მექანიკური ენერგიის სახეობა, მოძრავი სხეულის ენერგია. სკალარული სიდიდე, რომელიც სხეულის მასის მისი გადატანითი მოზრაობის სიჩქარის კვადრატზე ნამრავლის ნახევრის ტოლია. აჩვენებს რა მუშაობა უნდა შესრულდეს სხეულზე, რომ მას უძრაობის მდგომარეობიდან მოცემული სიჩქარე მივანიჭოთ. მექანიკური სისტემის კინეტიკური ენერგია ამ სისტემის ნაწილების კინეტიკური ენერგიების ჯამის ტოლია. ერთეულია SI-ში  - ჯოული