×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 14949
შეკითხვა:

გამარჯობათ ,კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა საიტზე.ამოცანის ამოხსნისას რაღაცას ბოლომდე ვერ ვხვდები თუ შიძლება დმეხმარეთ .თემა აირის კანონები#3-17,3-18 ამოცანა გ.როსტომაშვილი.ქვედა ბოლოდან დახშულ ვერტიკალურ მილში,რომლის განივი კვეთის ფართობია 0.1სმკვ.4სმ სიმაღლის ვერცხლისწყლის სვეტით ჩაკეტილია 6 სმ.კუბი ჰაერი.რა სიმაღლის იქნება ჰაერის სვეტი თუ მილში 27,2გ ვერცხლისწყალს დავუმატებთ. t მუდმივია, წნევა ატმოსფერული

3-18

პასუხი:

მოცემულია აირის საწყისი მოცულობა    V1 = 6 სმ3      და   წნევა   p1 = p+ pვწყ1 = ( 76 + 4)  სმ.ვწყ.სვ = 80 სმ.ვწყ.სვ....

27,2 გ ვერცხლისწყლის  ჩამატებისას  აირი შეიკუმშება იზოთერმულად( t მუდმივია-ო) და დაიკავებს რაღაც ახალ  h = ? სიმაღლეს ... ამ    27,2 გ  ვერცხლისწყალს   ექნება   27.2/13,6(ვწყ-ს სიმკვრივე) = 2 სმ3  მოცულობა   2/0,1(განივკვეთი)=20 სმ სიმაღლის სვეტით.  სულ  ვწყ-ს  სვეტის სიმაღლე იქნება 24 სმ.   

ამიტომ ახალი წნევა აირში იქნება  p2 = p+ pვწყ2 = (76 + 24) სმ.ვწყ.სვ = 100 სმ.ვწყ.სვ...  დაბოლოს  ბოილ-მარიოტის კანონი: p1V1 = p2V2 ........ 80 * 6 = 100* (0,1*h) ..... 

h=48 სმ

--------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.