სპილენძის გამტარი.როგორაა მოცემულ პირობებში დამოკიდებული გამტარის წინაღობა მის L სიგრძეზე.
|
|
გამარჯობა,ამოცანაში მოცემული მაქვს ტრაქტორის მასა,ხახუნის კოეფიციენტი და უნდა ვიპოვოთ ძრავას მიერ შესრულებული მუშაობა განსაზღვრულ მანძილზე.მაინტერესებს,გამოთვლისას ხახუნის ძალა რამენაირად უნდა გავითვალისწინო? თუ კი,როგორ? წინასწარ მადლობა.
|
|
H სიმაღლის ნახევარსფეროს ფორმის ჯამის ზედა მოპირდაპირე მხარეებიდან ერთდროულად უსაწყისო სიჩქარით იწყებს სრიალს 3m და m მასის სხეულები.დაჯახებისას ისინი მიეწებენ ერთმანეთს.რა მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლას შეძლებენ ერთად?
|
|
2m მასის სხეული ძაფითაა დაკიდებული ჭერზე.სხეულზე მიამაგრეს მსუბუქი ზამბარა,რომალზედაც დაკიდებულია m მასის სხეული.თავდაპირველად სხეულები უძრავია.ძაფი გადაწვეს.რისი ტოლია უშუალოდ გადაწვის შემგეგ ქვედა და ზედა სხეულთა აჩქარებები.
|
|
სიტყვა არის ჩასასმელი : პარაელური შეერთების დროს ძაბვა წრედის ნებისმიერ წერტილში................... , დენის ძალა ................ , წინაღობა ..................
|
|
როგორ იცვლება ჰაერიის მოცულობა გათბობისას , სიმკვრივე?
|
|
p1 სიმკვრივის სხეული მოცულობის 1/3 – ით წყალში ჩაძირული ტივტივებს, ხოლო p2 სიმკვრივის სხეული ცურავს წყალში. რისი ტოლია მეორე სხეულის სიმკვირივის შეფარდება პირველი სხეულის სიმკვირვესთან? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
4 მ/წმ სიჩქარით მოძრავი 1 კგ მასის სხეული შეეჯახა 5 კგ მასის უძრავ სხეულს. შეჯახების შემდეგ მან გააგრძელა მოძრაობა 3მ/წმ სიჩქარით თავდაპირველი სიჩქარის მართობული მიმართულებით. რა სიჩქარე შეიძინა 5 კგ მასის სხეულმა? მადლობა წინასწარ.
|
|
5კგ მასის სხეული დევს ჰორიზონტალურ ზედაპირზე. სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია 0,6. სხეულს მოსდეს 26 ნ ჰორიზონტალურად მიმართული ძალა. რისი ტოლია სხეულიდან საყრდენ ზედაპირზე მოქმედი ძალა?
|
|
L სიგრძის ერთგვაროვანი ბაგირი თანაბრად იყო გადაკიდებული ლურსმანზე. ბაგირის ერთ-ერთი ბოლო ოდნავ დასწიეს ქვევით და ხელი გაუშვეს. ბაგირმა მოძრაობა დაიწყო. რა სიჩქარე ექნება ბაგირს ლურსმნიდან მთლიანად ჩამოსრიალების მომენტში? (ხახუნი უგულებელყავით). მადლობას გიხდით წინასწარ......
|
|
სხეული მოძრაობდა წრფივად მუდმივი სიჩქარით. მასზე 2 წმ-ის განმავლობაში იმოქმედა მოძრაობის მიმართულების მართობულმა 3 ნ-ის ტოლმა ძალამ. ამის შედეგად სხეულის იმპულსი 10 კგ*მ/წმ-ის ტოლი გახდა. რისი ტოლი იყო სხეულის საწყისი იმპულსი?
იმ ბმულში, რომელზეც მიმითითეთ განხილულია მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული ძალა, აქ კი მოძრაობის მიმართულების მართობული ძალა. ეს განსხვავებას არ იძლევა?
|
|
ორი თანამგზავრი ბრუნავს დედამიწის გარშემო. პირველი თანამგზავრის ორბიტის რადიუსი k - ჯერ მეტია, ვიდრე მეორე თანამგზავრის ორბიტის რადიუსი: R1/R2=k. რისი ტოლია პირველი თანამგზავრის სიჩქარის შეფარდება მეორის სიჩქარესთან v1/v2? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
რა გზით გადაეცემა მზიდან დედამიწას სითბო? მადლობა წინასწარ :)
|
|
როგორ შიძლება კონკრეტულად მარცხენა ხელის წესით ლორენცის ძალის მიმართულებით.ინდუქციური დენის მიმართულების განსაზღვრა გამტარში?
|
|
ერთი რამ ვერ გავიგე და თუ შეიძლება ამიხსნათ. იმ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა რომელსაც სხეული ააქვს h სიმაღლეზე არის mgh. ამ ფორმულიის მიხედვით მის მიერ შესრულებული მუშაობა არ არის დამოკიდებული თავად ამ ძალის სიდიდეზე. არადა მუშაობის ზოგადი ფორმულა ხომაა F * S. ასე რატომ ხდება გთხოვთ ამიხსნათ. მადლობა წინასწარ.
|
|
ეს ამოცანა გამოვგზავნე იმიტომ რომ წიგნში არსებულ ამოხსნაში წინააღმდეგობაში მოვედი იმ მხრივ რომ იქ ეწერა რომ გამტარის მარჯვნივ მოძრაობისას ინდუქციური დენის მიმართულება დავადგინოთ მარცხენა ხელის წესითო,არადა ინდუქციური დენის მიმართულება დგინდება მარჯვენა ხელის წესით ეს ამიხსენით.აგრეთვე წიგნში წერია რომ ცვლადი მაგნიტური ველი წარმოქმოქმნის ცვლად გრიგალურ ელექტრულ ველს ამ შემთხვევაშიც ასე ხდებაააა?
|
|
1 მ სიგრძისა და 2 ომი წინაღობის გამტარი მოთავსებულის 0,1ტლ მაგნიტური ინდუქციის ველში ინდუქციის წირების მართობულად. გამტარი მიერთებულია 1ვ ემ ძალის დენის წყაროსთან(დენი მოძრაობს გამტარში ქვემოდან ზევით) განსაზღვრეთ დენის ძლა გამტარში თუ იგი უძრავია ან მოძრაობს 4მ/8წმ სიჩქარით მარჯვნივ.
|
|
უკავრავად ამოცანა გამოვგზავნე მაგნიტურ ველზე(ბოლოა) და პასუხი არ წერია რატომ?
|
|
სხეული მოძრაობდა წრფივად და მუდმივი სიჩქარით.მასზე 2 წამის განმავლობაში იმოქმედა მოძრაობის მიმართულების მართობულმა 3 ნ-ის ტოლმა ძალამ.ამის შემდეგ სხეულის იმპულსი გახდა 10კგ.მ/წმ განსაზღვრეთ მისი საწყისი იმპულსი.
|
|
2 კგ მასის სხეულის მოძრაობის განტოლებაა x= 2t(კვადრატში), მაშინ სხეულის იმპულსი 2 წამის შემდეგ იქნება ?? წინასწარ დიდი მადლობა.
|
|
სხეული მოძრაობს თანაბრად და წრფივად.მისი იმპულსია 20კგ.მ/წმ.სხეულზე მოქმედება დაიწყო მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართულმა 5ნ-ის ტოლმა ძალამ.რა დროში გახდება სხეულის იმპულსი პირველჯერაც და მეორეჯერაც 5კგ.მწმ-ის ტოლი?(ორი ერთნაირი შემთხვევა) მადლობა წინასწარ.
|
|
ჰორიზონტალურ ზედაპირზე V სიჩქარით მოძრავი 3m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა m მასის უძრავ ბურთულას და შეეწება მას. რისი ტოლია ბურთულების სიჩქარე შეჯახების შემდეგ? ://
|
|
ერთი ბურთულას მასა არის 3m სიჩქარე v, მეორესი m და 3v. ურთიერთშემხვედრი მიმართულებით მოძრაობენ და გვეკითხებიან, შეჯახების შემდეგ საით იქნება ბურთულების მიმართულება? თუ შეიძლება ამიხსენით ასეთი ტიპის ამოცანები, როგორ გავაკეთო?
|
|
წერტილოვანი დადებითი მუხტიდან ორჯერ მეტად დაშორებული წერტილის პოტენციალი:
ა. ორჯერ მეტია
ბ. ორჯერ ნაკლებია
გ. ოთხჯერ მეტია
დ.ოთხჯერ ნაკლებია
რომელია სწორიი? ჯერ, ორჯერ დაშორებულიო რო ამბობენ ვერ მივხვდი რას გულისხმობენ -მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ???? აი მაგალიტად თუ დაძაბულობის წირების მიმართულებით იქნებოდა ორჯერ მეტად დაშორებული, მაშინ ვიფიქრებდი რომ ორჯერ ნაკლებიათქო(რადგან, დაძაბულობა პოტენციალის შემცირების მიმართულებითაა) დამეხმარეეეთ >_< :( მადლობა წინასწარ........
|
|
გამარჯობა.როგორ დავადგინო გამტარში გამავალი დამუხტული ნაწილაკების სიჩქარის მიმართულება? წინასწარ მადლობა.
|
|
გამარჯობათ!!! კვტ/სთ როგორ უნდა გადავიყვანოოო??? დამავიწყდა და ვერაფრით გავიხსენე..:-( წინასწარ მადლობა..
|
|
გამარჯობა.ინდუქცია მაგნიტური ველის მახასიათებელია,მაგრამ ვერ მივხდი,კონკრეტულად რას ნიშნავს და რასთანაა დაკავშირებული,გთოხვთ,ამიხსნათ.წინასწარ დიდი მადლობა.
|
|
მუდმივი ელექტრული დენის აღძვრისა და შენარჩუნებისათის რა არის აუცილებელი?????
დენის მუშაობა ...... გამოყოფილი სითბო .....?
|
|
ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთი ბოლოთი დამაგრებული მეორე ბოლოზე გამობმულია პატარა ყუთი.ზამბარა ზედაპირს არ ეხება. ყუთის საშუალებით ზამბარა დაჭიმეს. ზამბარის წაგრძელება უნდა მოხდეს ჰუკის კანონის სამართლიანობის ფარგლებში და შესრულდეს მაქსიმუმ 3 მილევადი რხევა.
როგორ არის დამოკიდებული ყუთის მიერ სრულ გაჩერებამდე განვლილი მანძილი ზამბარის საწყისი წაგრძელების სიდიდეზე? (ააგეთ შესაბამისი გრაფიკი)
როგორ არის დამოკიდებული დრო, რომლის განმავლობაში მოძრაობს ყუთი ზამბარის საწყისი წაგრძელების სიდიდეზე? (ა........
|
|
4 მ/წმ სიჩქარით მოძრავი 1 კგ მასის სხეული შეეჯახა 5 კგ მასის უძრავ სხეულს და ამის შემდეგ მან გააგრძელა მოძრაობა 3მ/წმ სიჩქარით თავდაპირველი სიჩქარის მართობული მიმართულებით.რა სიჩქარე შეიძინა 5 კგ მასის სხეულმა?
|
|
ძალიანა გთხოვთ დამეხმარეთ განსაზღვრეთ იმ ძალის მოდული,რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ ძელაკზე რომ იგი თანაბრად სრიალებდეს ქვევით დახრილ სიბრტყეზე თუ ძელაკის მასაა 1 კგ ხახუნის კოეფიციენტი 0,1 ხოლო სიბრტყის დახრის კუთხეა 30 გრადუსი.
|
|
2) რომელი ფიზიკური სიდიდის ერთეულს შეესაბამება გამოსახულება (ჯოული (გავამრავლოთ) კგ)½
|
|
გამარჯობათ. ინდუქციურობის თვისების შესწავლისას გაკვეთილში ეწერა: "დენის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის B ინდუქციის მოდული პროპორციულია დენის ძალის." არადა ამპერის ძალის შესწავლისას ვისწავლეთ ფორმულა: B=F/IL საიდანაც გამომდინარეობს რომ დენის ძალა უკუპროპორციულია ინდუქციის. იქნებ დამეხმაროთ, სად ვუშვებ შეცდომას? :(( წინასწარ მადლობა <3
|
|
70 კგ მასის კაცი, რომელიც 7მ/წმ სიჩქარით მოძრაობდა დაეწია 2მ/წმ სიჩქარით მოძრავ 30კგ მასის ურიკას და შეახტა . რა სიჩქარით იმოძრავა ურიკამ?
|
|
გამარჯობათ მადლობელი ვიქნები თუ 3 ამოცანას ამომიხსნით მარტივებია მარა ვერ ვაკეთებ. უფროს სწორად ალბათ ერთეულები ვერ გადამყავს სწორად ანუ ხან 0 მაკლდება ხან 00.
1)რას უდრის ფართობი, რომლითაც ვაგონის 8 ბორბლიდან თითოეული ეხება რელსს,თუ ვაგონის მიერ რელსებზე წარმოებული წნევაა 30 მგპა? ვაგონის მასაა 60 ტონა
|
|
2)რამდენით გაიზრდება ქვაბის მიერ მაგიდაზე წარმოებული წნევა,თუ მასში ჩავასხავთ 3.9 ლიტრ წყალს?
ქვაბის ძირის ფართობია 1300სმ2
|
|
3) 10 ბალიანი ქარიშხალი წინ დახვედრილ წინაღობაზე აწარმოებს 1000პა წნევას. განსაზღვრეთ წნევის ძალა, რომელსაც ქმნის ეს ქარიშხალი მის მართობულად შემხვედრ 5მ სიმაღლისა და 10 მ საგანის სახლის კედელზე
|
|
გამარჯობა.გთხოვთ,ამიხსენით,რა დანიშნულება აქვს სახურებელ ელემენტს ელექტრულ წრედში.
|
|
ჰიდრავლიკური წნეხის პატარა დგუშის ფართობია 4სმ2, დიდისა კი - 400 სმ2. პატარა დგუშზე მოქმედი ძალაა 200 ნ. იპოვე დიდ დგუშზე მოქმედი ძალა. ძალის რა მოგებას იძლევა ეს წნეხი ?
|
|
ჩხირებიანი(სპიცებიანი) ბორბლის ბრუნვისას გარკვეულ სიხშირეზე ჩხირები(სპიცები) აღარ ჩანს
თუ შეიძლება ამიხსნათ ეს მოვლენა. როგორია დამოკიდებული ამ შემთხვევაში ბრუნვის სიხშირე ბრუნვის პარამეტრებზე.
წინასწარ დიდი მადლობა
|
|
10 კნ/კ დაძაბულობის ელექტროსტატიკურ ველში ძალწირების გასწვრივ 3 მკკ მუხტის გადაადგილებაზე შესრულდა 6 x 10-4 ჯ მუშაობა. გამოთვალე მუხტის გადაადგილება
|
|
რამდენი ელექტრონი გადის გამტარის განივკვეთში 1 ნ წმ –ის განმავლობაში, როცა დენის ძალაა 32 მკა?
|
|
იპოვეთ ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობის სიჩქარე 5მმ2 განივკვეთის გამტარში, როცა მასში 10 ა დენი გადის, თუ გამტარის ელექტრონების კონცენტრაცია 5 x 1028 მ-3 -ია
|
|
10 მკფ ტევადობის კონდენსატორს გადასცეს 4 მკკ მუხტი გამოთვალეთ დამუხტული კონდენსატორის ენერგია
|
|
1.8 x 10-8 მუხტიდან რა მანძილზე იქნება ველის დაძაბულობა 2 x 104 ნ/კ–ის ტოლი?
|
|
გამოთვალე მეტალის ბურთულას მუხტი, თუ მასზე 4 x 1010 ზედმეტი ელექტრონია. რა მოხდება, თუ ამ ბურთულას შევახებთ ისეთივე დაუმუხტავ ბურთულას?
|
|
რამდენი ელექტრონი დაკარგა სხეულმა, თუ მისი მუხტი შეიცვალა 1,6 x 10-9 კ–ით?
|
|
ძალიან მჭირდება დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ...
სპილენძის მავთულის გორგლის მასა 0,30 კგ-ია, განივკვეთის ფართოობი ო.10 მმ2. განსაზღვრეთ მავთულის წინაობა, თუ სპილენძის კუთრი წინაღობა 1,7·10-8 ომი.მ-ია, ხოლო სიმკვრივე 8,9·103 კგ/მ3.
უდიდესი მადლობა.
|
|
დახაზეთ სქემა, რომლის მიხედვით შედგენილი წრედით შეძლებთ დერეფნის შუაში მოთავსებული ნათურის ანთებას და ჩაქრობას დერეფნის ორივე მხრიდან. გამოიყენეთ დენის წყარო, ორი გადამრთველი და სადენები.
მადლობა წინასწარ...
|
|
სითხეში, რომლის სიმკვრივეა r1, ჩაიშვეს V მოცულობის სხეული, რომლიც სითხეში სანახევროდ ჩაიძირა. შემდეგ იგივე სხეული ჩაუშვეს r2 სიმკვრივის სითხეში. ამ სითხეში ჩაიძირა სხეულის მოცულობის მხოლოდ მეათედი. იპოვეთ სითხის სიმკვრივეების შეფარდება
|
|
განსაზღვრეთ გამბნევი ლინზის ოპტიკური ძალა,თუ ცნობილია,რომ მის წინ40სმ-ზე მოთავსებული საგნის წარმოსახვითი გამოსახულება 4-ჯერ შემცირებული მიიღება.
(მადლობა წინასწარ)
|
|
ორი ერთნაირი ზომის სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული კუბი, ჩაუშვეს ერთი და იმავე სითხეში. პირველი კუბის ზედა წახნაგი გაუპირისპირდა სითხის ზედაპირს, ხოლო მეორე კუბი ნახევრამდე ჩაიძირა სითხეში. იპოვეთ პირველი კუბის სიმკვრივის შეფარდება მეორე კუბის სიმკვრივესთან
|
|
1.ჰორიზონტისადმი რა კუთხით ეჭირათ სარკე,თუ600-ით დაცემული სხივები დედამიწიდან მის მართობულად გავრცელდნენ?
2.ბრტყელ სარკეს ეცემა ჰორიზონტალურად მიმართული სინათლის სხივი.ვერტიკალისადმი რა კუთხით არის მოთავსებული ეს სარკე,თუ სარკიდან არეკლილი სხივი აგრძელებს სვლას ვერტიკალურად ქვევით?
3.განსაზღვრეთ კუთხე ორ ბრტყელ სარკეს შორის,თუ მათ შორის მოთავსებული სინათლის წერტილოვანი წყარო და ამ სარკეებში მისი გამოსახულებები მდებარეობს ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებში.
4.Bსარ........
|
|
ვექტორი მდებარეობს X ღერძის მართობულად. რას უდრის ამ ვექტორის გეგმილი X ღერძზე??
(წინასწარ გმადლობთ)
|
|
გამარჯობათ, გთხოვთ დამეხმაროთ...
განსაზღვრეთ მუშაობა, რომელსაც შეასრულებს 320 გ ჟანგბადი 10k -ით იზობარულად გათბობისას.
წინასწარ მადლობა.
|
|
ჰელიუმს გადაეცა Q სითბოს რაოდენობა. ამ დროს აირი გაფართოვდა
იზობარულად. რისი ტოლია გაფართოებისას აირის შესრულებული მუშაობა?
|
|
ორი პარალელური გამტარი ერთმანეთს იზიდავს, როცა მათში დენი ერთნაირი მიმართულებისაა და განიზიდავს, როცა დენი საპირისპირო მიმართულებისაა. რატომ? :((( წინასწარ დიდი მადლობა <3 <3 <3 ჩემს წინა კითხვაზე თქვენი პასუხიც ძალიან დამეხმარა იმ გაკვეთილის გაგებაში დიდი მადლობა <3
|
|
როგორ ვისწავლო ოპტიკაში კერძოდ ლენზებზე ამოცანების სწავლა?(ჩემით ამოხსნა)
|
|
უსაფრთხო სამართებლის წყლის ზედაპირზე დადების შემდეგ, თუ იგი დამაგნიტებულია, შემობრუნდება და ორიენტირდება ისე, რომ ერთი ბოლო ჩრდიელოეთისკენ იქნება მიმართული. რატომ ემართება ეს მაინცდამაინც წყლის ზედაპირზე დადების შემდეგ? :((
|
|
უძრავმა სხეულმა Fძალის მოქმედებით დაიწყო მოძრაობა. t დროში მან S მანძილი გაიარა.რა მანძილს გაივლიდა იგივე სხეული 4t დროში, თუ მასზე F/4 ძალა იმოქმედებდა?
|
|
ავტობუსი რომლის სიჩქარეა 75 კმ/სთ, სადგურიდან გავიდა. მისი გასვლიდან 2 საათში იმავე სადგურიდან გავიდა მეორე ავტობუსი, რომლის სიჩქარეა 90კმ/სთ. სადგურიდან რა მანძილზე დაეწევა მეორე ავტობუსი პირველს? მადლობა წინასწაარ
|
|
სინათლე ეცემა ლითონის ზედაპირს და ამოაგდებს მისგან ელექტრონებს.
იმისათვის რომ ლითონის ზედაპირიდან ერთეულ დროში მეტი ელექტრონი
ამოცვივდეს, ხოლო თითოეული მათგანის კინეტიკური ენერგია შემცირდეს
საჭიროა:
ა) შევამციროთ სინათლის ინტენსიობა და ტალღის სიგრძე
ბ) შევამციროთ სინათლის ინტენსიობა და გავზარდოთ ტალღის სიგრძე
გ) არ შევცვალოთ სინათლის ინტენსიობა და გავზარდოთ ტალღის სიგრძე
დ) გავზარდოთ სინათლის ინტენსიობა და შევამციროთ ტალღის სიგრძე
ე) გავზარდოთ სინათლის ინტენსიობა და ტალღის სიგრძე
|
|
ukacravad, shekitxvas rom davwer misi pasuxi sad unda vnaxoo?
|
|
რას ეწოდება კინეტიკური და პოტენციური ენერგია?
|
|
წყლის გაფართოების თავისებურებებზე ან ზოგადად წყლის მნიშვნელობაზე ფიზიკაში საინტერესო ინფორმაცია ხომარიცით? პროექტისთვის მჭირდება
|
|
1.როგორ შეიცვლება 25ვტ სიმძლავრის ნათურას კაშკაში თუ მასთან მიმდევრობით მიერთებულ 100ვტ სიმძლავრის ნათურას შევცვლით 60 ვატიანი ნათურათი? როგორ იცვლება ამ დროს სისტემის მიერ მოხმარებული ენერგია?
2. როცა გვაქვს მოცემული 220 ვოლტი ძაბვის ქსელი და მიმდევრობით შეერთებული ნათურები, მაშინ გამოდის რომ ძაბვაც და დენიც მუდმივია? აი მაგალითად: მიმდევრობით შეერთებულია ორი ნათურა. I=2ა. U=220ვ. R1=10ომი, R2=20ომი. ჩვენ ვიცით რომ I=U/R თუმცა თუ რიცხვებს ჩავსვავთ ასე ნამდვილად არაა. ა........
|
|
როგორ შეიცვლება თავისუფალი ვარდნის აჩქარება,თუ მარსის ზედაპირიდან მისი დიამეტრის ტოლ სიმაღლეზე ავალთ?(მარსმა დამაბნია დედამიწაზე ვიცი როგორ ხდება და სავალდებულოა პლანეტების დიამეტრები ვიცოდე თუ როგორ უნდა ამოვხსნა).მადლობა წინსაწარ
|
|
წიგნში მოცემული გვაქვს ცდა: მაგნიტური ველის ინდუქციის მოდულის განსასაზღვრად: ნალისებრი მაგნიტის მაგნიტურ ველში ძალწირების მარტობულად მოვათავსოთ მოქნილ სადენებზე დაკიდებული მცირე ზომის გამტარი და ჩამოვკიდოთ დინამომეტრზე. გამტარში გავატაროთ დენი. დავინახავტ რომ გამტარი ამოძრავდება, შეიზიდება ან განიზიდება მაგნიტისაგან. შესაბამისად, დინამომეტრის ჩვენება გაიზრდება ან შემცირდება.
1. რა განაპირობებს იმას დენიანი გამტარი შეიზიდება თუ განიზიდება მაგნიტისაგან?
2. რატომ იწვევს ........
|
|
რა სიჩქარით უნდა გადავაადგილოთ მაგნიტური ინდუქციის წირებისადმი 60°-იანი კუთხით 1მ აქტიური სიგრძის გამტარი, რომ მასში აღიძრას 1ვ ინდუქციის ემ ძალა? მაგნიტური ველის ინდუქცია 0.2 ტლ-აა
|
|
Q=I2RT da Q=U2T/R ორივე ხომ ერთი და იგივე სიდიდეა, მაგრამ პირველ შემთხვევაში წინაღობა გამოყოფილი სითბოს პროპორციულია მეორე შემთხვევაში კი უკუპროპორციული. ეს ფორმულები განსხვავებულ სიტუაციებში უნდა გამოვიყენოთ?
|
|
ელექტროქურის სპირალის სიგრძის ორჯერ შემცირებისას მოხმარებული სიმძლავრე:
ა. ორჯერ გაიზარდა
ბ. ოთხჯერ შემცირდა
გ.ორჯერ შემცირდა
დ.არ შეიცვალა
იქნებ დამეხმაროთ? ვერ ვხვდები რომელია სწორი და რატომ? :(
|
|
მიმდევრობითი შეერთებისას დიდი წინაღობის გამტარის ბოლოებზე ძაბვა:
ა. ყველაზე მეტია
ბ. ყველაზე ნაკლებია
გ. ისეტივეა როგორც დანარცჰენი გამტარების ბოლოებზე
დ. ყველაზე მეტია თუ ეს გამტარი წრედის დასაწყისშია ჩართული, ყველაზე ნაკლები თუ ბოლოშია ჩართული
მე ვფიქრობ გ.-ს რადგან u=IR და რამდენადაც დიდია R იმდენად მცირეა I. სწორია ჩემი მსჯელობა? და თუ სწორია მაშინ რა გამოდის ძაბვა ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მუდმივია?
|
|
10 კგ მასის სხეული დევს მაგიდაზე,რომელთან ხახუნის კოეფიციენტი 0.1 ის ტოლია.მასზე მოდებულია 7ნ ჰორიზონტალური ძალა.რა მინიმალური ძალით უნდა მოვქაჩოთ სხეულს ვერტიკალურად ზევით,რომ ის ადგილიდან დაიძრას?.მადლობა წინასწარ
|
|
20 კგ მასის სხეული მასზე მოდებული 70ნ ძალის მოქმედებით 0.2 ხახუნის კოეფიციენტის ზედაპირზე მისრიალებს აჩქარებულად.რა მასის ტვირთი უნდა დავადოთ მას ზემოდან,რომ სხეულმა თანაბრად გააგრძელოს მოძრაობა.მადლობა წინასწარ
|
|
4•10–3 კგ/მოლი მოლური მასის 2 კგ ჰელიუმის ადიაბატური გაფართოების დროს შესრულდა 300 ჯ მუშაობა. იპოვეთ ტემპერატურის ცვლილება..
|
|
ყმაწვილმა ჭიდან 11კგ მასის წყლიანი ვედრო 20წმ-ში ამოიტანა. განსაზღვრეთ მის მიერ განვითარებული სიმძლავრე,თუ ბაგირის მასა 6კგ-ია, ხოლო ჭის სიღრმე 8მ.
|
|
ტბაში გაჩერებულია L სიგრძის ნავი,რომლის კიჩოზე დგას მენავე.ის გადავიდა ნავის ცხვირზე.ნავის მასა 3-ჯერ მეტია მენავის მასაზე.რა მანძილი გაიარა ნავმა ნაპირის მიმართ?წინააღმდეგობის ძალები უგულებელყავით.
ა) L/6 ბ) L/4 გ) L/3 დ) 2L/3 ე) 3L/4
|
|
ზღვაში ჰაერის ბუშტუკი ამოდის ფსკერიდან ზედაპირზე.რამდენჯერ გაიზარდა მისი დიამეტრი 150მ სიღრმიდან ამოსვლისას?ატმოსფერული წნევა 100000ნ/მ2. წყლის სიმკვრივეა 1000კგ/მ3. ზღვაში სიღრმის მიხედვით წყლის ტემპერატურა არ იცვლება.
ა)2–ჯერ ბ) 4–ჯერ გ) 8–ჯერ დ ) 15–ჯერ ე ) 16–ჯერ
|
|
როდესაც ძალიან ზუსტ და მგრძნობიარე ბერკეტიან სასწორზე ტყვიის საწონით გაწონასწორებულია კორპი,მაშინ კორპის მასა მეტია საწონისაზე.რატომ?
|
|
1)100სმ2 განიკვეთის ფართობის მუხლის მქონე ზიარჭურჭელი ავსებულია სპირტით და დახურულია ერთნაირი მძიმე დგუშებით.რამდენი სანტიმეტრით აიწევს ერთ-ერთი დგუში,თუ მეორე დგუშს დავადებთ 1,6კგ მასის სხეულს?
2) 890გ სპილენძის სხეული ეშვება წყლით სავსე ჭურჭელში ვერტიკალურად ქვევით.განსაზღვრეთ არქიმედეს ძალის მიერ შესრულებული მუშაობა, თუ სხეული გადაადგილდა 20სმ-ით
|
|
1)წყლიან ჭურჭელში მოტივტივე ყინულშიტყვიის ბურთულაა.როგორ შეიცვლება წყლის დონე ჭურჭელში ყინულის გადნობისას?
2)ბერკეტის ბოლოებზე დაკიდებულია ერთნაირი მოცულობის ბურთულები ამასთან m1>m2. ბერკეტი წონასწორობაშია.როგორ შეიცვლება ბერკეტის წონასწორობა ბურთულების წყლით დაფარვის შემდეგ?
3)დახურულ ჭურჭელში წყალში ტივტივებს სხეული.როგორ შეიცვლება სხეულის წყალში ჩაძირული ნაწილის მოცელობა ჭურჭელში ჰაერის ჩატუმბვისას?
|
|
ბატარეის ემ ძალა 6ვა-ია,მისი შიგა და გარე წინაღობები 0,5 და 11,5 ომია,.განსაზღვრეთ დენის ძალა წრედში,ძაბვა ბატარეის მომჭერებზე და ძაბვის ვარდნა ბატარეაში.გთხოვთ მითხარით როგორ დავწეროო.
|
|
U ძაბვის ქსელში ჯერ ჩართეს მიმდევრობით შეერთებული 5 ერთნაირი ნათურა, ხოლო შემდეგ პარალელურად შეერთებული იგივე ნათურები. რამდენჯერ შეიცვალა ქსელიდან მოხმარებული სიმძლავრე?
ა) 25-ჯერ შემცირდა ბ) 5-ჯერ შემცირდა
გ) 5-ჯერ გაიზარდა დ) 25-ჯერ გაიზარდა
|
|
სხეული 30º კუთხით გაისროლეს.იპოვეთ სიჩქარე 2 წმ_ის შემდეგ
|
|
განსაზღვრეთ აირის შინაგანი ენერგიის ცვლილება,თუ 200ჯ სითბოს გადაცემის შემდეგ ის 300ჯ მუშაობას ასრულებს.
|
|
4მ სიგრძის საქანელაზე 40კგ მასის ყმაწვილს ტრაექტორიის ქვედა წერტილში აქვს 6მ/წმ სიჩქარე.იპოვეთ ძალა რომლითაც ყმაწვილი დასაჯდომს აწვება
|
|
თუ r რადიუსიანი მარყუჟის შემოწერისას m მასის ბურთულამ ზედა A და ქვედა B წერტილები v სიჩქარით გაიარა.განსაზღვრეთ ძალა, რომლითაც ბურთულა აწვება მარყუჟის ღარს A წერტილებში,B წერტილში.
|
|
განსაზღვრეთ r რადიუსიანი მარყუჟის შემოწერისას ბურთულას მინიმალური სიჩქარე მარყუჟის ზედა A წერტილში
|
|
რას უდრის 50 გ მასის ისრის კინეტიკური და პეტენციური ენერგიები მოძრაობის დაწყებიდან 2 წამის შემდეგ, თუ იგი მშვილდიდან გაისროლეს ვერტიკალურად ზევით 30მ/წმ სიჩქარით? (მადლობა წინასწარ)
|
|
m = 2 კგ, h = 45 მ. განსაზძღვრეთ v იმ მომენტში როდესაც პოტენციური ენერგია კინეტიკურზე რვაჯერ მეტია.
|
|
რა სიმაღლიდან ვარდება სხეული თუ ჩამოვარდნის მომენტში მას აქვს 8მ/წმ სიჩქარე
|
|
რა მანძილს გაივლის სხეული 3 წამის განმავლობაში, თუ ის იწყებს თავისუფალ ვარდნას?
|
|
რამდენით შემცირდება 750კგ კოსმოსური აპარატის სიმძმის ძალა, როცა იგი მიაღწევს მთვარის ზედაპირს? (gმთვარის=1,6მ მ/წმ2)
|
|
პლანეტა ვენერას საშუალო სიმკვრივეა 5200კგ/მ3; პლანეტის რადიუსი კი 6100კმ. იპოვეთ თავისუფალი ვარდნის აჩქარება ვენერას ზედაპირზე.
|
|
ხელსაწყოში "მკვდარი მარყუჟი"გარკვეული სიმაღლიდან ღარში დაგორებული ბურთულა შემოწერს მარყუჟს და აგრძელებს მოძრაობას ჰორიზონტალურ ზედაპერზე. იპოვეთ მარყუჟის შემოწერისას ბურთულაზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ქვედა B წერტილში
|
|
ჰორიზონტალურ სიბრყყეში 5წმ-1 კუთხური სიჩქარით მბრუნავ დისკოსთან ერთად ბრუნავს მასზე მოთავსებული 0.5კგ მასის სხეული.რას უდრის სხეულზე მოქმედი უძრაობის ხახუნის ძალათუნსხეული ბრუნვის ღერძიდან 0.1მ-ითაა დაშორწბული?
|
|
რის ტოლია თავისუფალი ვარდნის აჩქარება მზეზე? (Mმზის=2x1027ტ; r=7x108მ)
|
|
ფოლადის მავთულის სიხისტე 10ნ/მ-ია.იპოვეთ გვარლის წაგრძელება,თუ ათი ასეთი მავთულისგან დაწნული გვარლის ბოლოზე დავკიდებთ 200გ მასის სხეულს
|
|
რა სიმაღლეს მიაღწევს სხეული, თუ ის აისროლეს ვერტიკალურად ზევით 10მ/წმ საწყისი სიჩქარით?
|
|
10 მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის ფრენის სიშორე გასროლის სიმაღლის ტოლია. რა სიმაღლიდან არის სხეული გასროლილი?
|
|
3კგ მასის სხეული ვარდება ჰაერში 8მ/წმ2 აჩქარებით. იპოვეთ ჰაერის წინააღმდეგობის ძალა.
|
|
ჰორიზონტალურ ზედაპირზე F ძალის მოქმედებით a აჩქარებით მოძრავ ურიკაზე m მასის ყუთი უძრავია.განსაზღვრეთ ყუთზე მოქმედი ხახუნის ძალის მოდული.
|
|
დინამომეტრი,რომელსაც ერთი წრფის გასწვრივ მიმართული ძალებითისე ჭიმავენ,რომ ერთი ბოლოდან მოქმედებენ 10ნ ძალით, მეორედან კი - 16ნ-ით,გვიჩვენებს - ?ნ-ს.
|
|
10 კგ მასის სხეული მოძრაობს ჰორიზონტალურ ზედაპირზე 50 ნ ძალის მოქმედებით,რომელიც ჰორიზონტთან 300-იან კუთხეს ქმნის.სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტი 0.1-ია.განსაზღვრეთ სხეულზე მოქმედი ხახუნის ძალა და სხეულის აჩქარება. cos30o≈0.9
|
|
გზის ჰორიზონტალურ ზედაპირზე ველოსიპედის თანაბარი მოძრაობისას მის უკანა საბურავზე ხახუნის ძალა
ა)არ მოქმედებს. ბ)მოქმედებს და აქვს მოძრაობის მიმართულება
გ)მოქმედებს და აქვს მოძრაობის საპირისპირო მიმართულება
|
|
ბიჭმა ვერტიკალურად ააგდო 100გ მასის ბურთი და დაიჭირა ასროლის წერტილში, ბურთის ასვლის სიმაღლე იყო 5მ. იპოვეთ სიმძიმის ძალის მუშაობა ზევითკენ, ქვევითკენ და მთელ გზაზე მოძრაობისას. მადლობა წინასწარ.
|
|
სამ ერთნაირ გადაბმულ ძელაკს ჰორიზონტალურ ზედაპირზე თანაბრად ამოძრავებენ.თითოეულ ძელაკზე მოქმედი ხახუნის ძალა 0,4ნ-ია.განსაზღვრეთ ძელაკების შემაერთებელი ძაფის დაჭიმულობის ძალის მოდული
|
|
გამარჯობათ, ძალიან მჭირდება ამ ამოცანის პასუხი და ვერ გავიგე:(( თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, მადლობა წინასწარ.
გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე გადაბმულია 1 კგ და 3 კგ მასის სხეულები. განსაზღვრეთ სხეულების აჩქარება(a) და თოკის დაჭიმულობუს ძაlა (T), თუ 8ნ ძალა მოქმედებს 1 კგ მასის სხეულზე.
|
|
სამი ერთნაირი მასის ძელაკი გადაბმულია თოკით.შემდეგ თოკი გადადებულია უძრავ ჭოჭონაქზე და თოკის ბოლოზე დაკიდებულია ასეთივე მასის ძელაკი.განსაზღვრეთ რა აჩქარებით მოძრაობენ ძელაკები თუ ხახუნი უმნიშვნელოა
|
|
რა მანძილზე გაჩერდება 10 მ/წმ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, თუ ხახუნის კოეფიციენტია 0,05?
|
|
დამუხრუჭებიდან რა დროის შემდეგ გაჩერდება 12მ/წმ სიჩქარით მოძრავი ავტობუსი, თუ ხახუნის კოეფიციენტი დამუხრუჭებისას 0,4 -ის ტოლია?
|
|
რა მანძილზე გაჩერდება 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ძრავის გამორთვის შემთხვევაში, თუ ხახუნის კოეფიციენტია 0,05
|
|
რა საწყისი სიჩქარითუნდა ვისროლოთქვევით სხეული,რომ ახტომის შემდეგ იგი 20 მ-ით მაღლა ავიდეს?
მიწიდან რა სიმაღლეს მიაღწევს სხეული ახტომის შემდეგ, თუ მას10 მეტრი სიმაღლიდან ვერტიკალურად ქვევით ისვრიან 10მ/წმ სიჩქარით?
|
|
50კგ მასის მოციგურავე სრიალებს ყინულის ზედაპირზე. განსაზღვრეთ ხახუნის ძალა, თუ ხახუნის კოეფიციენტია 0,02.
|
|
მეთხილამურე დაეშვა 10 მეტრი სიგრძის ფერდობიდან,რომელიც ჰორიზონტთან 30° კუთხეს ადგენს. იპოვეთ სოჩქარე ფერდობის ბოლოს თუ ხახუნის კოეფიციენტია 0,25.
|
|
ჰორიზონტისადმი ალფა კუთხით გაისროლეს სხეული საწყისი სიჩქარით. დაწერეთ სხეულის ტრაექტორიის განტოლება, განსაღვრეთ ფრენის დრო, ფრენის სიშორე და ასვლის მაქსიმალური სიმაღლე.
|
|
რამდენი პროცენტით უნდა შეიცვალოს სხეულის საწყისი სიჩქარე დამუხრუჭებისას,რომ აჩქარების 60%-ით გაზრდისას სამუხრუჭე მანძილი ამდენივე პროცენტით შემცირდეს?
|
|
რა პრაქტიკული გამოყენება აქვს დიოდს და რა თვისების გამო იყენებენ?
|
|
რა უპირატესობა აქვს ნახევარგამტარულ მოწყობილობას ძაბვასთან მომუშავეებთან მიმართებაში?
|
|
რამდენი ელექტრონი ამოიტყორცნება დიოდის კათოდიდან ყოველ წამში თუ მაქსიმალური ანოდური დენის ძალაა 40 მა–ის ტოლი?
|
|
განმუხტვის რომელ სახეს წარმოადგენს ელჭექი? რას ჰქვია მეხი?
|
|
რა მინიმალური სიჩქარე უნდა ჰქონდეს ელექტრონს, რომ შეძლოს ჰელიუმისა და ნახშირბადის ატომთა იონიზაცია. იონიზაციის ენერგია ჰელიუმისთვის ტოლია E=24,5
|
|
განსაზღვრეთ საათის საათების, წუთების და წამების მაჩვენებელი ისრების ბრუნვის პერიოდები
|
|
m= 850კგ
v1=10მ/წმ
v2=20მ/წმ
იპოვეთ სხეულის იმპულსი P
|
|
გამარჯობა, მაინტერესებს ერთნაირია თუ არა თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება სხვადასხვა ციურ სხეულებზე? რატომ? კიდევ მაინტერესებს თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება მთვარეზე?
|
|
ორი ერთნაირი ერთგვაროვანი სფეროს ცენტრებს შორის მანძილი 0,5 მეტრია. ურთიერთმიზიდვის ზალის მოდული კი 0,7 გამრავლებული 10 ხარისხად მინუს ექვსზე. განსაზღვრეთ თითოეული სფეროს მასა.
|
|
ორი ერთნაირი თითოეული 50 კილიგრამი მასის ერთგვაროვანი სფერო ურთიერთმიიზიდება 0,7 გამრავლებული 10 ხარისხად მინუს ექვსზე ნიუტონი ძალით. სფეროების ცენტრებს შორის მანძილი 0,5მეტრია. განსაზღვრეთ გრავიტაციული მუდმივა. წინასწარ გიხდით მადლობას
|
|
დახაზეთ ბრუნვის პერიოდის რადიუსზე დამოკიდებულების გრაფიკი მუდმივი სიჩქარის დროს
|
|
სხეული მოძრაობდა თანაბარაჩქარებულად და გარკვეული გზის გავლისას მისი სიჩქარე შეიცვალა Vo დან V-მდე.რას უდრის სხეულის სიჩქარე ამ გზის შუაში?
|
|
განსაზღვრე ვარდნის აჩქარება პლანეტაზე, რომლის მასა 4-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე, ხოლო რადიუსი(R)- ორჯერ აღემატება დედამიწის რადიუსს
|
|
გამრჯობათ,მაინტერესებს როგორ ხდება ანტიმატერიის მიღება ლაბორატორიულ პირობებში,აი ცერნში რო მიიღეს ანტიმატერიის რამოდენიმე ატომი და მათი მაგნიტურ ხაფანგში დაყოვნება რო მოახდინეს მცირე ხნით,აი ეგ როგორ მოახერხეს,ალბათ ანიჰილაციის გზით მოახერხეს ანტიპროტონიების,ანტიელექტრონების(პოზიტრონების) და ანტინეიტრონების წარმოქმნა და მერე ამათგან ანტიმატერიის ატომების შექმნა... მადლობა წინასწარ <3
|
|
გამარჯობა :))) ძალიან მჭირდება ერთ კითხვაზე პასუხი... რა არის გამტარის წინაღობის მიზეზი?
|
|
თუ ერთი ზამბარის სიხისტეა k1ხოლო მეორესი k2,მაშინ მათი მიმდევრობით შეერთებით მიღებული ზამბარის სიხისტეა
ა)k1+k2. ბ)k1+k2/2. გ)k1k2/k1+k2. დ)2k1k2/k1+k2 ე)k1+k2/k1k2
|
|
ცილინდრში თავისუფლად მოძრაობს 100სმ2 განივკვეთისა და 50 კგ მასის დგუში. დგუშის ქვეშ ჰაერია. რამდენჯერ შემცირდება ჰაერის მოცულობა, თუ დგუშზე მოათავსებენ 100 კგ მასის ტვირთს? ჰაერის ტემპერატურა მუდმივი სიდიდეა. ატმოსფერული წნევა 105 პასკალია.
|
|
განსაზღვრე, რა უმცირესი რადიუსის რკალზე შეიძლება მოუხვიოს 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა, თუ გზაზე საბურავის სრიალის ხახუნის კოეფიციენტია 0.25?
|
|
დამუხრუჭების დაწყებიდან რამდენი წამის შემდეგ გაჩერდება 12 მ/წმ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, თუ ხახუნის კოეფიციენტია 0.4?
|
|
ხომ ვერ მეტყვით ფიზიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რომელი წიგნით ვიმეცადინო? მაღალი ქულის მიღება მინდა. მადლობთ წინასწარ.
|
|
რა აჩქარებით მოძრაობს სხეული a = 30º დახრილობის სიბრტყეზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი µ = 0.2?
|
|
თავისუფლად ვარდნილი 0.3კგ მასის სხეული დედამიწაზე 4 წმ-ში ეცემა. გაიგეთ შესრულებული მუშაობა.
|
|
რას უდრის 5მ სიგრძისა და 10კგ მასის "წაქცეული" ფიცრის ვერტიკალურად დასაყენებლად საჭირო მინიმალური მუშაობა?
=5მ სიგრძის ერთგვაროვანი m=10კგ მასის ფიცრის მასათა ცენტრი იქნება ფიცრის სიგრძის შუაში ანუ სიგრძეზე. ამიტომ ფიცრის ვერტიკალურად დაყენება ნიშნავს დედამიწის ზედაპირიდან, სადაც ფიცრის პოტენციური ენერგია ნულია m მასის ატანას სიმაღლეზე, სადაც პოტენციური ენერგია იქნება . ამიტომ შესრულებული მუშაობა იქნება პოტენციური ენერგიის ცვლილება, ანუ
ჩასვით ........
|
|
გამარჯობათ,მე მაინტერესებს რა განსხვავებაა სი სისტემასა და გაუსების სისტემას შორის(დაახლოებით ვიცი მაგრამ იქნებ ზუსტად განმიმარტოთ) და ასევე ამასთან არაფერ კავშირსში არაა მაგრამ... როგორ ხდება ანტინაწილაკების მიღება.. მადლობა წინასწარ :))
|
|
განსაზღვრე, რა ჰორიზონტალური სიჩქარე უნდა მივანიჭოთ სხეულს H=8 მ სიმაღლეზე ,რომ იგი დედამიწაზე v=14 მ/წმ სიჩქარით დაეცეს (g=10 მ/წმ2)
|
|
ქვემეხიდან გამოსროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარის ჰორიზონტალური მდგენელია 600 მ/წმ. იპოვეთ მაქსიმალური სიმაღლე, რომელსაც მიაღწევს ჭურვი, თუ მისი ფრენის სიშორეა 12 კმ (g=10 მ/წმ2).
|
|
რა მინიმალური მუშაობის შესრულებაა საჭირო 2მ სიმაღლის, 4მ სიგანის და 20სმ სისქის აგურის კედლის ასაშენებლად, თუ აგურის სიმკვრივე 2 •103 კგ/მ3-ია?
|
|
გალილეის ფარდობითობის პრინციპი რა არის?
|
|
ციგაზე მჯდომ ბავშვს მიასრიალებენ ჰორიზონტისადმი 450-იანი კუთხით გაჭიმული თოკის საშუალებით 20ნ ძალით. რას უდრის ციგის 100მ მანძილზე გასასრიალებელად შესრულებული მუშაობა?
|
|
განსაზღვრე თავისუფალი ვარდნის აჩქარება პლანეტის ზედაპირზე, რომლის მასა 4-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე, ხოლო რადიუსი ორჯერ აღემატება დედამიწის რადიუსს?
|
|
რა მუშაობას ასრულებს ელმავალი რომელსაც 40ცალი 60ტონიანი ცისტერნა გადააქვს 400კმ მანძილზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0.2ა?
|
|
12ტ. მასისა და 180კვტსიმძლავრის ძრავას მქონე ტრაქტორი 30 გრადუსიანი დახრილობის მთაზე ადის. გაიგეთ ტრაექტორიის სიჩქარე
|
|
გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ.
უძრავი ჭოჭონაქით ააქვთ 15 კგ მასის ქვიშით სავსე ვედრო, თოკზე მოქმედი ძალის მოდული 170 ნ_ია. განსაზღვრეთ ჭოჭონაქის მქ კოეფიციენტი.
|
|
დაწერეთ ჰორიზონტისადმი 60 გრადუსიანი კუთხით 10მ/წმ სიჩქარით გასროლილი სხეულის კოორდინატების დროზე ფუნქციები და ააგეთ მათი გრაფიკები
|
|
იპოვეთ 700მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტისადმი 30გრადუსიანი კუთხით გასროლილი ყუმბარის დაშორება გასროლის წერტილიდან იმ მომენტში როცა ის 1625მ სიმაღლეზეა
|
|
ქვემეხიდან ყუმბარა გაისროლეს 450 კუთხით 10 მ/წმ სიჩქარით.განსაზღვრეთ ფრენის სიშორე
|
|
ბადრო სპორტსმენმა ისროლა 600 კუთხით 10 მ/წმ სიჩქარით . განსაზღვრეთ ფრენის დრო და ფრენის სიშორე .
|
|
რა მანძილზე და რა დროის შემდეგ დაეცემა ეიფელი კოშკის წვეროდან ჰორიზონტალური მიმართულებით 10მ/წმ სიჩქარით ნასროლი მონეტა?
|
|
ra sichqarit modzraobs avtomobil,tu misi saburavi romlis radiusi 40 sm-ia wamshi 10 bruns asrulebs?
|
|
20მის კოშკიდან ურთიერთსაპირისპირო ჰორიზონტალური მიმართულებით 10მ/წმ და 20მ/წმ სიჩქარეებით ერთდროულად ისროლეს ქვები , ერთმანეთისგან რა მანძილზე დაეცემიან ისინი? იპოვეთ ქვებს შორის მანძილი დაცემიდან 1.5 წმ-ს შემდეგ?
|
|
ჰორიზონტისადმი 30გრადუსიანი კუთხით გასროლილი სხეულის საწყისი სიჩქარეა 100მ/წმ იპოვეთ:
ა)მისი საწყისი სიჩქარის ჰორიზონტალური მდგენელი ბ)მისი საწყისი სიჩქარის ვერტიკალური მდგენელი
გ)უდიდესი სიმაღლე რასაც სხეული მიაღწევს დ)ზემოთ მოძრაობის დრო ე)სხეულის გასროლიდან მის დაცემამდე გასული დრო ვ)მანძილი გასროლის ადგილიდან დაცემის ადგილამდე.
|
|
ჰორიზონტისადმი რა კუთხით გაისროლეს 20მ/წმ სიჩქარით თუ ის გასროლის ადგილიდან 20 მ-ზე დაეცა?
|
|
ჰორიზონტისადმი 45გრადუსიანი კუთხით გასროლილი სეულის სიჩქარის ვერტიკალური მდგენელი გასროლიდან 5 წმ-ის შემდეგ 10 მ/წმ გახდა. იპოვეთ ფრენის სიმაღლე და სიშორე
|
|
რა კუთხითაა ჰორიზონტისადმი გასროლილი სხეული თუ მისი ფრენის სიშორე 4ჯერ მეტია ფრენის სიმაღლეზე?
|
|
მეც ვერ ვიპოვე ჩემი კითხვა:(
|
|
კავშირი ცელსიუსისა და კელვინის შკალებს შორის?
|
|
ელექტრონმა მოძრაობა დაიწყო ერთგვაროვან ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობაა 20კნ/კ. რა სიჩქარე ექნება ელექტრონს 3სმ–ის გავლის შემდეგ? წინასწარ გიხდით მადლობას.
|
|
ელექტრონი 2*107 მ/წმ სიჩქარით შეიჭრა 200ნ/კ დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ ველში ძალწირების მიმართულებით. რა დროის შემდეგ გაჩერდება იგი? წინასწარ გიხდით მადლობას.
|
|
დირექტორი ადგილიდან ახტა 70სმ სიმაღლეზე.ახტომის ადგილიდან დასავლეთით რა მანძილზე დაეშვებოდა მოსწავლე მიწაზე,რომ ის ახტომის დროს დედამიწასთან ერთად არ გადაადგილდეს?დირექტორი ხტება ქალაქ ბარსელონაში,რომლის რადიუსი ჩავთვალოთ,რომ არის 3200კ/მ. P.S მადლობა რო მეხმარებით თქვენს გარეშე არ ვ........
|
|
ჩემ მიერი დასმულ შეკითხვას ვერ ვპოულობ :((
|
|
მოიყვანეთ მაგალითი ძალისა, რომელიც სხეულის მოძრაობის მიმართულებასთან ადგენს 90 გრადუსიან კუთხეს და მუშაობას არ ასრულებს.?
|
|
გამარჯობათ, ვარ 8 კლასელი და დავალება მაქვს ასეთი რა კავშირია საკვებსა და სათბობს შორის ?! ხომ ვერ დამეხმარებით :( ძალიან მჭირდება
|
|
ველოსიპედისტმა 30 წუთში 0.9 კილომეტრი გაიარა განსაზღვრეთ ველოსიპედისტის საშუალო სიჩქარე
|
|
9 და -4ნკ მუხტები ერთმანეთისაგან დაშორებულია 20სმ–ით. მუხტების შემაერთებელი წრფის რომელ წერტილში იქნება დაძაბულობის სიდიდე ნულის ტოლი? წინასწარ გიხდით მადლობას.
|
|
რაზეა დამოკიდებული სითხის ზედაპირული ენერგია?
|
|
ლონდონიდან და პარიზიდან ერთდროულად აფრინდა 2 ერთნაირი თვითფრინავი. და ერთ და იმავე სიჩქარით ერთსა და იმავე სიმაღლეზე გაფრინდნენ დასავლეთს მიმართულებით.რომელი უფრო სწრაფად მიაღწევს აფრენის ადგილას?
|
|
განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობა 1,4მმ2 განიკვეთის ფართობის ალუმინის გამტარში თუ მასში გამავალი დენი 1ა-ია :( :( :(
|
|
წრეწირი დაყოფილია 4 ტოლ ნაწილად(ყოველ ნაწილში დგება 90 გრადუსიანი კუთხე).პირველი სხეული 1 ნაწილში დგას. ხოლო მეორე სხეული 2 ნაწილში.მათ ერთდროულად დაიწყეს მოძრაობა და მივიდნენ 3 ნაწილში.რამდენჯერ განსხვავდება პირველი და მეორე სხეულების ბრუნვის პერიოდები ერთმანეთისაგან.
სავარაუდო პასუხები ა)2/3 ბ)3/2 გ)1/2 დ)2 მე სულ ვიღებ&........
|
|
ერთი შეკითხვა მაქ. თანაბრადაჩქარებული მოძრაობისას აჩქარების დროზე დამოკიდებულებისას ხაზი ხო სწორად უნდა მიდიოდეს და რადგანაც აჩქარება მუდმივია და ამ ერთ ამოცანაში ნახაზი ზემოდან ქვემოთ ჩამოდის. რა ცუდია ნახაზს რო ვერ ვდებ :( თუ მიხვდით შეკითხვას ამიხსენით გთხოვთ ვიცი რო ცოტა გაუგებრად დავწერე მარა რა ვქნა. მადლობა წინასწარ
|
|
თაროზე 800გ მასის წიგნის დასადებად იგი ჯერ ჰორიზონტალურად გადაადგილეს 2,5მ მანზილზე შემდეგ კი შვეულად ზევით-1,3მ სიმაღლეზე . განსაზღვრეთ სიმძიმის ძალი მუშაობა
|
|
რა ძალით მიიზიდავს რკინის ატომის ბირთვი (q= +26e) იმ ელექტრონს, რომლის ორბიტის რადიუსი 2*10-10მ–ია? წინასწარ გიხდით მადლობას.
|
|
მცირე ზომის დამუხტული ბურთულა შეახეს ისეთივე დაუმუხტავ ბურთულას და შემდეგ დააშორეს 9 სმ–ით. გამოთვალეთ პირველი ბურთულას საწყისი მუხტი, თუ ბურთულებს შორის განზიდვის ძალაა 2,5*10-4ნ. წინასწარ გიხდით მადლობას.
|
|
რა საწყისი სიჩქარე უნდა ჰქონდეს h სიმაღლიდან ვარდნილ ბურთს, რომ იგი 5 მ–ით მაღლა ახტეს?
|
|
ჭურჭელში ჩასხმულია წყალი, ზეთი და ვერცხლისწყალი. თითოეულის სიმაღლე 5 სმ–ია. გამოთვალეთ წნევა ფსკერსა და 5, 7,5 და 10მ სიღრმეზე. მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
ელექტრონი მოძრაობს ელექტრულ ველში ძალწირების მიმართულებით. წერტილში, რომლის პოტენციალია 600ვ, ელექტრონის სიჩქარე იყო 1,2*107მ/წმ. განსაზღვრე იმ წერტილის პოტენციალი, რომელშიც ელექტრონის სიჩქარე ნულის ტოლი გახდება.
|
|
ელექტრონი მოძრაობს 100ვ/მ დაძაბულობის ერთგვაროვანი ველის ძალწირების მიმართულებით. რა მანძილს გაივლის ელექტრონი გაჩერებამდე, თუ მისი საწყისი სიჩქარეა 2მგმ/წმ? რამდენ ხანს იმოძრავებს ელექტრონი გაჩერებამდე? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
300ვტ სიმძლავრის ნათურა გაანგარიშებულია 110ვ ძაბვაზე. რა დამატებითი წინაღობა უნდა მივუერთოთ ნათურას 127ვ ძაბვის ქსელში ჩასართველად?
|
|
მოცემულ ტემპერატურაზე რომელ აირს ექნება მეტი შინაგანი ენერგია – იდეალურს თუ რეალურს? ჩათვალეთ რომ მოლეკულათა რაოდენობა ერთნაირია. მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
ალუმინის და სპილენძის გამტარებს აქვს ტოლი მასები და ერთნაირი განივკვეთის ფართობები. შეადარე მათი წინაღობები.
|
|
ორი ერთნაირი მუხტი ჰაერში ერთმანეთისაგან დაშორებულია 4სმ - ით. თითოეული მუხტის სიდიდე 20მკკ - ია. რა მუშაობა უნდა შესრულდეს, რომ მუხტები ერთმანეთს 2 სმ - ით დაუახლოვდნენ? მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
რამდენი პროცენტით უნდა შეიცვალოს სხეულის საწყისი სიჩქარე დამუხრუჭებისას,რომ აჩქარების 60 % ით გაზრდისას სამუხრუჭე მანძილი ამდენივე პროცენტით შემცირდეს?
|
|
10მ/წმ სიჩქარით მოძრავი სხეული თანაბრადშენელებულად გაჩერდა.განსაზღვრეთ სხეულის სიჩქარე შუა გზაზე. მადლობა წინასწარ
|
|
თუ მერხევი წერტილის ამპლიტუდა 8 სმ–ია, პერიოდი კი 6 წმ, მაშინ წერტილის მაქსიმალური სიჩქარე იქნება..............
|
|
თუ მერხევი სხეულის ამპლიტუდა გაიზარდა 3 - ჯერ, მაშინ მისი სრული მექანიკური ენერგია გაიზრდება ..... მადლობას გიხდით წინასწარ.
|
|
ნივთიერებების წვის კუთრი სითბოები სად ვნახო ხომ ვერ მეტყვით?
|
|
ზამბარაზე დაკიდული 0,2 კგ მასის ტვირთის რხევის სიხშირეა 2ჰც. გამოთვალეთ ზამბარის სიხისტე.
|
|
აირის რა ნაწილი გამოუშვეს ბალონიდან თუ ბალონში წნევა შემცირდა 60% – ით, აბსოლუტური ტემპერატურა კი – 20% – ით?
|
|
ავტომობილის სიჩქარის გეგმილი იცვლება კანონით Vx=t. გამოთვალეთ ავტომობილზე მოქმედი ძალების ტოლქმედი, თუ მისი მასაა 1ტ. სიჩქარის გეგმილი და დრო მოცემულია SI სისტემის ერთეულებით.
|
|
გამოთვალეთ დედამიწის ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე.
|
|
გამოთვალეთ დედამიწის ჩრდილის სიგრძე.
|
|
მოიყვანეთ მაგალითი ძალისა, რომელიც სხეულის მოძრაობის მიმართულებასთან ადგენს 90 გრადუსიან კუთხეს და არ ასრულებს მუშაობას?
|
|
მზის სხივები დედამიწის ზედაპირს ეცემა 50 გრადუსიანი კუთხით. ჰორიზონტის მიმართ რა კუთხით უნდა მოვათავსოთ ბრტყელი სარკე, რომ მისგან არეკლილი სხივები იყოს ჰორიზონტალური?
|
|
რა კუთხით უნდა დაეცეს სხივი წყლიდან მინის ზედაპირს, რომ არეკლილი სხივი გარდატეხილის მართობული იყოს?
|
|
თუ სინათლის სხივი ჰაერიდან ეცემა მინის ბრტყელპარალელურ ფირფიტას 40 გრადუსიანი კუთხით, მაშინ სხივის ფირფიტიდან გამოსვლისას გარდატეხის კუთხე იქნება.........
|
|
გამოთვალეთ ტბის სიღრმე, თუ ფსკერიდან ზედაპირზე ამოსვლისას ჰაერის ბუშტის მოცულობა 3 – ჯერ გაიზარდა. ჩათვალეთ რომ წყლის ფსკერსა და ზედაპირზე ტემპერატურა ერთნაირია. ატმოსფერული წნევა ნორმალურია.
|
|
წყლის ცივად შენახვისთვის ჭურჭელს ცივ ტილოს ახვევენ რატომ?
|
|
ძალიან გთხოვთ სხეულების სითბურ გაფართოებაზე და წყლის მოცულობის ანომალიაზე რაც იცით მითხარით :))) წინასწარ გმადლობთ <3
|
|
ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ ვერ ვპოულობ ჩემ მიერ დასმულ კითხვას :((
|
|
გამოთვალეთ ერთი აირის მოცულობა ნორმალურ პირობებში, დამეხმარეთ . რამეე მაგალითი მითხარით
|
|
ამ ამოცანის პასუხი რა იქნება? მე 1,5-ს ვღებულობ და რომ ვამოწმებ 15-ია სწორიო
მუშამ 60 კგ მასის ტვირთი 10 წთ–ში აიტანა 15 მ სიმაღლეზე. რა საშუალო სიმძლავრე განავითარა მუშამ ამ დროს?
1,5 ვტ
15 ვტ
150 ვტ
900 ვტ
|
|
დაამტკიცეთ რომ რიცხვი არ არის მარტივი
|
|
როგორ გამოთვალეს მეცნიერებმა რამდენია დედამიწის მასა?
|
|
აუ გეხვეწებით ვინმე აქ თუ ხართ დამეხმარეთ რაა :S მოძრაობის ფარდობითობა და ფარდობითი სიჩქარის წესები მინდა გთხოვთ :X
|
|
გამარჯობათ. გავიგე რომ ეს საიტი მუშაობს, მაგრამ ჩესმ წინა კითხვაზე პასუხი არ მიმიღია.გეხვეწებით მიპასუხეთ. სხვა ბევრი ამოცანა მაქ გაუგებარი. მასწავლებელთან სიარულს ვერ ვახერხებთ და გთხოვთ თქვენ გამიწიეთ მასწავლებლობა!!!!!!!!!!
|
|
რას ეწოდება მექანიკური ენერგია?
|
|
რაზეა დამოკიდებული სრიალის ხახუნის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობა?
|
|
განსაზღვრეთ ველის მუშაობა ჩაკეტილ ტრაექტორიაზე, როცა მუხტი საწყის წერტილში ბრუნდება.
|
|
ტემპერატურის გაზრდისას ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარე როგორ იცვლება?
|
|
ცენტრისკენული აჩქარების მოდულის გამოთვლისას , და - სგან შედგენილი სამკუთხედი სამკუთხედის მსგავსიაო რადგან ტოლფერდა არისო და შემდეგ მსგავსების თვისებიდანო ქორდა შეცვალეს რკალით და ამიტომომ . ეს მომენტი ვერ გავიგე. ანუ საბოლოოდ საიდან ღებულობენ .
|
|
მცირე ზომის ბურთი, რომელსაც ვერტიკალური მიმართულებით სიჩქარე გააჩნია, იწყებს მოძრაობას ორ პარალელურ კედელს შორის სივრცეში.
რამდენჯერ მოხვდება ბურთი კედელს მიწაზე დავარდნამდე? კედლებს შორის მანზილია , მათი სიმაღლეა . . ბურთის კედელთან დაჯახება ჩათვალეთ აბსოლიტურად დრეკადად.
|
|
სურათზე გამოსახულ სისტემაში
ხახუნი არსად არ არის. რა მუდმივი, ჰორიზონტალური ძალა უნდა მოვდოთ მასის სხეულს, იმისთვის რომ მასის სხეულის მიმართ და მასის სხეულები უძრავი იყოს? რა აჩქარებით დაიწყებს ამ შემთხვევაში მთელი სისტემა მოძრაობას? თოკი უჭიმვადია და არ აქვს მასა, მასა არ აქვს ჭოჭონაქსაც და ხახუნის ძალა ჭოჭონაქსა და თოკს შორის 0-ის ტოლია.
|
|
წვიმის წვეთს რაოდენობით ზედმეტი ელექტრონი რომ ჰქონდეს, რამდენით შემცირდრება მისი აჩქარება, თუ წვიმის წვეთის მოცულობაა ხოლო დედამიწის ელ.ველის დაძაბულობაა .
|
|
ელექტრული ველის დაძაბულობის რა მნიშვნელობისას დაიწყება წყალბადში თავისთავადი განმუხტვა,თუ თავისუფალი განარბენის საშუალო სიგრძე 5მკმ-ა, ხოლო მოლეკულების იონიზაციის ენერგია ჯ-ია..რა სიჩქარე ექნება ელექტრონს წყალბადის ატომთან შეჯახებისას?
|
|
რამდენი ელექტრონი ამოიტყორცნება დიოდის კათოდიდან ყოველ წამში,თუ მაქსიმალური ანოდური დენის ძალა 40 ამპერის ტოლია?
|
|
რა აჩქარებით მოძრაობს ელექტრონი რადიომილაკში,თუ კათოდთან მისი სიჩქარე ნულის ტოლია,ანოდთან კი 300000 მ/წმ?რა დროში მიაღწევს ელექტრონი ანოდამდე,თუ კათოდსა ანოდს შორის მანძილი 1 სმ-ია?
|
|
ვერტიკალურად ზევით ასროლილი მასის სხეულის მაქსიმალური ასვლის სიმაღლეა . რისი ტოლია მისი კინეტიკური ენერგია სიმაღლეზე?
|
|
ფოტორეზისტორი, რომლის წინაღობა სიბნელეში 25 კომია.მიმდევრობით ჩართეს 5 კომი წინაღობის რეზისტორთან.როდესაც ფოტორეზისტორი გაანათეს, წრედში დენის ძალა 4-ჯერ გაიზარდა (ძაბვის შეუცვლელად ).როგორ შეიცვალა ფოტორეზისტორის წინაღობა?
|
|
ელექტროლიზის დროს ელექტროლიტურ აბაზანაში 10 წთ-ში გამოიყო 0.67 გ ვერცხლი.აბაზანასთან მიმდევრობით შეერთებულმა ამპერმეტრმა უჩვენა 0,9ა. სწორია თუ არა ამპერმატრის ჩვენება?
|
|
რა მასის ალუმინი გამოიყოფა ელექტროლიზის დროს 30წთ-ში, თუ ელექტროლიტში დენის ძალა 2 ა-ია?
|
|
რა სიჩქარე ექნება კათოდიდან ამოტყორცნილ ელექტრონს ანოდთან,თუ დიოდის ანოდსა და კათოდს შორის ძაბვა 1000ვ-ია?
|
|
გამოთვალეთ ძაბვა ელექტრონულ-სხივური მილაკის კათოდსა და ანოდს შორის,თუ ელექტრონის ენერგია 8\cdot ჯოულია.
|
|
ვტ სიმძლავრის ელექტრული გამათბობელი ჩაუშვეს გამჭვირვალე კალორიმეტრში,რომელშიც გ წყალი ასხია . წუთში წყალი გათბა -ით.ენერგიის რა ნაწილი გაატარა კალორიმეტრმა?
|
|
რა მუშაობა შესრულდება ტუმბოს დგუშის ერთი სვლისას , თუ წნევა მასზე 100კპა-ია ? დგუშის ფართობია 100სმ2 ,სვლა კი- 40 სმ..როგორ ამოიხსნება რომელი ფორმულები უნდა გამოვიყენო?
|
|
სხეულმა მთელი გზის გასავლელად საჭირო დროის ნახევარი იმოძრავა 16 მ/წმ სიჩქარით. რა სიჩქარით უმოძრავია დარჩენილი დროის განმავლობაში, თუ მოძრაობის საშუალო სიჩქარე იყო 18 მ/წმ.
|
|
განსაზღვრეთ 36 ნკ მუხტის ველის დაძაბულობა მისგან 18 სმით დაშორებულ წერტილში
|
|
იპოვეთ მერხევი სხეულის მაქსიმალური სიჩქარე თუ ამპლიტუდა 8 სმ-ია პერიოდი კი 6 წმ.
|
|
განსაზღვრეთ დედამიწის მუხტი თუ ელექტრონული ველის დაძაბულობა მის ზედაპირთან 100ნ/კ-ის ტოლია, ჩათვალეთ, რომ დედამიწის რადიუსი 6000კმ-ია.
|
|
გამარჯობათ, ერთი ასეთი შეკეთხვა მაქვს: ხანდახან ცაზე ჩანს ორი მზე, ერთმანეთის გვერდით. არ დავკირვებულვარ რა კანონზომიერებით ჩნდება იგი, მაგრამ ვთვლი რომ ალბათ ოპტიკური მირაჟია. თუ შეგიძლიათ განმიმარტეთ რაშია საქმე?
|
|
გამარჯობათ, რატომ არის მოწმენდილი ცა ლურჯი, ხოლო მზე ჰორიზონტთან წითელი?
|
|
რატომ იღუნება ასანთის ღერი წვისას?
|
|
გამარჯობათ, რამდენიმე კითხვა მაქვს ცისარტყელასთან დაკავშირებით:
1) როგორ წარმოიქმნება ცისარტყელა?
2) რა იწვევს, ხანდახან მეორე ანუ დამატებითი ცისარტყელის გამოჩენას ცაზე?
3) რატომ აქვს ცისარტყელას რკალის ფორმა?
|
|
რატომ აქვს თოვლის ფიფქს ექვსკუთხედის ან ექვსკუთხა ვარსკვლავის ფორმა?
|
|
რატომ წარმოიქმნება ორპირი, როდესაც სახლში ორი ფანჯარაა ღია?
|
|
გთხოვთ თანმიმდევრობით მითხრათ სპექტრის ფერები
|
|
ასტრონომიას ან ასტროფიზიკას თუ შევეხებით საერთოდ? მაინც ფიზიკის ნაწილებია ეგეც...
|
|
რა შეიძლება იყოს ვარსკვლავთ შორის სივრცეში ატომთა იონიზაციის მიზეზი?
|
|
ძალიან გთხოვთ,იქნებ მითხრათ სიტყვა ,,პლაზმა'' სიტყვა-სიტყვით რას ნიშნავს?
|
|
სინათლის მოქმედებით რატომ იცვლება ნახევარგამტარის წინაღობა,მეტალის კი პრაქტიკულად უცვლელი რჩება?
|
|
გამარჯობა, მაინტერესებს ვენერას ტრანზიტი საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან გამოჩნდება კარგად? და რა დროს იქნება?
|
|
რაზეა დამოკიდებული ნაჯერობის დენი აირში:მოდებულ ძაბვაზე თუ იონიზატორის მოქმედებაზე?
|
|
რა ტიპის გამტარობა ექნება გერმანიუმს,თუ დავუმატებთ ფოსფორის მინარევს?
|
|
როგორ შეიცვლება ელექტროლიზის დროს ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერების მასა,თუ ა)გავზრდით ძაბვას; ბ)დავაახლოვებთ ელექტროდებს; გ)ელექტროდის დიდ ნაწილს ჩავუშვებთ ელექტოლიტში? გთხოვთ განმიმარტოთ თითოეული შემთხვევისას წარმართული პროცესი.
|
|
რატომ ხდება ასე ,რომ მეტალებში ტემპერატურის გაზრდით იზრდება მისი კუთრი წინაღობა,ხოლო ნახევარგამტარების შემთხვევაში კი პირიქით ხდება?
|
|
ვაიიმეეე...ძალიან მჭირდება ანეგდოტები ფიზიკოსებზეეეეე.......გთხოვთ ტუ ვინმემ იციტ ან თქვენმა ნაცნობმა იცის ჰკითხეთ ..... შეჯიბრი გვაქვს სკოლასჰი კლასს...დირექტორია ახალი და უნდა დაგვესწროოს , გთხოოოოოოვთთთ
|
|
1)რა წნევას ახდენს წყალი გრაფინის ფსკერზე თუ დონე 16 სანტიმეტრია?
2)ლითონის ნაჭრის ჰაერში და წყალში აწონვისას ზამბარიანმა სასწორმა აჩვენა 5 ნ. და 3,15 ნ. რა ლითონისაა ეს ნაჭერი?
|
|
რას ვერ ინაჩუნებს სითხე?
|
|
გთხოვთ გამარკვიოთ საშუალო სიჩქარის გამოთვლაში.
|
|
რომელია მართებული მტკიცება?
ა) თანაბარწრფივი მოძრაობის სიჩქარე მუდმივია
ბ) თანაბარწრფივი მოძრაობის სიჩქარე არ არის მუდმივი
გ) ნებისმიერი წრფივი მოძრაობის სიჩქარე მუდმივია
დ) თანაბარწრფივი მოძრაობის აჩქარება არ არის ნული
|
|
რომელი არ არის ძალის ერთეული?
ა) ნიუტინი
ბ) კგ.მ/წმ2
გ) კგ.მ/წმ
დ) გ.სმ/წმ2
|
|
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ სხეულის სიჩქარე მცირდება 3-ჯერ მაშინ მისი იმპულსი
ა)მცირდება \sqrt{3}-ჯერ
ბ)მცირდება 3\sqrt{3}-ჯერ
გ) მცირდება 3-ჯერ
დ)მცირდება 9-ჯერ
|
|
გამარჯობათ,მაინტერესბს 27 აგვისტოს მართლაც ყველაზე ახლოს მოვა მარსი დედამიწასთან და 00:30 საათზე ცაზე მარსსაც და მთვარესაც ერთდროულად დავინახავთ ?
|
|
გამარჯობათ.მე ვარ აბიტურიენტი,და ვემზადები საატესტატო გამოცდებისთვის.მე მაქვს რამდენიმე შეკითხვეა.მოცმულია 5 კგ შაქარი, რომლის მოცულობაა 500 სმ3.უნდა ვიპოვოთ სიმკვრივე.ეს პირველი ამოცანაა. თუ მიპასუხებთ გამოგიგზავნით სხვა შეკითხვებსაც. გთხოვთ დამეხმაროთ.
|
|
თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რას იწვევს ერთი სახის ენერგიის შემცირებას ან რის ხარჯზე ხდება რომელიმე ენერგიის ზრდა? სად "ქრება" ენერგია როცა ის ნულის ტოლის ხდება ? მადლობთ წინასწარ !
|
|
მოგესალმებით უღრმესი პატივისცემით... მე ფიზიკა ყოველთვის მიტაცებდა.. მაგრამ რაღაც მიზეზებისდა გამო ვერ მოხერხდა რომ ფიზიკა მცოდნოდა.. თქვენთან მაქვს ერთი ფრიად საპასუხისმგებლო შეკითხვა და უღრმესი პატივისცემით მინდა გკითხოთ: გვაქვს 4 ნათურა.. ეს 4 ნათურა არის გვერთით ოთახში.. და ჩამრთველები იმ ოთახშია სადაც მე ვარ.. ეხლა რა ხდება .. მოკლედ ვრთავთ ერთერთ ჩამრთველს და გვერდით ინთება ნატურა ოღონდ არ ვიცით რომელი... კითხვა არის შემდეგი : როგორ უნდა გავარკვიოთ რომელი ნათურა აინთო? (ყველა ჩამრთვე........
|
|
გამარჯობათ.გვაქვს თოკი რომელიც უძლებს F=150 ნიუტონ დატვირთვას.ზედ ჩამოკიდებულია m=10 კგ ტვირთი.ეს თოკი მოძრაობს აჩქარებით.რა მაქსიმალურ სიმაღლეზე შეძლებს ეს თოკი იმ ტვირთით ასვლას?
|
|
გემი მოძრაობს მდინარეში.იგი მოძრაობდა მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმარტულებით.როცა ის იყო ხიდის ქვეშ მის ერთ ერთ მგზავრს ჩაუვარდა ანკესი. გავიდა რა 30 წთ, მან შეამჩნია რომ დაკარგა ანკესი და უკან მობრუნდა. (ახლა მოძრაობს მდ.მიმ.) და დაეწია ანკესს ხიდიდან 5 კილომეტრში. იპოვეთ მდინარის დინების სიჩქარე. ეს ამოცანა ამოხსენით მდინარის სისტემაში და არა დედამიწის მიმართ. გთხოვთ დეტალურად ამიხსნათ.
|
|
სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აღიწერება x=-360+10t განტოლებით, ამავე გზატკეცილზე ქვეითის მოძრაობა კი x=-2t განტოლებით. რა სიჩქარით მოძრაობენ ისინი? სად და როდის შეხვდებიან ერთმანეთს?
|
|
თქვენი აზრით, კიბეებზე არბენისას უფრო მეტ მუშაობას ასრულებთ,თუ ნელა ასვლისას? პასუხი დაასაბუთეთ.
|
|
გთხოვთ, რამე ინფორმაცია მინდა სპექტომეტრზე და დამილინკეთ, ძალიან მჭირდება.
|
|
ამწეს თანაბრად გადააქვს 3000 კგ მასის ტვირთი 20მ სიმაღლეზე,შემდეგ 10მ სიმაღლეზე,შემდეგ ტვირთს ჰორიზონტალურად გადააადგილებს და 5 მეტრით უშვებს ქვევით.გამოთვალეთ, რა სიდიდის მუშაობას ასრულებს ამწე.
|
|
განსაზღვრეთ 36კ მუხტის ველის დაძაბულობა მისგან 9 და 18სმ-ით დაშორებულ წერტილებში.
|
|
ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ მჭირდება:
1)50ტ მასის რეაქტიული თვითმფრინავი დედამიწის მიმართ 3000მ/წმ სიჩქარით მოძრაობს.განსაზღვრე მფრინავის კინეტიკური ენერგია:ა)დედამიწის მიმართ და ბ)თვითმფრინავის მიმართ.
2)გამოთვალეთ მუშაობა,რომელიც 3 წთ-ის განმავლობაში სრულდება წყლის ტუმბოს მიერ,თუ მისი საშუალებით 1წმ-ში 50ლ წყალი 20მ სიმაღლეზე მიეწოდება.
|
|
1) 800მ/წმ სიჩქარით მოძრავი 9გ მასის მქონე ტყვია ხვდება ფიცარს და რაღაც სიღრმეზე ჩერდება.გამოთვალე,რა მუშაობა შეასრულა ტყვიამ ხახუნის ძალის დაძლევაზე.
2) ამწეს,რომელიც 2კვტ სიმძლავრის ელექტროძრავას მოჰყავს მოძრაობაში, 0.9 ტ ლითონის კონსტრუქცია 100მ სიმაღლეზე 10წთ-ში ააქვს.გამოთვალე ელექტროძრავას მქკ(მარგი ქმედების კოეფიციენტი)
3) დახრილი სიბრტყის დახმარებით ტვირთის 2,4მ სიმაღლეზე ასატანად 3600ჯ მუშაობა შეასრულეს.განსაზღვრეთ ტვირთის წონა,თუ დახრილი სიბრტყის მქკ 40%-ია.
ძალიან,ძალიან გთხოვთ დამ........
|
|
გთხოვთ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება:((( ამ ამოცანას ვერ ვხსნი. წერტილოვანი მუხტის ელექტრულიველის ორი წერტილის პოტენციალები ოთხჯერ განსხვავდება ერთმანეთისაგან.რამდენჯერ განსხვავდება ერტმანეტისაგან ველის დაძაბულობები ამ წერტილებში??? წინასწარ გიხდით დიდი მალობას!!!!!
|
|
სიჩქარისა და აჩქარების გეგმილები როდის ითვლება დადებითდ და როდის უარყოფითად, კერძოდ თუ ზამბარა გამოყვანილია წონასწორობიდან და ტვირთი გადახრილია მარცხნივ?
|
|
რა არის მარგი ქმედების კოეფიციენტი?
|