Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

პტი, ალექსის ტერეზ

Alexis Thérèse Petit (2 ოქტომბერი1791, – 21 ივნისი1820) იყო ფრანგი ფზიკოსი. უმეტესად ცნობილია თავისი შრომებით აირისა და ორთქლის ძრავებში.

პტოლემე

Claudius Ptolemaeus (ბერძნ. Κλαύδιος Πτολεμαίος; 87 - 165) — ალექსანდრიელი ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი; შექმნა მზის სისტემის გეოცენტრული მოდელი, რომლის თანახმადაც დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო.
ცნობილი გეოგრაფიის ავტორი.

პუანკარე, ჟიულ ანრი

Jules Henri Poincaré; (29 აპრილი, 1854,  —  17 ივლისი, 1912) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ინჟინერი და ფილოსოფოსი.
ისტორიკოსები ანრი პუანკარეს მიაკუთვნებენ ყველა დროის უდიდეს მათემატიკოსთა რიცხვს. ის ითვლება უკანასკნელ უნიივერსალურ მათემატიკოსად, მეცნიერად. მას შეეძლო თავისი დროის ყველა მათემატიკური შედეგების განსაზღვრა. მის კალამს მიკუთვნება 500-ზე მეტი სტატია და წიგნი. 

პუასონი, სიმეონ დენის

Siméon Denis Poisson, (21 ივნისი1781 – 25 აპრილი 1840), ფრანგი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მისი ნაშრომების სია აჭარბებს 300-ს. ისინი სუფთა მათემათიკის, მათემატიკური ფიზიკის, თეორიული და ცის მექანიკის სხვადასხვა დარგებს ეხება. აქ მოკლედ მოვიყვანთ მხოლოდ მისი სახელით მეცნიერებაში დამკვიდრებულ მნიშვნელოვან ერთეულებს: პუასონის პროცესი, პუასონის განტოლება, პუასონის ბირთვი, პუასონის განაწილება, პუასონის ფრჩხილი, პუასონის ალგებრა, პუასონის რეგრესია, პუასონის ჯამის ფორმულა, პუასონის ადგილი, პუასონის ფარდობა, პუასონის ნულები, კონვეი-მაქსველ-პუასონის განაწილება, ეილერ-პუასონ-დორბოქსის განტოლება.

ჟოლიო-კიური, ირენ

Irène Joliot-Curie (12 სექტემბერი 1897 – 17 მარტი  1956) ფრანგი მეცნიერი, მარია და პიერ კიურების ქალიშვილი და ფრედერიკ ჟოლიო კიურის მეუღლე. თავის ქმართან ფრედერიკ ჟოლიო კიურისთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში 1935 წელს ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენისთვის. ჟოლიო-კიურების ორივე შვილი ჰელენი და პიერი ასევე წონიანი მეცნიერები არიან.

  1. ჟოლიო-კიური, ფრედერიკ
  2. რეზერფორდი ერნესტ
  3. რელეი, ვილიამ
  4. რიდბერგი, იოჰანეს

Page 14 of 22

  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18

კითხვა–პასუხი


დენის წყაროს აქვს ვოლტმეტრის შესადარი წინაღობა. წყაროს მომჭერებთან ჩართულმა ერთმა ვოლტმეტრმა აჩვენა 10ვ, მის ნაცვლად ჩართულმა მეორე ვოლტმეტრმა კი 15ვ. როდესაც ვოლტმეტრები შეაერთეს მიმდევრობით და ისე ჩ........
გამარჯობა, იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ? განსაზღვრეთ ჭის სიღრმე, თუ მასში ჩავარდნილი ქვის დაცემის ხმა დამკვირვებელმა ქვის ვარდნის დაცემიდან 3,0წმ-ში გაიგონა. მე იცით როგორ ჩავსვი სიდიდეებიი?........
უძრავი ნავის ცხვირსა და კიჩოზე სხდედან სხვადასხვა მასის ადამიანები,საეთ ამოძრავდება ნავი თუ ისინი ერთდროულად გაცვლიან ადგილებს?მცირე მასისსა თუ მეტი მასის მხარეს.....
გამარჯობა იქნება ამ ორი ამოცანის ამოხსნასჰი დამეხმაროოთ :( 1.200გრ მასის სხეული ირხევა 40 და 80 ნ/მ სიხისტის ზამბარებზე. განსაზღვრეთ სხეულების წონასწორობის მდებარეობებიდან 1სმ-ით დაწეულ ზამბარებში აღძ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS