შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

ავიღოთ ორი ნაწილაკი და მათ ინერციის ცენტრთან დაკავშირებული ათლის სისტემა, ვთქვათ ეს ნაწილაკები მოძრაობენ გარკვეული სიჩქარეებით რატომ არის რომ ამ ინერციის ცენტრთან დაკავშIრებულ ათვლის სისტემაშI მათი იმპულსების ჯამი უდრის ნულს 
გამარჯობათ ბატონო ოლეგ  ესეთი კიტხვა გამიჩნდა რატომ არ შეიძლება ნაწილაკის დაშლისას კუთხე გამოტყორცნილ ნაწილაკსა და საწყის სიცქარეს შორის იყოს ნებისმიერი თუ საწყისი სიჩქარე მეტია ნაწილაკის სიცქარეზე C სისტემაშ ანუ ამ ნაწიკალებთან დაკავშირებულ ინერცულ სისტემაში  
m მასის სხეული თანაბრად ააქვთ 60 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე. იპოვეთ სხეულზე მოქმედი რეაქციის ძალა.
  ჰორიზონტალური მიმართულებით V სიჩქარით მოძრაცი  m მასის ტყვია მოხვდა L სიგრძის ვერტიკალურ უწონო ძაფზე ჩამოკიდებულ M მასის პატარა ყუთს, გახვრიტა და გავიდა მეორე მხარეს 2V/3 სიჩქარით.  ხოდა ასეთი რამე გვითხრეს რომ იპოვეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა უშუალოდ ყუთის გახვრეტის შემდეგო ,სანამ ძაფი ჯერ კიდევ ვერტიკალურიაო. ვეჩალიჩე და რაღაცას ნიტოს ვშვები ალბათ არ გამომდის ხოდა დამეხმარეთ ბატონო ოლეგ :)
ვთქვათ ნაწილაკი დაიშალა ორ ნაწილად დაშლამდე მთლიანის სიჩქარე იყო V ხოლო დაშლის შემდეგ ერთ-ერთი ნაწილაკის სიჩქარე C სისტემაში ანუ ტვით ამ ნაწილაკებთან დაკავშირებულ ინერციულ სისტემაში სადაც მათი იმპულსების ჯამი ნულის ტოლია არის v სახელმძღვანელოშI წერია რომ თუ V>v მაშინ დაშლის კუთხე არ შეიძლება იყოს ნებისმიერი და რატოომ ? 
ბოდიში თავი თუ შეგაწყინეთ პატივცემულო არ გეგონოთ რომ თქვენს გამოყვანაში ან ცოდნაში ეჭვი შემაქვს დარწმუნებული ვარ ისეა როგორც თქვენ თქვით მაგრამ ვერა და ვერ გავიგე როგორ შეიძლება ჭურჭელში წნევის დაწევამ გამოიწვიოს ჭურჭლის ვერტიკალურად ზევით აწევა იმ დონეზე რომ  ის "დაეწიოს'' დგუშს  ვერტიკალურად მოთავსებულ ზამბარას  დავაწვებით და შემდეგ უცბათ ხელს ავუშვებთ ზამბარა ზეევით ახტება იგივე პრინციპი ხომ არ არის ჩვენი ჭურჭლის შემთხვევაში ? 
პატივცემულო ბოლო ამოცანა წავიკითხე და ძალიან საინტერესოა ესეთი კითხვა გამიჩნდა ვთქვათ დგუშს მცირე ძალიან მცირე dh სიმაღლეზე ვწევთ ამ დროს ტემპერატურის და თავისთავად წნევის შემცირება შეიძლება უგულვებელყოთ ამ აწევის დროს რა თქმა უნდა ის ვინც დგუშს წევს დგუშზე მოქმედ ატმოსფერულ წნევას თვითონ ანულებს ამ დროს ცილინდრში მოქმედი აირი საწყისი წნევით გადაინაცვლებს გამოთავისუფლებულ ადგილას და დგუშს მიაწვება ზევით ვთქვათ ეს წნევა მეტია ვიდრე დგუშისა და ცილინდირს სიმძივის ძალების ჯამი აი ამ დროს მხოლოდ დგუშ........
  L სიგრძის მქონე ჰორიზონტალური ცილინდრული ჰერმეტული ჭურჭელი ორი მოძრავი დგუშით სამ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. თავიდან ტემპერატურა ყველგან ერთნაირია  და უდრის T0-ს. რა მანძილით წანაცვლდება დგუშები, თუ ტემპერატურას ჭურჭლის მარცხენა ნაწილში T-მდე გავზრდით, ხოლო დანარჩენ ნაწილებში T0-ს შევინარჩუნებთ? ხახუნი არ არსებობს.
ოლეგი მას ეს როგორ ამოვხსნა?ვერტიკალურ ცილინდრულ ჭურჭელში, რომლის ფსკერის ფართობია S, ჩასმულია დგუში, რომლის მასა ჭურჭლის მასის ტოლია. თავისუფალ მდგომარეობაში დგუში ჭურჭლის სიმაღლის ნახევარზეა. დგუშს ნელა ეწევიან ზევით ჭურჭლისა და დგუშის რა მასისათვის აყვება ჭურჭელი დგუშს? ტემპერატურა მუდმივია, ხახუნი არ არსებობს, ატმოსფერული წნევაა Pa .
ოლეგი მასწ, ცოტა აქ ვერ გავიგე, ხან მასებია ტოლი, ხან მოცულობები, ხან ერთნაირი სხეულებია(რას ნიშნავს?)ხან სხვადასხვა სითხეში უშვებენ და ხან ერთსა და იმავეში, ხან ტივტივებენ, ხან ცურავენ და ხან კიდე იძრებიან დაცოტა დამალაგებინეთ რა, ალბათ მიხვდით არქიმედეს ძალაზე გეუბნებით, საატესტატოს ტესტებია და ცოტა მეჩქარება, წინასწარ გიხდით მადლობას
ოლეგი მასწავლებელო აბა ნახეთ სწორად თუ ვმსჯელობ: 1.ორი ერთნაირი კორპის ბურთულა რომ ჩაუშვეს წყალში და ზეთში კორპის სიმკვრივე ორივეზე ნაკლებია და ამიტომ ორივეში იტივტივებს, რადგან იტივტივებს სიმძიმის ძალა ტოლია ამომგდები ძალის და რადგან სიმძიმის ძალები ტოლია ამომგდები ძალებიც ტოლი იქნება. 2. ორიერთნაირი სხეული ვერ გავიგე რას ნიშნავს, მაგრამ თუ მასები აქვთ ტოლი, შეიძლება სიმკვრივეები არ ქონდეთ ტოლია და შეიძლება წყალში ჩაიძიროს და ზეთში არა, ან ორივეში ჩაიძიროს და ან ორივეში იტივტივოს, თუ ჩა........
გამარჯობა ოლეგი მასწავლებელო, ჩავაბარე საატესტატო, მადლობა დიდი, ახლა ვუყურებ ტელევიზორს რომელიც გადართული მაქვს არხზე "და ვინჩი" და ძალიან, ძალიან საინტერესოა, თუმცა რუსულადაა და ბევრს ვერაფერს ვიგებ, ვერ მოახერხებთ რომ გადმოთარგმნოთ და ქართული ხმა დაადოთ? ეს ძალიან დიდი საქმე იქნება, წინასწარ გიხდით მადლობას ( რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ რომ ყველაფერი თქვენ უნდა გადათარგმნოთ, ალბათ იცნობთ ადამიანებს ვინც ამას მოახერხებს).  და ბარემ აკვიატებული თუ ორი ერთნაირი მასის სხეულე........
გამარჯობა, ძალიან მჭირდება ამოცანის ამოხსნა და თუ შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთ? 30მ სიმაღლიდან ჰორიზონტალურად 20მ/წმ სიჩქარით გაისროლეს სხეული.განსაზღვრეთ სხეულის სიჩქარე 5მ სიმაღლეზე. პასუხი ძალიან მჩირდება.  
რა მინიმალური ძალაა საჭირო m = 4,5 კგ მასისა და R = 0,25 მ რადიუსიანი ბორბლის ასაგორებლად h = 0.1 მეტრი სიმაღლის საფეხურზე? ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.
სხეულს უბიძგეს დახრილ  სიბრტყეზე ზევით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სხეული უკან ჩამოსრიალდა. ჩამოსრიალების დრო 2-ჯერ მეტია ზევით მოძრაობის დროზე. რას უდრის ხახუნის კოეფიციენტი, თუ სიბრტყის დახრილობა 20 გრადუსია? მადლობა წინასწარ.
10ტ მასის ტრაქტორი, რომლის სიმძლავრეა 250კვტ, აღმართზე 5მ/წმ სიჩქარით ადის. გამოთვალე დახრის კუთხე. ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ.
M/m        რა ფარდობისათვის დარჩება სისტემა წონასწორობაში?
რა სიმაღლეზე უნდა გავუშვათ ხელოვნური თანამგზავრი, რომ იგი ყოველთვის დედამიწის ერთი და იმავე წერტილის თავზე იმყოფებოდეს? (მარგველაშვილიდან #7-10)
ორ ავტომობილს შორის მანძილი 100კმ-ია. ერთი მათგანი მოძრაობს მათი შემაერტებელი წრფისადმი 90გრადუსიანი კუტხით 50 კმ/სთ სიჩქარით, მეორე იმავე წრფისადმი 30 გრადუსიანი კუთხით, იმავე სიჩქარით. რა დროეს შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი უმცირესი? განსაზღვრეთ ეს მანძილი
გამარჯობათ ბატონო ოლეგ.ამოცანა მდგომარეობს შემდეგში:6მ სიმაღლეზე დაკიდებული ნათურის ქვეშ,მუდმივი 2 მ/წმ სიჩარით მოძრაობს 1.5მ სიმაღლის  ადამიანი.იპოვეთ დედამიწის ჰორიზონტალურ ზედაპირზე ადამიანის თავის ჩრდილის მოძრაობის სიჩქარე.