შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

გამარჯობათ ბატონო ოლეგ :) L=2მ სიგრძის ძაფზე ჩამოკიდებულია ბურთულა . რა მინიმალური სიჩქარე უნდა მივანიჭოთ ბურთულას ჰორიზონტალური მიმართულებით რომ მან დაიწყოს ბრუნვა ვერტიკალურ სიბრტყეში L რადიუსიან წრეწირზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.
a გვერდის მქონე კვადრატის თოთოეულ წვეროში მოთავსებულია 1.6 × 10-19 კულონი მუხტი. რა სიდიდის უარყოფითი მუხტი უნდა მოვათავსოთ დიაგონალების გადაკვეთის წერტილშო რომ სისტემა წონასწორობაში იყოს.
ზამბარაზე მიმაგრებული სხეულის კოორდინატი x თავისუფალი რხევისას იცვლება (-X, +X) შუალედში. სხეულის მაქსიმალური სიჩქარე რხევისას უდრის V_ს. რისი ტოლია სხეულის სიჩქარე x= X/2 წერტილში?
m მასის მქონე ორი სხეული გარკვეულ მანძილზე ერთმანეთს მიიზიდავენ F ძალით. რისი ტოლი გახდება თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მათ შორის ზუსტად შუაში მოვათავსებთ მესამე, ასევე m მასის სხეულს?
გამარჯობათ ბატონო ოლეგ.რიმკევიჩიდან 328-ე ამოცანა გვაინტერესებს როგორ იხსნება.  
ბატონო ოლეგ კიდევ მჭირდება თქვენი დახმარება...თითქოს მარტივი ამოცანააა მაგრამ პასუხი არ ემთხვევა, იქნებ გამირჩიოთ ან რჩევა მომცეთ...რა საჩქარით აააგდეს სხეული ვერტიკალურად ზევით დედამიწის ზედაპირიდან10მ სიმაღლეზე მდებარაე აივნიდან, თუ იგი მიწაზე დაეცა5წმ-ში?  
მოგესალმებით,როგორ ვიპოვო ამა თუ იმ სხეულზე ძალის მხარი?
რა სიმაღლეზე უნდა გავუშვათ ხელოვნური თანამგზავრი, რომ იგი ყოველთვის დედამიწის ერთი და იმავე წერტილის თავზე იმყოფებოდეს? (მარგველაშვილიდან #7-10)
M/m        რა ფარდობისათვის დარჩება სისტემა წონასწორობაში?
მეტროს ესკალატორს მასზე მოძრავი ადამიანი 1 წუთში ჩამოჰყავს. თუ ადამიანი ორჯერ მეტი სიჩქარით იმოძრავებს ესკალატორის მიმართ, მაშინ იგი 45 წამში ჩამოვა. რა დროში ჩამოვა ესკალატორზე მდგომი ადამიანი?
მოგესალმებით, ბატონო ოლეგ..ერთი საკითხი მაინტერესებს..რატომაა ელექტრული დენის ძალის მიმართულებად მიღებული დადებითი იონების მოწესრიგებული მოძრაობა მიღებული?
გამარჯობათ, ბოდიში შეწუხებისთვის, მე მაინტერესებს 100კგ. მასის ტვირთი 8 მ სიგრძის გვარლზეა დაკიდებული. განსაზღვრე, როგორ შეიცვლება ტვირთის პოტენციური ენერგია, თუ მას ვერტიკალიდან 2მ-ით გადავხრით.
ორ ავტომობილს შორის მანძილი 100კმ-ია. ერთი მათგანი მოძრაობს მათი შემაერტებელი წრფისადმი 90გრადუსიანი კუტხით 50 კმ/სთ სიჩქარით, მეორე იმავე წრფისადმი 30 გრადუსიანი კუთხით, იმავე სიჩქარით. რა დროეს შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი უმცირესი? განსაზღვრეთ ეს მანძილი
უქარო ამინდში უძრავად მდგომი ადამიანი სველდება 2წთ-ში, 5კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 1წუთში, რა დროში დასველდება ადამიანი როცა იგი გაიქცევა 20კმ/სთ სიჩქარით?   ჰორიზონტალურ მაგიდაზე დადებული ძელაკი მოძრაობს ჭოჭნაქზე გადადებული ძაფის მეშვეობით . ეს ძაფი მაგიდასთან ალფა კუთხეს ადგენს.ძაფს მუდმივი სიჩქარით ამოძრავებენ. განსაზღვრეთ ძელაკის სიჩქარე.   (მე-9 კლასი, გედენიძის ამოცანათა კრებული, მოძრაობის ფარდობითობა)
გამარჯობა ბატონო ოლეგ <3.... 200-ადგილიან თვითმფრინავში 190 მგზავრი მეჯდა(მათ გადაიხადეს ბილეთის ფული); გულკეთილმა მე-მ გადავწყვიტე რომ 10 მგზავრი უფასოდ წავიყვანო-წაგებაში ხომ მაინც არ ვარ-მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ რაც მეტია მგზავრი, მეტი საწვავი მეხარჯება, რომელიც ძალიან ძვირია.  თვითმფრინავში 10 ცალი 60 კგ.იანი ადამიანის დამატების შემთხვევაში, რამდენით ლიტრით გამეზრდება საწვავის ხარჯი? მადლობთ <3 
გამარჯობათ ბატონო ოლეგ.ამოცანა მდგომარეობს შემდეგში:6მ სიმაღლეზე დაკიდებული ნათურის ქვეშ,მუდმივი 2 მ/წმ სიჩარით მოძრაობს 1.5მ სიმაღლის  ადამიანი.იპოვეთ დედამიწის ჰორიზონტალურ ზედაპირზე ადამიანის თავის ჩრდილის მოძრაობის სიჩქარე.
ბატონო ოლეგ მაინტერესებს ჩემი ამოხსნა უტოლობის ტუ არის სწორად გაკეთებული...  
და მაინც, როგორ იქცევა დაუმუხტავი ბურთულა ერთგვაროვან ველში? მთლად კარგად ვერა, თუ იგი ლითონისაა, ერთგვაროვანს არაერთგვაროვნად აქცევს მის მახლობლად. ხოლო არაერთგვაროვანში გასაფუჭებელიც არაფერია.
გამარჯობა, ბატონო ოლეგ! გავეცანი თქვენს მიერ გარჩეულ ამოცანას მე-9 გვერდზე( ამოცანა ეხება ღეროზე დამაგრებული სხეულის ბრუნვა წრეწირზე). დამებადა ასეთი კითხვა: ძაფზე დაკიდებული სხეული შეძლებს თუ არა თანაბრად მოძრაობას წრეწირზე? ცნობილია, რომ წრეწირზე თანაბრად მოძრავი სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი უნდა იყოს ცენტრისკენული ძალა, აქ კი დაჭიმულობის და სიმძიმის ძალის ტოლქმედი არ არის ყველა წერტილში ცენტრისკენ მიმართული, მაგალითად  90 გრადუსით დაშორებული წერტილი ზედა წერტილისგან?
მაპატიეთ, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება იქნებ ამიხსნათ როგორ იქცევა დაუმუხტავი ბურთულა ელ. ველში მოთავსებისას, როცა ველი ერთგვაროვანია და როცა არაერტგვაროვანია?