Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

დალტონი, ჯონ

John Dalton; (6 სექტემბერი,1766, — 27 ივლისი, 1844,) — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. 

დალტონმა შეისწავლა აირთა ნარევების თვისებები, აღმოაჩინა აირების პარციალურ წნევათა კანონი (1801) და ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე (1803;დალტონის კანონები). გამოიკვლია სითხეთა აორთქლების დამოკიდებულება წნევაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე; დაადგინა (ჟ. შარლისაგან დამოუკიდებლად და გეი-ლუსაკზე ადრე), რომ მუდმივი წნევის პირობებში ტემპერატურის ერთნაირი მატების დროს ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება (1802), დალტონს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმ. ატომისტიკაში (ჯერად ფარდობათა კანონი და შედგენილობის მუდმივობის კანონი).

პირველმა აღწერა (1794) მხედველობის დეფექტი, რომლითაც თვითონ იყო დაავადებული და რომელმაც შემდგომში დალტონიზმის სახელწოდება მიიღო.

დე ბროილი, ლუი

Louis-Victor-Pierre-Raymond, 7th duc de Broglie, (15 აგვისტო 1892 – 19 მარტი 1987) ფრანგი ფიზიკოსი. ქვანტურ თეორიაში შეიტანა ფუნდამენტური წვლილი. თავის სადოქტორო თეზისში 1924წ. ჩამოაყალიბა ელექტრონების ტალღური ბუნება და შესტავაზა, რომ მთელს მატერიას აქვს ტალღური თვისებები. ეს კონცეფცია ცნობილია, როგორც ტალღურ ნაწილაკური ორბუნებოვნება ან დე ბროილის ჰიპოთეზა. მიიღო ნობელის პრემია 1929 წელს. დე ბროილის ნაწილაკების ტალღისებრი მოქცევა გამოიყენა ერვინ შრედინგერმა თავის ტალღური მექანიკის ჩამოსაყალიბებლად.

დე ბროილის სახელს უკავშირდება: ელექტრონების ტალღური ბუნება, დე ბროილ-ბომის თეორია, დე ბროილის ტალღისსიგრძე

დებაი, პიტერ

Peter Joseph William Debye (მარტი24, 1884 – ნოემბერი 2, 1966) ჰოლანდიელი ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი.

მის სახელს უკავშირდება: დებაის მოდელი, დებაის რელაქსაცია, დებაის ტემპერატურა.

დევისონი, კლინტონ

Clinton Joseph Davisson (ოქტომბერი 22, 1881 – თებერვალი 1, 1958), ამერიკელი ფიზიკოსი, მიიღო ნობელის პრემია 1937წ. ელექტრონების დიფრაქციის აღმოჩენისთვის ცნობილ დევისონ-ჯერმერის ექსპერიმენტში. მან გაიყო ნობელის პრემია ჯორჯ ტომსონთან, რომელმაც მისგან დამოუკიდებლად, დაახლოებით იმავე დროს აღმოაჩინა ელექტრონების დიფრაქცია.

დემოკრიტე

Democritus (ბერძ.: ΔημόκριτοςDēmókritos, ნიშნავს "ხალხის რჩეული"; 460 –370 ჩვ.წ. აღრიცხვამდე) ბერძენი გავლენიანი სოკრატემდელი ფილოსოფოსი. დღესდღეობით უმეტესად მის მიერ  ფორმულირებული ატომის თეორიის გამო მოიხსენიება. 

  1. დირაკი პოლ
  2. დიულონგი, პიერ ლუის
  3. დოპლერი, კრისტიან
  4. დრუდე, პაულ

Page 5 of 22

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

კითხვა–პასუხი


მოგესალმებით. ჩემი კითხვა ასე ჟღერს: რას გვიჩვენებს დინამომეტრი? მე ვფიქრობ, ის არ გვიჩვენებს დინამომეტრზე მოდებულ ძალების ტოლქმედს, რაც გავრცელებული აზრია. მაგალითად, ორი ადამიანი ბაგირს აქეთ-იქით........
ბატონო ოლეგ კიდევ მჭირდება თქვენი დახმარება...თითქოს მარტივი ამოცანააა მაგრამ პასუხი არ ემთხვევა, იქნებ გამირჩიოთ ან რჩევა მომცეთ...რა საჩქარით აააგდეს სხეული ვერტიკალურად ზევით დედამიწის ზედაპირიდან1........
100გ მასის თათბირის კალორიმეტრში 20გრადცელ ტემპერატურის 200 გ მასის წყალია. რა ტემპერატურა დამყარდება კალორიმეტრში თუ მასში მდუღარე წყალთან ამოღებულ 60გ მასის ალუმინისა და 40 გ მასის აპილენძის სხეულებ........
ფორიზონტალურ გზატკეცილზე მოდულით 20მ|წმ სიჩქრით და 0,8 მ|წმ2 ცენტრისკენული აცქარებით წრეწირის რკალზე უხვევს ავტომობილი, განსაზღვრეთ მოსახვევის სამრუდის რადიუსი
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS