Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ლავუაზიე, ანტუან

Antoine-Laurent de Lavoisier (26 აგვისტო1743 – 8 May 1794) ფრანგი ქიმიკოსი. ითვლება თანამედროვე ქიმიის მამად.  

ლაპლასი, პიერ სიმონ

Pierre-Simon, marquis de Laplace ( 23 მარტი, 1749, ―  5 მარტი, 1827), ფრანგი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი.

ფუნდამენტური შრომები აქვს დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის საკითხებზე. შემოიღო ე.წ. ბურთისებრი ფუნქციები. ალგებრაში ლაპლასს ეკუთვნის მნიშვნელოვანი თეორემა დეტერმინანტთა წარმოდგენის შესახებ დამატებითი მინორების ნამრავლების ჯამის სახით. ბლეზ პასკალის, პიერ ფერმასა და სხვათა ზოგიერთი ნაშრომის სისტემაში მოყვანისა და განვითარების საფუძველზე შექმნა ალბათობის მათემატიკური თეორია, რომლის დასამუშავებლად შემოიღო ე.წ. წარმომქმნელი ფუნქციების ცნება და ფართოდ გამოიყენა გარდაქმნა (ე.წ. ლაპლასის გარდაქმნა). დაამტკიცა ალბათობის თეორიის მნიშვნელოვანი თეორემა, რომელიც მის სახელს ატარებს. ლაპლასის კლასიკური ნაშრომი "ალბათობათა ანალიზური თეორია" მის სიცოცხლეშივე გამოიცა 3–ჯერ. 1779–1784 წლებში ანტუან ლორან ლავუაზიესთან ერთად მუშაობდა ფიზიკის საკითხებზე. სხეულთა წირითი გაფართოების გასაზომად მათ პირველად გამოიყენეს სამზერი მილი. შეისწავლეს წყალბადის წვის პროცესი ჟანგბადში. ლაპლასი აქტიურად გამოდიოდა ფლოგისტონის არსებობის შესახებ არსებული მცდარი ჰიპოთეზის წინააღმდეგ. მრავალი შრომა გამოაქვეყნა კაპილარობის თეორიის საკითხებზე. გამოიყვანა ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარის ფორმულა.

ლაპლასმა განავითარა ცის მექანიკის მეთოდები და დაამტკიცა, რომ მსოფლიო მიზიდულობის კანონი კარგად ხსნის მზის სისტემის სხეულთა მოძრაობას, თუ მათ ურთიერთშეშფოთებებს მწკრივის სახით წარმოვადგენთ. აღმოაჩინა ამ შეშფოთებათა პერიოდულობა. 1780 წელს წამოაყენა ციურ სხეულთა ორბიტების გამოთვლის ახალი მეთოდი. დაამტკიცა, რომ მზის სისტემა მდგარადია ხანგრძლივი დროის მანძილზე. დაასკვნა, რომ სატურნის რგოლი ცალკეულ სხეულთაგან შედგება, იწინასწარმეტყველა სატურნის ძლიერი ძეკუმშულობა. 1789 წელს შეისწავლა იუპიტერის თანამგზავრთა მოძრაობა და დაადგინა, რომ დაკვირვების მონაცემები თეორიასთან სრულ შესაბამისობაშია. 1787 წელს დაამტკიცა, რომ მთვარის საშუალო სიჩქარე დამოკიდებულია დედამიწის ორბიტის ექსცენტრისიტეტზე. მთვარის მოძრაობის უთანასწორობებით განსაზღვრა პოლუსებთან დედამიწის შეკუმშულობა. განავითარა მოქცევათა დინამიკური თეორია. ცის მექანიკის დარგში მისი შედეგები თავმოყრილია თხზულებაში "ტრაქტატი ცის მექანიკის შესახებ" (ტ. 1–5, 1798–1825). დიდი ფილოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა ლაპლასის მიერ წამოყენებულ კოსმოგონიურ ჰიპოთეზას მზის სისტემის წარმოშობის შესახებ.

ლენარდი, ფილიპ

Philipp Eduard Anton von Lenard (ივნისი7, 1862 – მაისი 20, 1947), გერმანელი ფიზიკოსი. მიიღო ნობელის პრემია 1905წ. კათოდური გამოსხივების შესწავლისთვის. იგი იყო ნაციონალისტი და ანტისემიტი. მხარს უჭერდა ადოლფ ჰიტლერს.

ლენცი, ჰენრიხ

Heinrich Friedrich Emil Lenz (რუს: Эмилий Христианович Ленц) (12 თებერვალი1804 – 10 თებერვალი1865) რუსეთელი ბალტიური გერმანული ეროვნების ფიზიკოსი. უფრო მეტად მოიხსენება, როგორც ელექტროდინამიკაში ლენცის კანონის ჩამომყალიბებელი  1833წ.

ლორენცი, ჰენდრიკ

Hendrik Antoon Lorentz (18 ივლისი 1853 – 4 თებერვალი 1928) ნიდერლანდელი ფიზიკოსი, რომელმაც 1902 პიტერ ზეემანთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ზეემანის ეფექტის აღმოჩენისა და თეორიული ახსნისთვის. მან ასევე გამოიყვანა გარდაქმნის გარდაქმნის განტოლება, რომელიც შემდგომ გამოიყენა ალბერტ აინშტაინმა სივრცისა და დროის აღწერისთვის. 

მისი სახელი უკავშირდება: ლორენცის გარდაქმნას, ელექტრომაგნიტური გამოსხივების თეორიას, ლორენცის ძალას და ლორენცის დამოკლებას.

  1. მაგნუსი ჰენრიხ გუსტავ
  2. მაიერი, იულიუს რობერტ ფონ
  3. მაიკელსონი, ალბერტ
  4. მაიმანი, თეოდორ

Page 10 of 22

  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14

კითხვა–პასუხი


I ნახაზზე მოცემულია სინათლის სხივის სვლა ოთხი გამჭირვალე გარემოს გავლით. ამ გარემოთა გარდატეხის აბსულუტური მაჩვენებლების ქვემოთ მოყვანილი თანაფარდობებიდან რომელი არის ჭეშმარიტი? სურათი ა) n1>........
ნათურაში დენის ძალა 200 ამპერია, ვოლფრამის ვარვარის ძაფის დიამეტრია 0.02მმ. ტემპერატურა კი 2000ცელსიუსი.განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობა ძაფში?..
რისი ტოლია კიურის წერტილის შესაბამისი ტემპერატურა და ამ ტემპერატურის ცვალებადობით თუ მოხდება ნივთიერების ჯერ დამაგნიტება და შემდეგ განმაგნიტება? და ეს პროცესი თუ შეიძლება მრავალჯერ გავიმეოროთ?
ძალიან მჭირდება დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ... სპილენძის მავთულის გორგლის მასა 0,30 კგ-ია, განივკვეთის ფართოობი ო.10 მმ2. განსაზღვრეთ მავთულის წინაობა, თუ სპილენძის კუთრი წინაღობა 1,7·10-8 ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS