Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

კალორიმეტრი

ხელსაწყო სხვადასხვა კალორიმეტრული სიდიდეების (სითბოტევადობა, წვის სითბო, ორთქლადქცევის სითბო და სხვ.) განსასაზღვრად.

კაპილარი

ვიწრო ჭურჭელი 1მმ-ზე მცირე მახასიათებელი განიკვეთით.

კაპილარული მოვლენები

სითხის თავისუფალი ზედაპირის, არაშერევადი სითხეების გამყოფი ზედაპირისა და სითხის მყარ სხეულთან საზღვრის წონასწორობასა და მოძრაობაზე მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედების ძალების გავლენით გამოწვეული მოვლენები. მაგალითად: სითხის აწევა და ჩაშვება ძალიან წვრილ მილაკებში (კაპილარებში) და ფორებიან გარემოში.

კარნოს ციკლი

აზრობრივი მოდელი შექცევადი წრიული პროცესისა, რომელიც შედგება ორი იზოთერმული და ორი ადიაბატური პროცესისგან. იზოთერმული გაფართოებისას (გამაცხელებლის ტემპერატურა Tg) მუშა სხეულს (იდეალური აირი) მიეწოდება სითბოს რაოდენობა Qg, ხოლო იზოთერმული შეკუმშვისას (მაცივრის ტემპერატურა Тm) - ერთმევა სითბოს რაოდენობა Qm. კარნოს ციკლის მ.ქ.კ არ არის დამოკიდებული მუშა სხეულის ბუნებაზე და ტოლია \(\dpi{100} \eta =\frac{T_{g}^-{T_{m}}}{T_{g}}\).

კეპლერის კანონები

მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის კანონები. პირველი კანონი: ყოველი პლანეტა მოძრაობს ელიფსურ ორბიტაზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსში მზე მოთავსებულია. მეორე კანონი: მზიდან პლანეტისკენ გავლებული რადიუს-ვექტორი დროის ტოლ შუალედებში ტოლ ფართობებს "მოჭიმავს". მესამე კანონი: პლანეტების მზის ირგვლივ ბრუნვის პერიოდების კვადრატები ისე შეეფარდება ერთმანეთს როგორც მათი ელიფსური ორბიტების დიდი ნახევარღერძების კუბები.

  1. კინემატიკა
  2. კინესკოპი
  3. კინეტიკური ენერგია
  4. კლაპეირონ-მენდელეევის განტოლება

Page 48 of 103

  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52

კითხვა–პასუხი


:// ჩვენ ხომ უბრალოდ გვეკითხებიან 4 წამში შესრულებული მუშაობა განსაზღვრეთო :// საიდან მიხვდით რომ ამწეს მუშაობა იყო :// როგორ დასვამდნენ კითხვას ტოლქმედის მუშაობა რომ გვაინტერესებდეს??
გამოთვალე 160ნ/მ სიხისტის ზამბარაზე დაკიდებული 400 გ მასის სხეულის რხევის სიხშირე
განსაზღვრეთ საათის საათების, წუთების და წამების მაჩვენებელი ისრების ბრუნვის პერიოდები
სურათზე გამოსახულ სისტემაში ხახუნი არსად არ არის. რა მუდმივი, ჰორიზონტალური ძალა უნდა მოვდოთ  მასის სხეულს, იმისთვის რომ  მასის სხეულის მიმართ  და  მასის........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS