Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ბგერის არეკვლა

ბგერითი ტალღის ორი სხვადასხვა სიმკვრივისა და დრეკადობის მქონე გარემოს გამყოფ ზედაპირთან შეხვედრის შემდეგ საწყის გარემოში დაბრუნების პროცესი. ბგერის არეკვლის ერთ-ერთი გამოვლინება არის ექო.

ბგერის ინტენსივობა

ბგერის ძალა – ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ბგერითი ტალღის მიერ მისი გავრცელების პერპენდიკულარულ ზედაპირში გადატანილი ენერგიის ფარდობისა ამ ზედაპირის ფართობთან და იმ დროის შუალედთან რომელშიც მიმდინარებს პროცესი. ბგერის ინტენსივობის ერთეულია SI სისტემაში ვტ/მ2.

ბგერის სიმაღლე

ბგერის მახასიათებელი, რომელსაც დროის ერთეულში რხევათა რიცხვით განისაზრვრება. სიხშირის ზრდით ბგერის სიმაღლე იზრდება. 

ბგერის სიჩქარე

გარემოში ბგერითი ტალღების  გავრცელების სიჩქარე. აირებში ბგერის სიჩქარე ნაკლებია, ვიდრე სითხეებში, ხოლო სითხეებში ნაკლებია, ვიდრე მყარ სხეულებში. ნორმალურ პირობებში ჰაერში ბგერის სიჩქარე  330 მ/წმ-ია, წყალში - 1500 მ/წმ, მყარ სხეულებში 2000 - 6000 მ/წმ.

ბგერის ტემბრი

მუსიკალური ინსტრუმენტის, ხმისგამომცემი ხელსაწყოს, ადამიანების ან ცხოველების ხმის აპარატები მიერ გამოცემული ბგერის ხარისხობრივი, სუბიექტური შეფასება.  ჟღერადობის შეფერილობას ახასიათებს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ობერტონები ახლავს ძირითად ტონს და როგორი არის მათი ინტენსივობა.

  1. ბგერის ძალა
  2. ბგერის წნევა
  3. ბგერის ხმამაღლობა
  4. ბერნულის განტოლება

Page 10 of 103

  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14

კითხვა–პასუხი


30 კგ მასის სილიანი ურიკა დგას გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. სილას ეჯახება და შიგ რჩება 4 კგ მასის 5მ/წმ სიჩქარით ჰოიზონტაკურად მოძრავი ბირთვი. იპოვეთ ურიკის სიჩქარე
რას უფრო მეტი ენერგია სჭირდება: წყლის 0 გრადუსიდან 100 გრადუსამდე გაცხელებას თუ შემდეგ მის აორთქლებას? რატომ?  
გამარჯობათ..     m  მასის  ძელაკი ბიძგის შედეგად იწყებს სრიალს  ჰორიზონტალურ  ზედაპირზე v  საწყისი სიჩქარით და გაჩერებამდე  გადის s  მანძილს. რა მანძილს........
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ წრედში გვაქვს რამდენიმე ელემენტი სხვადასხვა ემძ-ებით ამ შემთხვევაში როგორ გავიგო ამ ელემენტების საერთო ემძ(შეიძლება არასწორად ვამბობ). მაგალითად გვაქვს წრედი პარალელურად და........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS