შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

გამარჯობა ^_^ პირველ რიგში დიდი მადლობა წინაზე რომ ასე გასაგებად დამიწერეთ ახსნები ^_^ და კიდევ, მადლობა რომ ასე სწრაფად მიპასუხეთ ^_^ <3 თუ არ შეწუხდებით იქნებ ამ ამოცანებში დამეხმაროთ?: საათი, რომლის ქანქარა ლითონისაა, სითბოში უფრო მეტ რხევას შეასრულებს თუ სიცივეში?--ახსენით რატომ. 2.საათი, რომლის ქანქარა 1მ სიგრძისაა, დღე-ღამეში ჩამორჩება 1საათით. როგორ უნდა შევცვალოთ ქანქარას სიგრძე რომ მან სწორად იმუშაოს? პ.ს. ამას უკავშირდება ზამთარში საათის გადაწევა? იქნებ დამეხმაროთ ^_^ <3 წინ........
ვინმე დამეხმარებაა?იპოვეთ წრფის გასწვრივ მოძრავი სხეულის მიერ ბოლო 3 წამში განვლილი მანძილი, თუ სხეული მოძრაობდა უსაწყისო სიჩქარით t = 10 წმ-ის განმავლობაში და მისი აჩქარება  a = 2მ/წმ2 (ველში ჩაწერეთ მხოლოდ რიცხვი, მეასედი სიზუსტით, მაგ.1.23)
და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება.. 1მ სიგრძის ქანქრას წონაწორობის მდებარეობიდან გადახრის მაქსიმალური კუთხე 30 გრადუსია. წონასწორობის მდებარეობის გავლისას ძაფი შუა ნაწილით  ლურსმანს გამოედო. განსაზღვრეთ დამოკლებული ქანქარას გადახრის მაქსიმალური კუთხე. საკმაოდ დიდხანს ვიცოდვილე მაგრამ უშედეგოდ, და იქნებ ამიხსნათ :( :( და კიდევ, რა მინდა გკითხოთ, რამე წიგნი არ არსებობს რომ ამოხსნის ტექნიკა ეწეროს და ახსნილი იყოს რაღაცები... მინდა უკეთ გავერკვე :/ მადლობა წინაწარ
ბატონო ოლეგ, თქვენს მიერ დასმულ ორივე შეკითხვის შემთხვევაში ვფიქრობ სითხე არსად არ წაინაცვლებს, რამდენჯერაც სიმკვრივე მოიმატებს ან მოიკლებს იმდენჯერ მოიკლებს ან მოიმატებს მოცულობაც. დიდი მადლობა ასეთი გასაგები პასუხისთვის და გისურვებთ წარმატებას
გამარჯობა ბატონო ოლეგ, გთხოვთ ამიხსნათ გედენიძის საატესტატო წიგნის ამოცანა 6.63 და 6.64, ნახაზის გამო ვერ ვწერ პირობას, წინასწარ გიხდით მადლობას
გამარჯობა, თუ შეიძლება ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარეთ. ერთმანეთისკენ გარკვეულ მანძილზე დაშორებულმა ორმა სხეულმა ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად დაიწყო მოძრაობა. ერთმა 2.4 მ/წმ2, ხოლო მეორემ 4,8 მ/წმ2 აჩქარებით. განსაზღვრეთ მათი შეხვედრის მომენტისთვის პირველი სხეულის გადაადგილების შეფარდება მეორე სხეულის გადაადგილების მოდულთან. წინასწარ მადლობა :))  
ზამბარაზე ჩამოკიდებული ტვირთის  რხევის ამპლიტუდაა 10მმ, სიხშირე- 10ჰც,,რა მანძილს გაივლის ტვირთი ნახევარ წუში?
5მ/წმ სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა დაიწყო დამუხრუჭება  2მ/წმ2 აჩქარებით  და 986 მ გაიარა     ა)29წმ–ში                ბ)10წმ–ში                   გ)47წმ–ში                   დ)73 წმ–ში ამოხსნა რომ დამი........
მაგიდაზე დევს m და 3m მასის ორი სხეული. ხახუნის კოეფიციენტი m მასის სხეულსა და მაგიდას შორის არის µ, ხოლო 3m მასის სხეულსა და მაგიდას შორის კი 2µ. მაგიდა აამოძრავეს ჰორიზონტალური მიმართულებით ისეთი აჩქარებით, რომ ორივე სხეული გასრიალდა. ამ დროს პირველი სხეული ამოძრავდა a აჩქარებით. რა აჩქარებით ამოძრავდა მეორე სხეული? (2a) 
გამარჯობათ,.როგორ ბრძანდებით?.  ამოცანა შემდეგია: ქანქარიანი  საათი სწორად  მუშაობს, როცა ქანქარის სიგრძე  55,8 სმ, რამდენით ჩამორჩება საათი დღე-ღამეში,თუ ქანქარას 0,5სმ-ით დავაგრძელებთ,.ქანქარა ჩათვალეთ მათემატიკურად.
4კგ მასის ერთგვაროვანი ბერკეტის საყრდენი მისი სიგრძის 1/4-ზეა მოთავსებული. მის მოკლე ბოლოზე დაკიდებული 10კგ მასის ტვირთი. იპოვეთ თუ რა მასის ტვირთი უნდა ჩამოვკიდოთ ბერკეტის გრძელ ბოლოზე რომ ის წონასწორობაში იყოს.
ამოცანა მოძრაობის ფარდობითობაზე.... გრაფიკები....       ე. ბასიაშვილის კრებულიდან   1.132
H=20მ სიმაღლიდან ჰორიზონტისადმი რა კუთხით უნდა გავისროლოთ სხეული v0=14მ/წმ სიჩქარით, რომ ის რაც შეიძლება შორს დაეცეს?
მიპასუხეთ გთხოოოოოვთ გამოცდამაქვს სხეული ვერტიკალურად ზევით აისროლეს 30 მ/წმ სიჩქარით. რა სიმაღლეზე აღმოჩნდება იგი 3 წმ-ის შემდეგ? რას უდრის სიჩქარე ამ სიმაღლეზე?
ramdenii wamia 1 saatshi
უძრავი სხეულები ერთდროულად ამოძრავდა ურთიერთმართობულ წრფივ ტრაექტორიებზე 0,3 მ/წმ2 და 0,4 მ/წმ2 აჩქარებებით. რისი ტოლი იქნება მათი ფარდობითი სიჩქარე მოძრაობის დაწყებიდან 20 წმ-ის შემდეგ?  ეს ამოცანა როგორ იხსენბა იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ
x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატის დროზე დამოკიდებულება გამოისახება x=8-3t+t2 ფორმულით. როგორი სახე აქვს სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულებას?  ეს რომ ამიხსნათ შეგიძლიათ როგორ იხსნება ვცდილობ გავერკვე და ვერ ვიგებ პასუხი დაწვრილებით, რომ დამიწეროთ და მივხვდები თვითონ მსგავსებ დიდი მადლობა წინასწარ 
რისი ტოლია თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან H = 2D სიმაღლეზე? (D – დედამიწის დიამეტრია ასეთი ამოცანის ამოხსნა რა პრინციპით ხდება ვერანაირად ვერ დავაკავშირე თავიდან ვიფიქრე მსოფლიო g=GM/r2   მეცადა მარა ვერ დავაკავშირე 
გამარჯობა. 1მ სიგრძის ძაფზე დაკიდული 200გ მასის ბურთულა გადახარეს ისე , რომ ძაფმა დაიკავა ჰორიზონტალური მდგომარეობა და გაუშვეს ხელი, გამოთვალე ბურთულას სრულლი მექანიკური ენერგია დროის იმ მომენტში როდესაც ძაფი ვერტიკალურ მიმართულებასთან 60o-იან კუთხეს შეადგენს
გადაბმული სხეულების მოძრაობაზე ვერ ვიპოვე საჭირო მასალა ამ ამოცანის ამოსახსნელად და თუ შეიძლება რომ დამეხმაროთ მის ამოხსნაში. http://i.imgur.com/GESOzAU.png