შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

4კგ მასის ერთგვაროვანი ბერკეტის საყრდენი მისი სიგრძის 1/4-ზეა მოთავსებული. მის მოკლე ბოლოზე დაკიდებული 10კგ მასის ტვირთი. იპოვეთ თუ რა მასის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ ბერკეტის გრძელ ბოლოზე რომ ის წონასწორობაში იყოს.
უცვლელი  მასის აირის წნევის  2-ჯერ გაზრდისას   და ტემპერატურის 300k -ით   მომატებისას აირის სიმკვრივე 2-ჯერ შემცირდა.  განსაზღვრეთ აირის თავდაპირველი ტემპერატურა...მადლობა წინასწარ...
გამარჯობა ბატონო ოლეგ...უნდა შეგაწუხოთ, წყალბადში მიმდინარე იზოთრმული პროცესის დროს p წნევა ტოლია30*10 მეოთხე ხარისხიდა მოცულობა0.2მეტრი კუბში.განსაზღვრე წყალბადისტემპერატურა თუმასა 4*10 ის მინუს 2ხარისხიამასა მუდმივი სიდიდეადა წყალბადის მოლური მასა 2გ/მოლი-ის ტოლია...წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობათ,.როგორ ბრძანდებით?.  ამოცანა შემდეგია: ქანქარიანი  საათი სწორად  მუშაობს, როცა ქანქარის სიგრძე  55,8 სმ, რამდენით ჩამორჩება საათი დღე-ღამეში,თუ ქანქარას 0,5სმ-ით დავაგრძელებთ,.ქანქარა ჩათვალეთ მათემატიკურად.
კი მართალი ბრძანდებით, პირველი მეორესთან ქმნის 90 გრადუსიან კუთხეს  და  პირველი კი ჰორიზონტალურადაა განთავსებული, უბრალოდ ნახაზზს ვერ ვხაზავ...მადლობა  
მაგიდაზე დევს m და 3m მასის ორი სხეული. ხახუნის კოეფიციენტი m მასის სხეულსა და მაგიდას შორის არის µ, ხოლო 3m მასის სხეულსა და მაგიდას შორის კი 2µ. მაგიდა აამოძრავეს ჰორიზონტალური მიმართულებით ისეთი აჩქარებით, რომ ორივე სხეული გასრიალდა. ამ დროს პირველი სხეული ამოძრავდა a აჩქარებით. რა აჩქარებით ამოძრავდა მეორე სხეული? (2a) 
გამარჯობა, მინდა კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა...გაიხარეთ, თქვენ ძალიან კარგ საქმეს ემსახურებით  <3   ასეთი კითხვა მაქვს...სამი ბრტყელი სარკე60 გრადუსიანი კუთხით ეცემა პირველ სარკეს და სამივე სარკიდან თანმიმდევრობით არეკვლის შემდეგმართობულად ეცემა კვლავ პირველ სარკეს. განსაზღვრეთ კუთხე რომელსაც მესამე სარკე ადგენს ჰორიზონტთან...
5მ/წმ სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა დაიწყო დამუხრუჭება  2მ/წმ2 აჩქარებით  და 986 მ გაიარა     ა)29წმ–ში                ბ)10წმ–ში                   გ)47წმ–ში                   დ)73 წმ–ში ამოხსნა რომ დამი........
ერთი კამერტონი მოთავსებულია  დამკვირვებლის ყურთან, მეორე ასეთივე კამერტონი მოთავსებულია პირველიდან 47,5სმ-ზე, ამასთან დამკვირვებელს ხმა არ ესმის.იპოვეთ კამერტონის რხევების  სიხშირე.
ზამბარაზე ჩამოკიდებული ტვირთის  რხევის ამპლიტუდაა 10მმ, სიხშირე- 10ჰც,,რა მანძილს გაივლის ტვირთი ნახევარ წუში?
ოზონი(O3)  ჟანგბადზე(O2) მძიმეა,რატომ ხდება რომ ოზონი გამუდმებით ატმოსფეროს მაღალ ფენებშია (10-50 კმ) ხოლო ჟანგბადი მასზე დაბლა ?
გამარჯობა, თუ შეიძლება ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ. ერთმანეთისკენ გარკვეულ მანძილზე დაშორებულმა ორმა სხეულმა ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად დაიწყო მოძრაობა. ერთმა 2.4 მ/წმ2, ხოლო მეორემ 4,8 მ/წმ2 აჩქარებით. განსაზღვრეთ მათი შეხვედრის მომენტისთვის პირველი სხეულის გადაადგილების შეფარდება მეორე სხეულის გადაადგილების მოდულთან. წინასწარ მადლობა :))  
განსაზღვრეთკუთხე ორ ბრტყელ სარკეს შორის,თუ პირველი სარკისზედაპირისადმი30 გრადუსიანი კუთხითდაცემული სხივიორჯერადი არეკვლის შემდეგპარალელურად ბრუნდება უკან... წინასწარ დიდი მადლობა ძლიან მომწონს თქვენი გვერდი დიდი მადლობა ასეთი კეთილი საქმისათვის...გაიხარეთ  
ელექტროჩაიდანს ორი სპირალი აქვს. ერთი მათგანის ჩართვისას ჩაიდანში წყალი დუღდება t1 დროში,მეორის ჩართვისას კი - t2 დროში.განსაზღვრეთ,რა დროში ადუღდება ჩაიდანში წყალი, თუ ორივე გრაგნილს ჩავრთავთ ერთდროულად ა)პარალელურად ბ)მიმდევრობით.
ბატონო ოლეგ, თქვენს მიერ დასმულ ორივე შეკითხვის შემთხვევაში ვფიქრობ სითხე არსად არ წაინაცვლებს, რამდენჯერაც სიმკვრივე მოიმატებს ან მოიკლებს იმდენჯერ მოიკლებს ან მოიმატებს მოცულობაც. დიდი მადლობა ასეთი გასაგები პასუხისთვის და გისურვებთ წარმატებას
გამარჯობა ბატონო ოლეგ, გთხოვთ ამიხსნათ გედენიძის საატესტატო წიგნის ამოცანა 6.63 და 6.64, ნახაზის გამო ვერ ვწერ პირობას, წინასწარ გიხდით მადლობას
500 კგ მასის მქონე ლიფტი მოძრაობს ვერტიკალურად ქვევით მიმართული 2 მ/წმ2 აჩქარებით. რას უდრის ლიფტის 60 კგ მასის მგზავრზე მოქმედი ინერციის ძალის მოდული ლიფტთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში? ინერციის ძალა რა არის ლიფტთან დაკავშირებულ სისტემაში? 
ახლახანს შევიძინე პატარა ელექტროგამათბობელი, რომელზეც აწერია რომ გათვლილია 220ვ ძაბვის ქსელისთვის და 2000ვტ-იანია(კიდევ ერთი მონაცემიც აწერია: 50Hz მაგრამ ეს არ ვიცი რა მონაცემია). როგორ უნდა დავადგინო ვთქვათ საათში რამდენს წვავს? კიდევ იცით რა მაინტერესებს, აი დენის გადასახადის ქვითარზე რომ აწერია 131კვტ.სთ ე.ი. 131კილოჯოული სითბო მოვიხმარეე? თუ.. დამაინტერესა და იქნებ ამიხსნათ :D :D <3 
400 გრამი მასის ორი ერთნაირი ბურთულა დაკიდეს ერთნაირი სიგრძის ძაფებით. ერთ წერტილში და დამუხტეს ერთნაირი ნიშნის მუხტით. ბურტულები ერთმანეთს დაშორდნენ 15 სმ, ისე რომ ძაფებს შორის მართი კუთხე შიქმნა, უნდა ვიპოვოთ თითოეული ბურთულას მუხტი.
და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება.. 1მ სიგრძის ქანქრას წონაწორობის მდებარეობიდან გადახრის მაქსიმალური კუთხე 30 გრადუსია. წონასწორობის მდებარეობის გავლისას ძაფი შუა ნაწილით  ლურსმანს გამოედო. განსაზღვრეთ დამოკლებული ქანქარას გადახრის მაქსიმალური კუთხე. საკმაოდ დიდხანს ვიცოდვილე მაგრამ უშედეგოდ, და იქნებ ამიხსნათ :( :( და კიდევ, რა მინდა გკითხოთ, რამე წიგნი არ არსებობს რომ ამოხსნის ტექნიკა ეწეროს და ახსნილი იყოს რაღაცები... მინდა უკეთ გავერკვე :/ მადლობა წინაწარ