- 0,74 მკმ-დან 1-2 მმ ტალღის სიგრძის ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ასხივებს აბსოლუტურ ნოლზე მაღალი ტემპერატურის მქონე ყველა სხეული (სითბური გამოსხივება).
- ელექტრულად დამუხტული ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც ელექტრონების (ან სხვა დამუხტული ნაწილაკების) დაკარგვის ან შეერთებით წარმოიქმნება. დადებითად დამუხტულ იონებს კათიონებს უწოდებენ, უარყოფითად დამუხტულს - კი ანიონებს.
- აირის ატომის ან მოლეკულისაგან ერთი ან რამდენიმე ელექტრონის მოწყვეტა. მიმდინარეობს ელეტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედების შედეგად; ელექტრონების, იონების ან სხვა ატომების დაჯახებისას. იწვევს იონების წარმოქმნას.
- ელემენტური ნაწილაკებისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვანტების ნაკადები, რომელთა გავლა ნივთიერებაში იწვევს ატომების იონიზაციას და ატომების ან მოლეკულების აღგზნებას.
ფიზიკური სიდიდე, მუდმივაა მოცემული მასალისთვის, ჰუკის კანონში წარმოადგენს პროპორციულობის კოეფიციენტს მექანიკურ დაძაბულობასა და ფარდობითობით წაგრძელებას შორის: \(\sigma =E\left | \varepsilon \right |\). იუნგის მოდული Е ტოლია მექანიკური დაძაბულობისა, რომელიც დეფორმირებულ სხეულში წარმოიქმნება მისი სიგრძის 2-ჯერ გაზრდისას. SI-ში ერთეული არის – პასკალი.
