შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

 1) ბორბლის ბრუნვის სიხშირე 2 ჰც-ია.რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი,თუ ბორბლის რადიუსი 25 სმ-ია?   2)თუ ავტომობილი მოძრაობს 90 კმ საათი სიჩქარით,და მისი ბორბლის რადიუსია 50 სმ.რისი ტოლია ავტომობილის ბრუნვის სიხშირე/
გამარჯობათ ბატონო ოლეგ :) L=2მ სიგრძის ძაფზე ჩამოკიდებულია ბურთულა . რა მინიმალური სიჩქარე უნდა მივანიჭოთ ბურთულას ჰორიზონტალური მიმართულებით რომ მან დაიწყოს ბრუნვა ვერტიკალურ სიბრტყეში L რადიუსიან წრეწირზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.
a გვერდის მქონე კვადრატის თოთოეულ წვეროში მოთავსებულია 1.6 × 10-19 კულონი მუხტი. რა სიდიდის უარყოფითი მუხტი უნდა მოვათავსოთ დიაგონალების გადაკვეთის წერტილშო რომ სისტემა წონასწორობაში იყოს.
მოგესალმებით,როგორ ვიპოვო ამა თუ იმ სხეულზე ძალის მხარი?
მოგესალმებით, ბატონო ოლეგ..ერთი საკითხი მაინტერესებს..რატომაა ელექტრული დენის ძალის მიმართულებად მიღებული დადებითი იონების მოწესრიგებული მოძრაობა მიღებული?
გამარჯობა ბატონო ოლეგ <3.... 200-ადგილიან თვითმფრინავში 190 მგზავრი მეჯდა(მათ გადაიხადეს ბილეთის ფული); გულკეთილმა მე-მ გადავწყვიტე რომ 10 მგზავრი უფასოდ წავიყვანო-წაგებაში ხომ მაინც არ ვარ-მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ რაც მეტია მგზავრი, მეტი საწვავი მეხარჯება, რომელიც ძალიან ძვირია.  თვითმფრინავში 10 ცალი 60 კგ.იანი ადამიანის დამატების შემთხვევაში, რამდენით ლიტრით გამეზრდება საწვავის ხარჯი? მადლობთ <3 
ბატონო ოლეგ მაინტერესებს ჩემი ამოხსნა უტოლობის ტუ არის სწორად გაკეთებული...  
და მაინც, როგორ იქცევა დაუმუხტავი ბურთულა ერთგვაროვან ველში? მთლად კარგად ვერა, თუ იგი ლითონისაა, ერთგვაროვანს არაერთგვაროვნად აქცევს მის მახლობლად. ხოლო არაერთგვაროვანში გასაფუჭებელიც არაფერია.
გამარჯობა, ბატონო ოლეგ! გავეცანი თქვენს მიერ გარჩეულ ამოცანას მე-9 გვერდზე( ამოცანა ეხება ღეროზე დამაგრებული სხეულის ბრუნვა წრეწირზე). დამებადა ასეთი კითხვა: ძაფზე დაკიდებული სხეული შეძლებს თუ არა თანაბრად მოძრაობას წრეწირზე? ცნობილია, რომ წრეწირზე თანაბრად მოძრავი სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი უნდა იყოს ცენტრისკენული ძალა, აქ კი დაჭიმულობის და სიმძიმის ძალის ტოლქმედი არ არის ყველა წერტილში ცენტრისკენ მიმართული, მაგალითად  90 გრადუსით დაშორებული წერტილი ზედა წერტილისგან?
მაპატიეთ, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება იქნებ ამიხსნათ როგორ იქცევა დაუმუხტავი ბურთულა ელ. ველში მოთავსებისას, როცა ველი ერთგვაროვანია და როცა არაერტგვაროვანია?  
X  ekutvnis[0,2] gaertianeba [10/3,10] gaertianeba [10,       x ekutvnis[0, 2] gaertianeba[10/3,10] gaertianeba [10,+usasrulba)   rogorc gavige titoeuli tanamamravlis nishans vadgent mocemuli shualedisatvis da jamshi rac gamova is iqneba im shualedis nishani...da shemdegvigebt im shualedebs rav daakmayofilebs chvens utolobas...     =
ბატონო ოლეგ, თუ არ შეწუხდებით იქნებ შეძლებისდაგვარად ამიხსნათ რაციონალური უტოლობის ამოხსნა ინტერვალთა მეთოდით...კონკრეტულად ინტერვალების ნიშნების დადგენა...წინასწარ დიდი მადლობა   <3  
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისათვის...ასე ძალიან რომ შეწუხდით...გაიხარეთ თქვენი დახმარების იმედი სულ მაქვსს ამისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა   <3  
გამარჯობათ პატივცემულო. ასეთი კითხვა მაქვს: ვთქვათ გვაქვს რაღაც ძრავი რომლის სახურებლის ტემპერატურა გაცილებით მეტია გარემოს ტემპერატურაზე და ამ ძრავს ვთქვათ არ აქვს მაცივარი. შეიძლება თუ არა გარემომ შეასრულოს მაცივრის როლი და ძრავამ იმუშაოს ??
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ. 25ნკ მუხტის (თითოეული) ორი ნაწილაკი, რომლებიც ერთმანეთიდან 24სმ-ითაა დაშორებული, ქმნის ელექტროსტატიკურ ველს. რა ძალით მოქმედებს ეს ველი 2ნკ, მუხტზე, რომელიც თითოეული მუხტისაგან 15სმ-ითაა დაშორებული, თუ ველის შემქმნელი მუხტები ერთნაირნიშნიანია? სხვადასხვანიშნიანია?
მაპატიეთ,ბატონო ოლეგ, გაწუხებთ ძალიან, ამ ამოცანებში ვერაფრით პასუხი ვერ მივიღე გთხოვთ დამეხმაროთ. (არადა ძალიან ადვილი ჩანს) 2მ-ით დაშორებული ბურთულები განიზიდებიან 1 ნ ძალით. ბურთულების საერთო მუხტი 5*10-10 კ-ია, განსაზღვრეთ როგორ არის ბურთულების მუხტები განაწილებული.     10 სმ-ით დაშორებული ორი ბურთულა დამუხტულია ერთნაირი სიდიდის უარყოფითი მუხტით. განსაზღვრეთ ელექტრონების ჭარბი რაოდენობა თითოეულ ბურთულაზე, თუ მათ შორის ურთიერთქმედების ძალაა 0,23მნ     ........
L სიგრძის ძაფზე ბურთულა რომ დაკიდეს, იმაზე გეხმაურებით. მე-5 შეკითხვაში ძაფის დაჭიმულობის ძალა 3mg მივიღე, ხოლო მე-6-ში 1,5mg. ვიგულისხმე ქვედა წერტილიდან 1200. სწორია?
შესაძლებელია თუ არა მოცემული დამუხული სხეულით მივიღოთ მოცემულზე გაცილებით დიდი მუხტი?  
ჰორიზონტალურად მოთავსებულ გლუვ AB ღეროს აბრუნებენ მუდმივი 2 რად/წმ კუთხური სიჩქარით ​მის A ბოლოზე გამავალი ვერტიკალური ღერძის გარშემო. A წერტილიდან 1 მ/წმ საწყისი სიჩქარით ღეროს გასწვრივ თავისუფლად სრიალებს 0.5 კგ მასის ქურო. იპოვეთ ქუროზე მოქმედი კორიოლისის ძალა (მბრუნავ ღეროსთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში) იმ მომენტში, როცა ის ბრუნვის ღერძიდან 0,5 მ მანძილზე აღმოჩნდება. მადლობა წინასწარ :)
გამარჯობათ ბატონო ოლეგ საიტზე ვერ შემოვდივარ და აქ მოგწერთ აამოცანას: "2 მეტრი სიმაღლის კალათბურთელმა 3 კილოგრამიანი  ბურთი აისროლა ვერტიკალურად ზევით 6 მ/წმ საწყისი სიჩქარით. 1) რამდენ ხანს იფრენს ბურთი ჰაერში თუ გასროლის მომენტში (როცა კალათბურთელმა ბურთს ხელები გაუშვა) ის იატაკიდან  2.25 სიმაღლეზე იმყოფებოდა? 2) რას უდრის ბურთის გადაადგილება? 3)რამდენ ხანს იფრენს ბურთი ჰაერში, თუ გასროლის მომენტში ის იატაკიდან 2.25 მ სიმაღლეზე იმყოფებოდა პლანეტა მარსზე ⯑(თავისუფალი ვარდნის აჩქა........