Irène Joliot-Curie (12 სექტემბერი 1897 – 17 მარტი  1956) ფრანგი მეცნიერი, მარია და პიერ კიურების ქალიშვილი და ფრედერიკ ჟოლიო კიურის მეუღლე. თავის ქმართან ფრედერიკ ჟოლიო კიურისთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში 1935 წელს ხელოვნური რადიოაქტივობის აღმოჩენისთვის. ჟოლიო-კიურების ორივე შვილი ჰელენი და პიერი ასევე წონიანი მეცნიერები არიან.