შეკითხვა:

გამარჯობა! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ამ ამოცანის ამოხსნაში:ჰორიზონტალურ მაგიდაზე ასანთის კოლოფს უბიძგებენ. თუ ბიძგის სიჩქარეა v1, მაშინ კოლოფი გაჩერებამდე 16 სმ-ს გადის. თუ სიჩქარე v2-ია, გავლილი მანძილი 36 სმ-ია. რა მანძილს გაივლის კოლოფი, თუ მას v1+ v2 სიჩქარით ვუბიძგებთ. პასუხი 100სმ, თუმცა მე რამდენჯერაც ვცადე ამოხსნა, სხვა პასუხი მივიღე

პასუხი:

ეს მოძრაობები თანაბარშენელებულია  ერთიდაიგივე აჩქარებით  და ამ აჩქარებას  სამივე შემთხვევაში იწვევს ერთიდაიგივე ხახუნის ძალა ----- a1= a2 =a3=a.....

ამ დროს გაჩერებამდე გავლილი მანძილი   თითოეული შემთხვევისათვის ჩაიწერება   ასე:

16 = v12/ 2a  --------->   v1= 4•(ფესვი2a-დან) 

36 = v22/ 2a ------->    v2= 6•(ფესვი2a-დან) ..................  v1 +  v2 = 10•(ფესვი2a-დან

----------------------------------------------------------        

 S = ( v+ v2)2/ 2a  =   ???? .....

 

================================

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.