ეს ფიზიკური სიდიდეა, რომელიც მატერიალური წერტილის იმპულსისა და მისი რადიუს-ვექტორის ვექტორული ნამრავლის ტოლია: \(\vec{L}=\vec{p}\times \vec{r}\). მატერიალური წერტილის წრიულ ორბიტაზე ბრუნვის უმარტივეს შემთხვევაში, ის ტოლია L=m×r. სხეულთა ჩაკეტილი სისტემისთვის რჩება მუდმივი (ინახება).
მექანიკის კანონი: ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემისთვის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესისთვის იმპულსი რჩება მუდმივი (ინახება) და ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება მხოლოდ სისტემის ნაწილებს შორის მათი გადანაწილდეს.
- ფიზიკური სიდიდე ХL, რომლის საშუალებითაც იმ წინაღობას აფასებენ, რომელიც ინდუქციურობის მქონე გამტარს გააჩნია ცვლადი დენის წრედში. სინუსოიდური დენისა და ω კუთხური სიხშირის შემთხვევაში: XL=ωL. SI-ში ერთეულია - ომი. შეადარე: ტევადობითი წინაღობა, აქტიური წინაღობა.
- ფიზიკური სიდიდე, რომელიც ელექტრული წრედის (გამტარის) მაგნიტურ თვისებას ახასიათებს და ტოლია გამტარით შემოსაზღვრული ზედაპირის გადამკვეთი მაგნიტური ინდუქციის ნაკადის ფარდობისა ამ გამტარში დენის ძალისთან. SI-ში ერთეულია ჰენრი. იხ. ელექტრული ტევადობა.
– ელექტრული წრედის ელემენტი, რომელიც კონსტრუქციულად იზოლირებული ელექტროგამტარი მასალის ხვიებიან კოჭას წარმოადგენს. ხასიათდება მნიშვნელოვანი ინდუქციურობით, შედარებით მცირე ტევადობისა და აქტიური წინაღობის პირობებში. რხევითი კონტურის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.
