William Thomson, 1st Baron Kelvin (26 June 1824 – 17 December 1907) ინგლისელიფიზიკოსი,, თერმოდინამიკისა და აირთა კინეტიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1892 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო ლორდ კელვინის ტიტული. 1845 წელს დაამუშავა გამოსახულების მიღების ელექტრული მეთოდი, 1848 წელს შემოიღო თერმოდინამიკის მეორე საწყისის ერთ-ერთი ფორმულირება (1851) და შემოიღო ენერგიის გაბნევის ცნება. გამოთქვა სამყაროს "სითბური სიკვდილის" ჰიპოთეზა. 1851 წელს აღმოაჩინა ფერომაგნეტიკების ელექტრული წინაღობის ცვლილება მათი დამაგნიტებისას. 1853–54 წლებში ჯეიმზ ჯოულთან ერთად აღმოაჩინა აირის გაცივების ეფექტი მისი ადიაბატური გაფართოებისას (ჯოულ–ტომსონის ეფექტი). განავითარა თერმოელექტრული მოვლენების თერმოდინამიკული თეორია და 1856 წელს იწინასწარმეტყველა ელექტრული დენით სითბოს გადატანის მოვლენა, დაადგინა ელექტრული კონტურის რხევის პერიოდის დამოკიდებულება მისივე ტევადობასა და ინდუქციურობაზე.
Johannes Kepler; ( 27,12 – 15.11.1630) – გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთ–ერთი ფუძემდებელი, XVII საუკუნის ასტრონომიული რევოლუციის ერთ – ერთი საკვანძო ფიგურა. კეპლერის კანონებზე დაყრდნობით ისააკ ნიუტონმა მსოფლიო მიზიდულობის თეორია შექმნა.
Gustav Robert Kirchhoff (12 მარტი 1824 – 17 ოქტომბერი1887) გერმანელი ფიზიკოსი, რომელმაც წვლილი სეიტანა ელექტრული წრედების, სპექტროსკოპიისა და შავი სხეულების გამოსხივების ფუნდამენტურ კვლევებში. მან შემოიღო ტერმინი "შავი სხეულის" რადიაცია 1862 წელს და ორ განსხვავებულ კონცეფციას (ერთი წრედების თეორიაში და მეორე თერმოდინამიკაში) ეწოდა მისი სახელი "კირხოფის კანონი", არსებობს ასევე კირხოფის კანონი თერმოქიმიაში..
Marie Skłodowska-Curie (7 ნოემბერი — 4 ივლისი, 1934), ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი.
1883 წელს დაამთავრა ვარშავის გიმნაზია, 1895 კი - პარიზის უნივერსიტეტი. ცოლად გაჰყვა პიერ კიურის და მუშაობა დაიწყო მის ლაბორატორიაში, ინდუსტრიულ ფიზიკისა და ქიმიის სკოლაში. 1903 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“ . პ. კიურის სიკვდილის შემდეგ (1906) დაიკავა მისი კათედრა პარიზის უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი. 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა პარიზის რადიუმის ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიის განყოფილებას. აქ მასთან მუშაობდნენ თავისი ქალიშვილი ირენ ჟოლიო-კიური და ფრედერიკ ჟოლიო-კიური.
მარი სკლოდოვსკა-კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. 1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში — რადიუმი. 1902 წელს მარი სკლოდოვსკა-კიურიმ მიიღო რადიუმის სუფთა მარილის დეციგრამი, რამაც მას საშუალება მისცა განესაზღვრა რადიუმის ატომური მასა, დაედგინა მისი ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება, აგრეთვე მისი ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. 1910 წელს სკლოდოვსკა-კიურიმ ფრანგ ფიზიკოს ა. დებიერნთან ერთად მიიღო ლითონური რადიუმი და განმეორებით დიდი სიზუსტით განსაზღვრა მისი ატომური მასა. 1911 წელს მან პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთი იყო. შრომები აქვს აგრეთვე რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის საკითხებზე. 1914 წელს რენტგენოლოგიურად გამოიკვლია დაჭრილები ჰოსპიტლებში, იყო პარიზის სამედიცინო აკადემიის პირველი წევრი ქალთა შორის (აირჩიეს 1922).
სკლოდოვსკა-კიურის ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია: 1903 (ფიზიკაში: პიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად) და 1911 (ქიმიაში). იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1907) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926). 1923 წლიდან საპატიო დირექტორი იყო ვარშავის რადიუმის ინსტიტუტისა, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა.
Pierre Curie (15 მაისი, 1859 — 19 აპრილი, 1906) — ფრანგი ფიზიკოსი, პიონერი კრისტალოგრაფიის, მაგნეტიზმის, პიეზოელექტრული მასალებისა და რადიოაქტიული დაშლის შესწავლაში. 1903 წელს მან მეუღლე მარი სკლოდოვსკა-კიურისა და ანრი ბეკერელთან ერთად ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში „პროფესორ ბეკერელის მიერ აღმოჩენილი რადიაციის ფენომენის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნად“.
