მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის კანონები. პირველი კანონი: ყოველი პლანეტა მოძრაობს ელიფსურ ორბიტაზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსში მზე მოთავსებულია. მეორე კანონი: მზიდან პლანეტისკენ გავლებული რადიუს-ვექტორი დროის ტოლ შუალედებში ტოლ ფართობებს "მოჭიმავს". მესამე კანონი: პლანეტების მზის ირგვლივ ბრუნვის პერიოდების კვადრატები ისე შეეფარდება ერთმანეთს როგორც მათი ელიფსური ორბიტების დიდი ნახევარღერძების კუბები.