აზრობრივი მოდელი შექცევადი წრიული პროცესისა, რომელიც შედგება ორი იზოთერმული და ორი ადიაბატური პროცესისგან. იზოთერმული გაფართოებისას (გამაცხელებლის ტემპერატურა Tg) მუშა სხეულს (იდეალური აირი) მიეწოდება სითბოს რაოდენობა Qg, ხოლო იზოთერმული შეკუმშვისას (მაცივრის ტემპერატურა Тm) - ერთმევა სითბოს რაოდენობა Qm. კარნოს ციკლის მ.ქ.კ არ არის დამოკიდებული მუშა სხეულის ბუნებაზე და ტოლია \(\dpi{100} \eta =\frac{T_{g}^-{T_{m}}}{T_{g}}\).