Galileo Galilei (15.02.1564 — 8.01.1642), იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი.
მის მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესება, რიგი ასტრონომიული დაკვირვებებისა, ნიუტონის პირველი და მეორე კანონები. მას ხშირად თანამედროვე ასტრონომიის მამად მოიხსენიებენ, ისევე როგორც თანამედროვე ფიზიკისა და მეცნიერების მამად. მისი ექსპერიმენტალური ნაშრომები ფართოდ აღიარებულია, ფრენსის ბეკონის შრომებთან ერთად, თანამედროვე მეცნიერული მეთოდის ფუძემდებლად. გალილეოს კარიერა თან ხვდება იოჰანეს კეპლერისას.
გალილეოს ნამუშევრები მნიშვნელოვანი გადახვევა იყო არისტოტელეს ნააზრევისგან. ამასთან ერთად მისი კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ადრეული მაგალითი ავტორიტეტთან კონფლიქტისა და აზროვნების თავისუფლებისა, განსაკუთრებით მეცნიერების დარგში, დასავლურ საზოგადოებაში.
Johann Carl Friedrich Gauß (30 აპრილი, 1777 ― 23 თებერვალი, 1855) — გერმანელი მათემატიკოსი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალ დარგში, როგორებიცაა რიცხვთა თეორია, ალგებრა, სტატისტიკა, ანალიზური და დიფერენციალური გეომეტრია, გეოფიზიკა, ელექტროსტატიკა, ასტრონომია, მატრიცების თეორია და ოპტიკა.
ზოგჯერ მას მოიხსენებენ, როგორც Princeps mathematicorum (ლათინ. მათემატიკოსების პრინცი) და "ანტიკური ხანიდან მოყოლებული უდიდესი მათემატიკოსი". გაუსი ითვლება ისტორიულად ყველაზე გავლენიან მათემატიკოსად.
Joseph Louis Gay-Lussac ( 6 დეკემბერი 1778 – 9 მაისი 1850) ფრანგი ქიმიკოსი და ფიზიკოსი comprar propecia. იგი უმეტესად ცნობილია გაზებთან დაკავშირებული ორი კანონით, და მისი შრომებით ალკოჰოლისა და წყლის ნარევებში, რამაც გრადუსების გაზომვამდე მიიყვანა.
Hans Geiger; (30 სექტემბერი, 1882 — 24 სექტემბერი, 1945) — გერმანელი ფიზიკოსი. 1908 წელს განსაზღვრა ელექტრონის მუხტი. ამავე წელს ერნესტ რეზერფორდთან ერთად გამოიგონა ცალკეული დამუხტული მიკრონაწილაკების მთვლელი. შემდეგში ეს ხელსაწყო გააუმჯობესეს გაიგერმა და გერმანელმა ფიზიკოსმა ვ. მიულერმა. მას გაიგერ-მიულერის მთვლელი ეწოდა. 1911-1912 წლებში ინგლისში ჯონ მიშელ ნეტოლთან ერთად დაადგინა α-ნაწილაკების ენერგიაზე დაშლის კონსტანტის დამოკიდებულების ემპირიული ფორმულა. ვალტერ ბოთესთნ ერთად დაამტკიცა ენერგიისა და მოძრაობის რაოდენობის შენახვის კანონების მართებულობა ელემენტარულ ნაწილაკთა დაჯახების ცალკეული აქტებისათვის. ინგლისელ ფიზიკოს მარდესთან ერთად გამოიკვლია α-ნაწილაკების გაბნევა ლითონის თხელ ფირფიტებში. ამ გამოკვლევით გაიგერმა ექსპერიმენტულად დაასაბუთა რეზერფორდის ფორმულა.
მის სახელს უკავშირდება: გეიგერის მთვლელი, გეიგერ-მადსონის ეხსპერიმენტი, ატომის ბირთვი
Murray Gell-Mann; (15.09.1929) — ამერიკელი ფიზიკოსი. ჩიკაგოს ე. ფერმის სახელობის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პროფესორი (1953-დან). უმთავრესი შრომები აქვს ველის კვანტურ თეორიაში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკაში. ავტორია ფუნდამენტური შრომებისა ელემენტარული ნაწილაკების სისტემატიკაში. 1969 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.
