სითხის თავისუფალი ზედაპირის, არაშერევადი სითხეების გამყოფი ზედაპირისა და სითხის მყარ სხეულთან საზღვრის წონასწორობასა და მოძრაობაზე მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედების ძალების გავლენით გამოწვეული მოვლენები. მაგალითად: სითხის აწევა და ჩაშვება ძალიან წვრილ მილაკებში (კაპილარებში) და ფორებიან გარემოში.