Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ატომის ბირთვი

 - ატომის დადებითად დამუხტული ცენტრალური ნაწილი, რომელშიც თავმოყრილია თითქმის მისი სრული მასა. ბირთვის მუხტი და ატომური ნომერი განისაზღვრება ბირთვში პროტონების რიცხვით, ხოლო ატომური მასა - ნუკლონების (პროტონებისა და ნეიტრონების) ჯამური რიცხვით. მძიმე ბირთვების ზომები აღწევს 10-14 მ, ბირთვული მატერიის სიმკვრივე კი 1017 კგ/მ3.

ატომური ენერგია

 - იგივე ბირთვული ენერგია.

ატომური მასა

 - ატომის მასა, რომელიც ატომური მასის ერთეულებში არის გამოსახული.

აქტიური სიმძლავრე

ფიზიკური სიდიდე, რომელიც  პერიოდის განმავლობაში ცვლადი დენის მყისი  სიმძლავრის საშუალოს ტოლია. შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ ელექტრული ენერგიის სხვა სახის ენერგიაში გარდაქმნის საშუალო სიჩქარე. ერთფაზიან ცვალადი დენის წრედში გამოითვლება ფორმულით: P=IUcosφ. SI-ში ერთეულია – ვატი (ვტ).

აქტიური წინაღობა

ფიზიკური სიდიდე, რომელიც წრედის უბანზე შთანთქნული აქტიური სიმძლავრის ამავე უბანზე ცვლადი დენის ძალის კვადრატთან ფარდობის ტოლია. შესაძლებლობას იძლევა შევაფასოთ წრედის ან მისი უბნის წინაღობა დენის მიმართ, რაც განპირობებულია ელექტრული ენერგიის სხვა ფორმებში (უმეტესად შინაგან ენერგიად) შეუქცევადი გარდაქმნებით. სი სისტემაში ერთეულია ომი.

  1. აჩქარება
  2. ახლო წესრიგი
  3. ბარომეტრი
  4. ბგერა (ბგერითი ტალღები)

Page 8 of 103

  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12

კითხვა–პასუხი


m მასის მქონე ორი სხეული გარკვეულ მანძილზე ერთმანეთს მიიზიდავენ F ძალით. რისი ტოლი გახდება თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მათ შორის ზუსტად შუაში მოვათავსებთ მესამე, ასევე m მასის სხეულს? მადლობას გი........
ზამბარის X -ით გასაჭიმად შესრულდა A მუსაობა ამის შემდეგ ზამბარის დამატებითი გაჭიმვისათვის შესრულდა 8A მუშაობა რისი ტოლი გახდა ზამბარის გაჭიმვა?(წინასწარ დიდი მადლობა)
ჰაერის ბუშტუკები ამოდიან ტბის ფსკერიდან  ზედაპირზე. იპოვეთ ბუშტუკებზე მოქმედი ამომგდები ძალების შეფარდება 10 მ და 2 მ სიღრმეებზე    F10 / F2  (ატმოსფერული წნევა ჩათვალეთ 10 მ ........
ჰელიუმით სავსე ბურთი ზევით მიდის. რა სახის ენერგია ჰქონდა მას, ხელში რომ მეჭირა? როდესაც გავუშვი, ეს ენერგია გადავიდა კინეტიკურში და ნაწილობრივ სითბურში. როგორ ავხსნათ ეს ენერგიის შენახვის კანონი........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS