Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

მარიოტი, ედმ

Edme Mariotte (1620 –  12 მაისი 1684) ფრანგი ფიზიკოსი და სასულიერო პირი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ბოილ-მარიოტის კანონი და მარიოტის კანონი. 

მარსდენი, ერნესტ

Sir Ernest Marsden (19 თებერვალი 1889 – 15 დეკემბერი 1970) ინგლისელი ფიზიკოსი ნიუზელანდიიდან. მუშაობდა ერნესტ რეზერფორდის ხელმძღვანელობითმ როცა გეიგერთან ერთად ჩატარებული  გეიგერ-მარსდენის ექსპერიმენტი ბიძგი გახდა ატომის რეზერფორდისეული მოდელის შესაქმნელად. 

მაქსველი, ჯეიმზ კლარკ

James Clerk Maxwell  (13 ივნისი 1831 – 5 ნოემბერი 1879)-შოტლანდიელი გამოჩენილი მეცნიერი, რომელიც მოღვაწეობდა მათემატიკური ფიზიკის დარგში. მისი მთავარი მიღწევა იყო განტოლებების შექმნა, რომლების საშუალებითაც აჩვენა, რომ ელექტრობა, მაგნეტიზმი და ოპტიკა ემორჩილებიან ერთ ფენომენს რომელსაც ელექტრომაგნიტური ველი უწოდა.

მილიკენი, რობერტ

Robert A. Millikan (მარტი22, 1868 – დეკემბერი19, 1953) ამერიკელი ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი. მიიღო ნობელის პრემია 1923 წელს ელემენტალური ელექტრული მუხტის გაზომვისა და ფოტოეფექტის კვლევაში. 

ნიუტონი ისააკ

Sir Isaac Newton (25.12.1642 — 20.03.1727) — ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.
მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს (როგორიცაა ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა).
ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში), და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა ასევე განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.
ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: "ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.

  1. ომი, გეორგ სიმონ
  2. პასკალი ბლეზ
  3. პაული, ვოლფგანგ ერნსტ
  4. პერენი, ჟან ბატისტ

Page 12 of 22

  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16

კითხვა–პასუხი


გვაქვს 1 ნათურა, 1 ჩამრთველი, 1 დენისწყარო და გადამყვანები. შექმენით სქემა ისე რომ თუ ჩამრთველს ჩავრთავთ ნათურა ჩაქრეს.
12 ომი და 4 ომი წინაღობის გამტარები ერთმანეთთან პარალელურადაა შეერთებული. მათთან მიმდევრობით შეერთებულია 5 ომი წინაღობის გამტარი. წრედში გამავალი ძაბვაა 16 ვოლტი. რას უდრის 4 ომ წინაღობაში გამავა........
რას ეწოდება  კინეტიკური და პოტენციური ენერგია?
თავისუფლად ვარდნილი 0.3კგ მასის სხეული დედამიწაზე 4 წმ-ში ეცემა. გაიგეთ შესრულებული მუშაობა.
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS