შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

გამარჯობა! ბურთულა რომლის მასაა 0,1 გრ, 600-იანი კუთხით ეჯახება კედელს 200 მ/წმ სიჩქარით. ჩათვალეთ დაჯახება აბსოლუტურად დრეკადად და განსაზღვრეთ ძალა რომლითაც ბურთულა მოქმედებს კედელზე, თუ დაჯახება გრძელდება 0,01 წამის განმავლობაში.   იქნებ დამეხმაროთ, მადლობა
2019-2020 წლის ეროვნული ოლიმპიადა მე-2 ტურის ფიზიკის 1 ამოცანა მაინტერესებს...  გვაქვს ტოლი მოცულობის 2 ჭურჭელი: ერთი ცილინდრული მეორე კი ნახევარსფერული. ისინი ბოლომდე აავსეს წყლით. განსაზღვრეთ რამდნჯერ განსხვავდება ჭურჭლის ფსკერზე სითხის დაწოლის ძალები. ატმოსფერულ წნევას ნუ გაითვალისწინებთ.
გამარჯობა! გთხოვთ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში. ერთსა და იმავე დროში ერთი მათემატიკური ქანქარა ასრულებს 40 რხევას, მეორე-20-ს. განსაზღვრეთ მათი სიგრძეები თუ ერთი მათგანი 1.5 მეტრით გრძელია მეორეზე
გამარჯობა, რა სიჩქარე უნდა მივანიჭოთ პროტონს უსასრულობაში იმისათვის რომ მიუახლოვდეს a-ნაწილაკს r=10-7მ მანძილზე? მადლობა წინასწარ.
1 წრედში პარალელურად ჩართულია 2,5 ვ-იანი ორი ნათურა. მიღებული შედეგი ჩავინიშნოთ ცხრილში, შემდეგ შევცვალოთ ერთ-ერთი ნათურა, პარალელურად ჩავრთოთ 2,5 ვ-იანი და 6,5 ვ-იანი ნათურები, რომელი ნატურა გაანათებს უკეტ რატომ? 2პარალელურად ჩართულია 2ვტ და 4,5 ვტ სიმძლავრის ორი ნათურა, წრედის ძაბვა არის 4,5 ვოლტი, იპოვეთ რომელ ნათურაში გავა მეტი დენი გამოიტანე დასკვნა?    
გამარჯობა! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ამ ამოცანის ამოხსნაში:ჰორიზონტალურ მაგიდაზე ასანთის კოლოფს უბიძგებენ. თუ ბიძგის სიჩქარეა v1, მაშინ კოლოფი გაჩერებამდე 16 სმ-ს გადის. თუ სიჩქარე v2-ია, გავლილი მანძილი 36 სმ-ია. რა მანძილს გაივლის კოლოფი, თუ მას v1+ v2 სიჩქარით ვუბიძგებთ. პასუხი 100სმ, თუმცა მე რამდენჯერაც ვცადე ამოხსნა, სხვა პასუხი მივიღე &&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&........
ბატონო ოლეგ დიდი ბოდიშის მოხდით იქნებ 2011 წლის მასწავლებელთ გამოცდის  4 ნომრის ამოხსნა დადოთ.წინასწარ მადლობა
გამარჯობა, დახმარება მჭირდება ამ საკითხში: ორი ერთნაირი ზომის ლითონის ბურთულების მუხტებია 6 მკკ და 12 მკკ. ბურთულები შეახეს ერთმანეთს და დააცილეს, რა სიდიდის მუხტები ექნებათ ბურთულებს? წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობათ ბატონო ოლეგ  მინდა გთხოვოთ მომეხმაროთ ამოცანის ამოხსნაში ,როგორია ნამარხი ნაცრის ასაკი თუ მასში  C-14  შემცველობა დღევანდელის 12,5% ია. T=5730წ. ვიცი აქტივობასთან არის კავშირში A=N\T მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე
40 სმ აქტიური სიგრძის წრფივი გამტარი ერთგვაროვანი მაგნიტური ველის წირების მართობულია. განსაზღვრეთ გამტარზე მოქმედი ამპერის ძალა, თუ დენის ძალა 5 ამპერია და მაგნიტური ველის ინდუქციის მოდული 0.1 ტესლაა
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ბატარეა შედგება 10 მიმდევრობით შეერთებული ელემენტისაგან. თითოეულის ემძ 10ვ-ია და შიგა წინაღობა 4 ომი. ბატარეა შეერთებულია ელექტროლიტის აბაზანასთან, რომლის წინაღობაა 200ომი. რა მასის თუთია გამოიყოფა ელექტროდზე 6 სთ-ის შემდეგ? თუთიის ელექტროქიმიური ექვივალენტი ტოლია 0,4.10-6 კგ/კ
გამარჯობა ! დაზუსტება მჭირდება: კოჭაში რკინის გულარის შეტანით მისი ინდუქციურობა ხომ გაიზრდება?
ძალიან მჭირდება პასუხში შეცდომაა და მაინტერესებს როგორ იხნება ის ვიცი რომ პარალელურად უნდა შევაერთო 4 გამტარი მაგრამ რა სიდიდის წინაღობები მაგას ვერ ვითვლი პასუხში წერია 250 ომი ოთხივე გამტარი მაგრამ მაგ შემთხვევაზე უფრო დაბალი წინაღობაც ვიპოვე. ამოცანა:გვაქვს გამტარი რომელიც უძლებს მაქსიმუმ 1ა დენს. ამ გამტარის წინაღობაა R=1000ომი. როგორ დავამზადოთ ამ გამტარისგან მაქსიმალური სიმძლავრის U=220 ვ ძაბვის ქსელისთვის გათვალისწინებული სახურებელი.
იპოვეთ m=58 გრ ჰაერის სითბოტევადობა მუდმივი მოცულობის პირობებში, თუ მისი კუთრი სითბოტევადობა მუდმივი წნევის პირობებში  cp =1000 ჯ/კგ.გრად. მოც: mჰაერი= 58გრ         cp =1000ჯ/კგ.გრად.         v=const.         p=const. Cv ჰაერის=? ფორმულაში დახმარება მჭირდება, მადლობა წინასწარ
  რა სიჩქარეს შეიძენს ელექტრონი ამაჩქარებელში, რომელშიც პოტენციალთა სხვაობა 1000ვ-ია?
გამარჯობა, მაინტერესებს ვთქვათ მე-5 სართულზე ასვლისას ენერგიები როგორ გარდაიქმნება? (პოტენციური და კინეტიკური)
გამარჯობათ წინასწარ დიდი მადლობაა  სხეული გაისროლეს ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით 30მ/წმ სიჩქარით.რა სიჩქარე ექნება სხეულ 25მ სიმაღლეზე?ჰაერის წინაღობას ნუ გაითვალისწინებთ.  
ბოდიშიი შეწუხებისთვისს ;// გამოთვალე იმ ზამბარის სიხისტე,რომელიც 4ნ ძალის მოქმედებისას წაგრძელდა 8სმ-ით.ააგეთ ზამბარის წაგრძელების მოქმედ ძალაზე დამოკიდებულების გრაფიკი. კიდევ დიდი ბოდიშიიი
გამარჯობათ ვერ გავიგე ეს ამოცანა და შეგიძლიათ დამეხმაროთ? რა სიმაღლიდან უნდა დაეშვას ველოსიპედისტი რომ შემოწეროს "მკვდარი მარყუჟი" რომლის რადიუსი 6მ-ია.ხახუნს და ჰაერის წინაღობას ნუ გაითვალისწინებთ  
რისი ტოლი უნდა იყოს  X  წინაღობა, რომ ჯაჭვის სრული წინაღობა არ იყოს დამოკიდებული  ჯაჭვში რგოლების რიცხვზე?...