Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ჰუკი რობერტ

Robert Hooke; (18 .07.1635 — 3.03.1703) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, ტოპოგრაფი. 1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის „მიკროგრაფია“, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ცდებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე და ბევრ სხვაზე. ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ.
ფიზიკის ისტორიში ჰუკის სახელი განსაკუთრებით მტკიცედაა დაკავშირებული დრეკედობის კანონთან, რომელიც ცნობილია „ჰუკის კანონის“ სახელით. ეს კანონი ჩამოყალიბებულია ჰუკის 1678 წელს გამოსულ ბროშურაში „შესაძლებლობის აღდგენის ანუ დრეკადობის შესახებ“.
ასევე დიდი წვლილი შეიტანა მან გრავიტაციის თეორიასა და ასტრონომიაში. 1674 წელს გამოსულ მის ნაშრომში „დედეამიწის მოძრაობის დამტკიცების ცდა ცდათ“, მითითებულია გრავიტაციის უნივერსალური ძალის არსებობა, მან პირველად გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ამ ძალსა და მანძილს შორის უკუ კვადრატული დამოკიდებულება უნდა იყოს. ჰუკის მოსაზრებები გამოიყენა შემდეგ ისააკ ნიუტონმა თავის ნაშრომებში მსოფლიო მიზიდულობის შესახებ. მნიშვნელოვანი შრომები აქვს ჰუკს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში. პირველად მან შემოიტანა ტერმინი „უჯრედი“.

Page 22 of 22

  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22

კითხვა–პასუხი


სხეული მოძრაობდა წრფივად მუდმივი სიჩქარით. მასზე 2 წმ-ის განმავლობაში იმოქმედა მოძრაობის მიმართულების მართობულმა 3 ნ-ის ტოლმა ძალამ. ამის შედეგად სხეულის იმპულსი 10 კგ*მ/წმ-ის ტოლი გახდა. რისი ტოლი იყ........
შეკითხვა: ერთნაირ პირობებში ერთნაირი მასის ხმელი შეშა მეტ სითბოს გამოყოფს თუ ნედლი? პასუხი დაასაბუთეთ. პასუხი: თავად მოიფიქრე... წარმოადგინე შენი ვერსია ........
ზიარჭურჭელში რომლის მუხლის განივკვეთის ფართობებია S1 და S2 ასხია p1 და p2 სიმკვრივის სითხეები.სითხეები წონასწორობაშია.რას უდრის გამყოფი დონის ზევით მუხლებში მყოფი სითხეების მასების შეფარდება m1/m2?ძალ........
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ უძრავ  ჭოჭონაქზე   გაწონასწორებულია ორი ტვირთი.  თითოეული მათგანის მასა არის 0,230 კგ,  როგორი აჩქარებით იმოძრავებენ ტვირთები,  თუ ერთ მათგანზე........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS